Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 054 (Legalists bring an adulteress to Jesus)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
1. იესოს სიტყვა კარვობის დღესასწაულზე (იოანე 7:1 – 8:59)

გ) რჯულის დამცველთ იესოსთან მოყავთ მრუში ქალი, რათა გამოტეხონ ის (იოანე 8:1-11)


იოანე 8:1-6
1 ხოლო იესო ზეთისხილის მთისკენ გაემართა. 2 დილით კვლავ ტაძარში დაბრუნდა. მთელი ხალხი მასთან მივიდა. დაჯდა და ასწავლიდა მათ. 3 მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს. 4 უთხრეს იესოს: "მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული; 5 მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?” 6 ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.

წარუმატებლობით შეღონებული ფარისევლები და საბჭოს წევრები, სახლში დაბრუნდნენ. იესომ ისევ შეძლო დაკავებისთვის თავი აერიდებინა. ხალხი კი ფიქრობდა, რომ ხელმძღავენელებმა ისევ მისცესიესოს უფლებ ტაძარში ექადაგა. თუმცა საერთოდ საპირისპირო ხდებოდა, ისინი აგრძელებდნენ იესოს დევნას და თვალთვალს.

საღამოს იესომ დატოვა ქალაქის კედლები და კედრონის ველი გადალახა. შემდეგ დრეს ისევ ქალაქში დაბრუნდა, ტაძარში მივიდა, რომელიც ხალხით გადავსებული იყო. იესოს დედაქალაქი არ დაუტოვებია, ვინაიდან კუშეის დღესასწაული არ დამთავრებულიყო, და განაგრძობდა საკუთარ მტრებსშორის ყოფნას. ამჯერად ფარისევლებმა გადაწყვიტეს სხვა გზით ემოქმედათ. იყო დღესასწაული დაირგვლივ მხიარულება და ღვინი სმა სუფევდა. მათ დაჭირეს ქალი, რომელსაც დააბრალეს მრუშობა და ამითი უნდოდათ იესოს რექცია ენახათ. ეს ინციდენტი გამოიწვევდა ხალხისა და მათი ტრადიციების მიმართ უპატივცემულობას. ხოლო მისი სურვილი ქალის დასჯისა გამოიწვევდა ზედმეტ სიმკაცრეს მისი მხრიდან, რაც მის პოპულარობაზე იმოქმედებდა. ფარისევლები სულმოუთქმელად ელოდებოდნენ მის პასუხს.

იოანე 8:7-9
7 რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: "ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!” 8 მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა. 9 ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.

როდესაც ფარისევლებმა მიუყვანეს მას მრუში დედაკაცი, იესო დაიხარა ძირს და ქვიშაზე დაიწყო ხელით რაღაცის მოხატვა. ჩვენ არ ვიცით რა დაწერა მან: შესაძლოა ახალი მცნება, ერთ სიტყვაში გამოხატული - „სიყვარული“. უხუცესებმა ვერ გაიგეს მისი შეყოვნების მიზეზი და ვერ შეამჩნიეს, რომ ქვეყნიერების გამსამართლებელი, აღსავსე იყო მოთმინებით და ამით გააღიზიანა ისინი. მათ ეგონათ, რომ დააბნიეს იესო.

იესო წამოდგა და დამწუხრებულმა შეხედა მათ. მის ღვთიურ მზერასა და სიტყვებში ანათებდა ჭეშმარიტება, რომელსაც შეუძლებელი იყო არ დამთანხმებოდი. მან, როგორც მოსამართლემ თქვა: „ვინ არის თქვენ შორის უცოდველი, მან ესროლოს პირველი ქვა“. იესოს კანონი არ შეუცვლია - მან აღასრულა ის. მრუშები სიკვდილს იმსახურებდნენ - ის ამას ეთანხმებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში დასჯისას, სხვებიც საფრთხის ქვეშ ექცეოდნენ საკუთარი ცოდვების გამო. იესომ სთხოვა მათ, რომ საკუთარი უდანაშაულობა დაემტკიცებინათ, და პრველს ესროლათ ქალისთვის ქვა. ამითი მან, მათ სახეებს ღვთისმოსაობის ნიღბები ჩამოახია.

არავინ არვ ვართ უცოდველნი. ჩვენ სუსტები ვართ და ცდუნებულნი ეშმაკის მიერ. მაგრამ ღმერთისთვის არ არსებობს განსხვავება უბრალო ცოდვილსა და რელიგიურ ადმაიანს შორის. ყველა აცდა გზა და შეცოდა. ვინც მცნებებს ვერ იცავს და აბიჯებს მათ, ის ვერც რჯულს ვერ იცავს და სიკვდილის ღირსია.

რუჯილის დამცველებს და ხუცესებს ცხოველები მიჰყავდათ და სწირავდნენ, რათა ცოდვები გამოესყიდათ, და აქ ჩანდა მათი ცოდვილი ბუნება. ქირსტეს სიტყვები მათ სინდისს შეეხო. მათ უნდოდათ ნაზარეველის შეპყრობა, მაგრამ სწორედ მან ამხილა ისინი და განსაჯა. ამასთანავე კი კანონი დაიცვა. ყველა ბრალმდებელმა თავი ძირს დახარა, იგრძნეს, რომ ღვთის ძის თანდასწრებაში იყვნენ, რომელიც წმიდაა. მხილებულებმა დატოვეს ის ადგილი.

იოანე 8:9-11
9 ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი. 10 წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: "დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?” 11 ქალმა უპასუხა: "არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: "არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.

იესომ შეხედა ქალს მოწყალე თვალებით, ის კი კანკალებდა, და უთხრა მას: „სად არიან შენი ბრალმდებელნი? აქ არავინაა, ვინც შენ განსჯას შეძლებდა“. მან იგრძნო, რომ იესო წმიდა ღმერთი იყო, რომელიც არ დასჯიდა მას, თუმცა ამის სრული უფლება ჰქონდა.

იესოს უყვარს ცოდვილები და ის სწორედ მათ გადასარჩენად მოვიდა. მან არ დასაჯა ცოდვილი ქალი, ნაცვლად ამისა მან თავისი მადლი შესთავაზა მას. იესო მზად იყო მთელი ქვეყნიერებისთვის მომკვდარიყო. მან აიტანა ჩვენი ცოდვები, და ამ ქალის ცოდვებიც.

იესო სრულ პატიებას გთავაზობს იმიტომ, რომ ის შენ გამო მოკვდა. დაიჯერე მისი სიყვარულის, და ის გაგანთავისუფლებს სასამართლოსგან. მიიღე ეს პატიების სული, რათა არ განიკითხო სხვებიც. არ დაგავიწყდეს, რომ შენც ცოდვილი ხარ და არაფრით ჯობიხარ სხვებს. ხარ თუ არა იმაზე წმიდა ვინც იმრუშა? ქურდზე მართალი თუ ხარ? არ განიკითხო, რათა არც შენ იქნა განკითხული. ვინაიდან რომელი საწყაოთიც მიუზღავთ, იმავეთი მოგეზღვებათ. რატომ ხედავ სხვის თვალში ბეწვს, ხოლო შენ თვალში დირეს ვერ ხედავ?

იესომ უთხრა, რომ ამიერიდან აღარ ემრუშა. ღმერთის მცნება, სიწმიდეში ცხოვრებისა და სისუფთავეში ყოფნის არუნდა შერბილდეს ან გაუქმდეს. იესომ ქალი ღმერთთან დააბრუნა და აეხმარა მას ყველა ცოდვის აღიარებაში. ის მიიღებს წმიდა სულს, როდესაც წმიდა კრავის სისიხლით განიბანება. როდესა იესომ უთხრა აღარ ემრუშა - შეუძლებელი მოსთხოვა. მაგრამ ამასთანავე ძალაც მისცა ამ ცდუნების დასაძლევად და სიწმიდეში საცროვებლად. ის შენც გთავაზობს, რომ მეტი აღარ შესცოდო - ის მზდაა შენი გულის ცოდვების აღიარება მოისმინოს.

ლოცვა: უფალო იესი, მრცვენია შენი, შენს თანდასწრებაში იმიტომ, რომ არაფრით ვარ მრუშზე უკეთესი. მაპატიე, რომ ხშირად განვიკიტხავ. გამწმიდე უმართლობისგან. მადლობას გიხდი პატიებისთვის, რომელიც მომეცი. გადიდებ შენი მოთმინებისთვის და წყალობისთვის, რომელსაც ავლენ ჩემს მიმართ. დამეხმარე, რომ ამიერიდან აღარ შევცოდო. განამტკიცე ჩემი გადაწყვეტილება, რომ ვიცხოვრო სიწმიდეში და სისუფთავეში.

კითხვა:

  1. რატომ მიატოვე იესო და მრუში ქალი, მრალდებელებმა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:37 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)