Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 086 (Paul at Athens)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მეორე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 15:36 - 18:22)

7. პავლე ათენში (საქმეები 17:16-34)


საქმეები 17:22-29
22 პავლე დადგა არეოპაგის შუაში და თქვა: "კაცნო ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ; 23 რადგან, როცა გავიარე და თქვენი სათაყვანო ადგილები დავათვალიერე, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: "უცნობ ღმერთს!” მეც მას გიქადაგებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით. 24 ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელით აგებულ ტაძარში არ მკვიდრობს, 25 არც ადამიანთა სამსახურს მოითხოვს, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს; იგი თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. 26 ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები, 27 რათა ეძიათ ღმერთი. ეგებ ეგრძნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისგან. 28 რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო! 29 და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოქანდაკებულს.

ათენი - ძალიან დიდი და ლამაზი ქალაქია, მაგრამ იერუსალიმი მასზე ბევრად დიდია. ათენის გარშემო მდებარე კლდეები, მდელოები და ზღვა ჰარმონიულია. ისევე როგორც ლამაზი მუსიკა. იერუსალიმი კი სამსხვერპლოს ჰგავს, რომელიც შემოსაზღვრულია მსჯავრდადებისა და მშვიდობის მთებითა და კლდეებით. პავლე იდგა ბერძნული ხელოვნების საწყისში, ათენის კულტურულ ცენტრში, პანთეონის ჩრდილში, ტაძარი მინერვის გვერდით. ის ილტვოდა რათა ეცხოვრა ერთიანი ჭეშმარიტი ღმერთისთვის, შემომქმედი , რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ბატონობს. პავლეს არ უქადაგია ჯვარცმული ქრისტე, რადგან მისი მსმენელი ვერ გაიგებდა პატიებას, თუმცა ამას არც ეძებდნენ. მას არ აუხსნია მათთვის რწმენის საფუძვლები, არ უპასუხია ადამიანების საჭიროებებზე. მას არ გაუზიარებია მათთვის სულიერი გაგებები, და ეს ყველაფერი რჩებოდა თავის მსმენელისთვის დაფარული. ის უქადაგებდა მათ რათა მისი მსმენელი გადარჩენილიყო. დაიწყო მან პირველი ნაბიჯით - ღმერთის მოშიშებით, რომელიც სიბრძნის საწყისია. ბრძენი მქადაგებელი ცდილობდა გაენთავისუფლებინა ათენელები მრავალღმერთიანობის რწმენისგან. უნდოდა, რომ მათი გაგება ერთღმერთიანობამდე მიეყვანა, მიეთითებინა მათი პასუხისმგებლობისთვის ღმერთის წინაშე, რათა მათ ღმერთის ნება ეძებათ. მხოლოდ მაშინ შეეძლოთ მონანიება და მისი წმინდა პიროვნების წინაშე მოეშიშათ.

პავლე იდგა ამ უპატივცემულო გენიოსებს შორის და თამამად ლაპარაკობდა, რომ იცნობს უხილავ ღმერთს. ეს უხილავი ღმერთი, რომელსაც ქადაგებდა სხვებისთვის ფარული რჩებოდა. გასაკვირია, რომ ათენელებს თავიანთ რელიგიურ ყოფაცხოვრებაში არ სურდათ არცერთი ღმერთის ტაყვანისცემის შეწყვეტა, რომელთათვისაც მრავალი მსხვერპლი ჰქონდათ მიტანილიუ, რათა არცერთი ღმერთი არ განრისხებულიყო. პავლემ ეს ენა გამოიყენა, როგორც დამაკავშირებელი რგოლი მათ კერპთაყვანისმცემლობასა და თავის რწმენას შორის. აქედან გამომდინარე მან მსმენელს მიუთითა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელიც ახლაც მეფობს ცაში და მიწაზე, ღრუბლებსა და ქარებზე. მას ხელთ უპყვრია ზღვები, სივრცეები და ვარსკვლავები. მას ჩვენს თავზე თმებიც კი დათვლილი აქვს. და თუმც შეიძლება ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ, ვგრძნობთ მკაფიო საჭიროებას, რათა ღრმად შევიდეთ ღმერთის დიდებაში, რომელიც ჩვენი შემომქმედია. ჩვენ წრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და ასტრონომიის მეცნიერება რის მხოლოდ საშვალება, რომლის დახმარებითაც ადამიანი ღმერთის უსაზღვრო ძალის ახსნას ცდილობს. ცოცხალი ღმერთი ჩვენს გონებასა და გაგებაზე მაღლაა. მან შექმნა ჩვენი პატარა თავის ქალა, რომელშიც მოათავსა ჩვენი ტვინი. ჩვენ - ქმნილებები ვართ, ხოლო ის - შემომქმედი და სული. ჩვენ მისგან გამოცალკევებულები ვართ ჩვენი ცოდვების გამო. ეს - ურთიერთობაა ღმერთსა და ადამიანს შორის. ჩვენთვის აუცილებელია ხელახლა შევიცნოთ შემომქმედი ღმერთი და ჩვენი გონება მივმართოთ მისკენ, რათა არ დაგვავიწყდეს ის და ჩვენი თავებისგან მეცნიერების, ტექნოლოგიის, ადამიანებისა და ფულის მეშვეობით ღმერთი არ გავაკეთოთ.

დიდებული ღმერთი არ საჭიროებს თაყვანისცემასა და მსხვერპლს, ვინაიდან ის წმიდა და დიდებულია თავისივე თავში. ის არ არის დამოკიდებული ადამიანების დახმარებაზე, არ ითხოვს საჭმელსა და მსხვერპლს. უფრო მეტიც მისი დატევა ტაძრებსა და ეკლესიებში შეუძლებელია. მისი სული მატერიალური არ ხდება კერპებში ან ქვებში. ჩვენი ღმერთი თავისუფალი და განდიდებულია! ის ასრულებს თავის ჩანაფიქრებს, რომელიც გამუდმებით ქმნის სიცოცხლეს ადამიანებში, ცხოველებში და მცენარეებში. მისი ნებით იმნებიან ახალი ვარკვლავები შუქისგან და ნისლიანი გაზებისგან, როდესაც ისინი შედედდებიან და იქცევიან მყარ მატერიად. ვინც პატივს მიაგებს შემომქმედს ის პირველ ვალს ასრულებს. ჩვენ გამუდმებით უნდა ვუძღვნიდეთ მას მადლიერებასა და თაყვანისცემას და ვაღიარებდეთ მის დიდებას. ამგვარად პავლე ცდილობდა გაენთავისუფლებინა თავისი მსმენელი მარმარილოს ტაძრებიდან. ცდილობდა მიეყვანა ისინი ღმერთამდე, დიდებულ შემომქმედამდე.

მოციქული მიუთითებდა მასზე ვინც ყველა ერის ისტორიას ჰქმნის. მან ადამისგან შეგვქმნა, მოგვცა ყველა ერს მცნებები და აყვავების უფლება მოგვცა ჩვენში მყოფი ცოდვის მიუხედავად. ვინც იცავს და ასრულებს მის წმინდა მცნებებს ის იცოცხლებს. ხოლო ვინც ტოვებს ღმერთს ის ჩაიძირება ეგოიზმის ფუფუნებაში. მოწყალე ღმერთი აძლევს ყველა ტომს და ერს დროს დაფიქრებისთვის, თავიანთი ნიჭებისა და წარმატებების რეალიზებისათვის. ის ადგენს მათთვის ყოფის საზღვრებს. ვინც კარგავს ღმერთისადმი პატივისცემას ის ასევე კარგავს თავის ადამიანურ უფლებებს. ყველა ერის უმტავრესი ვალია ეძებოს და ადიდოს ღმერთი. ჩვენი საბოლოო მიზეზი ვერ იქნება ფული, პატივი, ძალაუფლება ან მეცნიერება. ეს ყველაფერი - მხოლოდ ღმერთშია. ყოველი ადამიანი რომელიც არ არის მოქცეული ღმერთისკენ იღუპება. ეძებ თუ არა უფალს, თუ შენი ცხოვრება მხოლოდ შენს გარშემო ტრიალებს? მისდევ თუ არა დროებით მიზნებს, თუ მყარად ეჭიდები მას, ვინც ყველა ადამიანს ყველაფერს აძლევს? მხოლოდ ის ერთი ყოველდღე ქმნის სიცოცხლეს და მართავს ერებს თავიანთი საქმეების შესაბამისად.

დიდებული ღმერთი არ ზის ზეცაში, ის არ არის ტაძრებში, რომელიც ქვებისგან არის ნაშენები, ის არის სული, რომელიც ყველგან სუფევს. ის არ არის ჩვენგან შორს და არც მიუწვდომელია ჩვენთვის. ის შენთან ახლოს არის. მას ესმის შენი ყოველი სიტყვა და იცის ყოველი შენი აზრი. შენი სინდისი ღიაა მისთვის და ის ხედავს მასზე ყველა ლაქას, როგორც ექიმი, რომელიც ათვალიერებს მაღალი შუქის ქვეშ დაავადებულ სხეულს. მისგან ვერ დაიმალები. თავად სინდისი ამხელს შენს ცოდვას.

ვინც აცნობიერებს, რომ ღმერთი გვეძახის ცოდვილობის პერიოდში და ვინც თრთის ღმერთის სიყვარულის წინაშე, ის თაყვანსაც სცემს მას, ვინც თავის ხატად შეგვქმნა. იმისთვის, რომ ავხსნათ ღმერთისა და ადამინის ურთიერთობა დასაწყისიდანვე, პავლემ ბერძნული ფილოსოფოსის ციტირება მოახდინა: ,,ჩვენ - ღმერთის ჯიში ვართ“. ეს სიტყვები დიდებულად ჟღერს. ჩვენი არსებობა არსაიდან წარმოიქმნა, არც მკვდარი მატერიისაგან და არც სიბოროტისგან. ჩვენ მოვდივართ ღმერთისგან და ვართ მასში. ის - ჩვენი მიართულება და კურსია. ჩვენი აზრები მხოლოდ ღმერთისკენ უნდა იყოს მიმართული. სხვა შემთხვევაში ცოდვილები ვართ. არც გამოხატული ხელოვნება, არც დიდებული შენობა, რომელიც მზის სხივების ქვეშ ოქროთი ბზინავს, არც რომელიმე სისტემა ან ფილოსოფიური იდეა არ ხსნის ღმერთის დიდებას ამ სამყაროსთვის. ყველა ადამიანი არის ღმერთის ჯიშისგან წარმოშობილი და მოწოდებულია თავის თავში მისი პიროვნება ასახოს.

ლოცვა: წმიდაო ღმერთო შენ შექმენი სამყარო და გიჭირავს ის შენი მოთმინებით. შენში ვცხოვრობთ და შენი წყალობით ვარსებობთ. მადლობას გიხდი შენი დიდებული სიყვარულისთვის. დაე ჩვენი აზრები ყოველთვის იყოს მიმართული შენსკენ!

კითხვა:

  1. რომელი სამი ძირითადი აზრი იყო პავლეს ქადაგების პირველ ნაწილში ათენელი ფილოსოფოსების წინაშე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:48 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)