Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 025 (Rejecting Christ)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
გ - იესოს პირველი მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 2:13 - 4:54) -- ჭეშმარიტი თაყვანისცემა?
2. იესოს დიალოგი ნიკოდემოსთან (იოანე 2:23 – 3:21)

დ) ვინც ქრისტეს უარყოფს - ის მსჯავრდადებულია (იოანე 3:17-21)


იოანე 3:17-21
17 რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი; არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი. 18 ვისაც სწამს იგი, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი. 19 მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი. 20 რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი. 21 ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი.

იოანე ნათლისმცემელი პირველ ხანს ქადაგებდა ისეთ ქრისტეზე, რომელიც მოდის და თითქოს მზადაა მოწყვიტოს ყველა უსარგებლო ხე თავის ერში დათესოს თესლი მრისხანების ბეღელში. მაგრამ ქრისტე ნიკოდემოსს უმოწმებს, რომ ის არ მოსულა ადამიანების დასაღუპავად, არამედ ქვეყნიერების გადასარჩენად. დიდება ღმერთს, რომ ასეთი მწყალობელი მსხნელი გვყავს! როდესაც იოანე ნათლისმცემელი ჩაწვდა ქრისტეს მსხვერპლს, მან უწოდა მას ღვთის კრავი.

უფალმა თავისი დიდი სიყვარულის გამო გამოგზავნა ქრისტე არა მხოლოდ იუდეველებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ეს სიტყვა „წუთისოფელი“ მე17 მუხლში ორჯერ გამოიყენება, რაც ებრაელებისთვის დაბრკოლებად იქცა იმიტომ, რომ იუდეველები სხვა ერებს „ძაღლებად“ თვლიდნენ. მაგრამ უფალმა ისინი შეიყვარა არა ნაკლებ აბრაამის შთამომავლობისა. საქმის მიხედვით ყველა ღირსია განკითხვის, მაგრამ ქრისტე განსაკითხავად და დასაღუპავად კი არა, მის გადასარჩენად მოვიდა. თავისი მსახურების საწყისიდანვე ის მზად იყო თუნდაც სპილენძის გველის როლი შეესრულებინა, რომელიც ჯვარზე იქნებოდა აყვანილი და განკითხული ადამიანთა ცოდვების გამო. ღვთის სიყვარული უცხოა შოვინიზმისთვის მაგრამ ის მოიცავს მთელ ხალხს.

შემდგომშ ქრისტემ ერთი მოკლე ფრაზით გახსნა ღრმა ღვთიური ჭეშმარიტება: „ვისაც სწამს ძის, ის არ განიკითხება“. ეს სიტყვები გვანთავისუფლებს განკიტხვის დღეს ყველა შიშისგან. ჩვენ ვიცით, რომ გვეკუთვნის სანაცვლო ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ ქრისტეში რწმენით ჩვენ ვღებულობთ პატიებას და ღვთის წყალობას. შენ თავისუფალი ხარ სასამართლოსგან, თუ ქრისტე ირწმუნე.

როგორი საცოდავები, სულელები და ბრმები არიან ისინი, ვინც ჯიუტად უარყოფენ ქრისტეში გადარჩენას, და არ სურთ ერწმუნონ მას, თითქოს ხსნას არ საჭიროებენ. ასეთი ადამიანები არ უხსნიან ქრისტეს სახელში მყოფ ძალას გულს, არამედ ზურგს აქცევენ სულიწმიდის შუქს. ეს სული კი განადიდებს ჯვარზე გაკრულ ღმერთის ძეს. ვინც უგულებელყოფს ქრისტეს სიკვდილს და უარყოფს ამ ფაქტს, ის ღმერთის წინააღმდეგ ილაშქრებს და სურს თავად გაიმართლოს თავი. ყველა ჩვენი კეთილი საქმე არასრულფასოვანია და დალაქავებულია თვითკმაყოფილებით. ჩვენ ყველა მოწყვეტილნი ვართ ღვთის დიდებას.

იესომ გასაგებად აგვიხსნა თუ რატომ უარყოფს ზოგიერთი ადამიანი მის გადარჩენას. მათ ცოდვა მეტად უყვართ ვიდრე უფლის სიმართლე და ამიტომაც აქცევენ ზურგს ქრისტეს. არ სურთ ცოდვების მიტოვება და ემალებიან საოცარ შუქს. მაგრამ ქრისტემ იცის ყველა ადამიანის გული, თუნდაც ვმალავდეთ ჩვენ ცოდვილ ფიქრებს. იესომ ადამიანთა საქმეს ბოროტება უწოდა, უფრო გადაწყვეტით განიკითხა ღვტისმეტყველების სწავლება, რომლებიც ქადაგებდნენ სიცრუეს კეთილი საქმეებით გადარჩენის შესახებ. მაგრამ ერთი ადამიანი თავისთავად მართალი ვერ იქნება. ვერავინ ვერ მივა ღმერთთან მხოლოდ საკთარი კეთილი საქმეების დაყრდნობით, ვინაიდან ჩვენი აზრები, სიტყვები და საქმეები არასწორია ჩანასახშივე. იესომ სიყვარულით განიკითხა ნიკოდემოსი, რათა ფარისევლური სიამაყე დაემტვრია მასში. მას სურდა, რომ ნიკოდემოსი გადგომოდა თავის ფარისევლობას და წრფელად მოენანიებინა.

იესო განაგრძობდა მისთვის ახსნას, რომ ვინც არ ირწმუნებს ქრისტეს, მას ბოროტი უყვარს და ვერ იტანს სიკეთეს იმიტომ, რომ არ უნდა აღიაროს და დატოვოსა საკუთარი ცოდვები. ადამიანთა უმეტესობა ფარისევლურად მალავს საკუთარ ცოდვებს, ღვთისმოსავი ნიღბის უკან. ისინი ვერ იტანენ ქრისტეს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. აღიარე თუ არა შენ ყველა შენი ცოდვა იესოს წინაშე? მათ აუღიარებლად ვერ მიიღებ მაღლიდან შობას! გახსენი შენი გული ღვთის შუქისთვის და გამოიღვიძე! განიწმიდე და განახლდი! ღვთის კრავის რწმენა სრულიად გაგწმედს შენ. გაანადგურე შენი სიამაყე, აღიარე ცოდვები და ირწმუნე მხსნელი ქრისტე, და შენ შეიძენ მარადიულ, საუკუნო სიცოცხლეს!

ჭეშმარიტად რწმენით ცხოვრება ნიშნავს იქცეოდე ჭეშმარიტების შესაფერისად. ღვთიური ჭეშმარიტების მიღება - განახლებული ცხოვრების აუცილებელი პირობაა. მისი მიღებით ადამიანი ხასიათით იცვლება. ასე იქცევა მატყუარა - გამართლებულად, ცბიერი - გულუბრალოდ, მოღალატე - ერთგულად. ყველა ვინც მაღლიდან იშვა, ადრე უმართლო იყო, მაგრამ როდესაც მათ გახსნილად აღიარეს ყველა თავისი სამარცხვინო საქმე, ღმერთმა თავისი ერთგულებით აპატია მათ ყველა ცოდვა და დაიწყო მათი განწმედა და განახლება. მან ისინი სიყვარულის ძალით დააჯილდოვა, რათა მათ სულიწმიდის ნაყოფები მოიტანონ. მორწმუნეების ცხოვრებაში, ქრისტეს მეშვეობით თავად ღმერთი აკეთებს თავის საქმეებს.

ჩვენც გვწამს კეთილი საქმეების, მაგრამ ამავდროულად ვამტკიცებთ, რომ ისინი ჩვენგან არ მომდინარეობს, არამედ ღმერთისგან. მათში არაა ჩვენი დამსახურება იმიტომ, რომ ისინი განხორციელებულია მადლის მეშვეობით. ჩვენ ვანახლებთ ჩვენ გონებას, და გადავდივართ ადამიანური სამართლიანობიდან , რომელიც დაფუძნებულია ჩვენ საკუთარ საქმეებზე, ღმერთის სამართლიანობაში, რომლის შეძენაც შეიძლება მადლის მეშვეობით ქრისტეს სისხლში და სულიერი ხელახლა შობით. ყველა ვინც მაღლიდან იშვა და ახლა ქრისტეშია, მოსაწონია ღვთისთვის იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება მადლიერი უფლისა და მადლობას უხდის მას ამ სიყვარულისთვის. ერთადერთი თაყვანისცემა, რომელიც ღმერთისთვის სასიხარულოა - ეს მაღლიდან შობაა და სიწმიდეში ცხოვრება.

ლოცვა: უფალო იესო, ჩვენ ვიდრიკებით შენ წინაშე და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ქვეყნიერების ცოდვები იტვირთე. ჩვენ თავისუფალნი ვართ სასამართლოსგან იმიტომ, რომ ჩვენი ცოვრება შენ დაგიკავშირეთ რწმენის მეშვეობით. შენ განგვათავისუფლე ღვთის რისხვისგან. ჩვენ ვაღიარებთ შენ წინაშე ყველა ჩვენ ცოდვას. გაგვანთავისუფლე ცოდვის ყველა მიდრეკილებისაგან. ქმენი ჩვენში სულიწმიდის ნაყოფები, რათა მთელი ჩვენი ცოვრება შენს სადიდებლად და თაყვანისცემად იქცეს.

კითხვა:

  1. რატიმ არ წარსდგებიან სასამართლოზე ქრისტეს მორწმუნეები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:13 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)