Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 055 (Jesus the light of the world)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
1. იესოს სიტყვა კარვობის დღესასწაულზე (იოანე 7:1 – 8:59)

დ) იესო - ქვეყნიერების ნათელი (იოანე 8:12-29)


იოანე 8:12
12 კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: "მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.

იესო - ღვთის სინათლეა. მასთან მისული მხილებულ იქნება, მაგრამ განწმედილი და განკურნებული ქრისტეში. სხვა არავის შეუძლია, რომ გაგვწმიდოს და განკურნოს ჩვენი ბოროტი გული, მხნსელი იესოს გარდა. ყველა ფილოსოფია და რელიგია სამყაროში, არარაობა ღმერთის ჭეშმარიტებასთან შეფარდებით იმიტომ, რომ ის მხოლოდ მოჩვენებით გამოსყიდვას და სამოთხეს გვპირდება. პირიქით, ის უფრო მეტად აბრმავებს ადამიანებს. მისი შუქი - მნათობი მზეა, რომელიც აღორძინებს სულებს. სულის განკურნება შემდეგი პირობით ხდება: იესოსთან რწმენით უნდა მიხვიდე, საკუტარი თავი უარყო და გაყვე მას. ქრისტეს, რომ გაყვები, სიბნელიდან შუქისკენ წარიმართები. ამ სინათლეში კი ჩვენ საბოლოო მიზანს ვაღწევთ - მამის და ძის დიდებას, რომელიც ანათებს იესოს მიმდევრის ცხოვრებაში.

იოანე 8:13-16
13 უთხრეს მას ფარისევლებმა: "შენ თვითონ ამოწმებ შენს თავზე. შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი”. 14 მიუგო იესომ: "მე თუ ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ. 15 თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის განვიკითხავ. 16 მე თუ განვიკითხავ, ჩემი განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მომავლინა”.

იუდეველები შოკში იყვნენ იესოს სიტყვებისგან, „მე ვარ“, და ეგონათ, რომ ზემდეტად გაამაყდა იმის ძახილით, რომ ის არის ქვეყნიერების ნათელი.მათ მისი სიტყვები არ დაიჯერეს, სიცრუედ მიიჩნიეს, რომელიც ადამიანებს გზეიდან ახვევინებდა.

იესომ უპასუხა: „ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია იმიტომ, რომ მე კი არ ვმოწმობ საკუთარ თავზე, არამედ მამა მოწმობს ჩემში. მე ერთი ვარ მამასთან. მე მამისგან მოვედი და მამასთან მივდივარ. ეს თქვენ არ გესმით და არ იღებთ. მე ჩემგან არ ვლაპარაკობ - ჩემი სიტყვები ღმერთის ჭეშმარიტებას ეთანხმება - და ის აღსავსეა ძალითა ა კურთხევით.

„თქვენი სიტყვები ზედაპირულია - ხალხი მხოლოდ გარეგნულად ხედავს. თქვენ საკუტარი მსჯელობები გგონიათ მართალი, მაგრამ ცდებით. თქვენთვის უცნობია იმის მოტივები, სუვრილები და შედეგები, რაც ხდება. ყველა წყარო ჩემშია, მაგრამ თქვენ მე არ მიცნობთ და მხოლოდ ადმაიანური თვისებებით მსჯელობთ ჩემზე. მაგრამ მე ღმერთში ვარ. თუ ამას გაიგებთ, თქვენ ჭეშმარიტებას შეიცნობთ“.

ქრისტე - ქვეყნიერების მსაჯულია. ამავდროულად ის - ღმერთის ჭეშმარიტების ხორცშესხმაა. ის არ მოსულა რათა გაგვასამართლოს ან დაგვსაჯოს, არამედ გადაგვარჩინოს. ის არავის უკუაგდებს - არც ავაზაკს, არც მრუშს ან შეპრობილს, არამედ სურს გადაარჩინოს ისინი და აჩუქოს მათ თავისი სიყვარული. ნუ დაამცირებთ ადამიანებს, როდესაც დაინავთ, რომ მათი გამოსწორება მხოლოდ იესოს შეუძლია.

იოანე 8:17-18
17 თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია. 18 მე ჩემს თავზე ვამოწმებ და ჩემზევე ამოწმებს მამა, რომელმაც მომავლინა.

იესომ იცოდა რა ჩვენი ყველა სისუსტე, ის რჯულის დონემდე დავიდა. მან ამას უწოდა „თქვენი კანონი“, რომელსაც ჩვენ, ადამიანები, ცოდვილები ვსაჭიროებთ. ამასთანავე სიმართლის დასამტკიცებლად უნდა მიგეყვანა ორი მოწმე. მაშინ სასამართლოს ჰქონდა უფლება განაჩენი გამოეტანა, ამ ჩვენებებზე დაყრდნობით. (2 რჯული 17:6; 19:15). იესო ამ მოთხოვნის წინააღმდეგ არ გამოსულა. მისი პირადი მოწმობის დროს, მის მოწმედ მამა გამოდიოდა. მათ შორის ჰარმონია იყო, რის გარეშეც ძეს არაფრის კეთება არ შეუძლია. სწორედ ამაშია სამების საიდუმლო. ღმერთი მოწმობს იესოზე, იესო კი ღმეთზე.

იოანე 8:19-20
19 მაშინ ჰკითხეს მას: "სად არის მამაშენი?” მიუგო მათ იესომ: "არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ”. 20 ეს სიტყვები საგანძურთან წარმოთქვა იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა; და ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი.

იუდეველებს არ ესმოდათ იესოსი, და აღარს სურდათ მისი გაგება, არამედ მისი გამოჭერა სურდათ მომდევნო ერესში. მათ კითხეს: „ვინ უწოდებ შენ მამას?“ იოსები დიდი ხანია გარდაიცვალა, თუმცა მათ იცოდნენ ვისაც გულისხმობდა იესო, როდესაც ამბობდა „მამა“. მაგრამ ისინი აკვირდებოდნენ, როდის გამოტყდებოდა იესო და იტყოდა, რომ ღმერთი მისი მამაა.

იესომ კი არ უპასუხა მათ ისე, როგორც უნდოდათ იმიტომ, რომ მხოლოდ ძის შეცნობით იქნებოდა შესაძლებელი მამის შეცნობა. ძე მამაშია და მამა მასში. როგორ შეუძია იესოს უარმყოფელს შეიცნოს ღმერთი? ხოლო ვისაც სწამს ძის და უყვარს ის, ღმერთი უხსნის თავის თავს, ვინაიდან ვინც ძეს ხედავს ის მამასაც ხედაცს.

ეს სიტყვები იყო ნათქვამი ტაძრის იმ ნაწილში, სადაც მსხვერპლშეწირვა ხდებოდა. ცხადია, რომ ტაძარში, ყვეგან მცველები იდგნენ. მაგრამ არც ჯარისკაცებს, და არც არავის შეეძლო მისიდაკავება - ღმერთის ხელი იცავდა მას. საათი, ღმერთისგან დანიშნული, ჯერ არ დამდგარიყო. მხოლოდ ზეციურ მამას შეუძია გადაწყვიტოს ნებისმიერი ადამიანის ბედი, თქვენის ჩათვლით.

ლოცვა: უფალო იესო, ჩვენ განგადიდებთ და გვიყვარხარ შენ. შენ არ გვსჯი ისე, როგორც ვიმსახურებთ, არამედ გვპატიობ. შენ წუთისოფლის ნათელი ხარ, და ანათებ მათ, ვინც შენთან მოდის. შეგვცვალე შენი შუქითა და სიყვარულით, დაარბილე ჩვენი გულები, რატა შევძლოთ შენი შეცნობა.

კითხვა:

  1. როგორია იესოს მოწმობა საკუთარ თავზე, როგორც სინათლეზე, რისი მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ზეციური მამის შეცნობა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:38 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)