Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 087 (Paul at Athens)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მეორე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 15:36 - 18:22)

7. პავლე ათენში (საქმეები 17:16-34)


საქმეები 17:30-34
30 ამგვარად, ღმერთმა უგულებელჰყო უმეცრების ჟამი და ახლა მოუწოდებს ადამიანებს, ყველას, ყველგან, რომ მოინანიონ. 31 რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით; და ყველას მისცა მოწმობა, მკვდრეთით აღადგინა რა იგი”. 32 მკვდართა აღდგომაზე რომ გაიგონეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ, ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო. 33 ასე გამოვიდა პავლე მათგან. 34 ხოლო ზოგიერთნი შეუერთდნენ და ირწმუნეს; მათ შორის დიონისე არეოპაგელი და დედაკაცი, სახელად დამარისი, და სხვებიც მათთან ერთად.

პავლემ დაანახა ფილოსოფოსებს შემომქმედი ღმერთის დიდებულება და აუხსნა მათ იმ ადამიანის აზრი, რომელიც ღმერთის ხატებაა. ის ვინც ამ ხატებას ანადგურებს მსჯავრდადებული იქნება. ღმერთმა დათქვა დღე სადაც გაასამართლებს მათ. ყველა ადამიანის სინდისი, ყველა ჭეშმარიტების აღქმა და მსოფლიოს ყველა რელიგია ასწავლის, რომ ღმერთი განსჯის ყველა ადამიანს. ღმერთის სამართლიან სასამართლოს ვერ გაექცევი. და საზომი ამ ღვთიურ სასამართლოზე თავად წმიდა ღმერთი იქნება, რომელიც ამბობს: ,,იყავით წმიდები, როგორც მე ვარ წმიდა“. ღმერთის სასამართლო იყო მეოთხე აზრი, რომელიც პავლემ გადასცა თავის მსმენელს. ამ მომავალი სასამართლოს გამო პავლემ მოუწოდა ყველა ადამიანს მოქცეულიყვნენ და გონებით განახლებულიყვნენ. ჩვენ არ ვცხოვრობთ იმისთვის, რომ იდეალისტური მიზნები დავისახოთ ან ცრურწმენებში მივიღოთ მონაწილეობა, რომლებიც კავშირშია ღმერთებთან და სულებთან. ჩვენ ყველა ვუახლოვდებით სამსჯავრო დღეს და კაცობრიობის ისტორიის დასასრულს. ცხოვრების აზრი არ არის სიზმრებში, უღმერთო აზრებში ან ხელოვნების ტკბობაში, არამედ სამსჯავრო დღისთვის მომზადებაში. ღმერთს არ დაუტოვებია არჩევანი ადამიანისთვის მოემზადოს თუ არა ის. ნაცვლად ამისა ის ყველა ადამიანს და ყველგან, ყველა კონტინენტზე მოუწოდა მისკენ მოქცეულიყვნენ, დატოვონ თავიანთი უღმერთო ფილოსოფია და არ ენდონ უმოძრაო ტექნოლოგიების ღმერთებს. მხოლოდ ერთი ღმერთი არის ჭეშმარიტი. სასამართლოს დღის გარეშე არ არსებობს რელიგია. პავლეს მეხუთე პუნქტრი ეფესელთა მიმართ იყო მონანიებისკენ მოწოდება.

ასეთი ხანგრძლივი და ღრმა შესავლის შემდეგ პავლემ თავისი ქადაგების მეორე ნაწილი დაიწყო. მან თქვა, რომ ღმერთი აღასრულებს თავის სასამართლოს, მხოლოდ ერთი ადამიანის მეშვეობით, რომელიც არის იესო ქრისტე, წმიდა და უცოდველი, რომელზეც სიკვდილს არ აქვს ძალაუფლება. მხოლოდ იესო არის ადამიანი, რომელიც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა. ის ცოცხალია და მან გაიმარჯვა ცოდვაზე, სიკვდილზე და ყველა ცდუნებაზე. მან გადაიტანა ყველა ტანჯვა და ეშმაკის ცდუნებებზე გაიმარჯვა. ამიტომაც აქვს უფლება და ძალაუფლება განსაჯოს ყველა ადამიანი. მას აქვს მიცემული ხელმწიფება ცასა და მიწაზე. პავლეს ქადაგების მეექვსე ნაწილი იყო ადამიანების განმკითხველ ქრისტეზე.

ქრისტეს არ აქვს ჩაფიქრებული ცოდვილების დაღუპვა ან განადგურება, არამედ ჩაფიქრებული აქვს დედამიწაზე სამეფო გაამყაროს და აღასრულოს გადარჩენა ყველა ადამიანისთვის. ადამიანი შედის ღმერთის სამეფოში არა მტკიცებულებებით ან რაიმე ფილოსოფიური იდეებით, არამედ რწმენით და სრული მორჩილებით ღმერთისადმი. ქრისტე გვეხმარება, რომ მივიდეთ ამ რწმენამდე და ამყარებს ჩვენთან ახალ აღთქმას, რათა მისი მეშვეობით შევძლოთ მომავალ სასამართლოს თავი ავარიდოთ. ქრისტე არ ითხოვს ჩვენგან, რომ ჩვენით მოვინანიოთ და ჩვენი ჭკუით მოვიქცეთ. ის გვეხმარება მონანიებასა და რწმენაში, თავისი გონებით. და ეს რწმენა მდგომარეობს არა მტკიცებულებებში, არამედ პირად ურთიერთობებში ცოცხალ ღმერთთან. სულიწმიდა გვაძლევს ძალას, რომელიც გვამყარებს რწმენაში და სუფთა საქციელში. ქრისტეს რწმენა გვანახლებს ჩვენს შინაგანში. ამიტომაც არ გვჯერა მრავალი ღმერთების და ფილოსოფოსების. მხოლოდ სრული მორჩილება ჩვენი მხსნელისადმი, გვაქცევს მის ხატად. შენიშნე თუ არა პავლეს მეშვიდე პუნქტის ეს ქადაგება? მასში ნათქვამია, რომ არა ფილოსოფია არამედ ქრისტე გვაძლევს რწმენას, როგორც გზას საუკუნო გადარჩენისკენ.

ყველაზე მთავარია ქრისტეს ცხოვრებაზე ფიქრი მის აღდგომაში, რომელშიც მისი ძალა, სიწმიდე და სიბრძნე გამოჩნდა. მან სრულიად დაამარცხა სიკვდილი. მან გაიმარჯვა აღდგომით ტანჯვასა და ცრემლებზე. კაცობრიობის ისტორიის მიზანია არა პესიმისტური შეხედულება მომავალ სამსჯავროზე ან ცხოვრების აღქმა, როგორც უაზრობა. მერვეში და ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტში თავისი მიმართვისას პავლემ მოუწოდა ყველა ფილოსოფოსს ერწმუნათ ქრისტე, რომელიც სიცოცხლის მომცემია. მასში გამოჩნდა საუკუნო სიცოცხლე, მისი აღდგომის ძალის საშუალებით. ამ ბოლო პრინციპში მოციქულმა თავის მსმენელს მისცა ისტორიული პროგრესული ნახატი თავის ძირითადი გაგებით, რათა დახმარებოდა მათ ქრისტიანული ცხოვრების მიღებაში.

პავლეს სიტყვებმა აღდგომის შესახებ მოაზროვნეებს სიცილი მოჰგვარა, ვინაიდან ადამიანური ფილოსოფია მთავრდება სიკვდილით და ადამიანური აღქმა ჩერდება კარების წინ, რომელსაც უსასრულობაში მივყავართ. ნამდვილი მოაზროვნე აღიარებს, რომ მას შეუძლია იაზროვნოს მხოლოდ შესაძლებელი და ნორმალური აზრების ფარგლებში. ქრისტეს აღდგომა შეუძლებელი და ადამიანებისთვის დაუჯერებელია. ათენელები წააწყდნენ ქრისტეს ღია სამარხს. მათი ფილოსოფია გარს ერტყა გონების შემოსაზღვრულ აღქმას. მათი გაგება იყო ბუნდოვანი ეჭვებით. პავლემ ღიად წერდა თავის წერილებში, რომ ვერავინ შეიცნობს ქრისტეს ღვთიურობას სულიწმიდის გარეშე. და ვინც არ იცნობთ თავის სულს ის არ არის მზად, რომ მასში ჩასახლდეს ღმერთის სული.

პავლესთვის მტკივნეული დასანახი იყო, თუ როგორ ღიად დასცინოდნენ მას ათენელი ფილოსოფოსები თავიანთი მოწაფეებით. მათ ზურგი აქციეს მათ და დამცინავად უთხრეს: ,,ჩვენ გვინდა კვლავ მოვუსმინოთ, თუ როგორ ამბობ ამას“. მაგრამ მათ ამის შემდეგ ღმერთის სიტყვა აღარ მოუსმენიათ, ვინაიდან პავლე ჩუმად და ტანჯულად წავიდა ქალაქიდან. თავიანთი სიამაყის გამო ფილოსოფოსები ჩაეფლნენ ტალახში ქრისტეს ხსნაზე არასწორად ლაპარაკით. კორინთელთა მიმართ პირველ წერილში (1 კორ. 1:12-2:15) პავლემ გადაწყვიტა აეხნა ჩვენთვის ფილოსოფიასა და რწმენას შორის განსხვავება. შეუძლებელია პავლეს განცდები გავიგოთ ათენში, თუ არ დავუკვირდებით ზემოთ ხსენებულ ნაწყვეტებს კორინთელდა მიმართ წერილიდან.

მოწმობა ერთი ღმერთის შესახებ, რომელიც დიდებული შემომქმედია, ღმერთის სასამართლოზე მონანიებისკენ მოწოდება და რწმენა აღმდგარი ქრისტესი - ყველაფერმა ამან ნაყოფი გამოიღო. რამდენიმე ადამიანი შეუერთდა პავლეს და აღიარეს ქრისტე. ისინი განახლდნენ გონებით მისი მეშვეობით და დაიმკვიდრეს საუკუნო სიცოცხლე. ერთმა აროპაგის წევრმა და ასევე ერთმა პატივდებულმა ქალბატონმა. მაგრამ საბოლოო ჯამში ათენში ცოტა ადამიანმა მოინანია. საბოლოოდ ათენში ამაყ და ბრმა ფილოსოფოსებს შორის წარმოიქმნა პატარა მოკრძალებული ეკლესია.

ლოცვა: წმიდაო ღმერთო თაყვანს გცემთ შენ, ვინაიდან შენი მეფობა არ არის დაფუძნებული რჯულზე და სხვადასხვა ფილოსოფიების გაგებაზე, არამედ შენი იესო ქრისტეს რწმენაზე, რომელმაც გაგვანთავისუფლა სამსჯავროს შიშისგან და რომელმაც ტელი ცხოვრება აავსო სიხარულით.

კითხვა:

  1. რომელია ის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება თავის დავაღწიოთ ბოლო დღეს სამსჯავროს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:49 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)