Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 062 (Healing on the Sabbath)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
2. ბრმად დაბადებულის განკურნება (იოანე 9:1-41)

ა) განკურნება შაბათს (იოანე 9:1-12)


იოანე 9:1-5
1 ერთხელ მიდიოდა და დაბადებიდან ბრმა კაცი დაინახა. 2 ჰკითხეს მოწაფეებმა: "რაბი, თვითონ მან შესცოდა თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?” 3 უპასუხა იესომ: "არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, ღმერთის საქმენი რომ გამოჩდნენ მასში. 4 სანამ დღეა, ჩემი მომავლინებლის საქმენი უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, და მაშინ ვეღარავინ შეძლებს კეთებას. 5 სანამ წუთისოფელში ვარ, წუთისოფლის სინათლე ვარ”.

იესოს არ უნდოდა მათგან გაქცევა. როდესაც მათან მიდიოდა, შენიშნა ადამიანი, რომელსაც განკურნება ესაჭიროებოდა და შეჩერდა: მისი მწყალობელი სიყვარული ადაიანების მიმართ ნამდვილად კურთხეულია. მოწაფეებმაც შენიშნეს ბრმა, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. ნაცვლად ამისა ისინი განიხილავდნენ, რა მიზეზით შეიძლებოდა ის დაბრმავებულიყო. მასშნ ხალხი ფიქრობდა, რომ ავადმყოფობა მოდიოდა ღმერთისგან, რაიმე ცოდვის სანაცვლოდ. იესომ კი არც ტანჯული და არც მისი მშობლები არ დაადანაშაულა ამაში. პირიქით, მან დაინახა შესაძლებლობა ღმერთის საქმის გამოვლენის და არ დაუწყია ფილოსოფოსების მოხმობა ან მისი განსჯა. მან მოწააფების ღმერთის გეგმის მიზანი გაუხსნა: გადარჩენა და განკურნება.

„ავადმყოფი, განკურნებულიქნება“ - თქვა იესომ. ის სიყვარულით ამოძრავებული იყო და არა დასჯის ან განკითხვის სურვილი. უთანაგრძნო რა ბრმას, მისი განკურნება სურდა. ამაში ვლინდება სწორედ იესოს გამომსყიდველი სიყვარული ძალა. ის - ქვეყნიერების გადამრცჰენია, რომელსაც სურს, რომ ადამიანეს საუკუნო სიცოცხლე აჩუქოს.

ასევე იესო ამბობს: „მე ჩემ საქმეებს არ ვაკეთებ და არც ჩემი ძალებით, არამედ ვინც წარმომგზავნა იმის, მისი სახელით ვაკეთებ და მისი ნებით“. მისი საქმეები - ღმერთის საქმეები იყო.

იესომ იცოდა, რომ სიკვდილის დრო ახლოს იყო. ამის მიუხედავად, მან თავისი დრო გასცა და ბრმა განკურნა. ის - ქვეყნიერების ნათელია, რომელმაც ისურვა ბრმისთვის სიცოცხლე ეჩუქებინა. ქრისტეს გარდა ვერავინ უშველის ტანჯულ ადამიანს. მოდით ყველა ადამიანს ვისაც სჭრდება, ველაპარაკოთ უფალზე და დავამოწმოთ მის შესახებ. ჩვენ ქვეყანას წყვდიადის ღრუბელი უახლოვდება და ერთადერთი იმედი - ქრისტეა. მაგრამ ვინც მოუმზადებს მას გზას?

იოანე 9:6-7
6 ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით ტალახი მოზილა და ბრმას თვალებზე წაუსვა. 7 უთხრა: "წადი და დაიბანე სილოამის ანუ მოვლინებულის საბანელში”. წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.

იესო ახდენდა სასწაულებს თავისი მარტივი სიტყვის მეშვეობით. მაგრამ რბმის განკურნების შემთხვევაშ მან მიწაზეე დააფურთხა, ტალახი მოზილა წლით და თვალებზე წაუსვა მას. მას უნდოდა ბრმას ეგრძნო, რომ იესომ რაღაც თავისი სხეულის ნაწილი მისცა. იესოს სურდა მისი განკურნება და არ დაინანა მისი განკურნებისთვის ყველაზე საუკუთესო - მისი სხეულის ნაწილი. ბრმას უცებ არ ახელია თვალები. ის უნდა წასულიყო სილოამის საბანელში, რათა იქ განბანილიყო. სილოამი ნიშნავს წარმოგზავნილს: ბრმის განკურნება იყო ქრისტეს მოსვლის სიმბოლო, ყველა ადამიანისთვის. ხალხი საკუთარი ცოდვებისა და დანაშაულის გამოა ბრმა. ისინი განკურნებას და გადარჩენას საჭიროებენ, რომლის მოცემაც მხოლოდ იესოს შეუძლია.

ბრმამ გააკეთა ის, რაც უთხრა მას იესომ, და ენდო მის სიყვარულს. ის ქრისტეს დაემორჩილა. თავის გამართლების გარეშე შეასრულა დავალება. გაემართა და განიბანა თუ არაა აეხილა თვალები. იმ წამსვე მან საკუთარი ხელები დაინახა, მზე, ადამიანები და წყალი. ყველაფერს უყურებდა უზომო წყურვილით და ყვიროდა: „ალილუია, ღმერთს დიდება!“

იოანე 9:8-12
8 მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: "ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?” 9 ერთნი ამბობდნენ - ეს სწორედ ისააო, სხვებმა თქვეს - არა, მაგრამ იმას ჰგავსო. მან კი თქვა: "ეს მე ვარ”. 10 მაშინ ჰკითხეს: "როგორ აგეხილა თვალები?” 11 მან უპასუხა: "კაცმა, სახელად იესომ, ტალახი მოზილა, თვალებზე წამისვა და მითხრა, წადი სილოამს და მოიბანეო; წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები”. 12 მაშინ ჰკითხეს: "სადაა იგი?” უპასუხა: "არ ვიცი”.

სასწაული შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რადგან მისმა მეზობლებმა დაინახეს მისი განკურნება და გაოცებულები იყვნენ. ზოგს ძლივს ეჯერა, რომ მათ წინ იდგა ის უბედური კაცი, რომმელიც ცოტახნის წინ სხვების მეშვეობით გადადგილდებოდა.მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ ის იყო, ვისაც იცნობდნენ.

ხალხს უნდოდა გაეგო, როგორ განიკურნა ის. ისინი არ ეკითხებოდნენ, თუ ვინ განკურნა ის. განკურნებულმა ცოტა რამ იცოდა თავისი განმკურნებლის შესახებ - რომ მას იესო ქვია. მან არაფერი იცოდა ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ, მაგრამ მასში უბრალოდ ადამიანს ხედავდა, რომელმაც მოზილა ტალახი და წაუსვა თვალებზე, გაგზავნა საბანელში, და ამის შემდეგ მას თვალები აეხილა.

მაშინ რელიგიური სამჭოდან ერთ-ერთმა წევრა იკითა: „სად არის ის იესო“ ? განკურნებულმა უპასუხა: „არ ვიცი, ბრმა ვიყავი და ამეხილა. მან არც ფული გამომართვა და არც მადლიერების სიტყვებს ელოდა ჩემგან. მე მივედი წყაროსთან და ახლა ვცხოვრობ. არ ვიცი ვინაა და ახლა სად არის.

ლოცვა: ჩვენ მადლობას გიხდით, უფალო იესო იმისთვის, რომ გვერდით არ ჩაუარე ბრმას. აუხილე მას თვალები და მაგალითი გახადე ყველა ცოდვაში მცხოვრებისთვის. ჩვენც მოგვეცი შენი წმიდა სული, რათა ჩვენც შევძლოთ შენი შუქის დანახვა და სიხარულით ვაღიაროთ შენი სახელი.

კითხვა:

  1. რატომ განკურნა იესომ დაბადებიდან ბრმა ადამიანი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:44 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)