Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 104 (Jesus intercedes for the church's unity)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ე - იესოს შუამდგომლობითი ლოცვა (იოანე 17:1-26)

4. იესო ეკლესიის ერთობისთვის შუამდგომლობს (იოანე 17:20-26)


იოანე 17:20-21
20 მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ, არამედ იმათთვისაც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს. 21 რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამავ, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში და ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ წარმომგზავნე.

იქამდე სანამ იესოს შეიპყრობდნენ და ჯვარს აცვამდნენ, ის მოწაფეებს ღმერთის სიყვარულსა და სულის ძალაზე ასწავლიდა, ასევე სთხოვდა მამას, რომ დაეცვა ისინი ბოროტებისაგან და განეწმიდა ჭეშმარიტების სიტყვებით. იესო დარწმუნებული იყო, რომ მისი შუამდგომლობა მოციქულებსა და ეკლესიაზე მოსმენილ იქნა და უპასუხო არ დარჩებოდა. მან განჭვრიტა მომავალი და დაინახა უამრავი მორწმუნე, რომლებმაც ირწმუნეს მოწაფეების მოწმობების შედეგად. ამ მოწმობისკენ მათ აღძრავდა ქრისტეს ჯვარცმა, რომელმაც დაამარცხა ეშმაკიც და ცოდვაც. ცოცხალი ქრისტეს რწმენის მესვეობით სულიწმიდა გადავიდა მათზე. და ახლა მათ შეუძლიათ სხვებს გაუზრიან ღვთაებრივი ცხოვრება, რომელიც წყალობით მიიღეს. რწმენით ისინი საუკუნოდ არიან შეერთებულები მამასა და ძესთან.

ქრისტე ლოცულობდა იმ მოწაფეებზე, რომლებიც მოციქულების მოწმობების შედეგად მოინანიებდნენ. გასაოცარია, რომ როდესაც ის ამაზე ლოცულობდა, ასეთი მორწმუნეები ჯერ არ იყვნენ. მისი სიტყვები ამტკიცებს მოწაფეების სიტყვების ნამდვილობას. მაშინ როგორია იესო ქრისტე ლოცვის არსი? სთხოვდა თუ არა ის ჩვენ ჯანმრთელობაზე მამას? არა! ის სთხოვდა მამას, რომ მოეცა ჩვენთვის სიყვარული და მოთმინება, რათა ჩვენ შეგვძლებოდა ვყოფილიყავით ერთნი ჭეშმარიტ მორწმუნეებთან ერთად. ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ვართ უკეთესნი სხვებზე ან რომ რომელიმე მორწმუნის საქციელი ჩვენთვის აუტანელია.

მორწმუნეების ერთობა - ქრისტეს მიზანია. ეკლესია, რომელიც განხეთქილების ეტაპზეა, მის გეგმას ეწინააღმდეგება. ხოლო ის ეკლესია, რომლის დანახვაც ქრისტეს სურს, უნდა იყოს ეკლესიის წესრიგსა და წესებზე დაფუძნებული, პირველ რიგში კი მორწმუნეების ლოცვის ძალის ერთობაზე. რამდენადაც არსებობს სამების ერთობა, ქრისტე სთხოვდა მამას, რომ ყველა მორწმუნე სულიწმიდასთან ერთობაში მოეყვანა, რათა ყველას შესძლებოდა, რომ მისი დაცვის ქვეშ ყოფილიყო. იესო არ ლოცულობდა, რომ ისინი ჩემთან ან თქვენთან ყოფილიყვნენ ერთობაში, არამედ „ჩვენთან“. ამითი მას იმის თქმა სურდა, რომ ასეთი ერთობა მამის, ძისა და სულიწმიდის - თავისმხრივ ურთიერთამოკიდებულების მაგალითია. ქრისტეს სურს, რომ აგიყვანოთ თავის დონეზე, ვინაიდან სამების იქით არაფერი არსებობს, გარდა წყვდიადისა.

ამ ერთობაში ყოფნის მიზანი სულაც არაა თვითკმაყოფილება, არამედ მოწმობა იმ ადამიანთათვის, ვინც ჯერ ღმერთი ვერ შეიცნო. იმედია ისინი გააცნობიერებებ, რომ ცოდვის გამო მკვდრები არიან, გახრწნილები სიამაყეში და თავიანთი სურვილების მონები არიან, და მხსნელს მიმართავენ. ისინი, ვინც ეჭიდებიან მამას, ძეს და სულიწმიდას მიიღებენ ძალას გამოავმჟღვანონ სიყვარული და მორჩილება, იზრუნებენ მორწმუნეებზე და მათთან ერთად შეეცდებიან იყვნენ ცოცხალი მოწმობები ქრისტეს სიყვარულისა. ყველა ჩვენგანი ღვთიური არსის, ადამიანის ძის - იესო ქრისტეს დასტური ვართ. ნეტა ყველა ქრისტიანი იყოს წრფელი, დედამიწაზე არც კი დარჩებოდნენ ადამიანები, ვინც არ ერწმუნებოდა უფალს. ქრისტიანის ცხოვრება, რომელიც სავსეა სიყვარულითა და მშვიდობით, უნდა აღძრავდეს სხვებს ცვლილებებისკენ. მოდით ვილოცოთ ქრისტეს ლოცვით და ვიყოთ ერთობაში! გინდათ თუ არა, რომ იყოთ ურწმუნოების მიზეზი ეკლესიაში, რომელიც დაყოფილია? ეს კი იმის მსგავსია, რომ ქრისტეს სხეული იყოს დაყოფილი ნაწილებად.

იოანე 17:22-23
22 დიდება, შენ რომ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთი. 23 მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთობაში და იცოდეს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.

რაში მდგომარეობს იესოს სიტყვები? მის ბრწყინვალებაში თუ მის დიდებულებაში? არა! მისი სიტყვა დაფარული მორჩილებაში, მოთმინებასა და სიკეთეში. სულიწმიდის მოქმედება და მისი ნიჭები არის მისი დიდების სხივები. ასე მოწმობს იოანე: „ჩვენ ვიხილეთ მისი დიდდება“. ის გულისხმობს, არა მხოლოდგარდასახვას ან აღდგომას, არამედ მის ბაგაში დაბადებას და გოლგოთის ჯვარს. ყოველივე ამაში გამოვლინდა უფლის სიყვარულის დიდება. ძე, განკაცდა რა, დატოვა ზეცა და ჩამოვიდა მიწაზე.

ეს პრიივილეგია არ მოგვეცა იმისთვის, რომ ვიტრაბახოთ და თავი მოვიწონოთ სხვებთან არამედ იმისთვის, რომ სხვებთან ერთად მსახურებაში შეგვეძლოს ვიყოთ ერთნი და პატივი ვცეთ ერთმანეთს. იესო სთხოვდა მამას ჩვენთვის ერთობასა და ურთიერთობას. ღმერთის სიყვარული - ის საზომია, რომლითაც შეიძლება გაიზომოს და შემოწმდეს ეკლესია.

ჭეშმარიტად უფალი თავისი სისასვით არის ეკლესიაში (ეფესელთა 1:23; კოლასელთა 2:9). თუ არაა თქვენთვის საკმარისი გამხნევების სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია ბოლო მუხლში: „ვინაიდან მასშია ღვთაებრიობის სისავსე და თქვენ გაქვთ ეს სისავსე მასში?“ მოციქულების ეს მოწმობა მეტყველებს იმაზდე, რომ იესოს ლოცვა ჯვარცმამდე, შესმენილ იქნა. ჩვენ მადლობას ვუხდით უფალს, რომ არ უკუგვაგდო, ასეთი ცოდვილები და გახრწნილები. მან გაგვწმიდა, გაგვასუფთავა, მიგვიღო საკუთარ ოჯახში, რათა შეგვძლებოდა გვეცხოვრა მისი ღვთაებრივი ცხოვრებით.

თავიდანვე იცოდა იესომ, რომ ვერ ვიქნებოდით სრულყოფილები სიყვარულსა და მორჩილებაში. მოდით გვიყვარდეს და პატოვი ვცეთ ერთმანეთს. მისი ნება არაა იმაში, რომ მდიდრები ვიყოთ, სატრაბახო სიბრძნე გვქონოდა, ან ქმედითები ვყოფილიყავით. უფასლ უნდა, რომ ვიყოთ სიყვარულში, მოწყალებასა და კარგ ურთიერთობებში მოყვასთან. თანაგრძნობა და მოთმინება - არის ის, რაზეც აქცენტს აკეთებდა უფალი, როდესა ამბობდა: „იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“. ეს დავალება ვრცელდება ქრისტეს პოზიციაზეც, რათა გვიყვარდეს მტრები. სულიწმიდა ჩვენ იზოლირებისკენ არ მიგვითითებს, არამედ პირიქით წმიდანებთან ურთიერთობისკენ. სამების ერთობა ამ შემთხვევაში ჩვენთვის დიდი მაგალითია. ჩვენ არ შეგვიძია ვიყოთ უფლის წარმომადგენლები აქ, დედამიწაზე, თუ არ ვართ ერთნი. ძველ აღთქმაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აირჩუა უფალმა ცალკეული ადამიანები, რომლებიც მოქმედებდნენ და საუბრობდნენ მისი სახელით. ასეა დღესაც, ქრისტეს ყველა ეკლესიის წევრი არის სამების მაგალითი.

ეკლესიის შიგნით ერთობა ადამიანებს ქვეყნიერებაზე ესაუბრება იმაზე, რომ ჩვენ უფლის შვილები ვართ. როდესაც ისინი ამასა ხედავენ იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ უფალი არის სიყვარული. და ეს მხოლოდ სიტყვები არაა, რომელიც მათში რწმენას ქმნის. ჭეშმარიტი რწმენა უფლის შვილების შესაკრებელში, გრძელ ქადაგებებზე უმჯობესია. ასე შექმნა სულიწმიდამ იერუსალიმის ადრეულ ეკლესიაში მისაბაძი სულიერი ერთობა.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ რწმენის ღირსეულ გზაზე მიგყავართ. შენ შენს მოწაფეებად გაგვხადე, შენი მოწმობის სიყვარულით. მადლობას გიხდით, რომ გაგვწმიდე და შენი სულიერი სხეულის ნაწილი გაგვხადე. შენ სიყვარულში განგვამტკიცე. აგამაღლებთ და გთხოვთ, რომ ჩვენ ეკლესიაში ყოველთვის ვიყოთ ერთობაში ჩვენ და-ძმებთან.

კითხვა:

  1. რას სთხოვს ჩვენთვის იესო მამას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:17 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)