Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 105 (Jesus intercedes for the church's unity)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ე - იესოს შუამდგომლობითი ლოცვა (იოანე 17:1-26)

4. იესო ეკლესიის ერთობისთვის შუამდგომლობს (იოანე 17:20-26)


იოანე 17:24
24 მამავ, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც, შენ რომ მომეცი, ჩემთან იყვნენ, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან წუთისოფლის შექმნამდე შემიყვარე.

თავის მღვდელმთავრულ ლოცვაში იესომ ექვსჯერ უწოდა ღმერთს „მამა“ და ერთხელ „ჭეშმარიტი ღმერთი“. ამითი მან ნდობა და სიყვარული გამოხატა მამა ღმერთისადმი. იესო მამასთან ერთი იყო ყველაფერში, მაგრამ დამორჩილდა ჩვენი გამოსყიდვის გამო. მას არ უნდოდა თავად განდიდებულიყო ან რაიმე მოეპოვებინა. ცამეტჯერ ახსენა ლოცვაში ფრაზა „შენ მომეცი მე“. ძე თვლიდა, რომ მოწაფეები, თავისი საქნეები და ძალაუფლება მამა ღმერთისგან, საწყისიდანვე მამის მოცემულია. ის კი დამორჩილდა მამას ყველაფერში ასე, რომ ეს საწყისიდანვე მისი იყო. ასეთმა მორჩილებამ გაამყარა მამისა და ძის ერთობა. ძემ სრულიად აღასრულა მამის ნება.

როგორც ძეს, რომელმაც აღასრულა მამის ნება, ჰქონდა უფლება, რომ ლოცვაში ეთქვა: „მე მინდა“. როგორი იყო ღმერთის ძის ნება? მას უნდოდა, რომ მისი ყველა მოწაფე თავის დროზე ყოფილიყო იქ, სადაც ისაა. ასევე პავლე მოციქული წერს, რომ ქრისტესთან ერთად იქნა ჯვარცმული და დამარხული მასთან ერთად, რათა აღდგეს და მის მასთან ერთად იჯდეს ზეცაში. და ქედან უფლის უზომო მადლი ჩანს.

ჩვენი ქრისტესტან ერთობა არ გამოიხატება მხოლოდ იმით, რომ მასთან ერთად გავიზიაროთ ტანჯვა და სიყვარული. მას ასევე უნდა, რომ ვხედავდეთ მის დიდიებას და ვიყოთ მასთან ურთიერთობაში. მოციქულებმა იცოდნენ, რომ ეს მიზანი იყო ჩვენი იმედი. როდესაც უფალს ვიხილავთ დავტკბებით მარადიული სიყვარულით, რომლის სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია. ჩვნ ხომ ვიცით, რომ უფალმა თავისი სიყვარული ჩაღვარა ჩვენ გულებში (რომაელთა 5:5; 8:29). მოწაფეებმა იცოდნენ, რომ ქრისტეს დიდება მოდის მამის და ძის განუწყვეტელი ურთიერთობიდან, ჯერ კიდევ ქვეყნიერების დასაბამიდან. ისინი არიან ჩვენი ცხოვრების წყარო და ჩვენი გამოსყიდვა.

იოანე 17:25
25 მამავ მართალო, წუთისოფელმა ვერ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ წარმომგზავნე.

უფალი რჩება მართალი და სამართლიანი თუნდაც ქვეყნიერებამ ეს ვერ გაიგოს. თავისი ბუნებით უფალი წმიდაა, მასში არაა სიბნელე. ვინც განიცდის ამ სიყვარულს ქრისტეში, აცნობიერბს, რომ ღმერთი არაა დამნაშავე იმაში, რომ ადამიანებს არ სწამტ ძის და ვერ ღებულობენ მის გადარჩენას.

ქრისტე იცნობს მამას დასაბამიდან, ძეს ხომ შეუძლია დაინახოს მამა პირისპირ. ღმერთის ყველა სახელი და თვისებები ცნობილია ძისთვის. უფლის ღრმა ასპექტები არაა მისგან დაფარული.

ღმერთი ყველას აძლევს უფლებას იყვნენ მისი შვილები, ვინც ღებულობს ძეს. იესომ გახსნა ღვთიური მამობის საიდუმლო. ზეციდან შობილები ხვდებინ, რომ ქრისტე მამისგანაა. ის მხოლოდ წინასწარმეტყველი ან წარმოგზვანილი არაა. ის თავადაა ჭეშმარიტი ღმერთი. ყველა ღვთიური სისავსე მასშია დამალული. სული გვანახლებს, რათა შევძლოთ დავინახოთ იესოს ღვთაებრიობა ადამიანის სხეულში. ამის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ქრისტესთან და მამასთან ერთნი. აქედან გამომდინარე იესო არის ის კავშირი, რომლეიც ეხმარებათ ღმერთსა და ადამიანებს ურთიერთობაში.

იოანე 17:26
26 მე განვუცხადე მათ შენი სახელი და კვლავაც განვუცხადებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათშიც იყოს და მეც ვიყო მათში”.

ქრისტემ ჩვენ მამა დაგვანახა. ამისი ნათელი დემონსტრირება არის ჯვარი, სადაც მამა ღმერთმა შემოგვწირა თავისი ძე, რატა შეგვძლებოდა მასთან ერთად გაგვეზიარებინა შვილობის უფლება. როდესაც სულიწმიდა გადმოვიდა ჩვენზე, ჩვენ გულის სიღრმეებიდან ვთქვით: „აბაა, მამაო!“ უფლის ლოცვა ყველას ლოცვაზე მაღლაა. ის ხომ მამას ადიდებს, მის სამეფოს და მის ნებას.

ჩვენ მაშინ შევიცნობთ ჩვენ უფალ იესო ქრისტეს, როდესაც მისი სიყვარული, რომლეიც არის მამასა და ძეს შორის, გადმოიღვრება ჩვენზე. იესო სთხოვდა მამას, რომ მოეცა ჩვენთვის სრული სიყვარული. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ მამას სურს ჩვენთან მოსვლა, არამედ იესოც ჩვენ შორისაა. ასე, რომ ის ლოცულობდა, რომ ღვთაებრივი ძალა სრულიად გადმოსულიყო ჩვენზე. და იოანე ამბობს თავის წერილში: „ღმერთი სიყვარულია, და ვინც მასშია ის ღმერთშია, და ღმერთი მასში“.

კითხვა:

  1. რაზე ლოცულობდა იესო თავის შუამდგომლობით ლოცვებში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:18 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)