Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 074 (Apostolic Council at Jerusalem)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)

ბ - მოციქულთა საბჭო იერუსალიმში (საქმეები 15:1-35)


საქმეები 15:13-21
13 მათი საუბრის შემდეგ, თქვა იაკობმა: "კაცნო, ძმანო, მომისმინეთ! 14 მოგვითხრო სიმონმა, პირველად როგორ მოხედა ღმერთმა წარმართებს, რომ მათგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისთვის. 15 ამას ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვებიც, როგორც დაწერილია: 16 ამის შემდეგ მოვბრუნდები და ავაშენებ დავითის დამხობილ კარავს, აღვადგენ და კვლავ ავაშენებ მის ნანგრევებს, 17 რათა ეძიოს უფალი ადამიანთა ნატამალმა და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმა - ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი. 18 საუკუნეთაგან ცნობილია ღვთისთვის ყოველი მისი საქმე. 19 ამიტომ მივიჩნევ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წარმართთაგან ღვთისკენ რომ არიან მოქცეულნი, 20 არამედ მივწეროთ მათ, რომ თავი შეიკავონ კერპების მიერ შებილწულისგან, სიძვისგან, დამხრჩვალისა და სისხლისგან. 21 ვინაიდან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.

ეკლესიაში ჩვენ ღრმა, პრინციპულ უთანხმოებებს ვხედავთ, რომელთან ვერ ამოვხსნით მხოლოდ დოქტრინალურ კითხვებზე პასუხის გაცემით, ვინაიდან ყველა ჯგუფი აფუძნებს ბიბლიის საკუთარ განსჯას, ან განმარტავს ცალკეულ მუხლებს წერილებიდან საკუთარი გაგების მიხედვით. თუმცა სიყვარული და ძმობა ლოგიკულ უთანხმოებებზე ძლიერია, და ეკლესიის დაუმარცხებლობის საიდუმლო მდგომარეობს ერთმანეთის მორჩილებით მოთმენაში.

როდესაც პეტრემ თავისი სიტყვა დაასრულა, უფლის ხმა იაკობი ადგა და ყველა შემოკრებილ ძმას სთხოვა მოესმინათ მისი, როგორც მეკანონეების წარმომადგენელს ეკლესიაში. მისთვის მარტივი არ იყო პეტრეს სიტყვების მიღება და მისი გამოცდილებისთვის თანხმობის კიხემა წინასწარმეტყველების თანხმობის გარეშე. სულიწმიდა მიმართულებას აძლევდა ამ სწორ მეკანონეს და მან ამოსის წინასწარმეტყველურ წიგნში იპოვა პეტრეს აზრების ნათელი მტკიცებულება (9:11-12) ასევე ესაიას წიგნში (45:21-22). ის დაწყნარდა რადგან მიხვდა, რომ უფალმა ხელმეორედ მისცა დავითის ხალხს პატიება, რათა მათი მეშვეობით კაცობრიობა და ყველა წარმართი ერები ეხსნა. ასე დაემორჩილა ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებას კანონის მცოდნე და მიხვდა, რომ ქრისტე ქმნის თავის სამეფოს არა მხოლოდ იუდევლური წარმოშობის გადარჩენილი მორწმუნეებისგან, არამედ დასაბამიდავნე განიზრახა ყველა ერების გადარჩენა. უპირობოა, რომ სამუდამო შემოქმედი აღასრულებს თავის გეგმას თავისივე ნებასთან შეთანხმებაში. ქვეყნიერების გადარჩენა - ეს უფლის ნების ჩანაფიქრია და მისი საქმეების დასასრული. შენ როგორ ხარ ძვირფასო ძმაო, ასრულებ თუ არა ამ ჩანაფიქრს? მოდის თუ არა შენი საქმეები უფლის საქმეებთან შეთანხმებაში? რას იღებ მსხვერპლად ქვეყნიერებისთვის ქადაგებისთვის?

იაკობს არ უთქვამს, რომ მოქცეულ წარმართებს არ სჭირდებათ წინადაცვეთა. მან გადაწყვიტა მოსეს რჯულით არ დაემძიმებინა ისინი, არამედ თავისუფლება მისცა, რადგან უფლის საქმეს ვერავინ შეეწინააღმდეგება. სავარაუდოდ, იაკობს სურდა, რომ ყველა წარმართი მორწმუნე იუდეველი გამხდარიყო, რადგან ფიქრობდა და საუბრობდა არა ახალ აღთქმაზე, არამედ დავითის კარვის აღდგინებაზე. და მაინც დაემორჩილა თავისი უფრო ძმის, იესოს ხელმძღვანელობას და დათანხმდა ამ ახალ ცვლილებებს ეკლესიაში, რომელიც ათავისუფლებდა ძველი რჯულისგან.

იაკობი დაჟინებით ითხოვდა, რომ რჯულისგან თავისუფლების პასუხი მოქცეული წარმართებისგან შემდეგნაირად გამოხატულიყო: არ დაეწყოთ კერპთაყვანისმცემლობა, მორიდებოდნენ გარყვნილობებს, მსხვერპლსა და სისხლს. შეიძლება თუ არა ეს მოთხოვნები ჩაითვალოს, რჯულის დაბრუნებად? არა. ამ მოთხოვნებით მოციქულმა იაკობმა პრაქტიკული რჩევები მისცა იუდეველთანაგან მოქცეულებსა და წარმართ მოქცეუკებს ურთიერთობის შენარჩუნებისთვის. კანონის უგულებელმყოფები ვერ დასხდებოდნენ ერთ მაგიდასთან მათთან, ვინც თვლიდა, რომ მანადირევი ხორცის ჭამა ან ხორცი სისხლით ნებადართულია. ეს დადგებილებები კანონის მეშვეობით გასამართლებლად კი არ იყო, არამედ “ვივენდის მოდუსი”-ს მსგავსი, რაც ინარჩუნებს ურთიერთობას მორწმუნეებში. ამ გადაწყვეტილების მიზანი სიყვარული იყო.

იკობმა იცოდა, რომ წარმართები საშიშროებაში იქნებოდნენ თუკი დაიწყებდნენ იუდევლურ დღესასწაულებზე მონაწილეობას, რომელიც ცეკვებითა და გარყვნილობით იყო გაჯერებული. იცოდა, რომ რთული იქნებოდა მათთვის დაეძალებინა არ ემონაწილევათ მსგავს საზოგადოებრივ დღესასწაულებში. ამიტომაც სთხოვა დაეწერათ და გადამწვეტად შეეკავებინათ თავი ყოველგვარი უწმიდურებისგან, რომლის გამართლებაც არ ღირდა ჯვარცმით. სთხოვდა რა უფლისადმი მიძღვნას, ვინაიდან მორწმუნე ვერ ემსახურება ღმერთსაც და კერპებს: ძველსა თუ ახალს. პავლე კი თავის წერილებში ამტკიცებდა იაკობის გამონათქვამებს, მოქმედი სიყვარულის შესახებ (1კორინთელთა 10:21; 6:18).

რჯულისგან განთავისუფლებული ეკლესიის გარდა, იაკობს იუდევლურ სინაგოგასთანაც ჰქონდა საქმე. ამიტომაც ვერ გადახტა უცებ ძველი აღთქმიდან ახალში. მოსეს რჯულში ის უფლის გამოცხადებას ხედავდა, რომელიც უნდა შესრულებულიყო. ამასთანავე, მიმართავდა რა რჯულის მორწმუნეებს, მიუთითებდა, რომ არსებობს მსოფლიოს ყველა ქალაქში იუდევლური სინაგოგები, რომელშიც რჯულის ყველა მომხრწს შეუძლია განისწავლოს. ამითი იმის თქმა კი არ უნდოდა, რომ იესოს სიწმიდის გარდა არის კიდევ სხვა სიწმიდე, რომელიც მას ედრება ან თუნდაც აჭარბებს. ის უბრალოდ პატივა სცემდა მოსესადმი მიცემულ გამოცხადებას. მადლობას ვუხდით ქრისტეს, რადგან პავლეს სწავლებით სავსებით გაგვანთავისუფლა რჯულის პრობლემისგან და მიგვიყვანა სულიერ კანონთან, რომელსაც ქრისტეს სიყვარული ეწოდება, რომელიც ჩვენ გულებშია. რჯული და კანონი ზეწოლას არ ახდენს, როგორც გადაუხდელი ვალი, არამედ სულიწმიდა ჩვენში სიყვარულის მამოძრავებელ ძალად იქცა, ვერავინ ვაწყენინებთ, არამედ მთელი გულით გვიყვარს ჩვენი უფალი.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, გვაპატიე, რომ არ გვაქვს საკმარისი სიყვარული და სიბრძნე, როდესაც ვეჯახებით ეკლესიების გახლეჩას! დაგვეხმარწ ავიტანოთ ძმები, რომელთაც შენ უყვარხარ, მაგრამ გარკვეული საკითხები სხვაგვარად ესმით, არა ისე, როგორც ჩვენ! შენი ჯვარი - გზამკვლევი ვარსკვლავია, შენი სული კი - ჩვენი ძალა! ამინ.

კითხვა:

  1. რა განსხვავებაა ამ ირ აზრს შორის, გარკვეული რამეების დაშვება სიყვარულის მიზნით და რჯულის შესრულება გადარჩენისთვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:37 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)