Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 075 (Apostolic Council at Jerusalem)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)

ბ - მოციქულთა საბჭო იერუსალიმში (საქმეები 15:1-35)


საქმეები 15:22-29
22 მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა, მთელ ეკლესიასთან ერთად, საჭიროდ მიიჩნიეს და ამოირჩიეს თავიანთი წრიდან კაცები - ბარსაბად წოდებული იუდა, და სილა, ძმებს შორის რომ პირველობდნენ, რათა ანტიოქიაში მიევლინათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად. 23 და ასე მიწერეს თავიანთი ხელით: "მოციქულები, უხუცესები და ძმები - ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ! 24 როგორც გავიგეთ, ზოგიერთებმა, ჩვენგან რომ გამოვიდნენ, შეგაშფოთათ თავიანთი სიტყვებით და გულები აგიფორიაქათ; გეუბნებოდნენ, უნდა წინადაიცვითოთ და რჯული დაიცვათო, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის; 25 ამის გამო, ერთსულოვნად მივიჩნიეთ საჭიროდ, კაცების არჩევა და თქვენთან გამოგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად. 26 კაცებთან, რომელთაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისთვის. 27 გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გაუწყებენ სიტყვიერად. 28 რადგან მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. 29 თავი შეიკავეთ კერპთშენაწირებისა და სისხლისგან, დამხრჩვალისა და სიძვისგან. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!”

ზოგადად სხდომების დროს დგება შედეგების ჩანაწერების კრებული, რომელიც შემდგომ ხელმოწერილი უნდა იყოს ყველა მოწაფის მიერ. როგორი იყო შედეგი , იერუსალიმში ჩატარებული პირველი ქრისტიანული ეკლესიის?

1) ეწერა თუ ვინ გასცა ეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება კი მხოლოდ მოციქულებსა და ხუცესებს არ ეკუთვნოდა, არც ორ ბუნებრივ მხარეს, არამედ მთელ ეკლესიას, რადგან ის ერთიანი და განუყრელი ქრისტეს სხეულია. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა არ ეთანხმება, შემდგომში გამუდმებული ნერვიულობის, უბედურებებისა და პრობლემების მიზეზი ხდება.

2) იქ ასევე ეწერა, თუ ვის მიმართ იყო ეს გადაწყვტილება. ის კი მხოლოდ ანტიოქიის ცენტრალური ქალაქის ეკლესიის წევრების მიმართ კი არ იყო, ასევე მცირე ეკლესიებისთვისაც ანტიოქიის მიდამოებში, მთელ სირიაში, ისკენდერუნასა და ადანის ტერიტორიებისთვის. იერუსალიმის ეკლესიის წევრები ამ ეკლესიის მორწმუნეებს “ძმებს” ეძახდნენ. ეს ნიშნავდა იმას, რომ ისინი ფლობდნენ თანაბარ უფლებებს და უფალთან ურთიერთობის წესებს. ამ ერთი სიტყვით ყველა განსხვავება ქრებოდა, პრობლემა კი არსებობას წყვეტდა. იუდევლური წარმომავლობის მორწმუნეები, წარმართ მორწმუნეებს ნამდვილ ძმებად თვლიდნენ.

3) ამ დასკვნის არსი, ქრისტეს გადარჩენიდან სიხარულსა და მშვიდობაში იყო. ამ სამი სიტყვის ერთიანობა წარმოადგენს ბერძნულ ერთ სიტყვას, რომლითაც ძმები იერუსალიმში, ესალმებოდნენ შორეულ ძმებს ქრისტეში. ჩვენი კეთილი უწყება შედგება სიხარულსა და მშვიდობაში, და არა რჯულში, მონანიებასა ან მხილებაში. ჩვენ ვემსახურებით თქვენ სიხარულსა და გაძლევთ ქრისტეში გადარჩენასა და სისავსეს.

4) ამ ანგარიშიდან ჩანდა, რომ რჯულის მქადაგებლები, რომლებიც ანტიოქიის ეკლესიაში მოვიდნენ, არ იყვნენ იერუსალიმის ეკლესიის მიერ წარმოგზავნილები და არავითარი მითითებები არ მიუღიათ. თავად წავიდნენ და საკუთარ აზრს ავრცელებდნენ. ეკლესია წუხდა, რომ მეკანონეებმა ძმებს ბევრი ცუდი რამ გაუკეთეს და განხეთქილება ჩააგდეს. ამაზე არაფერს ვკითხულობთ იერუსალიმის საბჭოზე, მაგრამ შემდგომში პავლე წერდა ამ მეკანონეებზე და ცრუ ძმებს უწოდებდა მათ (გალატელთა 2:4). ჩვენ მხოლოდ იმას ვკითხულობთ, რომ ისინი არ იყვნენ მოციქულების მიერ წარგზავნილნი საკუთარი სწავლებების საქადაგებლად, ამიტომაც იერუსალიმის პირველმა კრებამ არც თანხმობა მისცა მათ საქმეებს და არც მათი განხეთქილების მომტანი ქმედებები მოიწონა.

5) გასაკვირია, რომ კრებამ არ შექმნა დოქტრინები დეტალური სწავლებებით. ნაცვლად ამისა, მათ ერთსულოვნად გადაწყვიტეს წარეგზავნათ ორი მყარი მამაკაცი, რათა თავად აეხსნათ გადაწყვეტილებები კრებისთვის. მხოლოდ დაწერილი სიტყვები არაფერია, აუცილებელია, რომ ყოველივე უფლის სიტყვას ემყარებოდეს, რომელიც მის მონებშია დორცშესხმული. ამიტომაც კრებამ იერუსალიმში წარგზავნა არა მხოლოდ ახალი მცნებები, არამედ მათი განმარტებაც, არა როგორც უშველები კომენტარები, არამედ ძმების სახით გააკეთეს ეს, რომლებიც სულიწმიდით იყვნენ აღვსილები.

6) ეს ორი ახალაღთქმისეული კაცი თავად კი არ დაადგნენ გზას, არამედ პავლესა და ბარნაბას თანხლებით, რომელთაც პატივისცემა მოიპოვეს იერუსალიმის ეკლესიისგან. ამ ეკლესიამ ისინი უნიკალურებათ იპოვა და შეტვარებულები დაარქვა. ისინი ღირსები იყვნენ ამ სტატუსის ტარების, რადგან მათ გულებში სულიწმიდის სიყვარული იღვრებოდა. სიყვარული, ღვთის ნებაში ყოფნა, მშვიდობა და ხსნა წარმოადგენს ღმერთის მამაკაცების საფუძველს, ეკლესიებში. სწორედ ასეთ კეთილისმკეთებლებზე იყო ამ ორი მოციქულის მოწმობა. სიცოცხლის ფასად ქადაგებდნენ ქრისტეს, მისი სახელის გამო და მისი ეკლესიის გამო სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდნენ. აქ იგივე სიტყვებს ვკითხულობთ, რომელთაც ქრისტე საკუთარ თავზე ამბობდა: “არ მოვედი, რათა მემსახურონ, არამედ მე ვემსახურო და მრავალთათვის დავდო ჩემი სიცოცხლე”. ეს ღმერთის სიყვარულის ძირითადი ნაყოფია. ის გვიბიძგებს საკუთარი თავი გავიღოთ მსხვერპლად დაღუპულთათვის, როგორც ქრისტეს გასცა თავისი სიცოცხლე დამნაშავე ცოდვილების გამოსასყიდად. ამაში მდგომარეობს ქრისტიანობის მთელი არსი.

7) შემდგომ ვკითხულობთ სიტყვებს, რომლებიც ფაქტობრივად ადამიანის გაგებას აღემატება. იერუსალიმის პასუხისმგებელმა წევრებმა დაწერეს, რომ ეს გადაწყვეტილება სულიწმიდამ მიიღო მათთან ერთად. სულიწმიდამ გაუხსნა მათ, რომ ქრისტიანული ეკლესია, თავისუფალია რჯულისგან, სრულად მოდის თანხმობაში ღნერთის ნებასთან და ამ ახალ გადაწყვეტილებაში ეკლესიის წევრები ღმერთის კურთხევის თამახმად მოქმედებენ. ყველა სულიწმიდის ძალაში, ამ გადაწყვეტილებაში მონაწილე, პასუხისმგებლად თვლიდა თავს იმავე დოზით, რა დოზითად სულიწმიდა. ნებით აიღეს ეს პასუხისმგებლობა. მათზე დამოუკიდებლობის სული არ ახდენდა ზეწოლას, რადგან უფლის მონები და მისი საიდუმლოებების სახლმშენებლები იყვნენ (1კორინთელთა 4:1).

8) ამის შემდეგ, ანტიოქიის ეკლესიის წევრებს მიწერეს წერილი, რომ თავი უნდა შეეკავებინათ რელიგიების აღრევისგან და მსხვერპლები არ მიეტანათ კერპებისთვის. ყველა სახის უწმიდურებას უნდა მოშორებოდნენ და საკვებად ნანადირევი ცხოველების ხორცი ან სისხლიანი ხორცი არ ეჭამათ. ამ პირობებით მათ შეეძლოთ ურთიერთობა შეენარჩუნებინათ იუდევლური წარმოშობის ქრისტიანებთან. ეს ბრძანება არ ეკუთვმის გადარჩენის საკითხს, მაგრამ წმიდების ურთიერთობისთვის იყო მიცემული.

კითხვა:

  1. რომელი ძირითადი ფაქტორები იქნა გათვალისწინებული იერუსალიმში მოციქულების კრებაზე, გადაწყვეტილებების მიღებისას?

საქმეები 15:30-35
30 წამოსულნი ანტიოქიაში მივიდნენ, შეკრიბეს კრებული და წერილი გადასცეს. 31 როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით. 32 იუდამ და სილამ, რომლებიც წინასწარმეტყველებიც იყვნენ, მრავალი სიტყვით გაამხნევეს ძმები და განამტკიცეს. 33 დაჰყვეს იქ რამდენიმე ხანი და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მათ წარმომგზავნელებთან. 34 სილამ იქვე ინება დარჩენა. 35 ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში დარჩნენ ბევრ სხვასთან ერთად, ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას.

იმის გამო, რომ პავლემ და ბარნაბამ მოინახულეს იერუსალიმი, კრებამ გადაწყვიტა ორი ძმის გაგზავნა ანტიოქიაში წერილითურთ, რათა იქ წაეკითხათ ის. იუდა და სილა წინასწარმეტყველები იყვნენ, რომლებიც თავიანთ მსმენელს ასწავლიდნენ პირდაპირ სულიწმიდისგან შთაგონებას. ისინი იგივე სულით იყვნენ აღვსილები, რომელმაც შექმნა იუდევლებსა და ქრისტიან წარმართებს შორის სრული შეთანხმება.

ანტიოქიის ეკლესიაში სრული მშვიდობა და სიხარული სუფევდა, ხოლო მორწმუნეებს აზრები იყო წმიდა დავალებაზე მიმართული, რომელიც გულისხმობდა სახარების ქადაგებას ქვეყნიერებისთვის. ეშმაკი გამიდმებით ცდილობს შეარყიოს ეკლესიები საძირკველში განხეთქილების მოტანით. ასევე ცდილობს ქრისტიანების ყურადღება ქვეყნიერებისთვის ქადაგებიდან გადაიტანოს სხვა რამეზე. თუმცა, როდესაც მხარეები ექვემდებარებიამ სულის ჭეშმარიტებას, მალე ერთნი ხდებიან და ღმერთის მიზნისკენ მიდიან: ერებისთვის ქადაგება, დაღუპულების გადარჩენა და ღმერთის მაძიებელების სულით აღვსება.

ყველა ეკლესიის წინაშე ერატი კითხვაა: სხვებთან ჩხუბობთ თუ სახარებას ქადაგებთ? ყველა პრობლემა მალევე მოაგვარეზტ ერთმანეთთან, რადგან არ ხართ განხეთქილებისთვის მოწოდებულები, არამედ უფალმა მოგიწოდათ გარშემომყოფებს კეთილი უწყება მიუტანოთ. ნუთუ თქვენი სიამაყისა და სიჯიუტის გამო გინდათ ხელი შეუშალოს ქრისტეს გამარჯვებულ მსვლელობას?

ლოცვა: უფალო იესო, გვაპატიე მახარებლობაში სინელე! გვაპატიე სიბრძნის უკმარისობა პრობლემის გადაჭრაში ეკლესიაში! დაგვეხმარე არ დავუშვათ სიამაყე ან სიჯიუტე და საკუთარ დიდებას არ ვეძებდეთ, არამედ ერთად გავავრცელოთ შენი სამეფოს სახარება! დაე განვადიდოთ შენი სახელი და ავამაღლოთ შენი გამარჯვება, რათა მრავალი გადარჩეს ჩვენს გარშემო!

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:38 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)