Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 011 (The Sanhedrin questions the Baptist)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ბ - ქრისტეს გადაყავს მოწაფეები, წუხილის მდგომარეობიდან საქორწილო ნადიმზე (იოანე 1:19 - 2:12)

1. სინედრიონის წარმოგზავნილნი იოანეს ეკითხებიან (იოანე1:19-28)


იოანე 1:19-21
19 ეს იყო მოწმობა იაონესი, როცა იერუსალიმელმა იუდეველებმა მღვდელნი და ლევიანნი მიუგზავნეს, რათა ეკითხათ მისთვის: „ვინ ხარ შენ?“ 20 მან აღიარა და არ უარყო; აღიარა: „მე არა ვარ ქრისტე“. 21 ჰკითხეს: „მაშ ვინ? ელია ხარ?“ მან თქვა: „არა ვარ“. „წინასწარმეტყველი ხარ?“ უპასუხა: „არა“.

მდინარე იორდანესთან სულიერი გამოღვიძება ხდებოდა, რომლის ცენტრიც იოანე ნათლისმცემელი იყო. რთული გზების მიუხედავად, ათასობით ადამიანი ჩამოდიოდა მთიანი რაიონებიდან იორდანეს მხარეში, რათა მოესმინათ ახალი წინასწარმეტყველისთვის და მონათლულიყვნენ მასთან ცოდვების პატიებისთვის. უბრალო ადამიანები, ისეთი ცუდებიც არ არიან, როგორც ზოგიერთი ამაყი ადამიანი ფიქრობს. ხალხს მოშივდა ღვთიური დარიგება და მალევე მიხვდნენ, ვისშია ჭეშარიტი ძალა. ხალხს მობეზრდა ადამიანური რიტუალები და მცნებები, მათ მოსწყურდათ ღმერთთან შეხვედრა.

ეს სულიერი გამოღვიძება არ იყო საიდუმლო იუდეველების საბჭოსთვის. იუდეველების მთავრებმა იოანესთან მღვდლებისა და ლევიანების მთელი დელეგაცია გააზავნეს - ძლიერი მამაკაცები, რომელთაც ხშირად უწევდათ სამსხვერპლო ცხოველებთან გამკლავება. ეს მამაკაცები წარგზავნეს, რათა შეემოწმებინათ ნათლისმცემელი და ჩამოეშორებინათ იგი, თუ ის ღვთის გმობას დაიწყებდა.

აქედან გამომდინარე, იოანე ნათლისმცემელისა და წარმოგზავნილთა შეხვედრა დიდ როლს თამაშობდა და ოფიციალურ სახეს ატარებდა. იოანე ღვთისმეტყველი წარმოგზავნილ ადამიანებს უწოდებდა, იუდეველებს. ეს მისი სახარების კიდევ ერთი თემაა. იმ დროში იუდეველების აზროვნება კანონთან მიმართებაში უფრო გამყარდა, გადავიდა ერთგვარ ფანატიზმსა და შურში, რის გამოც ისრაელი ქრისტიანული სულის მოწინააღმდეგე გახდა. ეს მტრობა არ მოდის ძველი აღთქმის ხალხისგან, არამედ მისი ფარისევლებისა და მღვდლებისგან. ისინი თვალყურს ადევნებდნენ ნებისმიერ რელიგიურ მოძღაობას, რომელსაც არ ეთანხმებოდნენ და არ ფლობდნენ. საბოლოო ჯამში მათ სცადეს იოანე ნათლისმცემლის დაღუპვა, თავიანთი სახიფათო კითხვებით.

როდესაც წარგზავნილნი მივიდნენ იოანესთან, მის გარშემო დიდძალი ხალხი იყო, რომელიც მოსანანიებლად და მისი სიტყვის მოსასმენად მოვიდა. პირველი კითხვა წარმოგზავნილების იყო შემდეგი: „ვინ ხარ შენ? ვინ გამოგგზავნა საქადაგებლად? შეგისწავლია თუ არა კანონი და ღვთისმეტყველება? თვლი თუ არა, რომ ღმერთმა გამოგგზავნა? ან იქნებ საკუთარ თავს ქრისტედაც კი თვლი?“

იოანე მაშინვე მიხვდა მათი სახიფათო კითხვების არსს. მას არ დაუწყია რაიმეს გამოგონება - დიახ, არც იუდეველებს უფიქრიათ, რომ ის რაიმეს გამოგონებას დაიწყებდა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ შეძლებდნენ იოანეს კუთხეში მიმწყვდევას. თუ ის იტყვის: „დიახ, მე ვარ ქრისტე“ მაშინ ისინი განსჯიან და ქვებით ჩაქოლავენ მას. თუ იტყვის: „მე არ ვარ ქრისტე“, მაშინ მისგან ხალხი გაიქცევა და აღარ მოუსმენს მას: ვინაიდან აბრაამის შთამომავლობა დაღლილია რომალების დამცირებითა და შეურაცხყოფით, ისინი მხსნელს ელოებიან, რომელიც მათ რომაელთა ტყვეობისგან გაანთავისუფლებს.

იოანემ მთელი ხალხის წინაშე დაამოწმა, რომ არც ქრისტეა და არც ღვთის ძე. მას არ მიუთვისებია არავითარი წოდება, არჩია დარჩენილიყო ნაკლებად მნიშვნელოვნად, მაგრამ ერთგული თავისი მოწოდებისა. ის ღმერთზე იყო დაიმედებული, იმაზე, რომ მომავალში ღმერთი მის სიტყვებს დაადასტურებდა.

პირველი კითხვის შემდეგ, წარმოგზავნილები გადავიდნენ მომდევნო კითხვაზე: „ელია ხარ?“ ისინი გულისხმობდნენ უფლის აღთქმას, წინასწარმეტყველი მალაქიას წიგნიდან 4:5 , რომ ქრისტეს მოსვლამდე გამოჩნდება ვინმე წინასწარმეტყველი ელიას სულში, ცნობილი იმით, რომ ღვთის ძალით ზეციდან ცეცხლი დაუშვა თავის მტრებზე და მკვდარი აღადგინა. ყველა ელოდებოდა, როდის დადგება ის დღეე, როდესაც მოვა ეს გმირი და ჩაუდგება ყოველივე სათავეში. იოანემ აქაც თავმდაბლობა გამოიჩინა და სიამაყეს არ მიეცა, იმისდა მიუხედავა, რომ ის შეპირებული წინასწარმეტყველი სწორედაც თავად იყო, რაც ცოტა მოგვიანებით იესო ქრისტემ დაამოწმა კიდეც (მათე 11:14).

მალევე კითხეს მღვდლებმა იოანეს, ის ხომ არ იყო შეპირებული წინასწარმეტყველი, რომელზეც წინასწარმეტყველებდა მოსე და რომელიც დიდებულ ახალ აღთქმას დადებდა ღმერთთან? (მეორე რჯული 18:15). ამ კითხვით ისინი ცდილობდნენ ასევე გაეგოთ ვინ გამოგზავნა იოანე მქადაგებლის რანგში; „ვინ გამოგგზავნა შენ? საიდან გაქვს ეს ძალაუფლება? თავად მიიღე ვინმესგან ეს დავალება თუ საკუთარი თავისგან ლაპარაკობ?“

იოანე ნათლისმცემელს არ უნდოდა მიეთვისებინა ის განსაკუთრებული როლი და დიდება, რომელიც მოსეს ჰქონდა, რათა ახალი აღთქმა დაემყარებინა. ასეთი ძალაუფლება მას ღმერთმა არ მისცა - ისევე, როგორც ხალხის დაღუპვისკენ წაყვანის ძალაუფლება. იოანემ ღირსეულად გაიარა ყველა განსაცდელი, ყოველგვარი სიამაყასი და თავში ავარდნის გარეშე. ამათანავე ის სიბრძნეს იჩენდა, მტრებთან ლაპარაკისას არ ეთქვა მეტი, ვიდრე საჭირო იყო. ამ პრინციპების გამოყენება ყოველი ჩვენგანისათვის სასარგებლო იქნებოდა.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მადლობას გიხდით შენ იმისთვის, რომ გამოაგზავნე ჩვენთან იოანე ნათლისმცემელი, და ის არ გაამაყდა. გვაპატიე, რომ დიდ წარმოდგენა გვაქ საკუთარ თავზე, თითქოს სხვებზე მნიშვნელოვნები ვართ. გვასწავლე ვიფიქროთ, რომ არაფრად ღირებული მონები ვართ და მხოლოდ შენ ერთი ხარ დიდებული.

კითხვა:

  1. რა მიზნით უსვამდნენ შეკითხვებს იოანეს, წარმოგზავნილი იუდეველები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:01 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)