Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 061 (Christ exists before Abraham)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
1. იესოს სიტყვა კარვობის დღესასწაულზე (იოანე 7:1 – 8:59)

ზ) ქრისტე - აბრაამამდე იყო (იოანე 8:48-59)


იოანე 8:48-50
48 მაშინ იუდევლებმა უთხრეს: "განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?” 49 მიუგო იესომ: "ჩემში ეშმაკი არ არის; მე პატივს ვცემ მამაჩემს, თქვენ კი უპატიომყოფთ მე. 50 თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი.

იესომ იუდეველები გამოააშკარავა, დაანახა მათ ეშმაკის დაქვემდებარებაში, რომ იყვნენ და შორს იდგენენ ჭეშმარიტებისგან.

შესამჩნევია, რომ ბოროტი სული უფრო გახსნილად ვლინდება. იმის ნაცვლად, რომ ცოდვები მოენანიებინათ, მათ უფრო მეტად გაამყარეს კავშირი ეშმკათან და ღვთისმგმობელ მოწმობებს აღრმავებდნენ და იმასაც კი უარყოფნენ, რომ ის სულისგან შბილი იყო. მას სამარიელი უწოდეს, შერეული ერისგან ნაშობს. მისი გამოჩენის ამბავი, როგორც სამარიელის, იერუსალიმამდეც მივიდა, რამაც გამოიწვია იუდეველების ცუდი განწყობა.

ზოგიერთმა იცოდა იესოს იუდევლური ფესვების შესახებ და ამიტომაც ამტკიცებდნენ იმას, რომ ებრაელი იყო. მაგრამ ზოგნი ფიქრობდნენ, რომ ის სასწაულებს ეშმაკის მეშვეობით ახდენდა. ეს ხალხი თავად იყვნენ ეშმაკის მონობის ქვეშ და ვერ ხვდებოდნენ, და ამ ყველაფერთან ერთად იმასაც ბედავდნენ, რომ წმიდა ღმერთს აბრალებდნე ეშმაკისგან მოქმედებას. ასეთი სახით სიცრიუს მამამ მათ ჩაუბეჭდა, რომ თეთრი მათთვის შავი გამხდარიყო და პირიქით.

იესომ სულიერად უპასუხა დაბრმავებულ ხალხს, „ჩემშ არაა ეშმაკი, მე სულიწმიდით ვარ სავსე, და არა ქვეყნიური სურვილებით. მე ჭეშმარიტებით და სიყვარულით სავსე ვარ და საკუთარი თავისთვის არ ვცხოვრობ, არამედ ჩემი მამის განსადიდებლად. ჩემი მორჩილებით მე მას ვადიდებ. მე თქვენ ღმერთის ჭეშმარიტება გაგიცხადეთ, მაგრამ თქვენ შემიძულეთ იმისთვის, რომ ღმერთი - ჩემი მამაა! ბოროტ სულს არ სურს, რომ დაგტოვოთ და ადგილი მისცეს უფლის სულს თქვენ გულში. თქვენ არ გინდათ წმიდას შილები გახდეთ ამიტომაც მთვლიდით ერეტიკოსად და ჩემი მოკვლა გინდოდათ. მე ჩემ დიდებას არ ვეძებ, რამდენადაც ყოველთვის მამაში ვარ. ის მიცავს მე, ზრუნავს ჩემზე და მადიდებს. ის - არის ის, ვინც გაგასამართლებთ თქვენ იმიტომ, რომ თქვენ უარმყავით. ყოველმა ვინც უარმყო და სულისგან შბილია, იქნება ღმერთისგან განსჯილი.ამაში კი დამნაშავე ბოროტი სულია, რომელმაც ინდომა ძალაუფლება თქვენზე და წაგგლიჯათ მხსნელს“.

იოანე 8:51-53
51 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემ სიტყვას დაიცავს, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს”. 52 უთხრეს მას იუდევლებმა: "ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკია შენში. აბრაჰამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, უკუნისამდე არ იგემებსო სიკვდილს. 53 განა შენ ჩვენს მამა აბრაჰამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. ვინ გგონია შენი თავი?”

იესო სახარების არსს გამოხატავს და ამბობს, რომ ვინც მის სიტყვებს მოისმენს, მიიღებს და შეინახავს მათ გულში, დაინავს მის ძალას საკუთარ ცხოვრებაში. ისინი მიიღებენ საუკუნო სიცოცხლეს და არსდროს დაიღუპებიან. სიკვდილი მათთვის ღმერთთან შემავალი კარი იქნება, მამასთან, მაგრამ არა მათი დამსახურებისამებს, არამედ იმიტომ, რომ ქრისტეს სიტყვა ცხოვრობს მათში. შეძელით თუ არა ცათ სამეფოს აზრეის გაგება? ვინც იესოს სიტყვებს გულში არ ინახავს, ცოდვაში ვარდება და ეშმაკის ძააუფლების ქვეშ ექცევა. სახარების და მისი სიტყვების შემნახველი კი ცხოვრობს საუკუნოდ.

იუდეველები შეწუხებულები იყვნენ. ისინი ყვიროდნენ: „შენ - ეშმაკი ხარ, შენ ცრუობ. ყველა რწმენის კაცი გარდაიცვალა. როგორ შეგიძლია დაიჯერო, რომ შენი სიტყვები ადამიანებს საუკუნო სიცოცხლეს აძევს? შენ შემოქმედზე უკეთესი ხარ, რახან სიცოცხლეს ჩუქნი ადამიანებს, რომელიც არ მთავრდება სიკვდილის დღესაც? რითი ხარ აბრაამზე , მოსეზე ან დავითზე დიდი? შენ აღმერთებ შენ თავს“

იოანე 8:54-55
54 მიუგო იესომ: "თუ მე საკუთარ თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო. 55 თქვენ ვერ შეიცანით იგი, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, არ ვიცნობ მეთქი მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვიცავ მის სიტყვას.

იესომ მშვიდად უპასუხა მათ, და საკუთარი პიროვნების არსი კიდევ ერთი დეტალით ახსნა. იქ, ქრისტეა, არ ეძებს დიდებას საკუთარი თავისთვის - ის საკუტარი ბუნებით უკვე განდიდებულია. ღმერთი დიდებას ტავის შვილს აძლევს, რადგანაც ის მასში მკვიდრობს. მისი მეშვეობით ცხადდება ცათა სამეფოს შესახებ.

დიახ, იუდეველები ამტკიცებდნენ, რომ ყოველისშემძლე ღმერთი მათი ღმერთია, მაგრამ სინამდვილეში ისინი არ იცნობდნენ მას. მათი ამამ იყო ეშკაი, რომელიც შემოქმედის სახელის უკან იმალებოდა. ისინი თავს ღვთის მოშიშებად ავლენდნენ, მაგრამ მათსი სიყვარულის სული არ იყო. ვინც ღმერთს იცნობს, უყვარს ისევე, როგორც ღმერთს უყვარს ის. ამიტომ ნებისმიერი რელიგია, რომელიც მხოლოდ ღმერთის სახელის რწმენაზეა დამოკიდებული და არა მის სიყვარულზე, არ არის ნამდვილი. ყველა სახელი და თვისებები ღვთიური პიროვნებების, რომლებიც გამოყენებულია სხვადასხვა რელიგიაში, მათთვის მხოლოდ იდეაა. ღმერთის იდეა კი სამებაში დევს. ღმერთი არის მამა, ძე და სულიწმიდა.

იესომ იუდეველებს ამაზე უთხრა: „თქვენ არ იცნობთ მას. თქვენი ცხოვრება და ფიქრები ტყუილზეა დაფუძნებული. თქვენ ბრმები ხართ და არ შეგიძლიათ დაინახოთ ჭეშმარიტება“. ამასთანავე ის ამბობს, რომ იცნობს მარადიულს. (იესოს, რომ ეთქვა არ ვიცნობო მას, სხვა მატყუარების მსგავსი გახდებოდა). (სხვაგვარად იესოს მოწმობა ღმერთთან ურთიერთობის შესაბ - სიცრუე იქნებოდა). მან კი იუდეველებს ღმერთის ჭეშმარიტების ხატება დაანახა.

იოანე 8:56-59
56 აბრაჰამს, მამათქვენს, ახარებდა ჩემი დღის ხილვა. იხილა და გაიხარა”. 57 იუდევლებმა უთხრეს: "ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაჰამი გინახავს?” 58 უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”. 59 მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ თვალს მიეფარა იესო და გავიდა ტაძრიდან.

იმის შემდეგ, რაც იესომ უთხრა ისრაელიანებს, რომ არ იცნობენ ჭეშმარიტ ღმერთს და მათი რწმენა სიცრუეზეა დაფუძნებული, ის შეეხო თავის მარადიულობის თემას. ხალხი არჩევანის წინაშე დადგა - მიეღოთ ის თუ უკუეგდოთ. ასევე მან თავისი ღვთიურობის არსი გახსნა, მოიყვანა რა მაგალითად აბრაამი, რწმენის ცნობილი მამაკაცი. ამითი იესომ აღნიშნა, რომ აბრაამი ღმერთთან ერთად ცხოვრობდა და გაიხრაა ქრისტეს მოვლინებით და დღემდე ღმერთის აღთქმა იმის შესახებ, რომ მისი თესლი იქნებოდა კურთხეული მთელ ერებში, აღსრულდა.

მაგრამ იუდეველები გაოცდნენ და ამბობდნენ: „როგორ შეგიძლია თქვა, რომ აბრაამი გინახავს, რომელიც ორი ათასი წლის წინათ ცხოვრობდა, როდესაც შენ ძალიან ახალგაზრდა იყავი? შენი გონება ალბათ დაბინდდა“.

იესომ თავისუფლად უპასუხა ამაზე: „სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვიყავი, და დასძინა: „ ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ“, რათა მიეხვედრებინა ისინი, რომ საუკუნო ღმერთი იყო, როგორ მისი მამა. ამაზე უწინ იოანე ნეთლისმცემელი მოწმობდა. ხალხი ვერ მიხვდა და ვერ გაგეოთ ეს ჭეშმარიტება, ვინაიდან მათ არ სჯეროდათ, რომ ადამიანი შეიძლება იყოს მარადიული ღმერთი.

მათ ქრისტეს სიტყვები ღმერთის წინაშე ერესად შერაცხეს. ეს შეუძლებელი იყო. მათში აგრესია გაჩნდა, და ყველანაირი განაჩენის გამოტანის დალოდების გარეშე აიღეს ქვები ხელში და უნდოდათ მისი ჩაქოლვა, მაგრამ იესო გაუჩინარდა, თუმცა არ ვიცით ეს როგორ მოახერხა. ის ტაძრის ჭიშკრიდან გავიდა. მისი დრო ჯერ არ დამგარიყო.

ლოცვა: უფალო იესო, ჩვენ გადიდებთ შენ; შენ მარადიული ღმერთი ხარ, წეშმარიტი და სიყვარულით აღსავსე. შენ არ ეძებ შენ დიდებას, მხოლოდ მამას მიაგებ პატივს. გაგვწმიდე სიამაყისგან, რათა არ ჩავვარდეთ ცოდვაში. დაგვეხმარე, ჩვენი ზეციური მამის სახელი განვადიდოთ, და შენში რწმენით მივიღოთ საუკუნო სიცოცხლე.

კითხვა:

  1. რატომ უნდოდათ იუდეველებს იესოს ქვებით ჩაქოლვა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:43 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)