Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 076 (Paul’s Separation From Barnabas)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მეორე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 15:36 - 18:22)

1. პავლე და ბარნაბა შორდებიან (საქმეები 15:36-41)


საქმეები 15:36-41
36 რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა პავლემ ბარნაბას: "წავიდეთ და მოვინახულოთ ჩვენი ძმები იმ ქალაქებში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა; ვნახოთ, როგორ არიან”. 37 ბარნაბას მარკოზად წოდებული იოანეს წაყვანა უნდოდა. 38 პავლე კი ფიქრობდა, რომ უკეთესი იყო არ წაეყვანათ ის, ვინც პამფილიაში ჩამოშორდა მათ და თან არ წაჰყვა საქმეზე. 39 ჩამოვარდა უთანხმოება; ისე რომ, დასცილდნენ ერთმანეთს; ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და კვიპროსისკენ გასცურა. 40 ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი. 41 დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.

სადაც ღმერთის მოწოდებაა , იქ მისი ძალა , მისავე მოციქულების მეშვეობით ვლინდება. თუ მსახური უფლისგან არაა მოწოდებული, მისი საქმე მოკლებულია სიცოცხლესა და ძალას. პავლეს არ შეეძლო მშვიდად დაეძინა, იმყოფებოდა რა ამ წარმატებულ ანტიოქიის ეკლესიაში, თვალწინ ედგა ამ ეკლესიის სულიერი შვილების ხატება, რომლებიც სულიწმიდსგან იყვნენ შობილნი მისი ქადაგების მეშვეობით. ჯერ ისევ მცირენი იყვნენ რწმენაში და მტრულ გარემოში ცხოვრობნენ. ამიტომაც მოუწოდებდა პავლე ყველა ძმას, სირიის და მცირე აზიის ეკლესიების მხარდასაჭერად “ზეციური ავზები” ქვეყნიერების უდაბნოში.

პავლეს არ უთქვამს: “მე ჩემით მივდივარ”. ის ამბობდა: “წავიდეთ ერთად!” რადგან იცოდა, რომ სულიწმიდამ ის ბარნაბასთან ერატად ამოირჩია საერთო მსახურებისთვის და უხვად აკურთხა კიდეც ეს მსახურება, ძალაუფლებითა და ნაყოფებით. ბარნაბა, ამ ჯგუფში ყველაზე უფროსი იყო და მზად იყო პავლესთან ერთად წასულიყო მის მეორე მისიონერულ, არც თუ ისე მარტივ მოგზაურობაში, მასთან ერთად გრძელი გზების გასავლელად იყო მზად, ხიფათში მოხვედრისთვის, ტანჯვებისა და დევნებისთვისაც კი. ამჯერად არ იყო გამოცდადება სულიწმიდისგან, რომ ორივე მოციქული წასულიყო. ეს იდეა თავად პავლემ წარმოთქვა, რადგან ენატრებოდა ეკლესიები და სწყუროდა კვლავ შეხვედრიდა იქაურ ძმებს.

შესაძლოა, ბარნაბას სურდა თავის სამშობლოში წასვლა, კვიპროსში, როგორც წინათ, და ჩვენც ხო არაფერს ვკითხულობთ კვიპროსში დაარსებულ ეკლესიებზე. პავლეს არ სურდა “ქვიან ადგილას ეთხარა მიწა”, არამედ სურდა ნაყოფიერ მინდვრებზე ევლო. შესაძლოა ზუსტად მაგ დღეებში მოხდა სამწუხარო ამბავი, რომელზეც საუბარია გალატელთა წერილებში (გალატელთა 2:18), როდესაც პავლემ და ბარნაბამ არ ისურვეს წარმართებთან სადილი. ამის შემდეგ ორ ჯგუფს შორის განხეთქილებამ იმატა, რადგან ეს ორი მოციქული სახარების საწინააღმდეგოდ მოიქცა, რჯულის სიყვარულის გამო და კანონს მიჯაჭვული ფანატიკოსი ბრაზიანი წარმართების გამო იერუსალიმში.

საბოლოოდ, ბარნაბამ ისევ მოინდომა თამ გაეყოლა თავისი ნათესავი მარკოზი და სახარების მსახურებაში მისი განსწავლა, მაგრამ პავლემ გააპროტესტა და ორ გამოცდილ ძმას შორის უთანხმოება ჩამოვარდა. წარმართების მოციქული მარკოზში ხედავდა სუსტ ადამიანს, რომელსაც მსახურებისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო და კურთხევის გაფუჭება. ისე ეწინააღმდეგებოდა პავლე ამ აზრს, რომ ბარნაბას სიტყვები არც გაუგია, რომელიც მისთვის მამის ტოლფასი იყო ეკლესიაში. ბარნაბას სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ მარკოზთან ერთად კვიპროსისკენ გაეცურა. ამ შემთხვევაში ბარნაბა კვლავ კურთხეული რგოლი აღმოჩნდა, რომელმაც ეკლესია დააკავშირა მნიშვნელოვან ღვთის სამეფოს მსახურთან. რამდენიმე წლის წინ მან ახალმოქცეული სავლე მოციქულთა წრეში მიიყვანა, რომელთაც ეშინოდათ მისი. უფალმა მარკოზის მსახურებაშიც კურთხეული გახადა ბარნაბა, ბარნაბა თან ახლდა მარკოზს და ის ცნობილ მახარობლად იქცა. ამის შემდეგ მარკოზზე არაფერი წერია საქმეების წიგნში. თუმცა პავლე წერს თავის წერილებში, რომ რემენაში განმტკიცებული მარკოზი მიიღო თავის წრეში. სავარაუდოდ ეს ბარნაბას სიკვდილის შემდეგ მოხდა, მარკოზი კი პავლეს თამამეგზურად იქცა, შემდეგ კი პეტრესიც. სწორედ მან დაწერა მარკოზის სახარება.

ამ უთანხმოების შედეგად ორი ჯგუფი ჩამოყალიბდა. ორივე მართლები იყვნენ, და უფლის სიყვარული ვლინდებოდა მათ ურთიერთპატიებასა და კურთხევაში. პავლემ მეგზურად აირჩია მოქცეული იუდეველი იერუსალიმიდან, სახელად სილა, რადგან მოციქულთა კრებამ ის პავლეს სიტყვების მოწმედ დააყენა და წარგზავნა ის ანტიოქიაში პავლესთან ერთად, რათა მოქცეული წარმართები განესწავლა, რომლებსაც რჯულთან მიმართებაში არ გააჩნდათ საკმარისი ცოდნა. სილას ასევე რომაული მოქალაქეობა ქონდა, რომელიც ხელს უწყობდა ხმელთაშუაზღვის რეგიონებში სამოზაუროდ. ის პავლესთან ერთად, თესალონიკელთა მიმართ წერილების თანაავტორი იყო, და პავლესთან ერთად ისწავლა ტანჯვების გადატანა საპყრობილეში. ჩვენ ვკითხულობთ, რომ მოგვიანებით, შესაძლოა პავლეს საოყრობილეში ყოფნისას, პარკოზი თან ახლდა პეტრეს მის მოგზაურობებში, როდესაც ის მიტოვებულ ეკლესიებს სტუმრობდა (1პეტრე 5:12). ასევე ვკითხულობთ, რომ მარკოზი შეხვდა მათ და შეუერთდა. ეს მოვლენები გვეხმარება გავეცნოთ სულიწმიდის იდუამლ მოძრაობას, რომელიც მიმართულებას აძლევს და ზრდის ეკლესიას მთელ ქვეყანაზე.

ანტიოქიელი ძმები დიდად ზარალდებოდნენ პავლესა და ბარნაბას შორის უთანხმოებების გამო და გამუდმებით ლოცულობდნენ. გრძნობდნენ, რომ პავლე მართალი იყო, მაგრამ ბარნაბაში მამობრივ სიყვარულს ხედავდნენ. სთხოვდნენ ცოცხალ ქრისტეს, რომ ორივესთვის პატიება, ძალაუფლება და მსახურებისთვის ძალა მიეცა, რომ უფლის კურთხევა ორივე მათგანში გამოჩენილიყო. არ ვკითხულობთ, რომ ხუცესებმა მათ ხელები დაასხეს, ამ ჯერად თავისით წავიდნენ მსახურებაზე, ცდილობდნენ რა ბოლომდე მიეყვანათ საქმე, რომელიც უფლის ძალით დაიწყო პირველ მოგზაურობაში.

პავლე მეორედ გაემგზავრა ხანგრძლივ მოგზაურობაში, ამჯერად კი არ ჰქონდა წარმოდგენა მიზანსა და შედეგებზე. უბრაოდ უნდოდა მოემახულებინა ეკლესია ჩრდილოეთ სირიაში და თორსას მიდამოებში, სადაც მისი მსახურების მეშვეობით წარმოიქმნა მრავალი ეკლესია. არ ვიცით, რომელ ცენტრებში იყო ეს ეკლესიები, ან რა ერქვა მათ, მაგრამ ვხარობთ, რომ უფალმა თავისი სახარების მანათობლები დააყენა ქალაქებში, რომლებიც სულიერ სიბნელეში და ანტიოქიასა და მცირე აზიის შორის მდებარეობდნენ.

ლოცვა: უფალო, მადლობას გიხდით, რომ შენ აპატიე ყველა დაობლებულს თავისი შეცოდებანი და განწმიდე შენი მსახურებისთვის. აგვავსე ქადაგების გადაწყვეტილებით, გაგვამყარე ბოლომდე, რომ არ ვისვენებდეთ ჩვენ ეკლესიებში, არამედ მივდიოდეთ და ვქადაგებდეთ ქვეყნიერებაზე შენ სახარებას!

კითხვა:

  1. რა გეგმითა და მიზეზით გაემგზავრა პავლე მეორე მისიონერულ მოგზაურობაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:38 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)