Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 010 (The fullness of God in Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ა - ღმერთის სიტყვა ხორცს ისხავს იესოში (იოანე 1:1-18)

3. ქრისტეს განკაცებით, ღმერთის სისრულე გამოჩნდა (იოანე 1:14-18)


იოანე 1:17-18
17 ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა. 18 ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გაგვიცხადა.

ახალი აღთქმა ძველი აღთქმისგან ისე განსხვავდება, როგორც კანონიერი სამართლიანობა განსხვავდება მადლით სამართლიანობისგან. ღმერთმა მოსეს მისცა ათი მცნება და კანონი იმისთვის, რომ დაემყარებინა ცხოვრების და მსხვერპლშეწირვის წესრიგი. ის, ვინც იცავდა ამ დაწესებულ კანონებს, იმსახურებდა სიცოცხლეს, ხოლო ვინც ამ წესებიდან ერთს მაინც დაარღვევდა - იმსახურებდა სიკვდილს. ისე იყო, რომ კანონი სჯიდა ყველას სიკვდილით - არავინაა სრულყოფილი. ყველაზე ღვთისმოსავი ადამიანებიც კი ცდუნდებოდნენ და ინანიებდნენ იმიტომ, რომ ვერ იცავდნენ ყველა დაწესებულ კანონს. აქედან გამომდინარე, რელიგიური ადამიანები თვლიდნენ, რომ მართალნი იყვნენ და მათი ცხოვრება ღვთისთვის მოსაწონი იყო. ისინი თავმომწონე და მოუთმენელ მეკანონე ხალხად რჩებოდნენ, რომელთაც დაივიწყეს ღმერთის სიყვარული და ამაყობდნენ საკუთარი სიმართლით კანონის საქმეებში. ეჭვგარეშეა, რომ კანონი წმიდაა იმიტომ, რომ მასში გამოსახულია ღმერთის სიწმიდე. თუმცა კანონის წინაშე ყველა ადამიანი განრისხებული და სიბოროტით სავსეა. მაშ ასე, ღმერთის კანონს მივყავართ გამოუვალ მდგომარეობამდე და სიკვდილამდე.

და ახლა, როდესაც ეს სიკვდილი საგრძნობი გახდა, იოანე ღვთისმეტყველი პირველად თავის სახარებაში ახსენებს იესო ქრისტეს სახელს, რომელსაც გამოვყავართ სასოწარკვეთილებისაგან და ღმერთის რისხვისგან გვიხსნა. ეს ადამიანი, იესო, ნაზარეთიდან, - ღმერთისგან შეპირებული ქრისტე-მხსნელი, თავის სისრულეში ცხებულია სულიწმიდისგან. ის - მეფეთამეფეა, ღვთის სიტყვა და მღვდელმთავარი. ის - ყოველი იმედის და გადარჩენის საფუძველია.

ქრისტე არ მოსულა იმისათვის, რომ მოგვცეს ახალი კანონი. ის მოგვევლინა, რათა გვიხსნას კანონის წყევლისაგან. აუღწერელი სიყვარულით იესომ შეასრულა ყველა დაწესებული წესრიგი ჩვენს ნაცვლად, იტვირთა ყველა ჩვენი ცოდვა და მთელი ქვეყნიერების განკითხვა, და საბოლოოდ შეგვარიგა ღმერთს. ღმერთი აღატ მტრობს ჩვენთან ჩვენი ცოდვების გამო. ჩვენ უკვე გვაქვს მშვიდობა ღმერთთან ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით. იესო, როგორც ადამიანი ამაღლდა თავის ზეციერ მამასთან. მან ჩაღვარა ჩვენში თავისი წმიდა სული, რომელმაც ჩვენ გულებში კანონი ამოტვიფრა და აავსო ჩვენი შინაგანი სამყარო დაულაქავი, დაუმახინჯებელი, ამაღლებული აზრებით. ჩვენ კანონის ქვეშ კი არ ვართ, არამედ კანონია ჩვენში. ღმერთი გვაჯილდოვებს ძალით, რათა შევასრულოთ მისი სიყვარულის მცნებები.

ქრისტეს მოსვლის შემდეგ დაიწყო მადლის ეპოქა, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. ღმერთი არ გვთხოვს რაიმე მიღწევებს, კეთილ საქმეებს, მსხვერპლს, რათა მათზე დავამყაროთ ჩვენი სამართლიანობა. მან თავისი ძე წარმოგზავნა და მასში გვაჩუქა ღვთიური სამართლიანობა. ვისაც ძე სწამს ის მისი მეშვეობით იღებს სრულყოფილ გამართლებას. ჩვენ გვიყვარს ის, ვუძღვნით მადლიერებას და ჩვენ ცხოვრებას მსხვერპლად, მის გამო იმიტომ, რომ მან სრულიად უფასოდ გაგვწმიდა ჩვენ.

ქრისტე არ გვტოვებს ობლებად. ის ჩვენთან არის და გვაჯილდოვებს თავისი ნიჭებითა და უნარებით. ჩვენ არ დაგვიმსახურებია არც ცოდვების პატიება, არც სულიწმიდასთან ურთიერთობა, არც მისი ნიჭები და არც კურთხევები. ყველაფერი მადლით მოგვეცა. სინამდვილეშ ჩვენ მხოლოდ ღვთის რისხვა და სამუდამო დაღუპვა დავიმსახურეთ. ახლა კი, როცა რწმენით შევუერთდით ქრისტეს, ჩვენ ღვთის შვილები გავხდით, და ღმერთმა გაგვაკეთილშობიერა ჩვენ! მიხვდი თუ არა რაშია განსხვავება კანონის მონებთან და მადლით შვილობას შორის?

ეს მადლი - მხოლოდ ნაზი გრძნობები არ არის წმიდა ღმერთის გულში, არამედ სიყვარული კანონი საფუძველზე. ღმერთი ვერ აპატიებს ვისაც უნდა იმიტომ, რომ ცოდვილს ეკუთვნის დასჯა თავისი ცოდვებისთვის: ის უნდა მოკვდეს! თუმცაღა ქრისტესს ჩამნაცვლებელმა მსხვერპლმა ჩვენ გამო, მისმა ჯვარზე სიკვდილმა, დააკმაყოფილა ღმერთის სამართლიანობა! მადლი გახდა გამართლება, ღმერთის წყალობა კი - ურყევ ჭეშმარიტებად. მადლი ქრისტეში - ეს ჩვენი ღმერთთან ცხოვრების კანონიერი საფუძველია.

შესაძლოა ვიღაცამ იკითხოს: როგორ შეიძლება ყოვლისშემძლე ღმერთი იყოს დამოკიდებული თავი მართლმსაჯულებაზე? ამაზე შეიძლება ვუპასუხოთ შემდეგნაირად, რომ მრავალი რელიიგის დამცველები და მომხრეები ტანჯვით ცდილობენ ღმერთის შეცნობას, მაგრამ ყველა ეს რელიგია უსარგებლო „კიბის“ მსგავსია, რომელიც დედამიწაზეა და ვერ წვდება ზეცას. ქრისტე კი ჰგავს არა ხელითქმნილ კიბეს, რომელიც ზეციდან დედამიწამდეა. მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით შეიძლება ღმერთთან მისვლა, და ის არ გაგვაწბილებს.

საუკუნო შემოქმედი არავის და არასდროს უნახავს იმიტომ, რომ ჩვენი ცოდვები გვაშორებს ჭმიდა ღმერთს. ყველა საუბარი ღმერთზე - მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენებია, მაგრამ ქრისტე საუკუნეების დასაწყისიდანვე იყო ღვთის ძე, სამების ერთ-ერთი პიროვნება. ძე იცნობს მამას. ქრისტემდე ყველა გამოცხადება იყო ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ბუნდოვანი, და მხოლოდ თავად ქრისტე - არის ერთგული ღმერთის სიტყვა, რომელმაც გაგვიხსნა სრული სიმართლე მის შესახებ.

ქრისტეს სწავლების არსი

ქრისტემ გვასწავლა, თუ როგორ მიგვემართა მამისთვის შემდეგი სიტყვებით: „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა“. ამ მიმართვაში ის მამის გულს გვიხსნის. ღმერთი - არ არის ბრაზიანი დირექტორი ან დამწუპველი; ის არ არის გულგრილი; ის ზრუნავს ჩვენზე, როგორც მამა თავის შილებზე. და თუ შვილი ტალახში ჩავარდება, მამა აყენებს მას და სრულფასოვნად ასუფთავებს. ის არ დატოვებს თავის შვილს გაუკუღმართებულ სამყაროში. იმის მერე, რაც გავიგეთ, რომ ღმერთი - ჩვენი მამაა, ჩვენ დავშორდით ყოფილ სასოწრაკვეთას, და გადავლახეთ შეშფოთება და ცოდვები იმიტომ, რომ მამასთან დაბრუნებულთ, ჩვენ განვიწმიდეთ, გავსუფთავდით და ახლა ვცხოვრობთ მასთან ერთად საუკუნოდ. ეს სახელი „მამა“ გახდა ახალი სწავლება, რომელსაც ქრისტე ასწავლიდა. მან სრული გადატრიალება მოახდინა ადამიანთა აზროვნებაში და ახალი საწყისი მისცა ქრისტიანულ აზროვნებას. ყველა ქრისტეს გამონათქვამი და საქმეები შეგვიძლია გავაერთიანოდ და დავაჯამოთ ერთი სიტყვით – „მამა“.

განკაცებამდე, ქრისტე მამასთან იყო, როგორც ძე, რომელიც „მამის ხელისგულზეა“ - ანუ მის ხელებში. ეს ნათელი მაგალითი მიგვითითებს მათ ახლო ურთიერთობაზე. სიკვდილის შემდეგ, ძე ამაღლდა მამასთან და არა უბრალოდ დაჯდა მამის მარჯვნივ, არამედ „მამის წიაღში“. ეს იმას ნიშნავს, რომ ის და მამა ერთია, და ის თავად არის ღმერთი. ყველაფერი, რასაც იესო ამბობდა ღმერთზე - შეუცვლელი, ძლევამოსილი და ურყევი წეშარიტებაა. ქრისტეში ჩვენ ვხედავთ ღმერთს, როგორია ის. როგორიცაა ძე, ისეთია მამაც. როგორიც მამა, ისეთია ძე.

ლოცვა: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა! ჩვენ განგადიდებთ და მადლობას გეუბნებით, რადგან შენ გამოგზავნე ჩვენთან შენი ერთადერთი ძე - ქრისტე. ჩვენ თაყვანს გცემთ შენ, ვინაიდან ქრისტემ გაგვანთავისუფლა რჯულის სიმძიმისგან და გაგვამაგრა თავის ღვთიურ სამართლიანობაში. ყველა სულიერი ნიჭისთვის და უნარისთვის გიხდით მადლობას. გაქებთ იმისთვის, რომ გვაქვს უფლება ვიწოდებოდეთ შენ შვილებად. დაგვიცავი შენ მადლში და ბევრ ადამიანს მოუვლინე შენი სიყვარული, რათა მათ შენი სახელი წყალობით „მამა“, შეიცვალონ, გასუფთავდნენ და გახდნენ შენი შვილები.

კითხვა:

  1. რომელი ახალი სწავლება მოიტანა დედამიწაზე ქრისტემ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:00 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)