Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 022 (People lean towards Jesus; Need for a new birth)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
გ - იესოს პირველი მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 2:13 - 4:54) -- ჭეშმარიტი თაყვანისცემა?
2. იესოს დიალოგი ნიკოდემოსთან (იოანე 2:23 – 3:21)

ა) ხალხი იესოსკენ ილტვის (იოანე 2:23-25)


იოანე 2:23-25
23 იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა ირწმუნა მისი სახელი, როცა იხილეს მის მიერ მოხდენილი სასწაულები. 24 თვითონ იესო კი არ ანდობდა მათ თავის თავს, რადგან ყველას იცნობდა. 25 არც სჭირდებოდა ვინმეს, რომ დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო ადამიანში.

იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ბევრი ადამიანი შეიკრიბა. ისინი იხსენებდნენ სამსეხვრპლო კრავს, რისი წყალობითაც დიდი ხნის წინ, პასექის ღამეს მათმა წინაპრებმა ტავი აარიდეს ღვთის სასამართლოს. ამ დღესასწაულზე ყველა კრავის ხორცს ჭამდა, გადარჩენის სიმბოლოს ნიშნად.

და აი, იერუსალიმში თავად ღვთის კრავი მოვიდა, იესო, რომელიც დაკლული იყო სამყაროს შექმნამდე. მან უამრავი ნიშნები მოიმოქმედა, რომელშიც ჩანდა უფლის სიყვარუი და ძალა. ხალხის მასა ყურადღებით უსმენდა მას, და მისი სახელი ყველას ბაგეზე იყო. „იქნებ ის -წინასწარმეტყველია, ან იქნებ ელია, ქრისტეს წარმოადგენელი? ან იქნებ ის თავად ქრისტეა?!“ - საუბრობდა ხალხი ერთმანეთში. ბევრმა ირწმუნა, რომ იესო - ღვთისგანაა, და მასთან უნდოდათ ყოფნა.

თუმცაღა იესო ხედავდა მათ გულებს და მოწაფედ არავინ აურჩევია. მათ ვერ შეიცნეს მისი ღვთიურობა, ვერ გაიგეს, რა მიზნით მოვიდა ის. ყველა მიწიერზე ფიქრობდა, უნდოდათ რომაელების ბატონობისგან თავი დაეღწიათ, ოცნებობდნენ მაღალ წოდებებზე და მატერიალურ კეთილდღეობაზე. იესო კი იცნობდა თითოეულ მათგანს, არც ერთის გული არ იყო დაფარული მის თვალთაგან. ის ხედავდა, რომ სინამდვილეში არავინ ეძებს ღმერთს. ადამიანები მას, რომ ეძებდნენ იორდანეში მოინათლებოდნენ იოანე ნათლისმცემლის მიერ, წრფელად აღიარებდნენ და მოინანიებდნენ საკუთარ ცოდვებს.

არც შენი გულია იესოსგან დაფარული. მან იცის ყველა შენი ოცნება, ყველა ლოცვა, ყველა ცოდვა. მან იცის შენი ფიქრები, და იცის საიდან მოდის ისინი. ის ხედავს შენ მისწრაფებას სისუფთავესა და სამართლიანობისკენ. როდის დაამტვრევ შენ სიამაყეს, მოინანიებ, მობრუნდები ღმერთისკენ და აღივსები სულიწმიდით?


ბ) მაღლიდან უნდა იშვა (იოანე 3:1-3)


იოანე 3:1-3
1 იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მეფე. 2 იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის.“ 3 მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც მაღლიდან არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სამეფოს“.

იყო ხალხებს შორის ადამაინი, ვინმე ნიკოდემოსი, ვინმე ღვთის მოშიში და პატივდადებული კაცი, სამოცდაათ კაციანი იუდეველების საბჭოდან ერთ-ერთი. მას სჯეროდა, რომ იესო ღვთიური ძალით აღსავსე იყო. სრულებით შესაძლებელია, რომ მას უნდოდა ურთიერთობის აგება იუდევლურ საბჭოსა და ამ ახალ წინასწარმეტყველს შორის. მაგარმ ამავდროულად უფრთხიდა პირველ მღვდელმთავარს და მტელ ხალხს, და არც თავად იყო დარწმუნებული იმაში, რომ იცოდა ვინც იყო იესო, ამიტომაც მივიდა მასტან ღამის საათებში. ნიკოდემოსს უნდოდა გაეგო ყველაფერი თავად იესოსგან.

როდესა ის უწოდებდა მას „მასწავლებელო“, ამითი ხალხის აზრს გამოხატავდა, ვინაიდან ხალხი ესოს თორის უბრალო მასწავლებელს უწოდებდა, რომელიც მოწაფეებთან ერთად დადიოდა. ნიკოდემოსი არ უარყოფდა, რომ იესო ღვთისგან იყო, ვინაიდან ყველა მისი ნიშანი და სასწაული მოწმობდა ღვთის ძალაუფლებაზე. „ ჩვენ გვჯერა, რომ უფალი შენთანაა და ის გეხმარება შენ“, - აღიარა პატივდადებულმა ფარისეველმა. ამის უკან იმალებოდა ის კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა მას, მაგრამ რომლის დასმასაც ვერ ბედავდა: „შენ ხარ ქრისტე?“ სწორედ ეს კითხვა იყო მთავარი მიზანი მისი ღამის სტუმრობისა - გაეგო, იყო თუ არა იესო -მესია.

იესომ უპასუხა ყველა ნიკოდემოსის კითხვას, მაგრამ არ მიიღო მისი წინადადება: ნიკოდემოსი ვერ გახდა შუამავალი ხალხის მთავრებსა და იესოს შორის. იესომ დაინახა ამ ადამიანის ცოდვილი გული და იცოდა, რომ ყველა მისი სამართლიანი მცდელობებისა ის დაღუპვის გზაზე დგას. იესოს მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეეძლო მისთვის - აეხილა მისთვის თვალი და დაენახებინა, რომ მიუხედავად მისი ასეთი ღვთისმოშიშობისა, ის საერთოდ არ იცნობს ღმერთს! იესომ ნიკოდემოსს გაუხსნა მარტივი ჭეშმარიტება: „არც ერთ ადამიანს დედამიწაზე არ შეუძლია საკუთარი ძალებით შეიცნოს ღმერთი. მხოლოდ ღმერთის სულს შეუძია განაახლოს ადამიანი და მიიყვანოს ის ღვთის შემეცნებამდე!“

ამ მტკიცებულებით იესომ ყველა ადამიანს განაჩენი გამოუტანა, ვინც რელიგიური და დოქტრინალური მორწმუნე იყო, რომლებიც სიცოცხლეს მოწყვეტილები იყვნენ და მხოლოდ ცივ ლოგიკას ეყრდნობოდნენ. ვინაიდან ადამიანური გონებით შეუძლებელია შეიცნო ღმერთი და მისი სიმართლე. მხოლოდ მაღლიდან შობას შეუძლია ეს შესაძლებლად გახადოს. დავუშვათ, რომ გვაქვს რადიო მიმღები. რამდენიც არ უნდა ვაჭიროთ მის ღილაკებს, ჩვენ მაინც ვერ დავინახავთ მასზე რაიმე გამოსახულებას. ამისათვის საერთოდ სხვა მოწყობილობაა საჭირო, რომელიც შიგნიდან სრულიად განსხვავდება რადიოსგან. ასეა ღვთის სამეფოც. არა სულიერ ადამიანს არ შეუძლია დაინახოს ღმერთი თავისი ცოდვილი ბუნების ძალაში, როგორი ღვთისმოსავიც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა ეცადოს, რომ მიაღწიოს ამას საკუთარი გონებით ან ძალით. იმისათვის, რომ შეუცნო სულიერი ჭეშმარიტებები, აუცილებელია სრული გარდასახვა, ახლიდან შობა წყლისა და სულისგან!

იოანე 3:4-5
4 ეუბნება მას ნიკოდემოსი: „როგორღა შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?“ 5 მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში.“

ნიკოდემოსი გაოცებული იყო იესოს პასუხით: „როგორ შეუძლია მას განაცხადოს, რომ მე არ ვიცნობ ღმერთს?“ ამავდროულად მას არასდროს სმენია მაღლიდან შობაზე. მან ვერ გაიგო იესოს სიტყვები და დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ დაბრუნდება მოხუცი ადამიანი დედის მუცელში. ამ კითხვიდან გამოჩნდა ნიკოდემოსის არა შორსმჭვრეტელობა. ის ვერ ხვდებოდა, რომ ღმერთი - მამაა, რომ მას უნდა თავისი შვილები სულიწმიდით ქმნას. ამ უმთავრეს წეშმარიტებას ნიკოდემოსი ვერ ჩაწვდა, თავისი ღვთისმოსაობის მიუხედავად.

იესო ნიკოდემოსს სიყვარულით მოეპყრო, და როდესაც ის დათახმდა, რომ არ იცის ცათა სამეფოს და მისი გზების შესახებ არაფერი, მაშინ უფალმა აუხსნა მას თავისი სიტყვების ღრმა შინაარსი, რომ ადამიანს არ შეუძლია სასუფევლში შესვლა თუ ხელახლა არ იშვა. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ამ იესოს საფუძვლიანი სიტყვებისა, რადგანაც ჩვენი ღმერთთან ცოვრების პირობა მასშია.

რა არის მაღლიდან შობა? ეს მხოლოდ აზრი არაა, არამედ ნამდვილი დაბადება. და როგორც ფიზიკური დაბადების დროს არავის შეუძლია დაბადოს საკუთარი თავი, არამედ მშობლებისგან იბადება, ასევე სულიერი შობა არ იწყება ადამიანსგან ან მისი საქმეებისგან, არამედ ღმერთი, როგორც სულიერი მშობელი ჩუქნის მას სულიერ ცხოვრებას. მაღლიდან შობა - მადლია. ის ხარისხობრივად განსხვავდება საკუთარი ცხოვრების ბგარდაქმნისა ან საზოგადო აღზრდილობისაგან, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ადრეული ასაკიდანვე უიმედოდ გახრწნილია და არ ექვემდებარება გამოსწორებას. ხოლო, როდესაც ადამიანი სულიერად იბადება, მას ღვთიური ცხოვრება ავსებს.

როგორ ხდება ხელახლა შობა? იესომ უთხრა ნიკოდემოსს, რომ ეს “წყლისგან და სულისგან ხდება“. სიტყვა „წყლის“ ქვეშ იგულისხმება იოანეს ნათლობა და წყლის მზიდავები კანაში ქორწილის დღეს. ყველამ, ვინც იცის ძველი აღთქმა ცნობილია, რომ წყალი გამოიყენებოდა დასაბან და მოსანათლად და ეს ნიშნავდა ცოდვებისგან განბანვის სიმბოლოს. წყალზე, როცა ლაპარაკობდა, თითქოსდა იესომ ირიბად ჰკითხა ღამის სტუმარს: „რატომ არ წახვედი იოანესთან ცოდვების ასაღიარებლად და მოსანათლად, როგორც საკუთარი თავის უარყოფის ნიშნად?“ ასევე სხვა შემთხვევაზე თქვა იესომ: „თუ ვინმეს სურს მომყვეს, უარყავი საკუთარი თავი, აირე შენი ჯვარი და მომყევი“. ძვირფასო ძმაო! წრფელად აღიარე შენი ცოდვები და დაეთანხმე იმას, რომ ღმერთი შენ ცოდვას სასიკვდილოდ განსჯის, ვინაიდან შენ შეიქმენი და დგახარ დაღუპვის გზაზე.

მხოლოდ იესო არ მონათლულა წყალში ცოდვების მოსანანიებლად, ვინაიდან ის არ საჭიროებს პატიებას. ის თავად ნათლავს მონანიებულ ცოდვილებს სულიწმიდით და აძლევს მათ ახალ სიცოცხლეს მომლოდინე გულებს! ჩვენ ვიცით, რომ იესო გაეკრა, რათა გავნეწმიდეთ თავისი ძვირფასი სისხლით. სულწიმიდა ახორციელებს ამ განწმედას, და ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი პასუხობს სულიწმიდას დადებითად, ის იძენს მარადიული ცხოვრების სისავსეს, მასში სულიწმიდის ნაყოფები ჩნდება, და იესო ამართლებს მას. ეს გარდასახვა დროს საჭიროებს, როგორც პატარა სიცოცხლე ჩნდება დედის სხეულში და თანდათანობით ნვითარდება, რათა სამყაროს მოევლინოს. ასე ხდება მაღლიდან შობილი მორწმუნის ცხოვრებაშიც.

იესო ხაზს უსვამდა იმას, რომ მისი ქადაგებების მიზანი იყო ცათა სამეფო. რაში მდგომარეობს ეს სამეფო? ის პოლიტიკურ ძალაში არაა, არც ეკონომიკურ თეორიებში, არამედ მაღლიდან შობილი მორწმუნის ურთიერთობაში მამასთან, ძესთან და სულიწმიდასთან. ღვთის კურთხეული სული ივანებს მორწმუნეებში, რომლებიც მთლიანად მიეცნენ ქრისტეს. მაღლიდან შობილნი აღიარებენ, რომ ისინი ღვთისანი არიან, და ღმერთი მათი უფალია, ამიტომაც ისინი ემორჩილებიან მის სიტყვებს.

ლოცვა: უფალო იესო! მადლობას გიხდი ჩემი მაღლიდან შობისთვის შენი მადლით! შენ ამიხილე სულიერი თვალები, რათა მე ვიხილო შენი მამა და ჩვენი მამა. გამამყარე და განმამტკიცე შენ სიყვარულში. აუხილე ყველას თვალები, ვინც გეძeბენ შენ, რათა მიხვდნენ საკუთარ ცოდვებს, აღიარონ და შეიძულონ ისინი, და რომ განახლდნენ შენი სულიწმიდის ძალით, შენი ძვირფასი დაღვრილი სისხლის საფუძველზე და შემოვიდნენ შენთან მარადიულ ურთიერთობაში.

კითხვა:

  1. რა განსხვავებაა ნიკოდემოსის ღვთისმოშიშობასა და ქრისტეს მიზანს შორის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:11 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)