Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 002 (The word before incarnation)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ა - ღმერთის სიტყვა ხორცს ისხავს იესოში (იოანე 1:1-18)

1. დასაწყისში იყო სიტყვა (იოანე 1:1-5)


იოანე 1:1
1 დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.

ადამიანი თავის ნება-სურვილს გამოხატავს სიტყვებით. როგორიცაა მისი სიტყვები, ისეთია ის. მის სიტყვებში გამოიხატება მისი პიროვნება და ჩანს მისი სული.

ასევე ღმერთის სიტყვა მეტყველებს მის პიროვნება. მისი ყოველისშემძლეობა მის წმიდა სიტყვებშია. და სწორედ თავისი ყოვლისშემძლე სიტყვით შექმნა უფალმა ცა და მიწა. მან თქვა: “და იქნას...“ - და ასე მოხდა. ღმერთის სიტყვაში დღესაც მოქმედებს მისი ძალა. აცნობიერებ თუ არა, რომ სახარება, რომელიც შენს ხელშია აღვსებულია ღმერთის ძლიერებით? ეს წიგნი ძლიერია ყველა წყალბად ბომბზე, ვინაიდან მას შეუძლია აღმოფხვრას შენი ცხოვრებიდან ყოველი უწმიდურება და გარდაგქმნას.

ბერზნულ სიტყვაში ლოგოს (სიტყვა) , რომელიც გამოყენებულია იაონეს სახარებაში, დამალულია მნიშვნეოვანი საიდუმლო. ის შეიცავს ორ მნიშვნელობას: 1 - სიტყვა, რომელიც წარმოითქმევა ბაგეებით; 2 - მამრობით სქესის სულიერი პიროვნება. არაბულ ენაში ეს ორი მნიშვნელობის სიტყვა გამოითქმის ზმნის მეშვეობით, რომელსაც თანდევს მამრობითი ან მდედრობითი არსებითი სახელი. ინგლისურ ენაში ეს სხვაობა გამოიხატება ნაცვალსახელით, რომელიც “სიტყვის“ წინ გამოიყენება. აქედან გამომდინარე, თუ იოანე მახარობელი ამბობს: “დასაწყისში იყო სიტყვა“ და მეორე მუხლში ხსნის “ის (მამრობითი სქესი) იყო დასაწყისში“ (ინგლ.), მაშინ ეს მიგვითითებს ერთ-ერთ იესოს პიროვნების საიდუმლოზე. შეიძლება ითქვას, რომ იესოს პიროვნება მამისგან მოდის ისევე, როგორც მოლაპარაკისგან გამოდის ნებისმიერი სიტყვა. იესოში გაიხსნა მამის აზრები და ნება. სხვა რელიგიებშიც შეხვდებით მსგავს გამონათქვამებს: იესო არის ღმერთის სიტყვა და ღმერთის სული. არავინ არის ასეთი ზეციური თვისებებით დაჯილდოებული, გარდა ქალწული მარიამისგან შობილი.

იესოს დაბადება ბეთლემში არ არის საწყისი მისი არსებობისა, ვინაიდან ის მოდის მამისგან საუკუნოდ. არსებული სამყაროს შექმნამდე ქრისტე მარადიულია, როგორც მარადიულია ღმერთი, და უცვლელი, როგორი უცვლელიცაა ღმერთის სიტყვა. იოანემ დაგვანახა უპირველესი კავშირი ქრისტესა და მამას შორის. ქრისტე განუყოფელია მამისგან, იმ სიტყვებისგან განსხვავებით, რომლებიც მოდის ჩვენი ბაგიდან და ჰაერში ქრება. ქრისტე კი რჩება ღმერთთან და მასშია. ბერძნულად გამონათქვამი “იყო ღმერთთან“ ნიშნავს “მოძრაობდა მის გარშემო და მის შიგნით“. ქრისტე დასაბამიდან იყო ღმერთთან და ღმერთისკენ მიმართული. ასეთი განსაკუთრებულობა თან ახლავს ყველა სულისგან შობილს, რომელსაც უყვარს ის. ამ სიყვარულში არაა დამოუკიდებლობისკენ ლტოლვა, ის შეუცვლელად არის საწყისთან, და რჩება მასში.

ღმერთს არ შეუქმნია ქრისტე თავისი სიტყვით არაფრისგან, როგორც სხვა ყველა ქმნილება, ღვთის ძე ხომ თავად არის მისი გამაცოცხლებელი სიტყვა! ის აღსავსეა მამის ძალაუფლებით. მუხლის ბოლოში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ ერთმნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომ სიტყვა - არის თავად ღმერთი. აქედან გამომდინარე, იოანე ღვთისმეტყველი პირველივე მუხლიდან თავის სახარებაში ამბობს, რომ ქრისტე არის თავად ღმერთი ღმერთისგან, სინათლე სინათლისგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთისგან, დაბადებული და არა შექმნილი, საუკუნო, ყოვლისშემძლე, წმიდა და მოწყალე. ყველა, ვინც ამოწმებს, რომ ქრისტე არის ღვთის სიტყვა, ეთანხმება ამ აზრს, ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ.

ლოცვა: ჩვენ თაყვანს გცემთ შენ, უფალო იესო ქრისტე, ვინაიდან შენ არსებობდი ყველაფერზე უწინ, შეუცვლელად მყოფი მამასთან. დაგვეხმარე, რომ არ ვილტვოდეთ შენგან დამოუკიდებლობისკენ, პირიქით, ყოველთვის ვემორჩილებოდეთ ღმერთს და მის სიყვარულში დავრჩეთ. ჩვენ მადლობას გიხდით, უფალო იესო, რომ შენ არ ხარ შორეული ან მიუწვდომელი სული, არამედ მოდიხარ ჩვენთან ნათელი სიტყვებით სახარებიდან, რომ მოგვცე შენი ხელმწიფება რწმენის მეშვეობით, შენ სიტყვაში.

კითხვა:

  1. იოანეს სახარების პირველი თავის პირველ მუხლში, რომელი სიტყვა მეორდება ყველაზე ხშირად და რას ნიშნავს ის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 09:53 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)