Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 088 (Founding of the Church in Corinth)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მეორე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 15:36 - 18:22)

8. ეკლესიის დაარსება კორინთოში (საქმეები 18:1-17)


საქმეები 18:1-4
1 ამის შემდეგ, ათენიდან წამოსული, კორინთოში მივიდა. 2 ნახა იქ ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო იტალიიდან თავის ცოლთან, პრისკილასთან ერთად, რადგან კლავდიუსის ბრძანებით, ყველა იუდეველს უნდა დაეტოვებინა რომი; და მივიდა მათთან. 3 და რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და მუშაობდა, ვინაიდან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო. 4 ყოველ შაბათს ლაპარაკობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდევლებსა და ბერძნებს.

ქრისტეს ქადაგების ბრძნულმა მეთოდმა, რომელიც ითვალისწინებს ურწმუნო ადამიანებს, არცთუ ისე დაეხმარა პავლეს ათენში. ბერძენი ფილოსოფოსები დასცინოდნენ ქრისტეს აღდგომას, იმ სულითვე, როგორი სულითაც ამას აკეთებდა უზენაესი საბჭო. ამიტომაც დატოვა პავლემ ეს ამაყი ქალაქი, როგორც უფალმა ასწავლა (მათე 10:14). იუდეველი მერჯულეები და ბერძენი ფილოსოფოსები ავადმყოფები იყვნენ ერთი პალატიდან. პირველებს უნდოდათ ღმერთის რჯულის შესრულება თავიანთი ძალებით, ხოლო მეორეები ცდილობდნენ ღმერთის შეცნობას საკუთარი გონებით. არც ერთი და არც მეორე შესაძლებელი არ არის. მერჯულეებს არ უნდოდათ აუნაზღაურებელი გადარჩენა, ხოლო ფილოსოფოსებს არ უნდოდათ დაეპყოთ თავიანთი გონება ღვთიური გამოცხადებებით. ისინი ეგოისტურები და ამაყები იყვნენ და განზრახ არიდებდნენ თავს ღმერთის მოწყალებას. ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა, მხოლოდ მაშინ როცა სულიწმიდა გაუხსნის. მერჯულეები გაუხეშებულები რჩებიან მაშინ როდესაც ფილოსოფოსი რჩება თავის სიგიჟეში თავისი წარმოუდგენელი აზრების გამო. პავლე რომელსაც დასცინეს წავიდა ქალაქიდან ღრმა გაოგნებაში. მან იგრძნო, რომ ათეისტური სულების ტალღები ბევრ ზიანს მიაყენებენ და დაანგრევენ ეკლესიებს მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. ეს ღმერთისადმი დაუმორჩილებელი სულები იყვნენ.

სასიხარულოდ ცოცხალმა ღმერთმა პავლე მიიყვანა ერთ-ერთ იუდეველ წყვილთან. ეს წყვილი არ გამოირჩეოდა მრავალ სიტყვაობით, მაგრამ ლოცულობდნენ, სწამდათ და შოულობდნენ თავიანთი ხელებით. დიდი ალბათობით ისინი გახდნენ ქრისტიანები რომში . როდესაც დედაქალაქში დაიწყო ღია დევნები კლავდიას კეისრობის დროს (41-54 ჩ.წ.ა). ეს კარვების გამკეთებლები გადასახლდნენ კორინთოში, აყვავებულ სავაჭრო პორტში, რომელიც ცნობილი იყო თავისი სიმდიდრით და რომელმაც უაზრო დიდება მოიპოვა გარყვნილებით. ამ ქალაქში ცხოვრობდნენ ყველა ადამიანები მსოფლიოდან. პავლემ იპოვა სამუშაო ამ ერთგულ წყვილთან ერთად, რადგან არ აგროვებდა თავისთვის შესაწირავს, არამედ შრომობდა თავისი ხელებით და მხარს უჭერდა თავის საქმიანობას და თავის თანამშრომლებს.

ასე, რომ დღე პავლე მუშაობდა კორინთოში კარვების გამკეთებლად, ხოლო საღამოობით სამსახურის მერე ქადაგებდა სახარებას. არ ისვენებდა საღამოობით, არც დღესასწაულებზე და შაბათობითაც თავის დროს და ენერგიას ღმერთს უძღვნიდა. კორინთოში პირველ დღეებში პავლე იფარგლებოდა იუდევლურ სინაგოგაში ქადაგებით. შესაძლოა ათენში მწარე გამოცდილებამ აღძრა იგი მეტი დრო გაეტარებინა ლოცვაში და განსჯაში, რათა შეძლებისდაგვარად გადაეხედა თავისი სისტემისთვის და ქადაგების მანერისთვის, როგორც ამას ვხედავთ კორინთელთა მიმართ პირველ წერილში (1:18 - 2:16). თუ შენ ყურადღებით წაიკითხავ ამ მუხლებს მიხვდები იმ დროინდელ პავლეს მდგომარეობას.

საქმეები 18:5-8
5 ხოლო, როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან ჩამოვიდნენ, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, და უმოწმებდა იუდევლებს, რომ იესოა ქრისტე. 6 მაგრამ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდნენ და გმობდნენ ისინი, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: "თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან მივდივარ”. 7 წავიდა იქიდან და ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის, სახლში მივიდა, რომელიც სინაგოგის გვერდით იდგა. 8 ხოლო კრისპოსმა, სინაგოგის მთავარმა მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, სიტყვა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.

იმის შემდეგ რაც პავლესთან სილა და ტიმოთე მოვიდნენ, უფრო გამყარდა სულში. ძმებთან ურთიერთობა მის ქადაგებას გადაუდებლობის გრძნობა შესძინა. რამდენადაც ერთ ერთმა ძმამ მაკედონიის ეკლესიებიდან მოიტანა უხვი შესაწირავი (2 კორ 11:9), მოციქულებს მეტი დრო გაუჩნდათ საქადაგებლად. იუდევლურ სინაგოგაში ის კანონით ამტკიცებდა, რომ ჯვარცმული იესო ნაზარეთიდან - ჭეშმარიტი ღმერთია, რომელიც იუდეველებმა დაგმეს. ხოლო შემდეგ მოხდა ის რაც იმ დროისთვის ჩვეულებრივი იყო: უფრო მეტმა იუდეველმა შეიძულა იგი, უარყო და შეურაცხყოფას აყენებდნენ მის სახარებას. პავლეს მათგან განცალკევება მოუწია. მან განუცხადა მათ: ,,თქვენი სისხლი თქვენს თავებზეა! მე სუფთა ვარ, ვინაიდან გითხარით გადარჩენის ყველა სიტყვა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯვარცმულის უარმყოფელები ბოლოს, როგორც თვითმკვლელები დადგებიან სამსჯავროზე ბოლო დღეს. უარყვეს რა ქრისტე მათ ასევე უარყვეს გადარჩენის კურთხევა. მათთვის არ არსებობს სხვა ხსნა. ამიტომაც გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავებს.

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მოვლენიდან დაწყებული პავლეს თავისი ყურადღება კორინთოში წარმართებზე გადააქვს. მაგრამ შორს არ წასულა იუდევლური სინაგოგებიდან. მან დაიქირავა ოთახი, ღვთისმოსავი ადამიანის სახელად იუსტის გვერდზე შენობაში. პავლეს არ ეშინოდა ადამიანების მებადურად ყოფნა ქრისტესთვის. ის მიდიოდა ადამიანებთან სინაგოგის კართან და კრებაზე მიყავდა ისინი, რომელსაც თავის ოთახში ატარებდა. მისი კრებები მთელი კვირის მანძილზე გრძელდებოდა. ის უწევდა სათანადო პატივს იუდევლური სინაგოგის უფროსს, ნახულობდა მას და საუბრობდა მასთან, ანათებდა მის გულს ჭეშმარიტებით და სიყვარულით, სანამ ის მორწმუნე არ გახდა. კორინთელებისთვის ეს ნამდვილი სასწაული იყო. ყველაზე პატივდადებული ადამიანი ძველიაღთქმისეული ერიდან ქრისტიანად იქცა. მან მიიღო ნათლობა თავის ცოლთან, შვილებთან და მსახურებთან ერთად. პავლემ ყველა მონათლა და ისინი ქრისტეს მეფობაში შევიდნენ (1 კორ 1:14). მისი მოქცევის შემდეგ ბევრმა მიბაძა მის მაგალითს, ხოლო ეკლესია კორინთოში ეკლესია იზრდებოდა და იფურჩქნებოდა.

საქმეები 18:9-17
9 უთხრა ღამით უფალმა ჩვენებაში პავლეს: "ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები. 10 ვინაიდან მე ვარ შენთან და თავს ვერავინ დაგესხმება, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში”. 11 წელიწადნახევარს დარჩა იქ და ასწავლიდა მათ ღვთის სიტყვას. 12 იმ დროს, როცა გალიონი იყო აქაიას პროკონსულად, იუდევლები ერთსულოვნად აღუდგნენ წინ პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს. 13 თქვეს: "ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანონ ღმერთს”. 14 როცა ხმის ამოღება დააპირა პავლემ, უთხრა გალიონმა იუდევლებს: "იუდევლებო! ეს რომ რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება ყოფილიყო, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის; 15 მაგრამ, როცა სარჩელი თქვენს წერილებს, სახელებსა და რჯულს ეხება, თქვენ თვითონ მიხედეთ; მე არ მსურს ამის მსაჯული ვიყო”. 16 და გამოყარა ისინი სამსჯავროდან. 17 მაშინ შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენი და სამსჯავროს წინ სცემეს; გალიონს კი არაფერი ანაღვლებდა ამათგან.

პავლემ იცოდა, რომ უფროსის მოქცევა იუდეველებს სასოწარკვეთილებაში ჩააგდებდა. გაჩნდა კითხვა, დარჩენილიყო თუ არა კორინთოში, თუ წასულიყო? რა იქნება უკეთესი ახალგაზრდა ეკლესიისთვის? მან სთხოვა თავის უფალს ლოცვაში და უფალმაც უპასუხა მას. მან კვლავ მიიღო დასტური სრული სახარების ქადაგებისა, მკაფიოდ და თამამად. გირჩევთ, რომ დაიმახსოვრო ეს ზეციური სიტყვები, რადგან მათში ღმერთის ნება ჩანს.

ქრისტე გიცავს ნებისმიერი შიშისგან, ვინაიდან ღვთიურ სიყვარულში არ არის შიში. ქრისტე ახლოა შენთან, ამიტომაც გამაგრდი და არ დადუმდე. ილაპარაკე და დაამოწმე ჭეშმარიტებაზე, მასზე ვინც მკვდრეთით აღსგა. ის ჭეშმარიტად აღდგა. ის თავის თავს ყოველ დღე უმოწმებს თავის მსახურებს საუკუნის დასასრულამდე. ეს უდიდეს ნუგეშს აძლევს მის მოციქულებს, მსახურებს და მიმდევრებს. შენ არ ხარ მიტოვებული და დავიწყებული, ვინაიდან უფალი არასდროს მიგატოვებს - ის გამართლებს და გწმენდს შენ. ის შენთან არის სიკვდილამდე. არაფერი დაგემართება უფლის ნების გარეშე, მისი სიყვარულის ნიაღვრის გარეთ. ის თავად - არის შენი გზის მაჩვენებელი. ვერცერთი ეშმაკისმუქარები ვერ გავნებს, ვინაიდან უფალი გიცავს.

შენი ღმერთთან ურთიერთობის გამო მრავალი ირწმუნებს შენს გარშემო. მან ამოირჩა ისინი გადარჩენისთვის და მოუწოდებს მათ შენი მეშვეობით. ისინი ისმენენ მის ხმას შენგამ და მოდიან მასთან, რათა რწმენით მიიღონ ახალი სიცოცხლე. ისინი ერთიანდებიან სულიწმიდის სიყვარულში ერთ ეკლესიად, შედიან უფალთან ურთიერთობაში. მისი წმიდა ერი აგრძელებს იმის უწყებას ვინც მოუწოდა მათ სიბნელიდან თავის სინათლეში. ეჭვგარეშეა, რომ ღმერთმა ყველას გული იცის, ვინც ეძებს ან განადიდებს მას შენს ქალაქში. ამიტომაც არ დაეცე სულით არამედ ირწმუნე, რომ ქრისტე ახალ იზეიმებს. მისი მორწმუნე მასთან ერთად დგავს ნაბიჯებს, მის გამარჯვებულ მსვლელობაში.

უფალმა იესომ დაუმოწმა პავლეს, რომ ვერავინ ვერ ავლებს მას კორინთოში, იმის საპირისპროდ თუ, რაც მოუვიდა მას ათენში, იკონიაში, ლისტრაში, ფილიპეში, თესალონიკეში და ბერიყაში. ყველაზე ვინც ცდილობდა მისთვის რამე ევნო ღმერთის რისხვა მოდიოდა. ასე, რომ მოციქულები წელიწადნახევარი რჩებოდნენ ამ ბოროტ ქალაქში. დაბრკოლების გარეშე ქადაგებდნენ სახარებას, ცხოვრობდნენ იუდევლური სინაგოგის გვერზე და გადარჩებილებთან ურთიერთობით ხარობდნენ.

53 ჩ.წ.ა. რომაული პროვინციის, რომლის დედაქალაქის კორინთი იყო პროკონსული გახდა ახალგაზრდა გალიონი. როდესაც გალიონი გახდა რომის მმართველი, იუდეველებმა მას მოუწყეს პროვოცირება, რათა ქრისტიანები განედევნა. ისინი არ ადანაშაულებდნენ პავლეს იმში, რომ ის კეისრის მტერია ან ღმერთის წარმოგზავნილი. ისნი ლაპარაკობდნენ, რომ ის ახალ რელიგიას ავრცელებს, რომელიც იუდაიზმს ეწინააღმდეგება, შედეგად კი, რომაულ კანონებსაც, ვინაიდან იუდაიზმი იყო მიღებული კანონიერ რელიგიად. თუმცა გალიონი იუდეველების წინააღმდეგ იყო განწყობილი. ის კეისარ კლავდიას პარტიაში შედიოდა, რომელმაც ძველიაღთქმისეული ერი რომიდან გაყარა. გალიონმა გადამწყევტად უარყო იუდეველების ბრალდები განხილვა პავლეს წინააღმდეგ, ხოლო თავად პავლეს არ მისცა უფლება თავი დაეცვა. ქრისტემ თავად დაიცვა თავისი მსახური, ისე რომ პავლეს თავის დასაცავად ერთი სიტყვის თქმაც არ მოუწია.

იუდევლური სინაგოგის ახალმა უფროსმა, რომელიც იყო პავლეს ბრალდები ინიციატორი, წარმატებას ვერ მიაღწია. მაშინ განსწავლულმა ადამიანებმა სინაგოგაში გამოიყვანეს იგი და სცემეს გალიონის თვალწინ იმის გამო, რომ შეურაცხყო მათი კრება მმართველის წინაშე. რავინი ცდილობდა მოეშორებინა პავლესგან ღმერთის დამცავი ხელი, და ეს ხელი მას თავადვე ხვდებოდა. ვერავინ შეაჩერებს ღმერთის ეკლესიის დაარსების პროცესს, თუ თავად ღმერთი იცავს თავის რჩეულებს. ასე, რომ ირწმუნე და არ დადუმდე. ილაპარაკე და ემადლიერე ღმერთს დღედაღამ ძმებთან მოზიარეობისას.

ლოცვა: უფალო ქრისტე მადლობას გიხდით, რომ შენი მონა დაიცავი, პავლე კორინთოში, გაამაგრე ის და შენი თანდასწრება იყო მასზე. გაამყარე ჩვენი რწმენა, გაამრავლე ჩვენი სიყვარული და ცოცხალ იმედში დაგვიფარე! დაგვეხმარე თამამად დავუმოწმოთ გზააბნეულ ადამიანებს, რომ შენ მათი გადარჩენა გსურს.

კითხვა:

  1. როგორი განსაკუთრებული აღთქმა მიიღო პავლემ ქრისტესგან კორინთოში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:50 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)