Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 057 (Jesus the light of the world)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
1. იესოს სიტყვა კარვობის დღესასწაულზე (იოანე 7:1 – 8:59)

დ) იესო - ქვეყნიერების ნათელი (იოანე 8:12-29)


იოანე 8:25-27
25 მაშინ უთხრეს მას: "ვინ ხარ შენ?” იესომ უთხრა მათ: "ის, რასაც თავიდანვე გეუბნებოდით. 26 ბევრი მაქვს თქვენს შესახებ სათქმელი და განსასჯელი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ წუთისოფელში”. 27 ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.

იმისდამიუხედავა, რომ ქრისტეს უკვე ნათქვამი ჰქონდა თავის ღვთიურობაზე, იუდეველები აგრძელელბდნენ ჯიუტობას, და ეკითხებოდნენ: „ვინ ხარ შენ? მიგვანიშნე, აგვიხსენი, რათა გავიგოთ!“ მაგრამ იესომ ამ კითხვების მიღმა საკმარისად ახსნა საკუთარი თავი. მათ მხოლოდ ის დარჩენოდათ, რომ ერწმუნათ.

იესო კვავ პასუხობს მათ: „უპირველეს ყოვლისა მე -ჭეშარიტი ღმერთი ვარ, მაგრამ თქვენ ვერ გაიგეთ ჩემი სიტყვები. ჩემმა სულმა ვერ იპოვა ადგილი თქვენ გულებში. თქვენ არ გჭირდებათ ჩემი სახელი და თვისებები. მე - ღმერთის სიტყვის ხორცშესხმა ვარ. მაგრამ თქვენ არ მისმენთ და ვერ მიგებთ იმიტომ, რომ წუთისოფლისანი ხართ, და არა ღმერთისანი. თქვენ არ აძლევთ ჩემ სულს საშუალებას, რომ თქვენში რაიმე ახალი წაარმოქმნას. თქვენ არ გჭირდებათ ჩემი სიტყვები თქვენი გულქვაობის გამო. ამიტომც ის სიტყვები განგსჯით თქვენ იმისდამიუხედავად, რომ მე მიყვარხართ თქვენ და თქვენ გამო მოვედი. ზოგიერთი თქვენგანი წვდება ჩემ დიდებულებას. მე მინდა გადაგარჩინოთ და აღგაღორძნოთ. ღმერთი არის ჭეშმარიტება, და მე ვარ ჭეშმარიტება. მაგრამის ვერ გადაგარჩენს თუ უარყოფ მას და ჩემი სულიწმიდის მოქმედებას შენ გულშ“.

იუდეველები ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ მისისიტყვების აზრსა და სიღრმეს. მის კავშირს მამასთან. ისინი სიმენდნენ იესოს სიტყვებს, მაგრამ ამით ვერაფერი მიიღეს იმიტომ, რომ მათ არ სწამდათ ის. რწმენა მისდამი გვაძლევს ამ ყველა ჭეშმარიტების გაგების უნარს და ძალას.

იოანე 8:28-29
28 ამიტომ უთხრა მათ იესომ: "როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ. 29 ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო”.

იესომ იცოდა, რომ ვერც მოწინააღმდეგეებმა და ვერც მოწაფეებმა ვერ გაიგეს მისი სიტყვები - სულიწ წმიდა არ გადმოსულა ჯერ მათზე. მაგრამ იესომ იცოდა, რომ მისი ჯვარცმა ცოდვას სძლევდა. მისი მამასთან ამაღლება იქნება მიზეზი სულიწმიდის გადმოღვრისა. ის მიიყვანს მორწმუნე იუდეველებს და წარმართებს ქრისტეს ჭეშმარიტ შეცნობამდე. ქრისტე ღვთიურობა გაცხადდება სულიწმიდის შრომის მერე. მხოლოდ ადამიანური ლოგიკა არ არის საკმარისი ამისთვის. აღორძნებას მივყავართ მტკიცე რწმენამდე, ისევე როგორც ქრისტეში მტკიცე რწმენას – აღორძინებამდე.

ქრისტე არ მობდა, რომ დამოუკიდებელი იყო: ის ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ კავშირი ჰქონდა მამასთან და არ სურდა რაიმეს გაკეთება მამის ნების გარეშე. მას არაფრის კეთება არ უნდოდა საკუთარი სახელით, მაგრამ მამა აკეთებდა მისგან. მისი მორჩილება დაფარულია მის სახელში „ღმერთის მოციქული“, მიუხადავსდ იმისა, რომ ერთდროულად ის ისტორიის შემოქმედიც იყო.

ჩვენი მამა, ვიღაც და სადღაც მიუწვდომელი არ არის, ის შორსაა ყოველი ჩვეგანისგან. მაგრამ მისი სული სუფევს ყველგან. იესომ ახსნა სამების ჭეშმარიტება: „მამა დასაწყისიდანვე ჩემთან იყო, ის ახლაც ჩემთანაა, მას არც ერთი წამით არ მივუტოვებივარ. არც ძეს მიუტოვებია ტავისი ზეციერი მამა და არ წასულა მის წინააღმდეგ, ის მირი მორჩილი იყო ბოლომდე. ის ზეციდან ჩამოვიდა და ადამიანად იქცა, ამითი კი ღმერთის ნება განახორციელა“. როგორი საოცარი განცხადებაა: „ყოველ დროს ვაკეთებ იმას, რაც მამას სურს“! არავის შეუძლია ძის გარდა ასე თქვას - მხოლოდ იესო, მამასთან ჰარმონიაში მცხოვრები და სულიწმიდასთან სისრულეში მყოფი შეუძლებს ამის თქმას. იესომ აღასრულა რჯული. უფრო მეტიც, ის თავად იყო ახალი აღთქმის რჯული. იმ დროს როდესაც იუდეველები მას ღვთისმგმობელს ეძახდნენ, რომელმაც თითქოს რჯული დაარღვი და ადამიანები ცრუ გზით წაიყვანა, სწორედ მან აღასრულა რჯული ბოლომდე. ამითი უნდოდა მას ჩვენი ყურადღების მიპყრობა, თავისუფლებითა და ამავდროულად მისი მორჩლებით. ის თავად წაგიძღვებათ თქვენ თავისუფლებასა და მსახურებაში. ის თქვენი მასწავლებელი გახდება, და თქვენ ყოველთვის ისე მოიქცევით, როგორ მისთვის მოსაწონი იქნება.

ლოცვა: უფალო იესო, მე მრცხვენია ჩემი სიჯიუტის გამო, ცოდვისა და სიცრუის გამო. მაპატიე ჩემი დანაშაული და საქციელები. გამწმიდე, რომ შემეძლოს მთლიანად მივეცე სულიწმიდას. იყავი ჩემი გზამკვლევი და მასწავლებელი გახსენი ჩემი გული დ გონება შენი საუკუნო სიყვარულისთვის.

კითხვა:

  1. როგორ ახსნა იესომ, საკუთარი როლი სამებაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:39 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)