Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 021 (Cleansing of the Temple)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
გ - იესოს პირველი მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 2:13 - 4:54) -- ჭეშმარიტი თაყვანისცემა?

1. ტაძრის განწმედა (იოანე 2:13-22)


იოანე 2:13-17
13 იუდეველთა პასექი რომ მოახლოვდა, იერუსალიმში ავიდა იესო. 14 ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე ფულის გადამცვლელნი. 15 საბლისგან შოლტი გააკეთა და გამორეკა ტაძრიდან ყველა, ასევე ხარები და ცხვრები; ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა. 16 მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან; და მამაჩემის სახლს სავაჭრო სახლად ნუ გადააქცევთ“. 17 მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: „შენი სახლის შური შემჭამს მე“.

იესო მივიდა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე, სადაც ათასობით ადამიანი იკრიბებოდა წმიდა ქალაქში მსხვერპლის მისატანად. მათ სჯეროდათ, რომ საპასექო კრავის შეწირვით, ღმერთის რისხვა მათ გვერდს აუვლიდა. სისხლის დაღვრის გარეშე არ არის პატიება, და იმისთვის რომ ღმერთს თაყვანისცე, უნდა შეურიგდე მას. ამიტომაც მიიღო იესომ ნათლობაადამინთა ნაცვლად იორდანეში და იტვირთა ქვეყნიერების ცოდვები. გულის სიღრმეში მან იცოდა, რომ უფლის რისხვა უნდა აეტანა, ვინაიდან ის - ღვთის კრავია.

წმიდა ქალაქში შესვლისთანავე ის ტაძრისკენ გაეშურა. ტაძრის დიდებულებამ მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ის მხოლოდ ხალხის გადარჩენასა და შერიგებაზე ფიქრობდა. მაგრამ სათნო და მშვიდობიანი თაყვანისცემის ნაცვლად, უფალმა განსხვავებული სურათი იხილა: ყველგან ისმოდა გამყიდველების ყვირილი, ძროხებისა და ცხვრების ხმები, რომლებიც პასექის დღესასწაულისთვის დასაკლავად იყვნენ შემოყვანილნი. ფულის გადამცვლელები ეძახდნენ მომლოცველებს, რომ გადაეცვალათ ფული ადგილობრივ ვალუტაზე.

ეს აყალ-მაყალი და ხმაური ღვთის ტაძარში აშკარად მეტყველებმა იმაზე, რომ ხალხს უნდოდა გამართლება ფულადი შესაწირავებითა და მსხვერპლშეწირვით. უნახავის დანახვით შეპყრობილმა მომლოცველებმა, ვერ დაინახეს უფლის სიყვარული ტაძარში. ისინი ვერ აცნობიერებდნენ თავიანთ უსუსურებას ღმერთის წინაშე, და კვლავაც ჰქონდათ იმედი, რომ კეთილი საქმეებით მიიღებდნენ გადარჩენას.

იესოში ამან წმიდა რისხვა გამოიწვია. მოშურნეობითმა მისწრაფებამ ჭეშმარიტი თაყვანისცემისკენ, გამოიწვია მისი მოქმედება, მან ფულით მონუსხული ხალხი, მიწის ჭუჭყში გაახვია. არ რის ნათვამი, რომ იესომ რომელიმე ადამიანზე ხელი აღმართა. შოლტი მის ხელტ მხოლოდ ღვთის რისხვის გამომხატველი სიმბოლო იყო, რომელიც ყველაზე ვრცელდებოდა, ვინც არ დაემორჩილა მის დიდებას. არავითარი უღმეერთოება არაა მისაღები უფლისთვის. მას მხოლოდ მის წინაშე მიძღვნილი და ერთგული გული უნდა.

იესო იტანჯებოდა იმის გამო, რომ ხალხი უნდობლობას უცხადებდა წმიდა ღმერთს, ზედაპირულნი არიან თაყვანისცემაში, უსიხარულო და უპატივცემულონი. წყვდიადმა მოიცვა მათი გულო და გონება, იმის და მიუხედავად რომ 13 წლის უკან მათ უკვე მიეცათ ღმერთის კანონები. იესოს გულში წმიდა რისხვა დაენთო, წმიდა ეჭვიანობამ უბიძგა მას გაეწმიდა სულიერი ცხოვრების ცენტრი, იესომ ხომ იცოდა, როგორიცაა ბორთვი ისეთივეა გარსი, როგორი ლიდერებიც ყავს ერს, ისეთივეა უბრალო ადმაიანი. იესოს სურდა ხალხში რწმენა ეხილა და არა რელიგია და უნდოდა მათი გულები ჭეშმარიტი თაყვანისცემისკენ მიემართა.

იოანე 2:18-22
18 მიუგეს იუდეველებმა და უტხრეს მას: „რა ნიშნანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“ 19 მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას“. 20 უთხრეს იუდეველბმა: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“ 21 ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა. 22 როცა აღდგა მკვდრეთით, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ამას რომ ამბობდა, და ირწმუნეს დაწერილი და იესოს ნათქვამი სიტყვა.

ის რაც ტაძარში მოხდა განწმედის დროს, გამყიდველების ყვირი ვერ დარჩებოდა შეუმჩნეველი. იესოსთან მოვიდნენ მღვდელმთავრები და დაუწყეს დაკითხვა: „ვინ მოგცა ძალაუფლება ასე მოიქცე? ვინ წარმოგგზავნა? მოგვეცი გასაგები განმარტება შენი ძალაუფლების.“ ისინი არ წუხდნენ ტაძრის განწმედის გამო, რამდენადაც ხედავდნენ იესოში წმიდა რისხვას, წმიდა ეჭვიანობას უფისადმი პატივისცემით აღსავსეს და უზომო წყურვილს ხალხისთვის ჭეშმარიტი თაყვანისცემის სულის დაბრუნებას. მაგრამ მაინც მღვდელმთავრებს სურდათ გაეგოთ, რატომ და ვისი დავალებით აკეთებდა ამას იესო. ისინი მტრულად განეწყვნენ იმის მიმართ, რომ მას სურდა ცვლილებების შეტანა ტაძარში იეს, რომ მათგან ნებართვა არ აიღო.

ამავდროულად იესო მათ ინტერესებს შეეხო, ვინაიდან ისინი ამ თაყვანისცემის მეშვეობით საკუთარ სარგებელსაც ნახულობდნენ, და მათ სიამოვნებდათ მრავალი მოხმაურე ხალხის ხილვა ტაძარში, ნაცვლად ჩუმი ლოცვებისა უფლის სახის წინაშე. მომავლის განჭვრეტით, იესომ იხილა თუ როგორ დაინგრეოდა ეს ტაძარი იმის გამო, რომ თაყვანისცემა შიგნით მხოლოდ მოჩვენებითი იყო, ხოლო მორწმუნეები უპატივცემულონი იყვნენ. გადასარჩენად ხალხმა მხოლოდ დაწერილიდან ნაწყვეტები კი არ უნდა იკითხონ ან თაყვანისცემის რიტუალები ასრულონ, არამედ აღმოფხვრან საკუთარი თვალთმაქცობა და გულები შეიცვალონ. მხოლოდ ასე ღებულობს ადამიანი წეშმარიტ გადარჩენას!

ეს გადარჩენა აღსრულდა და იყო მათ შორის, იუდეველბს შორის, ვინაიდან ნამდვილი ტაძარი თავად იესო ქრისტეა, და მის სხეულშიც თავად ღმერთი ივანებდა. ამიტომაც თქვა იესომ: დაანგრიეთ ტაძარი, მოაკვდინეთ ჩემი სხეული! ჩემი ეს უფლისადმი ეჭვიანობა ხომ აუტანელია თქვენთვის! და სინამდვილეში, ერთ დღეს თქვენ დაანგრევთ ამ ტაძარს. „მე სამ დღეში აღვადგენ მას“ - თქვა იესომ, - მე მკვდრეთით აღვდგები! მართალია, თქვენ მომკლავთ, მაგრამ მე ცოცხალი ვარ იმიტომ, რომ მე ვარ სიცოცხლე და უფალი ხორცსში. თუნდაც მოვკვდე, თქვენ ვერ მომკლავთ.“ ასე, მღვდელმთავრებთან ლაპარაკისას ის იძახდა საკუთარი აღდგომის შესახებ, თავისი ძალაუფლების და შეუცვლელობის დამკტიცებით. და დღემდე იესოს აღდგომა ითვლება მის უდიდეს სასწაულად.

მღვდელმთავრების წარმომადგენლები ვერ მიხვდნენ ამ იგავს, და როდესაც შეხედეს მარმარილოს სვეტებს და მოოქროვილ ჩუქურთმებს, ჩათვალეს რომ იესომ დასცინა ტაძარს, რომლის აშენებას მეფე ჰეროდემ 46 წელიწადი მოანდომა! ისინი იესოსთან ქვებზე საუბრობდნენ, ის კი საკუთარ სხეულს გულისხმობდა. ეს საუბარი, რომელიც იესოს მსახურების დასაწყისში ითქვა, მის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული სასამართლოზე, იუდეველების საბჭოზე, სადაც არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.

ცხადია, რომ ძველი აღთქმის ხალხის უმეტესებოამ ვერ გაიგეს რას ნიშნავს ჭეშმარიტი სულით თაყვანისცემა, რაზეც იესო ლაპარაკობდა. თავად იესოს მოწაფეებსაც დიდი ხნის მანძილზე არ შეეძლოთ ჩაწვდომოდნენ ცოცხალი რწმენის არსს. მხოლოდ იესოს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ გაიგეს, რომ ღმერთის ძემ გამოისყიდა ჩვენი ცოდვები და აღდგა მკვდრეთით, რომ ის გვაერთიანებს სულიერ ტაძარში, ცოცხალი ქვების მსგავსად. სულიწმიდამ გაანათლა მოწაფეები, და მათ შეიცნეს იესოს სიტყვების არსი, ძველი წერილების შუქზე. მოწააფები გამყარდნენ რწმენაში და თავად იქცნენ წმიდა ღმერთის ტაძრად.

ლოცვა: უფალო იესო, შენ ჭეშმარიტი კარავი ხარ, ვინაიდან შენშია შესაძლებელი შევხვდეთ წმიდა ღმერთს. გვასწავლე, როგორ მოვინანიოთ და გცეთ თაყვანი, ავივსოთ შენი სისრულით, რათა ჩვენ ყველანი ვიქცეთ შენი წმიდა სულის ტაძრებად და შეგვეძლოს გაუჩერებლად მამის დიდება.

კითხვა:

  1. რატომ მივიდ იესო უპირველესყოვლისა ტაძარში და გააძევა იქიდან მოვაჭრეები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:10 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)