Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 073 (Apostolic Council at Jerusalem)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)

ბ - მოციქულთა საბჭო იერუსალიმში (საქმეები 15:1-35)


საქმეები 15:6-12
6 შეიკრიბნენ მოციქულნი და უხუცესნი ამ საკითხის გასარჩევად. 7 ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: "კაცნო, ძმანო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენ შორის, რათა წარმართებს ჩემგან მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. 8 გულთამხილველმა ღმერთმა მათაც დაუმოწმა სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ. 9 განსხვავება არ არის ჩვენსა და მათ შორის, რადგან რწმენით განწმიდა მათი გულები. 10 ახლა რაღატომ გინდათ გამოსცადოთ ღმერთი და მოწაფეებს ისეთი უღელი დაადგათ ქედზე, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ? 11 ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი”. 12 მაშინ მთელი ხალხი დადუმდა და უსმენდა ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც უამბობდნენ, რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა წარმართებს შორის, მათი მეშვეობით.

ეკლესიის წევრებთან ერათად გაერთიანებული კრების შემდეგ, დუცესებმა კიდევ ერთი კრება მოაწყეს, დახურული, ლოცვისა და რჯულის, წინასწარმეტყველების ღრმად გამოსაკვლევად, რათა ნათლად ეპოვათ პასუხი რჯულზე და სახარებაზე. ეს დახურული კრება დიდხნიანი და დამღლელი აღმოჩნდა, ძველი აღთქმის მოთხოვნებისა და ახალ აღთქმაში მადლის ნიჭების განხხვავების გამო. ვინც ვერ ამჩნევს ამ განსხვავებას, მხოლოდ ზედაპირულად კითხულობს ბიბლიას. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ამდენი განხილვის შემდეგ, პეტრემ, თამამმა და მოციქულთა შორის პირველმა, სულიწმიდით მართულმა თქვა ჩვენი რწმენის საფუძვლები. ხაზი გაუსვა იმას, რომ უფალმა პირველი ის გამოიყენა, და არა პავლე, და ყველაზე უშუალო დავალება მისცა, მისი ნება აღესრულებინა: მიეტანა სახარება წარმართებისთვის. მაშინ მრავალმა ირწმუნა, და მათი რწმენა ცრუ აღმოჩნდა - არა მხოლოდ გონებრივი თანხმობა სწავლებასთან, არამედ თავის გულითადი მიძღვნა იესოსადმი და გადარჩენა, რომელიც მან აღასრულა ჯვარზე.

იესო - ყველას გულთამხილავია, რომელიც იესოში რწმენას ადასტურებს სულიწმიდასთან ურთიერთობით. ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნე ღებულობს ღმერთისგან აშკარა მოწმობას, რომელიც ხრწნად ფურცელზე კი არა, სულიწმიდით არის დაწერილი მათ გულებზე, მათ გულებზე ვისაც უყვარს იესო, როგორც პავლე მოციქული წერდა ეფესელთა მიმართ წერილებში: “იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით”.

ორი სულიწმიდა არ არსებობს: ერთი იუდეველებისთვის, მეორე წარმართებისთვის. იუდეველებს სწამთ რა იესო, ცხოვრობენ იგივე ძალით, რომლითაც წარმართი მორწმუნეები. მორწმუნეებში არ არსებობს რასობრივი, სქესობრივი, ასაკობრივი, კულტურული და საზოგადოებრივი განსხვავება. ქრისტეში ყველა ერთია, ისევე როგორც ყველას ერთნაირი ცოდვილი ბუნება აქვს. ყოველი მორწმუნე ქრისტეს სისხლით იწმიდება და მართლდება. სულიწმიდა არ არის იმ ადამიანში, რომელიც ბოლომდე არ განიწმიდა, ვინაიდან ღვთის სული ვერ იქნება ცოდვასთან ერთად ერთ გულში. ხოლო ვინ ცხოვრობს შენში: ქრისტე თუ ბოროტი?

პეტრემ გააგრძლება ღმერთის სულის თავისუფლებაზე დამოწმება. ყველა რჯულის დამცველს ღმერთის მოწინააღმდეგე უწოდა, რომლებიც მის ნებას ეწინააღმდეგებიან. ვინაიდან წმიდამ ისურვა წარმართების რჯულის გარეშე გადარჩენა, და რომელ ქმნილებას ძალუძს ხელი შეუშალოს ღმერთის ნების შესრულებას? ღმერთის სიყვარული ჩვენ გონებას აჭარბებს.

აქედან გამომდინარე, პეტრემ რჯულს “მძიმე ტვირთი” უწოდა. იესომ კი მოგვაშორა ეს ტვირთი. მან თქვა: “მოდით ჩემთან ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ”. ვინც მოსეს კანონის შესრულებას საკუთარი ძალებით ცდილობს, ის რწმუნდება ამ კანონის შეუსრულებლობაში: “იყავით წმიდა, როგორი წმიდაც ვარ მე”. ვერავინ მიაღწევს იმ სიწმიდეს, რომელიც მას აქვს, ვინაიდან რჯული თავისი სიმძიმით აწვება ადამიანს, რომელიც ილტვის ამ სიწმიდისკენ საკუთარი ძალისხმევით. ქრისტემ სამუდამოდ გაგვანთავისუფლა ძველი რჯულის უღელისგან და თავისი საკუთარი, მსუბუქი უღელი დაგვადაო (მათე 11:30), ვინაიდან ჩვენთან ერთად ატარებს მას. ვერ ვიცხოვრებთ ღვთიური უღელის გარეშე, ვინაიდან სწორედ ეს უღელია ჩვენი ღმერთთან ურთიერთობის გამოხატვა. მასთან ახალ აღთქმაში ვართ შეერთებულები, რომელიც სწორედაც რომ ის მსუბუქი უღელია. მივდივართ იქ, სადაც მიდის ის და ვჩერდებით იქ, სადაც ჩერდება ის. მასთან ურთიერთობა გვცვლის, ვხსებით თავმდაბლები და თვინიერები, როგორც ის არის.

პეტრემ აუხსნა იერუსალიმის მეკანონეებს, რომ ვერც მათი ღვთისმოსავი მამები, ვერც თვითონ, ვერც ისინი ვერ შეასრულებდნენ რჯულს, რადგან ყველა უძლურები ვართ და არ ვიმსახურებთ მასთან ურთიერთობას. ამასთანავე საკუთარ თავზე მოწმობდა, რომ თავადაც ბოროტია, შორსაა სიკეთისგან, და ვინც ეს პრინციპი ვერ გაითავისა, ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია ქრისტე. ცალი ფეხით ჯერ ისევ ძველ რჯულშია, ხოლო მეორეთი ცდილობს ახალში შესვლას.

ასეთი აღიარების შემდეგ, პეტრე ახალი აღთქმის ყველა ჭეშმარიტების მწვერვალთან მივიდა. სულიწმიდის დახმარებით, ნათლად ამოწმებდა ქრისტეს ეკლესიის ძირითად ჭეშმარიტებაზე: არა საქმეებით, არა ლოცვებით, არა სწორი ქცევით, არა შესაწირავებით, არა წინადაცვეთით ან რიტუალებით, არამედ მხოლოდ იესო ქრისტეში წმიდა სისხლით, მისი მართებული დამოწმებით ვმართლდებით უფლის წინაშე და ვიძენთ უნარს ვქმნათ შეუძლებელი, შევიყვაროთ მტრები და უფლის მსახურებისთვის განვიწმიდოთ. უფრო მეტიც, გვჯერა რომ ბოლო დღეს არ ვიქნებით მსაჯულები ჩვენი საქმეებით, ამიტომაც არ დავიღუპებით. სრულიად ვენდობით მის მადლს. მთელი ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი დაკავშირებულია მხოლოდ მადლით პატიებასთან, გამყარებასა და სრულყოფასთან. ამიტომაც სიხარულით ვამოწმებთ: "მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ." (იოანე 1:16).

პეტრეს ასეთი დამოწმების შემდეგ, რომელიც სულიწმიდის მიერ იყო მომართული, ვერავინ ფარისეველთა ძმებიდან ვერ შეძლო მისი შეწინააღმდეგება. არავინ უნდოდა ღმერთის გამოცდა, ასევე ვერავინ გაბედა მადლის მიტოვება და კანონის მიღება, როგორც მომავალი გადარჩენის საფუძველი.

ბარნაბამ და პავლემ კვლავ დაამოწმებს უფლის გამარჯვებული მსვლელობა მცირე აზიის ქვეყნებში, და როგორი არაჩვეულებრივი სასწაულებით დაადასტურა თავისი ნება, წარმართების გადარჩენისა. პავლე თავშეკავებული იყო ამ სხდომებზე. ბარნაბას უთმობდა, ღრმად პატივდადებულს ამ მიდამოებში, რათა მას მოეყოლა ამ მისიონერუ მოგზაურობებზე. და ბარნაბამ თავისი დამოწმებით უდიდესი სიყვარულის საქმე გაწია პავლესთვის და ჩვენი ეკლესიისთვის. ერთობის ძაფებით შეკრა იუდევლური ეკლესია და პავლეს ეკლესია, რომელიც წარმართებისგან შედგებოდა.

აღმდგარ ქრისტეს მიყავდა მოციქულები თავისი სულით, ისინიც თამამად მიიწევდნენ წინ. როდესაც ვერ ახერხებდნენ რჯულის სრული გაგების და თანხმობის მიღწევას, მათი საზომი თავიანთი სინდისი და სულიწმიდაში გამოცდილება რჩებოდა. მოციქულები არ იქვავებდნენ გულს სულიწმიდის ხმასთან მიმართებაში. ახალი აღთქმას ეძლეოდნენ და სრულ ნდობას უცხადებდნენ მადლს.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტევ, მადლობას გიხდით, რომ ამ მნიშვნელოვან კრებაზე შენ მომართე მათი გულები, გაამყარე სახარების საფუძველი. დაგვეხმარე არ დავუბრუნდეთ იუდევლურ კანონებს, რათა არ ვეცადოთ საკუთარი თავების მართლებას სასამართლოს დღეს, არამედ მივუახლოვდეთ შენ მადლის ტახტს შენ სისხლზე დაიმედებით! მადლობას გიხდით, რომ შენი სული უმოწმებს ჩვენ სულს, ჩვენ ღმერთის შვილობას.

კითხვა:

  1. პეტრეს რომელი სიტყვები იქცა მისი ქადაგების თემა? რატომ მიიჩნევს ქრისტიანული ეკლესია ამ სიტყვებს გადარჩენის საფუძვლად?

შენიშვნა: პეტრეს ეს სიტყვები, მოციქულთა საქმეების წიგნის განვითარების მწვერვალია. ფაქტიბრივად მის სულიერ გულს წარმოადგენს. ყველაფერთან ერთად ეს სიტყვები ამ წიგნის შუაგულშია და მანამდე და მის შემდეგ ერთიდაიგივე რაოდენობის სიტყვები წერია. ასევე ეს პეტრეს ბოლო სიტყვებია, რომელიც ციტირებუკია საქმეების წიგნში, ამ სიტყვებით ამთავრებს თავის ქადაგებას და დასკვნას აკეთებს. ამის შემდეგ ლუკა აღარაფერს ყველა პეტრეს შესახებ, რადგანაც დაასრულა თავისი საეკლესიო მსახურება და საბოლოოდ გაამყარა მადლის სახარება, როგორ გადარჩენის ჭეშმარიტი საფუძველი.

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:36 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)