Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 009 (The fullness of God in Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ა - ღმერთის სიტყვა ხორცს ისხავს იესოში (იოანე 1:1-18)

3. ქრისტეს განკაცებით, ღმერთის სისრულე გამოჩნდა (იოანე 1:14-18)


იოანე 1:15-16
15 იოანე მოწმობს მის შესახებ, ღაღადებს და ამბობს: “ეს იყო ის, რომლის შესახებაც ვამბობდი: ჩემ შემდეგ მომავალი, ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. 16 მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ“.

იუდეველებთან კამათის დროს, იოანე ნათლისმცემელმა უეცრად დაიყვირია ხმამაღლა, და განაცხადა, რომ იესო, რომელიც მის შემდეგ მოდის, მასზე უწინ იყო, არსებობდა იქამდე, დროის გარეთ. ნათლისმცემელი ქადაგებდა იესო ქრისტეს საუკუნო არსებობის რწმენის შესახებ და ამოწმებდა იმაზე, რომ ქრისტე ყველა დროსა და სივრცეზე მაღლა დგას, უხრწნადი და არაფრით შეზღუდულია.

უდაბნოში იტანჯებოდა თავისი ერის ცოდვების გამო, რათა მოენანიებინათ და განთავისუფლებულიყვნენ ცოდვებისაგან. როდესაც ის მიხვდა, რომ მოვიდა მესია, მისი გული მზად იყო საგულედან ამოვარდნილიყო სიხარულისგან იმიტომ, რომ დაიბადა აღსრულებული ჭეშმარიტი საუკუნო ადამიანი, რომელზეც სიკვდილს არ აქვს ძალაუფლება. ადამიანის სახით მოვლენილი საუკუნო ღმერთი არის წყარო ჩვენი დღესასწაულისა შობის დღეს - რადგან ამ მომენტიდან იწყება გამარჯვებული ცხოვრება სიკვდილზე და ცოდვებზე.

როდესაც იოანე ნათლისმცემელი ჩაწვდა ამ მადლის სიღრმეს, მისი გული შეთამაშდა მასში აღფრთოვანებისაგან. და მიას გულიდან სიხარულის შეძახილი აღმოხდა, და მან განადიდა ღმერთის სისრულე, რომელიც ქრისტეში მკვიდრობდა, როგორც წერდა ამაზე მტკიცედ და დარწმუნებით პავლე მოციქული: “ვინაიდან სხეულობრივდა მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე...“ (კოლასელთა 2:9-10). ამაზე მოწმობს იოანეც, რომელიც თავის აზრს მოკლე წინადადებით გადმოსცემს: “მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ“ (იოანე 1:16).

და რა არის ქრისტეს სიასავსე და როგორ ვღებულობთ მისგან მადლს მადლის წილ? გავიხსენოთ რას ამბობს იოანე ქრისტეს პირობნების შესახებ წინა მე14-ე მუხლში. მისი დიდებულების შეცნობით, ჩვენ მივხვდებით, თუ როგორ გარემოგვიცავს მიის მადლი დღითიდღე.

1. ქრისტე - ეს ღმერთის სიტყვაა, რომელიც მამისგან მოდის, როგორც უბრალო სიტყვა ადამიანის ბაგიდან. ის - თავად არის ღმერთის გული, მისი ნება და ბუნებრივობა. მასშია ყოველივე სასურველი ღმერთისთვის. როგორც კი სახარების სიტყვები ჩვენამდე მოაღწევს, შემოვა ჩვენს გონებაში და გარდაქმნის ნებას-სურვილს, ქრისტე დაიწყებს ჩვენს გულებში ცხოვრებას, შეგვცვლის და თავისი ღირსებებით დაგვაჯილდოვებს. ნუთუ ეს არ არის დიდებული მადლი?

2. ქრისტე - ეს ღმერთის ცხოვრებაა. მეცნიერებს და ინჟინერებს შეუძლიათ გრანდიოზული შენბობების, დიების და ბომბების შექმნა, მაგრამ სიცოცხლის ფენომენის შექმნა ადამიანს არ ძალუძს. მშობლებს აქვთ მიცემული საჩუქრად ის თვისება, რომ გადასცენ ღმერთისგან მოცემული ცხოვრებისეული ნიჭი თაობებს. განა ეს მადლი არაა? იმისდამიუხედავად, რომ მიწიური ცხოვრება მოკლეა, ქრისტე თავის მორწმუნეებს ასაჩუქრებს სულიწმიდით, რომელიც არის საუკუნო სიცოცხლე. ამის მეშვეობით ყველა მორწმუნე ხდება ღმერთის ცხოვრების თანამოზიარე და არ დაღუპებიან საუკუნოდ. განა ეს მადლი არაა?

3.ქრისტე - წუთისოფლის სინათლეა. მან გაიმარჯვა სიბნელეზე და შექმნა წყვდიადში სინათლე. მხოლოდ ის იძევა იმედს ამ უიმედო სამყაროში, მხოლოდ მას აქვს ძალა, რომელსაც შეუძლია გაამაგროს ეს უიმედო არაფრის შემძლე მსოფლიო. ქრისტეს სინათლეს შეუძლია ჩვენი სამყაროს სიბნელე გაანათოს და მოიტანოს სიმართლე და ერთგულება პოლიტიკაში, მეწარმეობაში, ოჯახში, ეკლესიაში - თუ ხალხი ირწმუნებს მას. განა ეს ღმერთის მადლი არაა?.

4.ქრისტე - სამყაროს შემქმნელია, რომელშიც ღმერთის სისავსეა. მისი სასწაულები ემსახურება მისი ძალაუფლების გამოვლენას. ხოლო ქრისტეს მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა, იმაზე მეტყველებს, რომ სიკვდილსაც არ აქვს ძალა მისი სიცოცხლის წინააღმდეგ! ის ხორცში იყო და წყალზე დადიოდა, წუთისოფლის მიზიდულობას ჯაბნიდა. მან პური გაამრავლა და ათასობიტ ადამიანი გამოკვება. მის მიერ შენს თავზე თმებიც კი დათვლილია. როდის უნდა მიიღო მისგან მადლი, რომელიც ზრუნავს შენზე?

5.გსურს თუ არა უფრო მეტად შეიცნო ქრისტეს სისავსე? ის - სამყაროების მფლობელია. ყველა მატერიალური ნივთი, შენი ცხოვრების ყველა წუთი, და თავად შენც - ყოველივე ეს მისი საკუთრებაა. მან შეგქმნა შენ და ის გიცავს შენ. ყველა სწავლება, როგორც კაპიტალიზმის შესახებ ასევე სოციალიზმზე - ერთი დიდი მწუხარებაა. არავინ დედამიწაზე არ იმსახურებს, რომ რაიმეს ფლობდეს. ქრისტე - მფლობელია, და მან მოგანდო შენ თავისი ქონება, რათა შენ განკარგო ის. შენი ძალა, შენი იდეები, შენი მშობლებიც კი - ყველაფერი უფლისგან მოგეცა. როდისღა იქნები მადლიერი მისი ამ მადლისთვის?

6.შობა საოცარია იმით, რომ ღვთიური სისავსე გამოვლინდა ახალშობილში. 700 წლით ადრე, სანამ ეს სასწაული მოხდებოდა, წინასწარმეტყვემა ესაიამ მიიღო ეს გამოცხადება სულიწმიდისგან და მინიშნება მისცა ხალხს: “რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშიდობის მთავარი“ (ესაია 9:6). მაგრამ, ამაოდ! სამწუხაროდ, ადამიანებს უჭირთ იმის გაგება, რომ ღმერთმა ქრისტეში აღადგინა თავისი ხატება, რომელიც მან მისცა საწყისში ადამიანს, რომელმაც თავად დაამახინჯა ის. იესო - საოცრად ბრძენი მრჩეველი და მმართველი, ყოვლისშემძლე ღმერთია. საშობაო ახალშობილში მოთავსდა ღვთიური ყველა თვისება და უნარი. გააცნობიერე თუ არა ის უდიდესი მადლი, რომ იესოს მეშვეობით ღმერთი ჩვენთან მოვიდა? თუ კი, შენ შეგიძლია აღიარო სხვა ყველსთან ერთად, რომ “ ჩვენთან ღმერთია!“

7.ქრისტეს თავისი ღვთიური თვისებები საკუთარი თავისთვის არ სჭირდება. ასე, რომ ყოფილიყო, ის ზეცაში დარჩებოდა. მაგრამ ის ჩამოვიდა დედამიწაზე, მიიღო ადმაიანის ხატება შეიმოსა ხორცით და თავმდაბლურად მონის სახე მიიღო, რათა ეჩვენებინა ჩვენთვის ზეცის გზა, დაგვაბრუნოს მამასთან და აგვავსოს თავისი სისავსით. ასევე პავლეც ამოწმებდა, რომ ღმერთს მიზანი ქონდა, აევსო თავისი სისავსით ეკლესია. ამის შესახებ წერია ეფესელთა მიმართ წერილში 1:23 და 4:10, ასევე კოლასელთა მიმართ წერილში 2:10. დაე დიდების ნიაღვარმა წარგიტაცოს და შთაგაგონოს ღმერთის მადლის ქებით! ნუ გაჩერდები ცოდვაში, დამცირებაში, იმედგაცრუებასა და ტკივილში, არამედ გახსენი შენი გული და შეუშვი ქრისტეს სიავსე შენ ცხოვრებში! მიდი შობის ახალშობილთან, და შენ ცხოვრებაში გადმოიღვრება დაუშრეტელი კურთხევები, და თავადაც კი გახდები კურთხევის წყარო სხვებისთვის!

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, შენ ღმერთის ძე ხარ. შენში მკვიდრობს მთელი სიყვარული, ძალაუფლება და ჭეშმარიტება. ჩვენ თაყვანს გცემთ შენ, რადგან არ დარჩი ჩვენგან შორს, არამედ ჩვენთან ურთიერთობაში შემოხვედი. შენ გიყვარვართ ჩვენ, გახდი ადამიანი და გამოგვისყიდე ჩვენი ცოდვებისგან. მადლიერები ვართ, რომ ყოველწამიერად ღვრი ჩვენზე მადლს მადლზე!

კითხვა:

  1. რა არის ქრისტეს სისავსე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 09:59 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)