Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 110 (Pilate awed by Christ; Pilate's unjust sentence)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ა - მოვლენები იესოს შეპყრობიდან მის დამარხვამდე (იოანე 18:1 – 19:42)
3. სამოქალაქო სასამართლო რომაელი მმართველების წინაშე (იოანე 18:28 – 19:16)

დ) პილატე შიშშია ქრისტეს ღვთაებრიობის წინაშე (იოანე 19:6-11)


იოანე 19:8-11
8 ამ სიტყვის გაგონებამ უფრო შეაშინა პილატე. 9 კვლავ შევიდა პრეტორიუმში და ჰკითხა იესოს: "საიდან ხარ?” მაგრამ იესომ არ უპასუხა. 10 უთხრა პილატემ: "მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ მაქვს ხელმწიფება შენი ჯვარცმისა და ხელმწიფება შენი გათავისუფლებისა?” 11 მიუგო იესომ: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, ზეციდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აქვს”.

პილატე არ იყო იესოს პიროვნებაშ დარწმუნებული. პირდაპირობა, სიყვარული და იესოს სისუფთავე შეუძლებელია შეუმჩნევეი დარჩენილიყო. როდესაც მან გაიგო, რომ იესოს მხოლოდ მეფეს არ უწოდებენ, არამედ ღვთის ძეს, მას ცოტა არ იყოს შეეშინდა. მაშინდელი ბერძნების და რომაელების წარმოდგენით, ზეცაში არსებობდნენ სულები და ღმერთები, რომლებიც დროდადრო ხორცს ისხამენ და ჩამოდიან დედამიწაზე. პილატეს შიში სულ უფრო დაუფრო იზრდებოდა: „ისე, რომ იყოს და ღმერთი გამეცა, ადამიანის სხეულში?“ ცდილობდა რა დაემალა თავისი მღელვარება, პილატემ პატივისცემით ჰკითხა იესოს: „საიდან ხარ?“

იესოს არ გამოუყენებია ეს შემთხვევა, რათა სიკვდილისთვის თავი დაეღწია. ის უბრალოდ ჩუმად იდგა, და მისი სიჩუმე ყველა სიტყვაზე ხმამაღალი იყო. ღმერთი არ პასუხობს კითხვებს, რომლებიც ლოგიკურია ან ცნობისმოყვარობის გამოა დასმული, არამედ უხსნის თავის თავს მორწმუნეებს, ვინც მას ენდობა. ქრისტე არასდროს დაუშვებს, რომ ის ეშმაკეულებსა და ანგელოებთან ერთ დონეზე იდგნენ. ღმერთი სულაც არაა ასეთი, როგორსაც წარმოაჩენდნენ ბრძნები და რომაელები; ვინაიდან არაა მისი მსგავსი არავინ! იესოს სიჩუმემ პილატე განარისხა და მასში დაცინვა გამოიწვია: „აჰ, შენ ჩემთან საუბარი არ გინდა? მე კი მაქვს ძალაუფლება, გაგიშვა ან მოგკლა! შენ ჩემს განკარგულებაშ ხარ! შენი მტრები მთხოვენ, რომ ჯვარზე გაგაკრან. და მხოლოდ მე შემიძლია გიშველო ან დაგსაჯო!“

იესომ მოწყენილმა გაუღიმა პილატეს და უპასუხა. მისი სიტყვები შემდეგ აზრს გადმოსცემდნენ: „დიახ, შენ გაქვს ძალაუფლება ჩემზე. შენ ეს ჩემმა მამამ მოგცა. თავად შენი პერსონა კი არაფერს ნიშნავს. და ეს ძალიან მალე გამოჩნდება, როდესაც არასამართლიან განაჩენს გამომიტან. მთელ რომსაც არ აქვს ძალაუფლება. ჩემი ზეციერი მამაა ყოვლისშემძლე, და მე მისი მსგავსი ვარ. დედამიწაზე არ არსებობს ძალაუფლება, რომელიც მამისგან არაა“. ძალაუფლებას ადამიანი დაღუპვამდე მიჰყავს. ასე დაემართა პილატესაც.

ღმერთი ხელმძღვანელობს ისტორიას, მაგრამ ამასთანავე ის აძლევს ადამიანებს საშუალებას იგრძნონ და აიღონ პასუხსიმგებლობა. შენ იღებ შენ საქციელებზე პასუხისმგელბობას სხვა ადამიანების წინაშე. იესომ უთხრა პილატეს: „შენი ცოდვები დიდია, მაგრამ არა მხოლოდ შენ აკეთებ მას, ვინაიდან ამ ცოდვის ქსელებში ყველა ებმევა. სინამდვილეში არ გინდა ჩემი ჯვარცმა, მაგრამგანაჩენი გამოგაქ ჩემთვის კაიაფას შიშის გამო“. მღვდელმთავარმა უარესი ცოდვა ჩაიდინა, ვიდრე პილატემ, ვინაიდან მას თავისი სიძულვილის გამო უნდოდა იესოს განადგურება. და კიდევ უფრო დიდი ცოდვა იყო კაიაფასი, რომ აამაღლა იუდევლური საბჭო, არადა მას ევალებოდა დამნაშავეების შეწყალება და მათი ღმერთთან შეერთდება. მაგრამ კაიაფას, არაწმიდა სულებით შეპყრობილს, სიკვდილამდე ეზიზღებოდა იესო.


ე) პილატეს არასამართლიანი განაჩენი (იოანე 19:12-16)


იოანე 19:12
12 ამის შემდეგ, პილატე შეეცადა გაეთავისუფლებინა იგი, მაგრამ იუდევლები აყვირდნენ და ამბობდნენ: "თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ იქნები, რადგან, ყოველი, ვინც მეფეს უწოდებს თავს, კეისარს ეწინააღმდეგება”.

პილატეს უნდოდა იესოს განტავისუფლება, რადგან იესო აღიარებდა პილატეს ძალაუფლებას , მაგრამ მაინც საზღვრავდა მას საკუთარი დიდიებულებითა და კეთილშობილებით. იესო მოსამართლეების მოსამართლე იყო. მას სურდა ამ მმართველის გული მიეპყრო უფლის სიმართლისკენ იმისდამიუხედავად, რომ ის ქვეყნის სიმართლეს წარმოადგენდა.

შეამჩნიეს რა, რომ პილატეს გული შეიცვალა, მათ საუბარი პოლიტიკის კუთხით წაიყვანეს. იესოს დადანაშაულება იმაში, რომ ის თავის თავს ღმერთს უწოდებდა, უსარგებლო იყო. ამ დროს მღვდელმთავრის ბაგიდან გაისმა მუქარები მმართველის მიმსამართით: თუ ის არ გადასცემს იესოს სიკვდილით დასასჯელად, მაშინ ისინი უჩივლებდნენ მას, რომ კეისრის წინააღმდეგ მიდის. გამონათქვამი „კეისრის მეგობარი“ იმ დროში ნიშნავდა „იმპერატორის რჩეული“. ასეთი პრივილეგია ჰქონდათ მის პირადად წარგზავნილებსა და ნათესავებს. ასეთივე პრივილეგიით სარგებლობდა პილატე, მისი ცოლი კი, კეისრის ერთ-ერთი ქალიშვილი იყო. იუდევლურ მთავრებს, რომ შეეტყობინებინათ კეისრისთვის, პილატემ „იუდეველთა მეფე“ არ დასაჯა სიკვდილით, შესაძლოა მათ ეფიქრათ, რომ პილატემ გარშემო კეისრის მტრები შემოიკრიბა. ის კი არ იყო მზად, რომ იესოს გამო თავისი ადგილით ემსხვერპლა, თუნდაც ის ბოლომდე მართალი ყოფილიყო. პილატესთვის მნიშვნელობანი იყო შეენარჩუნებინა საკუთარი ადგილი. როდესაც ასეთი მოქმედებების შესახებ პილატემ გაიგო, პორმალურა დგამოიტანა იესოს სიკვდილის განაჩენი. ასევე რამდენიმე კონკრეტული მოქედებით აჩვენა ყველას, რომ ქრისტეს სისხლის დაღვრაში წილი არ მიუძღვის. თავი მოაჩვენა ყველას, როგორც სამართლიანმა მოსამართლემ, მაგრამ გულის სიღრმეში მან იცოდა, რომ მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასამართლიანი იყო.

იოანე 19:13-16ა
13 ეს სიტყვები რომ მოისმინა, პილატემ გარეთ გაიყვანა იესო; თვითონ მსაჯულის ტახტზე დაჯდა, იმ ადგილზე, ქვაფენილს რომ უწოდებდნენ, ებრაულად – გაბეთას. 14 პასექის პარასკევი იდგა, ასე მეექვსე საათი იქნებოდა; უთხრა იუდევლებს: "აჰა, თქვენი მეფე!” 15 მათ კი იყვირეს: "მოაშორე, მოაშორე, ჯვარს აცვი!” იკითხა პილატემ: "თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?” მღვდელმთავრებმა უპასუხეს: "კეისრის გარდა არა გვყავს მეფე!” 16 მაშინ გადასცა იგი ჯვარზე საცმელად და წაიყვანეს იესო.

პილატეს გულის სიღრმეში ძალიან უნდოდა იუდევლების გაბრაზება. უნდოდა მათი დაცინვა და უთხრა მათ: „თქვენ დაადანაშაულეთ იესო, საცოდავი და სისიხლიანი ადამიანი, რომელსაც მეფედ მოჰქონდა თავი! მიიღეთ მაშინ თქვენი სუსტი მეფობა! თქვენ მას ჰგავხართ! და თქვენც ისევე საცოდავები ხართ, თქვენზე დროის ხარჯვა არც ღირს!“ იუდეველბი უმალვე მიხვდნენ ამ დაცინვების აზრს - პილატემ დაამცირა ისინი და მათი ბრალდებები მათვე დაუბრუნა. მათ ერთხმად იყვირეს: „აიყვანეთ ის და წაიყვანეთ ჯვართან! დაე სირცხვილი ნახოს! ის წყეულია! ჯვარს აცვით იგი!“

ძვირფასო ძმაო, გაიგე, რომ ეს ხალხი ყველა კარგი იყო და თავის კანონთან შეფარდებით სწორად იქცეოდნენ, მაგრამ ისინი ბრმები იყვნენ და იესოში ვერ დაინახეს სიყვარული და თვინიერება, მასში ვერ დაინახეს სრული სიწმიდე. ისინი ვერ იტანდნენ მას და რაც შეიძლება მალე სურდათ მისი განადგურება. ადამიანს ვერც ღვთისმოასობა, არც ფანატიკური რწმენა და არც ეჭვიანობა ვერ დაახლოვებს ღმერთთან. მხოლო იესოსგან მოვლენილი სიყვარული გვიხელს თვალებს მის წყალობაზე და მსხვერპლზე. პილატე გახარებული იყო იმის დანახვით, თუ რამხელა ბრაზი შემოიტანა თავისი სიტყვებით იუდეველთა შორის. მან ისევ მათი მეფე უწოდა იესოს, ამითი კი მთელს ერს აღიარებინა, რომ მათ სურდათ არასამართლიანი გზით დაესაჯათ იესო. პილატე იტანჯებოდა თავისი გადაწყვეტილებით და უნდოდა გაემართლებინა ეს გადაწყვეტილება ხალხის შეძახილებით, რომლებიც ითხოვდნენ, რომ ჯვარზე გაეკრათ იგი. აქედან იმის სწავლა შეგვიძლია, რომ ერის და ხალხის ხმა არ არის უფლის ხმა, რადგანაც ხალხს ხშირად არასწორი სურვილები აქვთ. ხალხი მოძრაობს მიწიური და ქვეყნიური სურვილებით და სწორედ ამითი სარგებლობს ეშმაკი. არც დიქტატურას და არც სხვა რაიმეს არ შეუძლია იმოქმედოს უფლის სამეფოს სფეროში. მორწმუნეებმა უნდა იხელმძრვანელონ სულის მოწმობით. მღვდელმთავრები განცვიფრებულები იყვნენ პილატეს ასეთი განცხადებებით. ისინი კი ქედმაღლურად პასუხობდნენ მას: „ჩვენ არ გვყავს მეფე, კეისრის გარდა“. ეს იყო ცხადი ფარისევლობა. მათ არ უყვარდათ ჰეროდე, ვერ იტანდნენ მას და მის მმართველობას და რომმა ის, როგორც სათამაშო მარიონეტი ისე გამოიყენა. მათ ერჩივნათ კეისარი, ბერძნული კულტურის მიმდევარი, კანონებითა და წესებით მათ ქვეყანაში. ამ გზით მათ უღალატეს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მესიის-მხსნელის გამოჩენას. ისინი „სიცრუის შვილები“ იყვნენ, რომლებიც შთაგონებულები იყვნენ ასევე სიცრუის მამისგან. მხოლოდ იესო იდგა სასამართლოს წინაშე მყარად და მართლად. ის ღმერთის ხმას უგდებდა ყურს, საკუთარ სინდისს და მართალი რჩებოდა.

ბოლო და ბოლოს პილატემ, რომელსაც ამოძრავებდა საკუთარი ეგოიზმი, სიცრუე და სიძულვილი, გამოუტანა იესოს სასტიკი განაჩენი. იმ წამს თითქოს ზეცამ სუნთქვა შეიკრა, რადგანაც მთელმა ჯოჯოხეთმა გაიცინა. ღვთის ძე კი უჩუმრად იდგა, მთლიანად ენდობოდა რა მამის ნებას, რომელმაც მისცა ამ ხელისუგფალთ მისი ჯვარზე გაკვრის ნება. ამ არასამართლიანი გადაწყვეტილების ხარჯზე მოხდა შერიგება კაცობრიობასა და ღმერთს შორის, იესო ქრისტეს მეშვეობით. არაწმიდა სულებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ განაჩენის გამოტანაში, ეგონათ, რომ გაიმარჯვეს, სინამდვილეში კი აღსრულდა ღმერთის გეგმა, რომლის შესრულებასაც ვერავითარი ბოროტი ძალები ხელს ვერ შეუშლიდნენ!

ლოცვა: უფალო იესო, ვიდრიკებით შენ წინაშე. შენ ღმერთის კრავი ხარ, რომელმაც შენ თავზე აიღე ქვეყნიერების ცოდვები. მოგვეცი მოწყალება, მართალი და სუფთა გული! დაგვეხმარე, რომ არ გავაუხეშოთ ჭეშმარიტება და არ გამოვიყენოთ სხვები ჩვენი სარგებლისთვის, ჯობია წავიდეთ სიკვდილზე, ვიდრე მივეცეთ უსამართლობას!

კითხვა:

  1. რატომ გამოუტანა პილატემ იესოს სასიკვდილო განაჩენი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:23 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)