Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 106 (The Jews attack Paul)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)

3. იუდეველბი თავს ესხმიან პავლეს და რომაელი ჯარისკაცები ეხმარებიან მას (საქმეები 21:27-40)


საქმეები 21:27-40
27 შვიდი დღე რომ გავიდა, აზიელმა იუდევლებმა ტაძარში დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას. 28 ყვიროდნენ: "კაცნო ისრაელიანნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ უქადაგებს; ახლა ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი”. 29 მასთან ერთად ქალაქში ტროფიმე ეფესელი ჰყავდათ დანახული და იფიქრეს, პავლემ ისიც შეიყვანა ტაძარშიო. 30 მთელი ქალაქი შეიძრა; შეგროვდა ხალხი; შეიპყრეს პავლე, გამოათრიეს ტაძრიდან და მყისვე ჩაიკეტა კარი 31 მოკვლა რომ დაუპირეს, ათასისთავს ამბავი მიუვიდა - მღელვარებამ მოიცვაო მთელი იერუსალიმი. 32 მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გაეშურა. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, თავი ანებეს პავლეს ცემას. 33 მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, გამოიყვანა იგი და ბრძანა, ორი ჯაჭვით შეეკრათ, თან იკითხა, ვინ არის და რა ჩაიდინაო? 34 ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი - მეორეს. მან კი, რაკი ამ აურზაურში სინამდვილის გაგება ვერ შეძლო, მისი ციხე-სიმაგრეში წაყვანა ბრძანა. 35 კიბეებს რომ მიაღწია, ჯარისკაცებს მისი აყვანა მოუხდათ ბრბოს ძალმომრეობის გამო, 36 ვინაიდან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: "აღიგავოს იგი!” 37 ციხე-სიმაგრეში რომ შეჰყავდათ, ჰკითხა პავლემ ათასისთავს: "შეიძლება რაღაც გითხრა?” ხოლო მან უპასუხა: "ბერძნული იცი? 38 მაშ, შენ არ ხარ ის ეგვიპტელი, რომელმაც შფოთი ატეხა ამ დღეების წინ და უდაბნოში ოთხი ათასი ავაზაკი გაიყვანა?” 39 უთხრა პავლემ: "მე იუდეველი კაცი ვარ, ტარსუსელი, კილიკიის არცთუ უმნიშვნელო ქალაქის მოქალაქე; გთხოვ, ნება მომცე, ხალხს დაველაპარაკო”. 40 როდესაც მან ნება დართო, პავლე დადგა კიბეზე, ხელით ანიშნა ხალხს და, როცა დიდი სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა.

ნახეთ როგორი სილამაზე და სიყვარული ჰქონდა პავლეს! ის იერუსალიმში მოვიდა, როგორც დიდი ჯარის გენერალი, რომელმაც მრავალი ბრძოლა გაიმარჯვა და დიდი ხაზინა ებარა. ხოლო ძმები რომლებიც არსად არ დადიოდნენ და თავიანთ ქალაქებში ისხდნენ სთხოვდნენ მას, რომ დაევიწყებინა ყველა თავისი გმირობა და გამოღვიძება, რის გამოც მან ძალიან ბევრი იშრომა და მოემსახურა 4 არაფრისმქოდე გრძელთმიან იუდეველს. პავლეს დაავიწყდა თავისი გამარჯვებები და თავისი ნებით დამორჩილდა კანონს. მან გადაიხადა ამ 4 ადამიანის საფასური, რომელთაც მისცა აღთქმა და შეასრულა კიდეც თავისი სიყვარულის პირობა. მას არ უნდოდა დაბრკოლების ქვა ყოფილიყო თავისი იუდეველი ძმებისთვის და არჩია ღარიბი სულით მათი მონა გამხდარიყო. ამ გზით მან აღასრულა სიყვარულის მცნება, რის შესრულებასაც ყოველთვის ეკლესიებს სთხოვდა - რათა ძმათა შორის დაყოფა არ ყოფილიყო.

განწმენდის დღეების დამთავრებისთანავე ზოგიერთმა იუდეველთაგანმა იერუსალიმში დაბრუნებისას დანახა ბაზარში პავლე და ტიმოთე, რომლებიც ბერძენს ესაუბრებოდნენ. მოგვიანებით მათ დაინახეს პავლე მარტო ტაძრის ეზოში. გადაწყვიტეს რა, რომ პავლეს ტაძარში დაჰყავდა წარმართი, გაბრაზდნენ და ხმამაღლა ყვირილი დაიწყეს: ,,დაგვეხმარეთ! დაგვეხმარეთ! ეს ადამიანი ანადგურებს ჩვენს რელიგიას და არაწმინდა სულებს ასწავლის წინადაცვეთის გარეშე როგორც შევიდნენ ღმერთთან ურთიერთობაში. ის საზიზღარია ღმერთისთვის. ის რჯულის წინააღმდეგ მიდის. ჩვენ მალევე უნდა მოვაშოროთ მატყუარა ჩვენი წრიდან და სიკვდილს გადავცეთ იგი.

მთელს ერში გაიარა ამ დაძაბულობამ. ის ვინც ბილწავს ტაძარს და წმიდას ის იტეხს ღმერთის რისხვას თავის თავსა და მთელს ქალაქზე და ერის მტერი ხდება. ამ იმფორმაციის გავრცელებამ მთელი ქალაქი მოძრაობაში მოიყვანა. ხალხი ქუჩებში იკრიბებოდა და განიხილავდა ამ თემას. შემდგომ მათ შეიპყრეს პავლე და საზარელად გამოათრიეს იგი ტაძრიდან. რელიგიური წესით მათ არ შეეძლოთ წმიდა ადგილას სისხლის დაღვრა. როდესაც განრისხებული ერი გამოვიდა ტაძრის ეზოდან, მცველებმა ჭიშკრები დახურეს წესრიგისა და სიწმიდის დასაცავად ეზოში.

აღმოჩნდნენ რა ტაძრის მიღმა ხალხმა პავლეს ცემა იწყო. მას ურტყავდნენ ხელ ფეხს და ცდილობდნენ მოეკლათ იგი. ალბათ პავლეს სტეფანე გაახსენდა პირველი წამებული ქრისტიანი. მაშინ პავლე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო და ამ ძალადობის აქტს ეთანხმებოდა. ახლა კი ქრისტეს სიტყვები იერუსალიმსა მის უსამართლობაზე ისევ აღსრულდა: ,,იერუსალიმო, იერუსალიმო, რომელიც კლავ წინასწარმეტყველებს და ქოლავ ქვებით შენთან გამოგზავნილებს!“

სამწუხაროა, რომ არცერთი მრავალი მორწმუნე იუდეველთაგანი არ მივიდა დასახმარებლად თავის ძმასთან სწორ დროს. შესაძლოა ზოგიერთ მათგანს უხაროდა კიდეც მათი სიკვდილი, მაგრამ იესოს სხვა გეგმა ჰქონდა თავიანთი მსახურებისთვის. პავლეს საათი ჯერ კიდევ არ დამდგარა. ღმერთს არ გამოუგზავნია მისთვის დასახმარებლად დიდებით მოცული ანგელოზები, არამედ ათასისთავი რომაელი, რომელიც მეთაურობდა ათასი მეომრისგან შემდგარ მრავალ ქვედანაყოფს. ეს ზემდგომი მოვიდა თავის ოფიცრებთან და გაეშურა მღელვარების ადგილისკენ. მთელი ქალაქი აღშფოთებული იყო ამ მოვლენის გამო. ამ თასისთავის პირველი აზრი იყო ამ აღშფოთების დაცხრობა, როდესაც გაბრაზებულმა ხალხმა დაინახა ათასისთავი შეეშინდათ და შეწყვიტეს პავლეს ცემა. ათასისთავმა კი შეიპყრო ის. მან ბრძანება გასცა პავლეს შებოჭვის შესახებ დამნაშავის მსგავსად, რათა გადაერჩინა ის ხალხის ბრბოსგან.უფროსი ხალხს ეკითხებოდა ამ მღელვარების მიზეზს, მაგრამ ძლიერი ხმაურისა და ყვირილის გამო ვერაფერი ვერ გაიგო. მაშინ მან თავის ჯარისკაცებს უბრძანა დაკავებული ციხესიმაგრესი წაეყვანათ, რის გამოც იუდეველებმა გაბრაზებით შეჰყვირეს, რადგან ის ამითი პავლეს გადარჩენას ცდილობდა. როდესაც პავლე კიდებსთან მივიდა, რომელსაც ციხესიმაგრისკენ აჰყავდა ის, მეომრებმა ხელში აყვანილი წაიყვანეს რათა ხალხს არ მოეკლა იგი. შესაძლოა თავისი ჭრილობების გამოც ვერ იდგა კიბეებზე, ბრბო კი ისევ ყვიროდა როგორც მაშინ, როდესაც ითხოვდა ქრისტეს ჯვარცმას: ,,დაიჭირეთ ის! სიკვდილი მას! ახლავე მოკალით!“

ანტონიის ციხესიმაგრის კარებთან, რომელიც მდებარეობდა ტაძრის მოპირდაპირე მხარეს. პავლემ დიდი თვინიერებითა და პატივისცემით გასაგებ ბერძნულ ენაზე სთხოვა ათასისთავს მოესმინა მისსთვის. თავიდან უთხრა, რომ ცრუ წინასწარმეტყველი არ არის და არც ეგვიპტელია, რომელმაც ათასობით ადამიანი მოატყუა და ზეთისხილის მთიდან წაიყვანა უდაბნოში ქრისტესთან შესახვედრად. პავლე სულაც არ იყო ასეთი მეამბოხე - ის იყო ზრდილობიანი და წარმოშობითაც პატივდადებული რომაული ქალაქიდან იყო. პავლეს პასუხში სიმშვიდე იგრძნობოდა იმისდამიუხედავად, რომ სისხლიანი იყო და კინაღამ მოკვდა.

ათასისთავმა დააკმაყოფილა მისი თხოვდა და უფლება მისცა ელაპარაკა. ის იმედოვნებდა, რომ პავლეს ხალხისადმი მიმართვა დაეხმარებოდა მას მტრობის მიზეზის გარკვევაში. პავლე შესაძლოა სხვების დახმარების გარეშე იდგა კიბის ბოლოს, თითქოს კათედრის მიღმა. მან აჩვენა ხელით ნიშანი, რათა ერს მოესმინა მისი, როცა საუბარი დაიწყო. მას არცერთხელ არ მიეცემოდა ამაზე კარგი შესაძლებლობა, მიემართა ამდენი იუდეველისთვის, რომ არა მისი დადანაშაულება ტაძრის შებილწვაში. იესომ თავისი მონის ტანჯვები გამოიყენა, რათა ექადაგა იუდევლური ერისთვის და მოეწოდებინა ისინი ღრმა მონანიებისკენ. უკმაყოფილო ბრბოში საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა. ხალხი ყურადღებით ისმენდა, თუ რას იტყოდა ეს ,,მატყუარა“, და ესმოდათ ყველა მისი ნათქვამი სიტყვა.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე შენ იტანჯე ჩვენთვის და შენმა მოციქულებმაც ტკივილი აიტანეს, ტანჯვები და სირცხვილი შენი სახელის გამო. გვასწავლე ვიცხოვროტ შენს თანდასწრებაში და დაგვეხმარე შენი სახელის ერთგულები ვიყოთ! დაე შენი ნება იყოს ჩვენს ცხოვრებაზე, რათა მრავალმა მოისმინოს შენი სახარება.

კითხვა:

  1. რატომ სურდათ იუდეველებს პავლეს მოკვლა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:02 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)