Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 105 (Paul arrives in Jerusalem; Paul’s Acceptance of Circumcision According to the Law)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)

1. პავლე ჩადის იერუსალიმში და უყვება ძმებს თავისი მსახურების შესახებ (საქმეები 21:15-20)


საქმეები 21:15-20
15 იმ დღეების შემდეგ, ჩაბარგებულნი ავედით იერუსალიმს. 16 თან ზოგიერთი კესარიელი მოწაფეც გამოგვყვა. მათ მიგვიყვანეს მნასონთან, ერთ ძველ კვიპროსელ მოწაფესთან, ვისთანაც ღამე უნდა გაგვეთია. 17 იერუსალიმში ასულები, სიხარულით მიგვიღეს ძმებმა. 18 მომდევნო დღეს პავლე ჩვენთან ერთად შევიდა იაკობთან. მოვიდა ყველა უხუცესიც. 19 მოიკითხა რა ისინი, დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით მოახდინა წარმართებს შორის. 20 მათ კი, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს: "ხედავ, ძმაო, რამდენი ათეულობით ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის?! ყველანი რჯულის მოშურნენი არიან.

მოგზაურები ხმელთაშუაზღვიდან იერუსალიმის მაღლობებისკენ გაეშურნენ. მათ ღამე ბარნაბას მებართან გაათიეს, რომელიც წმიდანთა შორის ერთ-ერთი პირველი იყო და უფლის მოსავლასაც მოთმინებით ელოდებოდა. ლუკას მისგან დიდი ინფპორმაციები გაიგო ეკლესიის ჩამოყალიბების შემდგომი უფლის სასწაულების შესახებ.

როგორც იქნა ქრისტეს გამარჯვებულმა მსვლელობამ დიდებულ იერუსალიმამდეც მიაღწია. ღამე დებთან და ძმებთან ერთად გაატარეს, რომლებიც სიხარულით ისმენდნენ იმის შესახებ, თუ როგორია ცოცხალი ღმერთი. მორწმუნეები ადიდებდნენ იესოს, რადგან მან მრავალი ერი მოიყვანა ეკლესიაში. იერუსალიმის ეკლესიაში იყვნენ წარმართთა ქადაგების მომხრეები, მაგრამ მათი რიცხი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე მეკანონეების, რომლებიც არა კეთილი განზრახვით იყვნენ მიწებებულები რჯულს.

მომდევნო დღეს პავლე და მისი თანხმლებები წავიდნენ იაკობის შესახვედრად, იესოს ძმისა და იერუსალიმის ეკლესიის მღვდელი. ჩვენ არ ვიცით იყვნენ თუ არა იმ დროისთვის იერუსალიმში იოანე და პეტრე. ლუკა პავლესთან და სხვა თანმხლებ ხალხთან ერთად იყო, რომლებიც მთელი აზიის სხვადასხვა ეკლესიის წარმოადგენლები გახლდათ. მათ უხვი შესაწირავი გადასცეს, რომელიც ყველა ეკლესიიდან აგროვდა იერუსალიმის ეკლესიის გაჭირვებულთათვის. გასაოცარია, რომ ლუკა არაფერს წერს ამ ამბის შესახებ. ის ფულს მეორეხარისხოვნად თვლიდა, ხსენების ღირსადაც არ მიაჩნდა. ადამიანები ფულზე ბევრად მნიშვნელოვანნი იყვნენ. წარმართი მორწმუნეები, რომელთაც უფლის სული ჰყავდათ, უდიდესი სასწაული იყო. ის მსხვერპლიანობა, რომელიც მათგან მოდიოდა სიყვარულის საფუძველზე, ქრისტეს გაღებული მსხვერპლის ნათელი მაგალითი იყო მათში.

წარმართებით მოწმეების თანდასწრებით პავლემ მოყვა ქრისტეს საქმეების შესახებ, რომელიც მოხდა ფილიპეში, თესალონიკეში, კორინთოში, ტროასა და ეფესოში. მან აღამაღლა მისი ძალა, ვინც მკვდრებს აღადგენს, ცოდვილთ წმიდანებად აქცევს და თავის ერად გახადა ისინი, ვინც უწინ უცხონი იყვნენ. რჯულის მცოდნეებს, მხოლოდ იმ რჯულის შესრულება შეეძლოთ, რაც იცოდნენ, რაც მათ იცამდა დაბინძურებისგან. მაგრამ წარმართი მორწმუნეები ქრისტეს მოქმედი ძალის დასტური იყვნენ, რომელიც წარმართ ერებსაც აძლევდა გადარჩენას.


2. პავლე კანონით ეთანხმება წინადაცვეთას (საქმეები 21:20-26)


საქმეები 21:20-26
20 მათ კი, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს: "ხედავ, ძმაო, რამდენი ათეულობით ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის?! ყველანი რჯულის მოშურნენი არიან. 21 შენზე ამბობენ, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს და ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთი შვილები და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონ. 22 რა ვქნათ? ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებს. 23 ისე მოიქეცი, როგორც გეტყვით: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული. 24 წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმიდე, გაიღე მათი ხარჯი, თავი რომ გადაიპარსონ. ამით გაიგებს ყველა, რომ რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ განაგრძობ რჯულის დაცვას. 25 ხოლო იმ წარმართებზე, რომელთაც ირწმუნეს, მივწერეთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მოერიდონ კერპთშენაწირებს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას”. 26 მაშინ წაიყვანა ის კაცები პავლემ, მომდევნო დღეს მათთან ერთად განიწმიდა, შევიდა ტაძარში და განწმედის დღეების შესრულება გამოაცხადა, სანამ თითოეული მათგანისთვის ძღვენს შეწირავდა.

იქაურ ეკლესიაში არ იყო გულის სიხარულის აშკარა გამოვლინება. რჯულის გამო მრავალი იბოჭებოდა და მონის სახეს იღებდა. იმისდამიუხედავად, რომ პავლეს ქრიტეში ძმას ეძახდნენ და უფლის შვილას თვლიდნენ მას, ისინი სხვა ათას იუდევლური წარმომავლობის ადამიანზე ფიქრობდნენ. ვერ განთავისუფლდნენ, ძველი აღთმის გაგებით იყვნენ შემოსილები და ვერ გაეგოთ ახალ აღთქმაში სულიწმიდის გამოცხადება. იმ დროისთვის იერუსალიმში ნაციონალისტ-რევოლუციონერები ბატონობდნენ, რომელთაც სისხლიანი აჯანყება მოაწყვეს და ამ ყველაფერმა წმინდა ქალაქის დანგრევას ხელი შეუწყო. ეს ხდებოდა ჩ.წ 70 წლებში. მალევე, იმის შემდეგ რაც პავლე შეხვდა იაკობს ხალხმა ,,ღმერთის ძმა’’ ქვებით ჩაქოლა. ის უფრო ადრე გრძნობდა მერჯულეების საქმიანობის შემდგომ შედეგებს. სწორედ ამიტომ სთხოვდა პავლეს, რომ დაეცვა რჯული და ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ შემჩნეული არ ყოფილიყო.

დიდი ხნის წინ, როდესაც პავლე მცირე აზიასა და საბერძნეთში იყო, დაირხა ხმები, რომ თითქოს პავლე იუდეველებს უბიძგებდა ღვთიური აღთქმების დარღვევას და ბავშვების წინადაცვეთვას. ეს აზრები ცრუ იყო, რადგან პავლემ საკუთარი ხელით წინადაცვითა ტიმოთე, რათა იუდეველების გული მიოგო. იაკობმა და იერუსალიმის მღვდლებმა იცოდნენ, რომ ამ ამბავში პავლეს შესახებ მრავალი გადაჭარბებული სიცრუე და ბრალდება იყო, რის გამოც არ სჯეროდათ ამის. მაგრამ მათ ასევე იცოდნენ, რომ იუდევლური წარმომავლობის ქრისტიანებს სწავლების აზრი არ ესმოდათ, რომელიც ახლა განმარტებულია პავლეს ცნობილ წერილებში. ამის გამო იერუსალიმის ეკლესია შეშფოთებული იყო (რომაელთა 5:20; 7:6; გალატელთა 5:4) ეს მორწმუნეები არ აღიარებდნენ კანონით სულის განთავისუფლებას. ისინი ფოქრობდნენ, რომ კანონის საქმეები აღემატება რწმენით გამართლებას და არ სჯეროდათ, რომ ქრისტეს სამართლიანობა სიყვარულის საქმეებს წარმოშობს.

ამ შეხვედრაზე იაკობი არ განიხილავდა კანონთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან ისინი უკვე საბოლოოდ იყო გადაწყვეტილი მოციქულური საბჭოს მიერ, რომელზეც საუბარი მე-15 თავში იყო. იაკობი ეკლესიის თამამი ხელმძღვანელი იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა წარმართ ეკლესიებს, რომ ისინი რჯულისგან თავისუფლები არიან, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელიც იერუსალიმის საბჭომ მიიღო. ამ დადგენილებებს ისინი უნდა დამორჩილებოდნენ, რათა მხარი დაეჭირათ იუდეველებსა და წარმართებს შორის კარგი ურთიერთობისთვის. ამგვარად გამართლება მადლით ეკლესიის უცვლელ საფუძვლად რჩებოდა და დღემდე რჩება ცენტრად და სახარების ღრმა საიდუმლოდ. ამასთანავე იაკობმა სთხოვა პავლეს დაემოწმებინა მოქცეული იუდეველების თვალწინ, რომ ყველა მისდამი წაყენებული ბრალდების მიუხედავად ის იყო და არის ნამდვილი სრულყოფილი იუდეველი. პავლე თავისი თანამებრძოლებისა და ღმერთის აღთქმის სიყვარულის გამო იქცეოდა, როგორც საჭიროა და იცავდა კანონს. მან გადალახა თავის თავში რჯული განმარტების თავისებური მნიშვნელობა. ის არ საჭიროებდა მას საკუთარი თავის გამართლებისა და განწმენდისათვის, ვინაიდან გადარჩენა - ღმერთის საჩუქარია. მაგრამ პავლე ემორჩილებოდა პავლეს რათა შეეძინა იუდეველები ქრისტეში. ის ამბობდა, რომ იუდეველებისთვის იუდეველი გახდა, წარმართებისთვის წარმართი, რათა თავისი დიდებული ღმერთისთვის რამდენიმე იუდეველი ან წარმართი მიეძღვნა. (1 კორინთელთა 9:20). რომაელთა მიმართ წერილებში პავლე ნათლად წერდა, რომ კანონი კეთილი და წმინდაა, მაგრამ ადამიანები არიან ცოდვილები და მათ არ ძალუძთ ადამიანური ძალებით მათი შესრულება (რომაელთა 3:11; 7:12).

პავლე თაეთანხმა იაკობის წინადადებას შეიჭრა თმები მონანიების ნიშნად და შვიდი დღე და ღამე ემზადებდა, რათა ტაძარში ღმერთის წინაშე თაყვანი ეცა. ამ მზადების პროცესში ის წმინდა წყლით იწმენდდა თავს მე-3 და მე-7 დღეს.

ლოცვა: უფალო იესო შენ ძველი აღთქმისეული ერის ნაწილი ხარ. შენ დაიცავი და აღასრულე რჯული და მოგვეცი ახალი აღთქმა - თავისუფლების აღთქმა ძალისა და სიყვარულის. მადლობას გიხდით შენი მადლისთვის და გთხოვთ ყველა ადამიანისთვის, რომ შენ გაანთავისუფლო ისინი რჯულის სულისაგან და განამტკიცო ისინი შენი დიდებული სამართლიანობის ძალაში!

კითხვა:

  1. რატომ სთხოვდა იაკობი პავლეს განწმენდილიყო ტაძარში თაყვანისცემისთვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:01 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)