Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 032 (Healing of the court official's son)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
გ - იესოს პირველი მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 2:13 - 4:54) -- ჭეშმარიტი თაყვანისცემა?

5. კარისკაცის შვილის განკურნება (იოანე 4:43-54)


იოანე 4:43-46
43 ორი დღე, რომ გავიდა, იქიდან გალილეაში წავიდა. 44 თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში პატივი არ აქვს; 45 მაგრამ გალილეაში, რომ მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც იერუსალიმში მოიმოქმედა, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს. 46 ასე, რომ იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ გადააქცია. იყო იქ მეფის ერთი მოხელე, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავდა კაპერნაუმში.

იესოს და მისი მოწაფეების ქადაგებას სამარიაში დიდი სიხარული ახლდა თან. ისინი შთაგონებულები ქადაგებდნენ საუკუნო სიცოცხლეზე. იესომ იცოდა, რომ ჯერ არ იყო დამდგარი დრო წარმართებისთვის საქადაგებლად. ჯერ არაწმიდა სულს უნდა გამკლავებოდა საკუთარ სამშობლოში. ასე, რომ იესო პირდაპირ ნაზარეთში წავიდა იმისდამიუხედავად, რომ ნაზარეთში მას ყველა დასცინოდა. მისი ცხოვრება საფრთხეში იყო, ვინაიდან არც მის მეგობრებს და არც მის ნათესავებს არ სჯეროდათ მისი ღვთიურობისა, ის ხომ უბრალო და უცნობი ოჯახიდან იყო. და რამდენადაც ისინი ეძებდნენ სიმდიდრესა და ქებას, რა თქმა უნდა იმას, რომ ისინი ესოს დასცინოდნენ. თანაც მან ვერანაირი სასწაული ვერ მოახდინა მათთან, თავიანთი ურწმუნოების გამო.

ამისდამიუხედავად იესოს განკურნებების შესახებ ხმა ყველგან გავარდა. ამბები იმის შესახებ, თუ რამდენი სასწაული მოიმოქმედა იერუსალიმში, გალილეამდე მივიდა იქამდე, სანამ თავად იესო ჩავიდა იქ. პასექის დღესასწაულზე იერუსალიმშ ბევრი გალილეველი იყო. ისინი ხედავდნენ და მათ ესმოდათ რას აკეტებდა იესო და აღფრთოვანებულები ყვებოდნენ მისი ძალაუფლების შესახებ. ამიტომაც მიიღეს გალილეველებმა იესო და მისი მოწაფეები, სასწაულის მოხდენის მოლოდინში და შემდეგ უნდოდათ ამ ძალაუფლების გამოყენება თავიანთ სასრგებლოდ. იესო მაშინვე ნეფის სახლში კანაში მივიდა, წელიწადნახვერის უკან ვის ქორწილშიც პირველი სასწაული მოიმოქმედა. მას უნდოდა, რომ თავისი დაწყებული საქმე დაესრულებინა, რათა ნეფეს და მის ოჯახს ერწმუნა იგი.

იოანე 4:46-54
46 ასე, რომ იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ გადააქცია. იყო იქ მეფის ერთი მოხელე, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავდა კაპერნაუმში. 47 როგორც კი გაიგო იესო იუდეიდან გალილეაში მოსულაო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნებინა მისი შვილი, რომელიც სიკვდილის პირას იყო. 48იესომ უთხრა: „არ ირწმუნებთ თუკი ნიშნბსა და სასწაულებს არ იხილავთ“. 49 მეფეს მოხელემ მიუგო: „უფალო, წამოდი სანამ ჩემი შვილი არ მომკვდარა“. 50 უთხრა მას იესომ: „წადი, ცოცხალია შენი შვილი“. ირწმუნა იმ კაცმა იესოს ნათქვამი სიტყვა და წავიდა. 51 შინ, რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ და უთხრეს, რომ ცოცხალი იყო მისი ვაჟი. 52 გამოიკითხა, რომელ საათზე გამოკეთდაო და უთხრეს: გუშინ მეშვიდე საათზე გაუარა სიცხემ. 53 მამა მიხვდა, რომ ის დრო იყო ეს, როცა უთხრა იესომ: ცოცხალიაო შენი შვილი; და ირწმუნა მან და მთელიმა მისმა სახლეულმა. 54 ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.

მოვიდა იესოსთან კარისკაცი, სამეფოს შთამომავალი. როდესაც მოისმინა იესოს და მისი ძალაუფლების შესახებ მაშინვე გაეშურა მისკენ. ქალაქში მღელვარება ჩამოვარდა, ყველა მხოლოდ ერთ რამეზე საუბრობდა: „რომ მკურნალთან მიდის კაცი, რომელსაც შეუძლია იესო მიიყვანოს მეფესთან!“.

კარისკაცი მოვიდა ქალაქ კაპერნაუმიდან, რომელიც დგას ტიბერიის ტბაზე. მისი შვილი ავად იყო. მან ყველა ექიმი მოსინჯა, უამრავი თანხა გადაყარა, მაგრამ ვერავინ ვერაფრით ვერ დაეხმარა მის ძეს. იესო ბოლო იმედი იყო კარისკაცისთვის: დაეხმარება ის თუ არა? კარისკაცმა სთხოვა იესოს დაეტოვებინა კანა და მასტან ერთად მის ქალაქში ჩასულიყო, რათა იქ მისი სიკვდილისთვის განწირული ძე განეკურნა.

მაგრამ როგორც არ უნდა გავიგოთ იესო მას გულგრილად მოექცა. საქმე იმაშია, რომ კარისკაცს მცირე რწმენა ჰქონდა. იესო დაგეხმარება, როდესაც წრფელად ირწმუნებ მას და აამაღლებ ყოველივეზე ზედა. მაგრამ ამაოდ! ბევრი ადამიანი ლოცულობს და სჯერა იესოს, და ამავდროულად ეჭვი ეპარება, და მხოლოდ მატერიალური კეთიდღეობისკენ იღწვიან. ხოლო ჭეშმარიტი მორწმუნე მასზეა მინდობილი და სწამს მისი სიტყვა, დახმარების მიღებამდეც.

კარისკაცი არ განრიცხდა იესოს ასეთ მკაფიო სიტყვებზე, არამედ დამდაბლდა და იესოს უწოდა“უფალო“ ან „სერ“, და ამავდროულად ქრისტეს მონის სტატუსი მიიღო. შვილის სიყვარულით და იესოს პატივისცემით აღსავსე კარისკაცმა განაგრძო თხოვნა, რომ კაპერნაუმში წასულიყვნენ, სანამ მისი ძე გარდაიცვლებოდა.

მაშინ იესომ დაინახა ამ ადამიანის გულში ჩასახლებული ჭეშმარიტი რწმენა, მან თქვა: „წადი, შენი ძე ცოცხალია“. იესო არ დათანხმა კარისკაცის თხოვნას და არ წავიდა მასთან ერთად კაპერნაუმში, არამედ მამის სიყვარული გამოცადა და მისი რწმენა გაამყარა. დაბრუნდა კი კარისკაცი იმ იმედით, რომ მისი შვილი განიკურნა და ამის გაკეთება მანძილზეც შეიძლება?

კარისკაცი, როცა პირადად შეხვდა იესოს დაინახა მისი სიყვარული და იგრძნო, რომ ის არ ატყუებდა მას, არ დასცინის არამედ სიმართლეს ეუბნება. ასე ერწმუნა ის იესოს სიტყვებს, სანამ ჯერ კიდევ ნახავდა თავის შვილს განკურნებულს, მან მყისვე მოუსმინა იესოს და დაბრუნდა კაპერნაუმში. როცა მან დაუჯერა იესოს, პატივი მიაგო და უფალმაც სასწაულებრივი განკურნება განახორციელა. და თუ იესომ შეძლო შორეულ მანძილზე მყოფი შვილის განკურნება - ის უდიდესია ყველა ადამიანს შორის. ეს განკურნება ცხადი მოწმობა იქნება იმისა, რომ ის - ღმერთისგან წარმოგზავნილია და აქვს ძალაუფლება. უკანა გზა კარისკაცისთვის იყო ერთგვარი შემოწმება მისი მზარდი რწმენის.

იესომ მონები აღძრა, რომ კარისკაცისთვის ეხარებინათ შვილის განკურნების შესახებ. მძიმე ლოდი მოეხსნა გულიდან კარისკაცს და მან სიხარულით განადიდად ღმერთი. მან სწრაფად დაიწყო გამოკვლევა თუ როდის გახდა მისი ძე კარგად და მონების პასუხი დაემთხვა იესოს წარმოთქმული სიტყვების დროს, როდესაც მან ძალაუფლებიანად განაცხადა განკურნების შესახებ.

მაშინ კარისკაცმა მადლიერება გამოხატა უფლის წინაშე და დაამოწმა ყველა მის ნათესავსა თუ ახლობელთან ქრისტეს სიყვარულისა და ძალის შესახებ.

ეს გასაოცარი სასწაული იესოსთვის ნიშანი იყო, რაზეც იოანემ დაწერა. ქრისტეს გავლენამ მოახდინა ზეგავლენა მეფურ შთამომავლობაზე. ყველა იმის მოლოდინში იყო თუ რა იქნებოდა შემდეგ. ხალხი გრძნობდა, რომ ქრისტეს რწმენა - ჭეშმარიტი თაყვანისცემაა, რომელიც უფლისთვის მოსაწონია, და მოწმდება ნიშნებითა და სასწაულებით.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ მოხვედი ჩვენ სამყაროში. შენ მანძილზე მყოფმა განკურნე კარისკაცის შვილი და მამას რწმენა განუმტკიცე. დაგვეხმარე შენი სიყვარულის ძალის დავიჯეროთ და შენი პიროვნების ძალაუფლება ვაღიაროთ. გთხოვთ, გადაარჩინე მრავალი, რომლებიც ჯერ კიდევ მკვდრები არიან საკუთარ ცოდვებსა და დანაშაულში. ჩვენ გვჯერა, რომ შენ ისმენ ჩვენ ლოცვებს და პასუხობ მათ.

კითხვა:

  1. რწმენის ზრდის რა ეტაპები გაიარა კარისკაცმა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:20 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)