Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 106 (Jesus arrested in the garden)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ა - მოვლენები იესოს შეპყრობიდან მის დამარხვამდე (იოანე 18:1 - 19:42)

1. იესოს შეპყრობა (იოანე 18:1-11)


იოანე 18:1-3
1 ეს რომ თქვა, იესო კედრონის ხევს გაღმა გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად, სადაც იყო ბაღი, რომელშიც შევიდნენ ის და მისი მოწაფეები. 2 ეს ადგილი მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა, რადგან იესო ხშირად ხვდებოდა აქ თავის მოწაფეებს. 3 ამიტომ, იუდამ ჯარისკაცთა რაზმი და მღვდელმთავრებისა და ფარისეველების მსახურები იახლა და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით.

იესომ ლოცვის დროს საკუთარი ცხოვრება და მოწაფეების ცხოვრება უფალს გადასცა ხელთ. ამ სიტყვებით მან დაასრულა თავისი მსახურება და ლოცვა. შემდგომ გადავიდა ახალ ეტაპზე, ტანჯვების ეტაპი, რათა აღასრულოს მისთვის დავალებული საქმე - ღმერთის კარავად გახდომა, რომელმაც მთელი ქვეყნიერების ცოდვები საკუთარ თავზე აიღო.

ასე, რომ ყედრონის ხევის გადალახვის შემდეგ, მან გაიარა კედლებით გარსემორტყმული ბაღი, სადაც ღვინოს ხდიდნენ. ეს ადგილი თითქოს თავშესაფარი იყო, სადაც იესო მოწაფეებთან ერთად ატარებდა დროს ურთიერთობისთვის. ასევე მას ძალიან ხშირად ეძინა ამ ადგილზე.

იუდამ იცოდა ეს ფარული ადგილი და მან შეატყობინა ამ ადგილის შესახებ იუდეველ მსახურებს. მათ გაეხარდათ ეს ამბავი და დაუძახეს მცველებს და ფარისეველთა წარმომადგენლებს. მათ არ ჰქონდათ უფლება ვინმე დაეკავებინათ ღამით ან ეტარებინათ ცივი იარაღი, და თუ იყო ასეთი სემთხვევები მხოლოდ რომაელთა მთავრების თანხმობით. მმართველი გაფრთხილებული იყო. იუდეველთა ლიდერებს არ ეყოთ მხოლოდ ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, ამიტომაც სთხოვეს იუდას, რომ იქ მიეყვანათ, რათა იესო შეეპყროთ. ამგვარად იუდა მხოლოდ მოღალატე კი არ აღმოჩნდა, მან თავად გადასცა ქრისტე მტრებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთი არ დაუშვებდა ქრისტე დაეჭირათ, როგორც მოღალატე ან დამნაშავე. ღმერთი ამაზე მაღლაა.

იოანე 18:4-6
4 იესომ იცოდა რა ყველაფერი, რაც მოელოდა, გამოვიდა და ჰკითხა მათ: "ვის ეძებთ?” 5 მიუგეს მას: "იესო ნაზარეველს”. უთხრა მათ: "მე ვარ”. მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა. 6 როცა უთხრა: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.

ჩვენ არ ვიცით ზუსტად, როგორ მოხდა იესოს დაკავება. შესაძლოა მათ ბევრი სანათები ჰქონდათ და იმ სიბნელეში მოძებნეს იესო. ან მოძებნიდნენ თუ გაქცევას დააპირებდა. იმ დროს იესო ლოცვაში იყო, მოწაფეებს კი ეძნათ. რაღაც მომენტში მან შენიშნა ადამიანტა დაჯგუფება, რომელიც მას უახლოვდებოდა. მათთან ერთად კი იუდა მოდიოდა. იესოს არც კი ჰქონია გაცევის მცდელობა, თუმცა იცოდა, რომ ელოდა სასტიკი სასამართლო და წამება. ყველაფერი წინასწარ იცოდა და ამისდამიუხედავად მამის მორჩილი რჩებოდა. იესო წამოდგა და მათკენ გაემართა. მისი დიდებულება და ღირსება ხელშეუხებელი იყო. სინამდვილეში აქ არაა საუბარი იმაზე, რომ იუდამ იესო გასცა, არამედ იმაზე, რომ უფალმა თავად გასცა საკუთარი თავი ჩვენს გამო.

მან ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?“ როდესაც მათ მისი სახელი წარმოსთქვეს, იესომ მისთვის დამახასიათებელი პასუხი გასხა: „ეს მე ვარ“. ყველა, ვისაც სულიწმიდა ჰყავს, უნდა აცნობიერებდეს, რომ იესოში ღმერთი იყო და ლაპარაკობდა იმასვე რასაც ერთ დროს მოსე: „მე ვარ“. თქვენ ნამდვილად გინდათ თქვენი მხსნელის მოკვლა? ეს მე ვარ, დაფიქრდით იმაზე, თუ რას აკეთებთ. მე, შემოქმედი და გამომსყიდველი ვარ, და ვდგავარ ახლა თქვენ წინ“.

იმ დროს იუდა გვერდზე იდგა და ამ სიტყვებმა მისი გული შუაზე გააპო. ეს მისი ბოლო ხსნებაა იოანეს სახარებაში. მოციქული აღარ ახსენებს იუდას ამბორსა და თვითმკვლელობას. იოანეს მთელი ყურადღება იესოზეა, რომელსაც ის თავის სახარებაში აღწერს, როგორც კეთილშობილს, თამამს და მტრების წინაშე მედგარს. იესოს ასეთმა ნაბიჯმა, მორჩილებით დანებებამ და მზადყოფნამ დაზარალებისთვის, იუდა გააოცა. იესოსთან მოსული ადამიანები სათანადოდ იყვნენ აღჭურვილები, რათა შეეპყროთ ის ბრალდებებით. და აქ კი იესო თავად მიდის მათთან თავისი მღვდელთავრული ღირსებით, გამოსყიდვის დღეს, და ეუბნება შემდეგ სიტყვებს: ‘მე ვარ ის, ვისაც თქვენ ეძებთ“. უსუბუ ნუწაზე დაემხნენ. იესოს შეეძლო მათგან გაქცევა, მაგრამ ის აგრძელებდა მათ წინაშე დგომას.

იოანე 18:7-9
7 ხელახლა ჰკითხა მათ: "ვის ეძებთ?” უთხრეს: "იესო ნაზარეველს”. 8 იესომ მიუგო: "ხომ გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, ეს კაცები გაუშვით, წავიდნენ”. 9 ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დამიკარგავს.

ქრისტემ იქ მოსულთა ყურადღება მიიპრო. ზოგიერთ მათგან მოწაფეების დაჭერასაც შეეცადა, მაგრამ იესო ცდილობდა დაეცვა ისინი. ის კეთილი მწყემსია, რომელიც თავისი ცხვრებისთვის თავს წირავს. იესო გაყვა ჯარისკაცებს, რათა მოწაფეები მარტოები და უსაფრთოდ დაეტოვებინა იქ. მისმა კეთილშობილებამ ისინი განაცვიფრა, და მათ მოსმინეს მისი სიტყვები. მან კვლავ თქვა: „მე ვარ“ და თითქოს ამითი ამბობდა, რომ: „მე ვარ სიცოცხლის პური, წუთისოფლის ნათელი, მე კარები ვარ, კეთილი მწყემსი. გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მე გამომსყიდველი ვარ. თავად ღმერთი ადამაინის სახით დგას თქვენ წინაშე. სახელი „იესო“ ნიშნავს „უფალი იხსნის“. ეს გადარჩენა, რომელიც უფალმა შემოგვთავაზა, იუდეველებმა უარყვეს. მათ არ სურდათ, რომ მათი მხსნელი ყოფილიყო თვინიერი ნაზარეველი.

იოანე 18:10-11
10 სიმონ-პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, იშიშვლა ის, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოზი ერქვა. 11 უთხრა იესომ პეტრეს: "ჩააგე მახვილი ქარქაშში. ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, მამამ რომ მომცა?”

პეტრემ ვერ გაუგო უფალს და ამიტომაც არ მიაქცია მის სიტყვებს მნიშვნელობა. ძილისგან გამოღვიძებული, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში იყო. დაინახა თუ არამცველები, გაბრაზდა, ამოიღო ხმალი, რომლის წამოღების უფლებაც იესომ მისცა. პეტრე წამოხტა და გაფრთხილების გარეშე დაჰკრა ხმალი და მონას ყური ჩამოათალა. მაგრამ იოანე ყვება ამაზე პეტრეს სიკვდილის შემდეგ. მოციქულმა ასევე განსაკუთრებულად გამოყო იესოს ბრძანება ხმლის დადების შესახებ, რათა სისხლი არ დაღვრილიყო და მოწაფე არ დაეკავებინათ.

ამის შემდეგ იესომ მოწაფეებს უფლის რისხვის თასის შესახებ მოუყვა, რომელიც მან მიიღო ლოცვის დროს. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ იესო მზად იყო დაშავებულიყო ჩვენი ცოდვების გამო, აეღო საკუთარ თავზე სასამართლო, რომელიც ჩვენთვის იყო გამზადებული. ავღნიშნოთ, რომ ეს ღვთის რისხვის თასი მიდიოდა მასთან მამის ხელებიდან. იესო ღებულობს ყველაზე დიდ წამებას მისგან, ვინც ყველაზე ძვირფასია მისთვის. ეჭვგარეშეა, რომ იესოს ყოველივე ამის გადატანა შეეძლო სიყვარულის გამო, რამდენადაც მამა და ძე ერთნი არიან ადამიანის გამოსყიდვის ფიქრში. ღმერთმა ხომ ისე შეიყვარა ეს წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე.

ლოცვა: მამაო გადიდებთ შენ, შენი სიყვარულისთვის, რომელიც მიუწვდომლად დიდებულია. შენ ძე გაიღე ჩვენ გამო. ჩვენ გაქებთ შენ, ღმერთის ძეო, შენი წყალობისთვის, დიდიებულებისა და სიკვდილიანობისთვის მზადყოფნისთვის. შენ არ გაქცეულხარ გეთსემანიის ბაღიდან, არამედ იცავს შენ მოწაფეებს და მტრებს მიეცი შენი სხეული. მადლობას გიხდით, რომ ჩვენ გამო დამცირდი. მადლობა შენი სიკეთისა და სამართლიანობისთვის.

კითხვა:

  1. რატომ გადასცა თავისი თავი იესომ მტრებს, რომლებიც გეთსემანიის ბაღში მოვიდნენ?

კითხვარი - 6

ძვირფასო მკითხველო,
თუ თქვენ აქ ჩამოთვლილ 17 კითხვიდან 15 სწორ პასუხს გამოგვიგზავნით, მაშინ ჩვენ გამოგიგზავნით მომდევნო ბროშურების სერიებს იოანეს სახარების შესასწავლად.

  1. როგორ არის იესო ჭეშმარიტი ყურძნის ვაზი?
  2. რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვმკვიდრობთ იესოში, ის კი ჩვენში?
  3. როგორ გახდნენ ცოდვის მონები, უფლის საყვარელ შვილებად?
  4. რატომ სძულს ქვეყნიერებას ქრისტე და მიში საყვარელი შვილები?
  5. როგორია ღმერთის დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც ის ჯვარზე გაარკა?
  6. რატომ სძულს ქვეყნიერებას იესო ქრისტეს მიმდევრები?
  7. როგორ მუშოაბს სულიწმიდა დედამიწაზე?
  8. როგორი სახით აგრძელებს სულიწმიდა იმ საქმეს, რომელიც ქრისტემ დაიწყო?
  9. როოგრ გვპასუხობს ზეციერი მამა, როდესაც იესოს სახელით ვლოცულობთ?
  10. რატომ ვუყვარვართ მამას? როგორ ვინდება მისი სიყვარული ჩვენდამი?
  11. იესო ლოცვის პირველი ნაწილის ძირითადი აზრი?
  12. რა მნიშვნელობა მიენიჭა იმას, რომ ქრისტემ მამა გამოაჩინა დედამიწაზე?
  13. რას ნიშნავს ჩვენი დაცვა ქრისტეში/მამის სახელი?
  14. როგორ თხოვდა იესო მამას, რომ ბოროტებისგან დავეცავით?
  15. რას სთხოვს ჩვენთვის იესო მამას?
  16. რაზე ლოცულობდა იესო თავის შუამდგომლობით ლოცვებში?
  17. რატომ გადასცა თავისი თავი იესომ მტრებს, რომლებიც გეთსემანიის ბაღში მოვიდნენ?

პასუხები საკუთარი სახელის მითითებით გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე:

Waters of Life,
P.O.Box 30 70
32720 Detmold
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:19 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)