Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 026 (The Baptist testifies to Jesus)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
გ - იესოს პირველი მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 2:13 - 4:54) -- ჭეშმარიტი თაყვანისცემა?

3. იოანე ნათლისმცემელი მოწმობს ქრისტეს შესახებ, როგორც ნეფეზე (იოანე 3:23-36)


იოანე 3:23-30
22 ამის შემდეგ, იესო თავის მოწაფეებთან ერთად იუდას ქვეყანაში მივიდა; დარჩა იქ მათთან ერთად და ნათლავდა. 23 იოანეც ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ინათლებოდნენ 24 ვინაიდან იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული 25 მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდეველებს შორის დავა მოხდა განწმედის გამო. 26 მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: „რაბი, ის ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა, და რომლის შესახებაც შენ ამოწმებდი, აჰა, ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან“. 27 თქვა იოანემ: „ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ზეციდან არა აქვს მიცემული 28 თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი, მე არა ვარ-მეთქი ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინაშე. 29 ვისაც პატარძალი ჰყავს, ნეფეც ისაა; ხოლო ნეფის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს ნეფის ხმაზე, ჩემი ეს სიხარული უკვე აღსრულდა. 30 ის უნდა განდიდდეს, მე კი უნდა ვმცირდებოდე.

პასექის დღესასწაულის დასრულების შემდეგ, იესომ დატოვა იერუსალიმი და წავიდა მოსანათლად, თანაც არა მარტო, არამედ მოწაფეებთან ერთად. მათ იცოდნენ, რომ მაღლიდან შობის შემდეგ ადამიანების სიამაყე ნადგურდება და ცოდვების აღიარების გარეშე კი არ არსებობს მონანიება. ხალხი ინათლებოდა წყალში ცოდვების მისატოვებლად, და ამითი გამოხატავდნენ იმას, რომ განერიდნენ საკუტარ თავს და შევიდნენ ღმერთთან ახალ აღთქმაში.

იოანე ნათლისმცემელმა თავისი მსახურება ენონში გადაიტანა, იორდანეს ჩრდილოეთ მხარეში. ხალხი იოანესთან მოდიოდა, რათა დაეღვარათ თავისი გული მის წინაშე. ის კი ნათლავდა მათ და ამზადებდა ქრისტესთან შესახვედრად.

პასექის მერე იესო ლალილეაში უცებ არ წასულა, არამედ დაიწყო ხალხის ნათლობა სხვადასხვა ადგილებში. იესოს იოანეზე გაცილებით მეტი ძალები ჰქონდა. იესოსთან მეტი ხალხი მიდიოდა, რის გამოც მათ მიმდევრებში დაძაბულობა წარმოიქმნა და ისინი მიმოიფანტნენ ხმელთაშუაზღვაში. დავა მათ შორის წარმოქმნა ორმა კითხვამ, თუ ვინ ნათლავდა ამ ორი ლიდერიდან უკეთ და ვინ უფრო ახლოს იყო ღმერთთან. მათთვის ეს ძალიან სერიოზული და ღრმა კითხვა იყო იმიტომ, რომ ისინი ფიქრობდნენ თავიანთი ცხოვრების სრულიად მსახურებისთვის მიძღვნას. შენ როგორ ფიქრობ ჩემო ძმაო? ფიქრობ თუ არა იმაზე, თუ როგორ მიუძღვნა საკუთარი თავი ღმერთს?

თავისი ცხოვრების ბოლო მონაკვეთში, იოანემ უდიდეს ცდუნებას გაუძლო. იესოს წარმატებამ მასში შური არ გამოიწვია. ის ხვდებოდა, რომ მისი საკუთარი მსახურება შემოსაძღვრული იყო, და თავმდაბლურად აღიარა, რომ „ადამიანს არ შეუძლია კეთილი საქმის გაკეთება თავისთავად, თუ ღმერთი არ მისცემს ძალას და კურთხევას და არ წამოქმნის მასში ნაყოფებს“. ჩვენ პირიქით, გვიყვარს თავის წარმოჩინება და ქება, აღიარება ლამაზი სიტყვებით, კარგი ლოცვებით და განსაცვიფრებელი საუბრით. თუნდაც რაიმე სულიერი ნიჭი მიიღეთ, ეს თქვენგან არაა, არამედ სამპიროვანი ღმერთისგან. ყველაფერიც, რომ შეგვესრულებინა, რაც უფალმა დაგვავალა, მაინც არაფერი ვიქნებოდით და უბრალო მონებად დავრჩებოდით. ასე, რომ იოანე ნათლისმცემელმა გამოიჩნა თავმდაბლობა, მას განსაკუთრებულად არ უგვრძნია თავი, სხვებზე მეტი არ ყოფილა. ის ყველაფრისთვის ადიდებდა ღმერთს.

იოანემ კიდევ ერთხელ უთხრა მოწაფეებს, რომ ქრისტე არაა. შესაძლებელია ის ელოდა, რომ იესო გამარჯვებით შემოვიდოდა იერუსალიმში. მაგრამ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მსგავსი არაფერი მომხდარა, და იესომ დაიწყო ხალხის მონათვლა, როგორც იოანე აკეთებდა ამას! იმისდამიუხედავად, რომ იოანე ვერ ხვდებოდა ამ ყველაფერს, მაინც თავმდაბალი და მორჩილი რჩებოდა. ის ხომ არ იყო ღმერთი, მხოლოდ წინამორბედი იყო, რომელიც გზას უმზადებდა იესოს.

ნათლისმცემელი ერთგული რჩებოდა იმ გამოცხადებისა, რომელიც მიიღო ღვთისაგან და ამოწმებდა, რომ იესო - ნეფეა. უფალი ხარობს თავისი საპატარძლოს გამო, მან თავად შექმნა ის მონანიებული ცოდვილებისაგან, და განწმიდა ისინი ნათლობის წყლით. და დღეს სულიწმიდა ისეთ ერთობას ქმნის, რომელიც კარგადაა აღწერილი მოციქული პავლეს მიერ: „ჩვენ ქრისტეს სხეულის ასოები ვართ, ის კი - სხეულის თავი“. ჩვენ გვაერთიანდით ქრისტესთან. ის აღარ არის მრისხანე მოსამართლე ჩვენთვის, არამედ საპატარძოს კურთხეული მხსნელი. მხიარული ნეფის გამოსახულება არის ჩვენი იმედი ქრისტეში.

იოანე ნათლისმცემელი გვერდზე იდგა და სიხარულით აკვირდებოდა ქრისტეს ეკლესიის ზრდას. იესო ერთგული მეგობარი, სოფელში გადავიდა, იესო კი დედაქალაქისკენ გაეშურა, სადაც ნიშნებს და სასწაულებს ახდენდა და ქადაგებდა ღვთის სასუფეველს. როგორი ტკბობით აკვირდებოდაიოანე ცათა სამეფოს ზრდას! მისი გული ხარობდა, როდესაც მას იესოს ხმა ესმოდა - ნეფის ხმა, რომელიც თავის საპატარძლოს ელაპარაკებოდა. ქრისტეს წარმატებული მსახურების ამბები მის ყურს მალამოდ ედებოდა, თითქოს სასიამოვნო სიმღერა. ის იდგა და ხარობდა, როგორც ნეფის მეგობარი უზარმაზარ ქორწილში.

ნათლისმცემელი უკვე მზად იყო დაესრულებინა საკუთარი მსახურება და მარადისობაში გადასულიყო. მას აღარ უნდოდა მოწაფეების ყოლა, მას უნდაოდა გამქრალიყო რათა ქრისტეს ეკლესია უფრო გაზრდილიყო.

მისმინე ძვირფასო ძმაო, ვინ ხელმძღვანელობს შენ მსახურებას? იქნებ თქვენ შორის მიდის დავა ადგილის გამო, თუ თავმდაბლობით ემსახურებით ერთმანეთს და ყოველი თქვენგანი ევედრება უფალს, რომ ქრისტე განდიდდეს თქვენ შორის? მოდით ავიღოთ იოანესგან მაგალითი და დავწეროთ მისი სიტყვები ჩვენი გულის დაფებზე: „ის უნდა დიდდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე”.

კითხვა:

  1. როგორ არის ქრისტე ეკლესიის ნეფე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:14 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)