Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 056 (Jesus the light of the world)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
1. იესოს სიტყვა კარვობის დღესასწაულზე (იოანე 7:1 – 8:59)

დ) იესო - ქვეყნიერების ნათელი (იოანე 8:12-29)


იოანე 8:21-22
21 კვლავ უთხრა მათ იესომ: "მე მივდივარ და ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვებში დაიხოცებით. სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ”. 22 იუდევლებმა თქვეს: "თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთო მოსვლას?”

იესომ იცოდა, რომ ტაძრის მსახურებით იყო ყველა მხრივ შემოსარტყლული. ის მომავლის საიდუმლოს, ბუნდოვნად ახსენებდა, „ჩემიმ სიკვდილის ჟამი ახლოა. მალე ამ ქვეყნიერებას დავტოვებ და მერე ვეღარ შეძლებთ ჩემს გაკონტროლებას. თქვენ ვერ მომკლავთ მაშინ,როდესაც ამის გაკეთებას გადაწყვეტთ. მე თავად გადავწყვეტ, როდის უნდა წავიდე წუთისოფლიდან“.

„მაგრამ მე კვლავ აღვდგები. დაკეთილი ფანჯრები და კედლები ჩემთვის პრობლემა არ არის. თქვენ მე ძებნას დამიწყებთ და ვერ მომძებნით. მე მამასთან ავალ, და ამის შესახებ ვერაფერს გაიგებთ. თქვენ უარმყავით მე, ღვთის კრავი. კაცობრიობის მხსნელი. თქვენ საკუთარი ცოდვის ძალაუფლების ქვეშ მოკვდებით“. ჩვენი მრავალი სოციალური ცოდვა- არ არის პირველადი ცოდვები, არამედ ურწმუნოება და ცუდი დამოკიდებულება ღმერთისადმი.

იუდეველები მიხვდნენ, რომ იესო წასვლის შესახებ ლაპარაკობდა, მაგრამ ვერ მიხვდნენ ბოლომდე და ვერც ის გაიგეს, რომ ის მამასთან მიდიოდა. ისინი თვლიდნენ, რომ დოქტრინალურად ფარისევლებთან და მღვდელმთავრებთან იესომ საკუთარი ენერგია ამოწურა. და მას აღარაფერი დარჩენოდა, გარდა თვითმკვლელობისა. მოხვდება თუ არა ის ჯოჯოხეთსი თვითმკვლელობის გამო? იუდევები ფიქრობდნენ, რომ ვერ გაიზიარედბნენ ამ სწავლებას მასთან ერთად, რამდენადაც თავს მართლებად თვლიდნენ. თუმცაღა, როდესაც იერუსალიმი დაპყრობილი იყო რომალეთა მიერ სამოცდაათიან წლებში ქრისტეს დაბადების მერე, ათასობით იუდეველმა დაამთავრა სიცოცხლე თვითმკვლელობით, შიმშილითა და დარდით.

იოანე 8:23-24
23 უთხრა მათ: "თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, მე კი ამქვეყნიური არა ვარ. 24 ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით”.

იესომ თქვა, რომ ღვთის ბუნება ჩვენსაზე მაღლაა. ადამიანი ქვიშისგანა შექმნილი და ცოდვით დაცემის შემდეგ მისი აზრები ბოროტი გახდა. თესლს, რომელიც ეშმაკმა დათესა, დამპალი ნაყოფი მოაქვს. ჩვენ ვერ შევიცნობთ ღმერთი ბუნებას, მაგრამ შეგვიძია მისი თანდასწრება ვიგრძნოთ.

ქრისტე ჩვენი სამყაროდან არაა. მას მამის ბუნება აქვს. ძემ განანიდიდა მამა. აქ არის საუბარი სივრცეებზე. დედამიწის მიზიდულობის ძალა იკლებს, ჩვენი მაღლა სვლის დროს. რაც უფრო მაღლა ვართ სულიერად და ვიზრდებით, მით უფრო ვუახლოვდებით ღმერთს. ცოდვა სულ უფრო და უფრო კარგავს ძალას. ჩვენი ცოდვილი სამყარო ციხეა, რომლიდანაც ვერ ვთავისუფლდებით ჩვენი ძალებით. ჩვენ დავიბადეთ სამყაროში, რომელიც უარყოფს ღმერთის სიყვარულს. ჩვენ ყველა ბევრს ვცოდავთ. ჩვენ თითქოს გაკაჟებულები ვართ და მრავალი იარა გვაქვს: ასეთი ადამიანი ნელ-ნელა კვდება საკუთარი ავადმყოფობის გამო. სწორედ ასე ანგრევს ადამიანს ცოდვა - ჩვენ უნდა მოვკვდეთ იმიტო, რომ შევცოდეთ. რა არის ცოდვა? ეს რწმენის არქონაა. მან ვინც ცხოვრება იესოს დაუკავშირა, იცოცხლებს მარადიულად - ღმერთის ძის სისხლმა გაგვწმიდა ცოდვებისგან. მისი ძალით ჩვენ ვასუფთავებთ საკუთარ სინდისს და ვწმედთ ჩვენ აზრებს. მაგრამ ის ვინც ქრისტესთან არაა, სიკვდილს ირჩევს, რჩებოდა ცოდვის ტყვეობაში და ელოდება სიკვდილის დღეს. მხოლოდ ქრისტეს რწმენა გვანთავისუფლებს ღმერთის რისხვისგან.

ვინ არის მაშინ იესო, რომელიც საუბრობს საკუთარ რწმენაზე? ის საკუთარ თავზე ამბობს: „ეს მე ვარ“ ან „მე ვარ“ (იოანე 6:20 და 8:24). ასე მოუყარა თავი მან ყველა მოწმობას საკუთარ თავზე. მან უწოდა თავს ღმერთის წეშმარიტება, ცოცხალ და წმიდა ღმერთად, რომელიც გამოეცხადა მოსეს აალებულ ბუჩქში იმავე სახელით „ მე ვარ, ვინც ვარ“ (გამოსვლა 3:14; ესაია 43:1-12). სხვა გადარჩენა ჩვენ არ გვინდა. ყველა იუდეველმა იცოდა ეს სახელი, მაგრამ ვერ ბედავდნენ მის ფუჭად წარმოთქმას. მაგრამიესომ ღიად უწოდა თავის თავს: „მე ვარ“. ის მხოლოდ ქრისტე კი არ არის, ღმერთის ძე, ის - იაჰვეა, ჭეშმარიტების ღმერთი.

ქრისტე - სახარების მთავარი პერსონაჟია. ის - ღმერთის ხორცშესხმაა. მისი მორწმუნე იცოცხლებს, მაგრამ მისი და მისი ძალაუფლების უარმყოფელი, საკთარ თავს პატიებას ართმევს. რწმენა თუ ურწმუნოება წყვეტს, როგორი იქნება ადამიანი ბედი.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს რწმენა იმისა, ვინც საკუთარ თავს უწოდებს: „მე ვარ“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:39 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)