Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 013 (The Sanhedrin questions the Baptist)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ბ - ქრისტეს გადაყავს მოწაფეები, წუხილის მდგომარეობიდან საქორწილო ნადიმზე (იოანე 1:19 - 2:12)

1. სინედრიონის წარმოგზავნილნი იოანეს ეკითხებიან (იოანე1:19-28)


იოანე 1:25-28
25 მთ ჰკითხეს: „ მაშ რათატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?“ 26 მიუგო იოანემ პასუხად: „მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენ შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ! 27 ის ემ შემდეგ მოდის და მე მისი სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არ ვარ. 28 ეს მოხდა ბეთანიაში, იორდანეს გაღმა, სადაც ნათლავდა იოანე.

იუდეველებმა თორადან იცოდნენ, განწმედის და მრავალი განბანის შესახებ, ნათლობის ჩათვლით. განბანა გამოხატავდა განწმედას უწმიდურებისგან, ნათლობა კი იყო ვალდებულება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც მოექცა იუდაიზმში წარმართი ერისგან, რადგან წარმართები უწმიდურებად ითვლებოდნენ. ყველ შემთხვევაში ნათლობა ნიშნავდა, მორჩილებას და ღმერთის ერთან გაერთიანებას.

ნათვამიდან ცხადია, თუ რატომაც ვერ ხვდებოდნენ იუდეველები და ეუბნებოდნენ იანეს: „ რატომ მოუწოდებ ამ ხალხს მონანიებსიკენ, როდესაც ისინი წინადაცვეთილნი არიან და ღმერთის ერად იწოდებიან? თუ შენ თვლი, რომ არ გვაქვს სიწმიდე, რომ გზააბნეული ცოდვილები ვართ, რომლებზეც ღმერთის რისხვაა? ჩვენ ხომ ხალხის მთავრები ვართ!“

იოანეს ნათლობა იქცა წაბორძიკების ქვად ღრმად მორწმუნეთათვის და ერი გაიყო ორ ნაწილად. ერთნი ინანიებდნენ და ინათლებოდნენ, ქრისტეს მოსვლისთვის, და ქმნიდნენ ამისთვის ეროვნების ფერს, რათა დახვედროდნენ ქრისტეს. მეორენი კი დიდი წარმოდგენას იქმნიდნენ საკუტარ თავზე და თვლიდნენ, რომ ისედაც არიან ქრისტესთან შეხვედრის ღირსნი, არ ცნეს ნათლობა, მონანიება და ელოდებოდნენ მას, რომ ის მოვა პოლიტიკური მიზნებისთვის, რათა დაამყაროს საკუთარი მეფობა.

შესაძლებელია, რომ მახარობელი იოანე თავად იმყოფებოდა იოანე ნათლისმცემლის ოფიციალურ გამოცდაზე. დიკსუსია ძალიან შეეხო მას, განსაკუთრებულად იმ დელეგაციის კითხვები და იოანეს პასუხები, რომ ის არ არის ქრისტე, ელია და წინასწარმეტყველი. ასეთმა პასუხმა, ფარისეველთა აზრით, დაამცირა ის და ყველას აჩვენა, რომ არავინაა.

ის კი იყო ადამიანი, რომელიც აქლემის თმით იყო შემოსილი, იდგა წარმოგზავნილთა წინ და ყველას მიმართავდა: „როგორი ბრმები ხართ! თქვენ ვერ ხედავთ რამხელა სასწაულები ხდება თქვენ თვალწინ! თქვენ ცდით ასეთ უმნიშვნელო ადამიანს, როგორიც მე ვარ, თქვენ შორის კი ქრისტეა, მომნანიებელთა შორის! მე მხოლოდ ჩაბარებულ მსახურებას ვასრულებს. მე მხოლოდ სულიწმიდის ხმა ვარ, რომელმაც გამიცხადა, რომ უფალი მოდის, და რომ ის უკვე აქ არის. მოინანიეთ, რათა ახლოა გადარჩენის დღეები!“

ნათლისმცემლის სიტყვები, თითქოს ჩაქუჩი იყო ხალხისთვის, ვინც უფალს ელოდებოდა, რომელიც შეიკრიბა იქ ზუსტად იმ მიზნისთის, რომ შეხვედროდნენ იესოს! და ახლა, როდესაც ის მოვიდა, მისი მოსვლა ვერავინ შენიშნა, ქრისტე ვერ დაინახეს. მისი სიტყვებისგან ხალხი სინამდვილეში შეძრწუნდა, და გაოცებულნი უყურებდნენ ერთმანეთს.

და აი აქ იოანე ნათლისმცემელმა წარმოთქვა თავისი ცნობილი მოწმობა, რომელსაც ვკითხულობთ მე15 მუხლში, და ქრისტეზე შემდეგი სიტყვები თქვა: „ჩემ შემდეგ მომავალი, ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო“. იოანე ნათლისმცემელმა ასე გაუსვა ხაზი, რომ ქრისტე მარადიულია, და ამასთანავე ის ცოდვილ ხალხთან არის. იოანემ აღნიშნა, რომ ის - უბრალო ადამიანია, რომელიც განსაკუთრებული სიბრძნით არ გამოირჩევა და არ ასხივებს; ის არ არის შემოსილი ძვირადღირებული ტანისამოსით, და მისი თვალები ცეცხლივით არ ანათებს. ის არაფრით განსხვავდება სხვებისაგან. და ამისდა მიუხედავად ამ „უბრალო „ ადამიანს, აქვს ღვთიური ბუნება. ღმერთი არსებობდა დასაწყისიდან, ის - უხრწნადია, წმიდა და მარადიული ღმერთია. იოანე ნათლისმცემელი ამოწმებდა უფლის ფარული დიდების შესახებ იმის მიუხედავად, რომ ის მათ შორის უბრალო ადამიანის სახით იდგა.

იოანე ნათლისმცემელმა განაცხადა, რომ არ არის ღირსი მის მონად იწოდებოდეს. ადამიანები აკვირდებოდნენ მას: „ ვინ არის ეს არაჩვეულებრივი ადამიანი? როგორ შეიძლება, რომ თავად ღმერთი ადამიანი გახდეს? ან რატომ ამბობს იოანე ნათლისმცემელი, რომ არ არის მისი თასმის შეხსნის ღირსი?“ იერუსალიმიდან წარმოგზავნილნი კი, აბუჩად იგდებდნენ იოანეს სიტყვებს და ამბობდნენ: „აი, ეს ნათლისმცემელი - ფუჭი, ქადაგებს გიჯურ იდეებს და ატყუებს ხალხს!“ წარმოგზავნილები წავიდნენ. ალბათ, მათთან ერთადიოანე ნათლისმცემლის მრავალი მოწაფე წავიდა, იმ ფიქრით, რომ იესო თავისი დიდებით მოევლინება იერუსალიმში, და არა, როგორც უბრალო ადამიანი სადღაც უდაბნოში. ასე დაკარგეს ამ მოწაფეებმა შანსი, შეხვედროდნენ ღმერთის ცხებულს.

ეს ყველა მოვლენა ხდებოდა იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც არ ვრცელდებოდა იუდეველთა საბჭოს ძალაუფლება, რადგან ადგილობრივი ტერიტორიები ჰეროდე ანტიპასის მმართველის იურიდიქციაში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, წარმოგზავნილ იუდეველებს არ ჰქონდათ ძალაუფლება, შეეპროთ იოანე ნათლისმცემელი და მიეყვანათ იერუსალიმის სასამართლოში.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე! მადლობას გიხდით, რომ როგორც ჭეშმარიტი ადამიანი და ღმერთი მოხვედი ჩვენთან. თაყვან გცემთ შენ და განგადიდებთ, რადგან შენ მოგვიახლოვდი ჩვენ. შენ ხრწნადი ადამიანის სახით მოგვევლინე, გამოიჩინე მოკრძალება ისე, რომ იოანე ნათლისმცემელის გარდა ვერავინ გიცნო. შენ გულით თავმდაბალი და მშვიდი ხარ. გვასწავლე სულიწმიდის მმართვეობის ქვეშ სიარული.

კითხვა:

  1. იოანე ნათლისმცემლის დამოწმების რომელმა ნაწილმა მიაღწია კულმინაციას, დელეგაციის წინაშე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:02 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)