Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 109 (The choice; The flogging of Jesus; Pilate awed by Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ა - მოვლენები იესოს შეპყრობიდან მის დამარხვამდე (იოანე 18:1 – 19:42)
3. სამოქალაქო სასამართლო რომაელი მმართველების წინაშე (იოანე 18:28 – 19:16)

ბ) არჩევანი იესოსა და ბარაბას შორის (იოანე 18:39-40)


იოანე 18:39-40
39 ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექზე? გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ? 40 მაშინ კვლავ აყვირდნენ და ამბობდნენ: "ეს კი არა, ბარაბა!” ბარაბა კი ავაზაკი იყო.

პილატე სრულიად დარწმუნებული იყო იმაში, რომ იესო არ არის დამნაშავე და არანაირ საფრთხეს არ წამოადგენს. ის ისევ გავიდა იუდეველებთან, რომლებიც მის პასუხს ელოდნენ და საჯაროდ აღიარა მბრალდებელის უდანაშაულობა. ოთხივე სახარება საუბარობს იმაზე, რომ იესო უცოდველია. ვერავინ ამხელდა მას რაიმე ცდოვასა და საქციელში. მაღალი ძალაუფლების წარმომადგენელმაც კი გაამართლა ის. პილატეს ამ უცნაური ადამიანის განთავისუფლება სურდა. ამავდროულად მას უნდოდა იუდეველთათვის ესიამოვნებინა. ამიტომაც შესთავაზა მათ, რომ გაენთავისუფლებინათ იმ ტრადიციის მიხედვით, რომ აღდგომას ერთ დამნაშავეს ანთავისუფლებდნენ. პილატეს ლოგიკით, მას რომ იესო გაეშვა, მაშინ იესო დაკარგავდა პოპულარობას იმიტომ, რომ ყველა დაინახავდა, რომ მას არ შეუძლია თავისი ერის განთავისუფლება რომაული ზეგავლენისგან. თუმცა მღვდელმთავრები და ხალხი ასე არ ფიქრობდა. ისინი მეტად განრისხდნენ პილატეზე, ვინაიდან მან იესოს „იუდეველთა მეფე“ უწოდა. ისინი ელოდნენ გმირ-მხსნელს, ძალაუფლების მოყვარულ და სასტიკ მეომარს. ამიტომაც აირჩიეს მათ ბარაბა, მათ უპირატესობა ცოდვილს მიანიჭეს, ხოლო წმიდა და თვინიერი ღვთის ძე უარყვეს.

როგორ პოზიციაზე ხარ შენ? თვინიერი და განუიარაღებელი ჭეშმარიტებისკენ თუ როგორც ის მეკანონეები, ძალადობის და რელიგური მიზნებისკენ, ტყუილისკენ „ჭეშმარიტების გამო“? გამოცადე შენი თავი, ვინაიდან ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში ირჩევენ ან ღმერთს, ან ფულს, დიდებასა და ან პირად წარმატებას.


გ) იესო მბრალდებლების წინაშე (იოანე 19:1-5)


იოანე19:1-3
1 მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა. 2 ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, თან ძოწეული მოასხეს. 3 მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: "გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!” და სახეში სცემდნენ.

პილატეს იესობ გასევაბ და მისი მბრალდებლებთან გადამისამართება მოუწია. თუმცა არ გააკეთა ეს და სცადა სიმართლისგან წასვა და კომპრომისული გამოსავლის ნახვა. მან არასამრთლიანად მისცა იესოს ცემის ნება. ამ სასინელმა რომაულმა დასჯამ ძალა გამოულია იესოს. ყველა დარტყმა მას კანსი ესობოდა, ჭრიდა მის ხორცს ისე, რომ ძველბამდე ატანდა. მეომრებმა იესო უხეშად აიყვანეს, ბოძს მიაბეს, შეუხსნეს ზურგი და საშინლად ურტყამდნენ. ის აუტანე ტკივილებს იტანდა. ზოგიერთი ვერ იტანდა ამ წამებას და ცემისას კვდებოდა. ჩვენი უცოდველი უფალი ძლიერად დაშავდა სულითა და ხორცით.

შემდეგ დასცინოდნენ, აიღეს მისი განადგურებული სხეული. ისინი იუდეველ ტერორისტებთან ერთად ცხოვრობდნენ და ღამე ზედმეტ ხმაურსაც ვერ ბედავდნენ. ახლა კი მათ ხელთ გადაეცათ ვინმე „უიდეველთა მეფე“ და მათ მთელი ჯავრი იუდეველებისადმი, იესოზე იყარეს. მეომრებიდან ერთი გაიქცა, მივიდა ეკლიან ბუჩქათ, დაწნა გვირგვინი და თავზე დაადგა იესოს. ყველა ეკალი შეესო მას შუბლში და ჭრილობებიდან სისხლი წამოუვიდა. სხვებმა მოიტანეს ოფიცრების ძველი ტანისამოსი და ჩააცვეს მას. საბოლოოდ იესო მთლიანად სისხლიანი იყო. მას საშინლად ურტავდნენ მუშტებს და სცემდნენ. იუდევეთა გარდა იქ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ, მას მთელი მსოფლიო დასიცინოდა, დასცინოდნენ ღვთის კრავს.

იოანე 19:4-5
4 პილატე ხელახლა გამოვიდა გარეთ და უთხრა მათ: "აჰა, თქვენთან გამომყავს იგი, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში”. 5 მაშინ გარეთ გამოვიდა იესო, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი; პილატემ უთხრა მათ: "აჰა, ადამიანი!”

პილატემ განიხილა იესოს საქმე და ბრალი ვერ პოვა ამ პიროვნებაში. ის მესამედ გამოვიდა იუდეველთა მთავრებთან და დაამოწმა: „მე ბრალი ვპოვე ამ ადამიანში“. მას უნდოდა, რომ იესო მათთვის პირადად შეეხვედრებინა, რათა გაქარწყლებოდათ მისი დანაშაულის გრძნობა. მან გამოიყვანა იესო, რომელსაც სისხლი სდიოდა მიყენებული ჭრილობების გამო, მისი სახეც სისხლიანი იყო ეკლიანი გვირგვინის გამო. მის ნაჭრის ტიპის ხალათი ეკიდა, რომელიც გაჟღენთილი იყო სისხლით. როგორი საზარელი შესახედავია! ჩვენ წინ ღვთის კრავია, რომელმაც ჩვენი ცოდვები საკუთარ თავზე აიღო. მის დამცირებაში იყო დიდება, მის მოთმინებაში კი სიყვარული გამოვლინდა. ეკლის გვირგვინით თავზე იდგა მრავალი ხალხის წინ, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, რომლებიცდასცინოდნენ მას. ყველა მათი ბრჭყვიალა გვირგვინი, არაფერს ნიშნავდა მის სისხლიან სახესთან შედარებით, ვინაიდან ის ამ სისხლს ღვრიდა მთელი ქვყნიერების ცოდვებისთვის. და როოგრი სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო პილატე, ის აღშფოთებული იყო ამ სანახაობისგან. იესო სახეზე არ ყოფილა სიძულვილი და არც ერთ ცუდი სიტყვა არ წამოცდენია ბაგეებიდან. ის ჩუმად ლოცულობდა მამის წინაშე, აკურთხებდა რა ტავის მტრებს და იღებდა თავის თავზე სხვების ცოდვებს. პილატემ თქვა: „ეს არის ადამიანი!“ ის გრძნობდა ამ ადამიანის ძალაუფლებასა და კეთილშობილებას. ის თითქოს ამბობდა იესოზე: „ეს უნიკალური ადამიანია, ღვთის მსგავსად.მისი მოწყალება მისი სიკვდილის საათებშიც ჩანს; მისი სიწმიდე ბრწყინავს მისივე უძლური სხეულიდან. ის არ იტანჯებოდა საკუთარი საქციელების გამო, არამედ ჩემი და შენი ცოდვის გამო, მთელი კაცობრიობის გამო.


დ)პილატე შიშის ქვეშაა იესოს ღვთიური ბუნების წინ (იოანე 19:6-11)


იოანე 19:6-7
6 იესო რომ დაინახეს მღვდელმთავრებმა და მსახურებმა, აყვირდნენ: "ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!” უთხრა მათ პილატემ: "თავად წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, რადგან მე, ბრალს ვერ ვპოულობ მასში”. 7 მიუგეს იუდევლებმა: "ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულის მიხედვით ის უნდა მოკვდეს, რადგან თავს ღმერთის ძეს უწოდებს”.

ტანჯვა და დაცინვა დიდხანს გრძელდებოდა. მმართველთა კარიბჭეებთან მრავალი ხალხი შეიკრიბა. მხვდელმთავრებს, უხუცესებსა და ტაძრის მსახურებს არ სურდათ დათმობაზე წასვლა, არამედ ყვიროდნენ და იესოსს იკვდილს ითხოვდნენ. ისინიც კი, ვინც აქამდე უფრო რბილად უყურებდა ამ საკითხს, ახლა ისინიც ხედადვნენ, რომ ღმერთმა იესო დატოვა. იესომ ვერ მოახდინა სასწაული და ვერ გაინთავისუფლა თავი, არამედ ითმენდა ტანჯვებს. იესოს სიკვდილის მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, ყველა ელოდა პილატესგან განაჩენს, იესოს უმაღლესი სახით დასჯას.

იმ დღეებში პილატე განსაკუთრებულად არიდებდა თავს ნებისმიერი სახის მღელვარებას, რადგან არ სურდა ვინმე უკანონოდ მოეკლა. მან უთხრა იუდეველებს: „წაიყვანეთ და გააკარით, მე წინააღდმეგი არ ვარ, მაგრამ პირადა მე მას უდანაშაულოდ ვცნობ“. ამ სიტყვებით პილატემ საკუთარი თავი განსაჯა, მას ხომ არ ჰქონდა უფლება უდანაშაულო ადამიანის საცემად განწირვის. იუდეველბმა იცოდნენ, რომ რომაული კანონი უკრძალავდა მათ, თავიანთი ნებით მოეკლათ ვინმე, და მათ, რომ საკუთარი ნებით ჩაეტარებინათ იესოს სასამართლო, მაშინ პილატეს ამის გამო შეუძლია მათი მწარედ დასჯა. იუდევლურ კანონში არ ჰქონდა ადგილი ჯვარზე გაკვრას, მასში განიხილებოდა ქვებით ჩაქოლვა. იესომ ამ შემთხვევაში იმსახურებდა ქვებით ჩაქოლვას.

იუდეველმა მათავრებმა იცოდნენ, რომ იესო მართლაც ღმერთის ძე იყო და რომ თაყვანი უდა ეცათ მისთვის. ჯვარზე გაკვრას უნდა „დაემტკიცებინა“, რომ იესო ღმერთისგან არაა, რადგანაც ბევრ ტანჯვებს იტანდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მისი სიკვდილით გამართლდებოდნენ, მაგრამ ეს ისე კი არ ესმოდათ, რომ გამოსყიდულები იქნებოდნენ მისი სისხლით, არამედ დაბრკოლების გარეშე გაანადგურებდნენ მას ღმერთის თანხმობით.

ლოცვა: უფალო იესი, მადლობას გიხდით შენი ტკივილებისა და ტანჯვებისთვის. იმისთვის, რომ სასჯელი შენ თავზე აიღე ჩვენი ცოდვების გამო! შენი მოთმინებისთვის გადიდებთ, შენი სიყვარულისთვის და დიდებულებისთვის. შენ - ჩვენი მეფე ხარ. დაგვეხმარე ვიყოთ შენი მომსმენები, გვასწავლე ვაკურთხოთ ჩვენი მრები და წყალობა ვუყოთ ჩვენ მაწყევრებს. მადლობა, რომ შენი წმიდა კარავის სისხლი გვწმედს. ღვთის ძეო, ჩვენ შენ გეკუთვნით. განგვამტკიცე შენ სიწმიდესა და წყალობაში, დაგვეხმარე ვიყოთ მადლიერები შენი ტანჯვებისთვის!

კითხვა:

  1. რას ვსწავლობთ, როდესაც ვუყურებთ იესოს, რომელიც დგას სისხლიანი, ეკლის გვირგვინით თავზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:22 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)