Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 012 (The Sanhedrin questions the Baptist)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ბ - ქრისტეს გადაყავს მოწაფეები, წუხილის მდგომარეობიდან საქორწილო ნადიმზე (იოანე 1:19 - 2:12)

1. სინედრიონის წარმოგზავნილნი იოანეს ეკითხებიან (იოანე1:19-28)


იოანე 1:22-24
22 მაშინ უთხრეს მას: „ვინ ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენ წარმომგზავნელთ; რას იტყვი შენზე?“ 23 მან თქვა: „მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში; მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა“. 24 წარმოგზავნილები ფარისეველთაგან იყვნენ.

დელეგატებმა კითხვები, ისრებივით ესროლეს იოანე ნათლისმცემელს. კერძოდ, მსგავსი შეკითხვები მრავალი ერესული მიმდინარეობის გამო იყო გამოწვეული, რომელიც წარმოიქმნა ქრისტეს მოსვლამდე. და იმის შემდეგ, რაც იოანემ განაცხადა, რომ არც ქრისტე იყო, არც ელია და არც წინასწარმეტყველი, იუდეველები მას საშიშ პერსონად აღარ აღიქვამდნენ. ამისდა მიუხედავად ისინი აგრძელედბნენ მის დაკითხვას: ვინ ხარ? ვინ დაგავალა გექადა? საქმე იმაში იყო, რომ წარმოგზავნილთ არ უნდათ უკან ისე დაბრუნება, სანამ არ გაიგებდნენ ამ იოანეზე ყველაფერს.

აქ სულიწმიდა იოანეს წინასწარმეტყველებას ახსენებდა, ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან (40:3) ხმა მღაღადებლისა, რომელიც უმზადებს გზას უფალს. იოანე, რომ არ დაყრდნობოდა წმიდა წერილს, მაშინ იუდეველები იფიქრებდნენ, რომ თავად წარმოგზავნა საკუთარი თავი, თავად მისცა საკუთარ თავს ძალაუფლება და ღვთის გმობისთვის განსჯიდნენ მას. ამიტომ, იოანე დამდაბლდა და ძველი აღთქმიდან ამოარჩია ყველაზე დაბალი წოდება. ის - არაფერია, გარდა ხმა მღაღადებლისა უდაბნოში.

ჩვენ კი ამ სამყაროს უდაბნოშ ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო ქაოსმა დაისადგურა. მაგრამ ღმერთმა არ დატოვა დედამიწა მომტირალე მდგომარეობაში, არ აქცია ზურგი გაუკუღმართებულ ხალხს. ის ადგა და მივიდა ადამიანთა მოდგმასთან დახმარებით, რათა გადავერჩინეთ ჩვენ. ის, რომ ღმერთი ზეციდან ასეთ წყალობას ღვრის დედამიწაზე - ეს უდიდესი მადლია! წმიდა შემოქმედი არ გვღუპავს, როგორც ვიმსახურებთ, არამედ მოდის ჩვენთან და ეძებს გზა აბნეულებს. ღმერთის სიყვარული, ჩვენ გონებაზე დიდია. საბოლოო ჯამში, მისი გადარჩენა უსიცოცხლო უდაბნოებს, ყვავილებიან ბაღებად აქცევს.

იოანე ნათლისმცემელი სულიწმიდის გამოცხადებით მიხვდა, რომ ღმერთი ჩვენ სამყაროში ქრისტეს სახით მოგვევლინებოდა. ამ აზრმა მისცა მას შთაგონების ძალა, და ის მოუწოდებდა ხალხს გამოფხიზლებულიყვნენ და მომზადებულიყვნენ გადამრჩენელთან შესახვედრად. იოანე ისე გულმოდგინედ უმზადებდა გზას იესოს, რომ გახდა ხმა მღაღადებლისა ჩვენი სამყაროსთვისაც. მან თავის თავს წარმოგზავნილი და წინასწარმეტყველი კი არა, მხოლოდ ხმა უწოდა.მაგრამ ეს ხმა მოდიოდა უფლისგან და მკაფიოდ ისმოდა ხალხის ყურში. ეს ხმა არც ჩვენ სინდისს აძლევს საშუალებას, რომ მშვიდად დაიძინოს ცოდვებსა და დანაშაულში.

რას ღაღადებს ეს ხმა? ის უწოდებს ხალხს: „ადექით! გამოიღვიძეთ! თქვენკენ მოემართება ზეციერი მეფე! მოიყვანეთ მწყობრში თქვენი ცხოვრება! ღმერთი წმიდაა, და ის განგსჯით თქვენ! ყოველი სიცრიუსთვის, ქურდობისთვის, უწმიდურებისა და უმართლობისთვის ის მოგაგებთ სანაცვლოს მარადიული სატანჯველით! ღმერთი არ დაივიწყებს ტყუილ უბრალოდ თქვენ ცოდვებს. უწმიდური წარსდგება მის წინ, თავისი ცოდვებით. მართალიც კი ძლივს გაჩერდება დამნაშავის გვერდზე. არ არის არავინ, ღვთისთვის მოსაწონი!“

ასეთი სიმკაცრით სთხოვდა იოანე ნათლისმცემელი ხალხს, რომ გამოეცადათ საკუთარი გულები, გაეაზრებინათ საკუთარი უიმედობა, აღმოეფხვრათ საკუთარი სიამაყე და ფესვებშივე შეეცვალათ საკუთარი აზროვნება. ძვირფასო მეგობარო, იქნებ შენც ფიქრობ, რომ ღვთისთვის მოსაწონი ხარ? ნუ იქნები ასეთი ქედმაღალი! შენ ხომ ბავშვობიდან სცოდავ. ნუ წახვალ სიმართლისგან, აღიარე შენი ცოდვები, და თუ ოდესმე უმცირესი ნივთი მაინც მოგიპარავს, სასწრაფოდ მოინანიე და დაუბრუნე ის თავის პატრონს. ევედრე უფალს, რომ დაგანახოს კიდევ ვის უნდა მოუხადო ბოდიში ტყუილის ან სხვა ცოდვების გამო! მოაკვდინე შენი სიამაყე და გაცოცხლდი ღმერთისთვის! გაასწორე შენი არასწორი გზები და თავმდაბლურად მოიდრიკე მის წინაშე იმიტომ, რომ შენ არ მოიქეცი უფლისთვის მოსაწონად!

იუდეველებისაგან წარმოგზავნილნი იყვნენ ფარისველები. ნათლისმცემლის უშიშრობამ გააცოფა ისინი იმიტომ, რომ კანონს მთელი სიმკაცრით იცავდნენ, და საკუთარი თავს მართლებად და ღვთისმოშიშად თვლიდნენ. მაგრამ ისინი თავის თავს ატყუებდნენ, რადგან მრავალი სულიერი ნაკლი ჰქონდათ, უწმიდური სურათები ავსებდნენ მათ წარმოსახვას, გულებში კი, შხამიანი გველებივით, ბუდობდნენ ფიქრები სიკვდილისა და შურისძიების შესახებ.

იოანე ნათლისმცემელს არ შეშინებია ფარისეველთა რელიგიური დელეგაციისთვის განეცხადებინა, რომ: „ჩვენ ყველას გვჭირდება გადაწყვეტილი მონანიება და ღმერთის მოხმობა, რათა მოვუმზადოთ გზა უფალს, რომელიც ჩვენკენ მოდის და დღე-დღეზე მოვა!

ლოცვა: უფალო, კვლავ მომავალო! შენ იცი ჩემი გულიმ მთელი ჩემი წარსული და ჩემი ცოდვები. მე მრცხვენია შენი, ყველა ჩემი ცოდვის - ფარული თუ ცხადის გამო. მე ვაღიარებ ყველა ჩემ ბოროტებას შენ წინაშე. გევედრები პატიებისთვის. არ გამშორდე და დამეხმარე ყველას დავუბრუნო ის, რაც წავართვი. მე ვთხოვ ყველა ადამიანს პატიებას, ვისაც ვაწყენინე. აღმოფხვერი ჩემი სიამაყე. შენი წყალობით გამწმიდე მე ყველა ცოდვისგან, ჩემო კეთილო უფალო!

კითხვა:

  1. როგორ უმზადება იოანე ნათლისმცემელი გზას იესოს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:01 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)