Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 020 (Jesus' first miracle)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ბ - ქრისტეს გადაყავს მოწაფეები, წუხილის მდგომარეობიდან საქორწილო ნადიმზე (იოანე 1:19 - 2:12)

4. იესოს პირველი სასწაული ქორწილზე კანაში (იოანე 2:1-12)


იოანე 2:1-10
1 მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში; იესოს დედაც იქ იყო. 2 იესოც და მისი მოწაფეებიც მიიწვიეს ქორწილში. 3 ღვინო რომ შემოაკლდათ, უთხრა დედამისმა იესოს: „ღვინო აღარ აქვთ“. 4 იესომ მიუგო: „რა მე და შენ დედაკაცო? ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა“. 5 უთხრა დედამისმა მსახურებს: „გააკეთეთ ყველაფერი, რააც ის გეტყვით“. 6 იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა განწმენდის წესის თანახმად, თითოში ორი თუ სამი საწყაო ჩადიოდა. 7 უთხრა მათ იესომ: „აავსეთ წყლით ეს ჭურჭლები“. მათაც პირთამდე აავსეს. 8 კვლავ უთხრა მათ: „ახლა ამოიღეთ და სუფრის გამრიგეს მიართვით!“ და მიართვეს. 9 როდესაც თამადამ ღვინოდ ქცეული წყალი გასინჯა, მან კი არ იცოდა საიდან იყო ეს ღვინო, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი, ნეფეს დაუძახა მან 10 და უთხრა: „ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“

იესო თავის მოწაფეებთან ერთად იორდანედან, სადაც მათ მოინანიეს და მოინათლნენ იონაე ნათლისმცემლის მიერ, ავიდნენ გალილეის მთის სიმაღლეებზე, სადაც მათ ელოდებოდათ საქორწილო მხიარულობა უფალთან ერთად. ამისთვის მათ არც ისე ცოტა მანძილი გამოიარეს, დაახლოებით 100 კილომეტრი, რაც სიმბოლურად ასახავს ძველი აღთქმიდან ახალში გადასვლას. ქრისტეს მორწმუნეები ხომ აღარ ცხოვრობენ უმძიმესი კანონების ქვეშ, არამედ მსვიდობასა და სიხარულში ცხოვრობენ იმიტომ, რომ ის მზის ამოსვლა მათთვის იესოო, რომელიც ამართლებს მათ.

იოანე ნათლისმცემლისგან განსხვავებით, იესო არ იყო გარიყული ადამიანებისგან, და გასაკვირია, რომ მან მოწოდების და მონანიები შემდეგ ისინი ქვეყნიურ დღესასწაულზე წაიყვანა. იესო არ უკრძალავდა თავის მიმდევრებს ღვინის სმას. ის ასწავლიდა, რომ ადამიანს არ აუწმიდურებს ის რაც მასში შედის, არამედ არაწმიდა აზრები, რომლებიც მათი გულიდან მოდის - ზუსტად ეს მოწმობს თანდაყოლილ ცოდვილობაზე. იესო არ ეწინააღმდეგებოდა ზომიერ ჭამა-სმას, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ყოველივე ამას არ აქვს აზრი იმიტომ, რომ ადამიანი სინაგანადაა ცოდვილი, და მხოლოდ ახლიდან შობა უშველის მას. ბიბლიისთვის მიუღებელია ლოთობა და ალკოჰოლი.

ასე, რომ იესო მარტო კი არა მოწაფეებთან ერთად წავიდა ქორწილში. მითუმეტეს ნათანაელი გალილეის კანადან იყო (21:2), და არც იესოს დედა იყო უცხო ნეფეს ოჯახისთვის, შესაძლოა ნათესავიც კი იყო. იოსებზე კი შემდგომში არაფერია ნახსენები, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ის გარდაიცვალა. მარია დაქვრივდა და მთელი ოჯახის პასუხისმგებლობა იესოს დააწვა, როგორც უფროსს.

ამიტომაც სთხოვა მას მარიამმა, რომ დახმარებოდა ნათესავებს, რომელთაც ღვინო დაუმთავრდათ. მაგრამ იესო ის აღარ იყო, ვინც ადრე. ნათლობამდე ის უბრალო ადამიანი იყო, ოჯახზე პასუხისმგებელი. ახლა კი, იორდანეს მდინარედან დაბრუნებული, იესო, სულიწმიდით მართულია, ის განერიდა მიწიურ პასუხისმგებლობებს და მთლიანად თავისი თავი ღმერთის მსახურებას მიუძღვნა, და მისი პირველი მოწაფეებიც გაყვნენ მას, როგორც ღვთის კრავს.

იესოს დედას სწამდა ტავისი შვილის, ყველფარის მიუხედავად, რადგან იცოდა მისი სიყვარულისა და მზრუნველობის შესახებ. სწორედ მისი რწმენით მოხდა იესოს პირველი სასწაული, იესოს შეუცვლელი სიყვარულის რწმენას მივყავართ ღმერთის ხელის ამოქმედებამდე. მარიამმა რწმენით უთხრა იმ სახლის მსახურებს, რომ გაეკეთებინათ ყველაფერი, რასაც იესო ეტყოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ იესო მათ რამენაირად დაეხმარებოდა. სიტყვები, რომლებიც მან უთხრა მსახურებს, ეკლესიის და მტლიანობაში ყველა ადამიანის დევიზი უნდა გახდეს: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით!“ (იოანე 2:5) ნეტა ყველა მორწმუნე კარგად ჩაწვდეს მარიამის ამ სიტყვებს! მას არ უთქვამს: „გააკეთეთ, როგორც მე გეტყვით“. მისი სიტყვების აზრი გასაგებია: ყველამ უსმინეთ მხოლოდ მას! იესოს სიტყვების მორჩილებთ დიდი სასწაულები ხდება.

ცნობილია, რომ უზარმაზირ წყლის გადამზიდში, რომელიც გამოიყენებოდა იუდევლური განწმედისთვის, დაახლოებით ექვსასი ლიტრი წყალი ჩადის. გამოდის, რომ სტუმრებმა, რომლებიც დაპატიჯებულები იყვნენ ქორწილში, განწმედისთვის იმდენი წყალი გამოიყენეს, რომ წყლის ავზებში წყალი აღარ დარჩა. ხოლო ქრისტე, რომ ყოფილიყო იქ, მათ მეტი განწმედა სჭირდებოდათ. ქორწილში ღვთის ძის მონაწილეობა მხოლოდ მან დაიმსახურა, ვინც მთლიანად განწმედა.

მაგრამ ახლა, იესოს მიზანი არ ყოფილა სტუმრების განწმედა, არამედ დღესასწაულის გაგრძელება. შეუწუხებელი სიმშვიდით და უდაო შემოქმედის ძალაუფლებით, მან წყალი, რომელიც განწმედისთვის იყო, ტკბილ ღვინოდ აქცია. და თუმცა არ ვიცით, როგორ მისცა ჩვენმა უფალმა ქორწილში ხალხს უხვად ღვინო, ჩვენ ვხედავთ ამაში თუ როგორ გამოისყიდა იესოს სისხლმა ყველა მორწმუნე და მისცა მათ ღვთის კრავის ქორწილში მონაწილეობის უფლება. იესომ რაღაცა მცირედი კი არ გადააქცია, არამედ იმდენი, რამდენიც მათ სულს მოესურვებოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანებს შეუძლიათ დათრობა და ზღვარს გადასვლა, რადგანაც სულიწმიდისთვის დაუშვებელია ლოთობა, - უხვი ღვინო, ქრისტეს ძალის სისავსის სიმბოლოა. ამ სისხლის წყალობით ჩვენ ყველა მივიღებთ მონაწილეობას ზეციურ მხიარულებაში, რომელსაც არ ექნება დასასრული. როდესაც ჩვენ უფლის თანაზიარნი ვართ, დიდი პატივისცემით ვღებულობთ პურსა და ღვინოს, და ამითი ვადასტურებთ, რომ ქრისტე ჩვენ შორისაა, და ვღებულობთ რა ცოდვების პატიებას, რათა ვიყოთ ქრისტეს სიხარულში.

იოანე 2:11-12
11 ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება; და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა. 12 ამის შემდეგ იესო დედამისთან, თავის ძმებთან და მოწაფეებთან ერთად კაპერნაუმში ჩავიდა, და რამდენიმე დღე იქ დარჩა.

მოწაფეები, გაოცებით აკვირდებოდნენ იმას, თუ როგორ ვლინდებოდა შემოქმედის ძლევამოსილება ქრისტეში. ისინი მიხვდნენ, რომ იესოს ჰქონდა ძალაუფლება სტიქიურ მოვლენებზე. მათ მისი დიდიება იხილეს და ირწმუნეს, რომ ის ჭეშმარიტად უფლისგან გამოგზავნილია. მოწაფეები მიენდნენ მას. იმისთვის, რომ რწმენა გაიზარდოს საჭიროა დრო, ხოლო მისი გაგებისთვის საჭიროა - სულში მოსმენა. რწმენას ისწავლი, იესოს საქმეების შემყურე და მისი სიტყვების ჩაწვდომით. ასე ვიგებთ მისი შეუდარებელი პიროვნების შესახებ.

ნათლობის მერე იესო თავს არიდებდა ოჯახს, განთავისუფლდა ყველა საზღვაო მოვალეობებისაგან და მთლიანად მიუძღვნა თავი ღვთის მსახურებას. თუმცაღა მას არ უნდოდა მკვეთრად გაეწყვიტა კავშირი დედასთან და ძმებთან, ამიტომაც რამოდენიმე ხანი ის ოჯახთან და მოწაფეებთან ერთად დადიოდა, სანამ მათი გზები არ გაიყო. კანაში მომხდარმა სასწაულმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იესოს მოწაფეებზე. შემდეგ ისინი კაპერნაუმში გაემგზავრნენ, გენესარეთის ტბის სანაპიროსთან მდებარე ცენტრალურ ქალაქში. მოწაფეები ერწმუნნენ არა მხოლოდ იესოს სასწაულებს, არამედ მის პიროვნებას, და სამუდამოდ მიეწებნენ მას.

ლოცვა: მადლობას გიხდით, უფალო იესო ქრისტე იმისთვის, რომ მოგვიწოდე საქორწილო ზეიმზე, რათა ვიყოთ სამუდამო სიხარულში შენთან! გვაპატიე ჩვენი ცოდვები, აგვავსე სულიწმიდით, რათა არ დავიმედდეთ და მივეჩვიოთ დასალევს, არამედ მოგბაძოთ შენ და ვცოვრობდეთ სიმართლეში, სისუფთავესა და ნეტარებში, როგორც თავად გაეცი შენი ცხოვრება სხვების სასიკეთოდ.

კითხვა:

  1. რატომ წაიყვანა იესომ თავისი მოწაფეები ქორწილში?

კითხვარი - 1

ძვირფასო მკითხველო,
თუ თქვენ აქ ჩამოთვლილ 24 კითხვიდაბ 20 სწორ პასუხს გამოგვიგზავნით, მაშინ ჩვენ გამოგიგზავნით მომდევნო ბროშურების სერიებს იოანეს სახარების შესასწავლად.

  1. ვინ არის იოანეს სახარების ავტორი?
  2. რა კავშირი აქვს მეოთხე სახარებას სხვა დანაჩენ სამთან?
  3. რაში მდგომარეობს იოანეს სახარების მიზანი?
  4. ვისთვის დაიწერა ეს უნიკალური სახარება?
  5. როგორ ნაწილებად შეიძლება დაიწყოს ეს სახარება?
  6. იოანეს სახარების პირველი თავის პირველ მუხლში, რომელი სიტყვა მეორდება ყველაზე ხშირად და რას ნიშნავს ის?
  7. დაასახელე ქრისტეს 6 თვისება, რომელიც იოანემ გამოყო სახარების დასაწყისში?
  8. სულიერი განსხვავებაა სულიერ სინათლესა და სიბნელეს შორის?
  9. რა იყო იოანეს მსახურების მთავარი აზრი?
  10. რა კავშირია ქრისტეს სინათლესა და ქვეყნიერების სიბნელეს შორის?
  11. რა მოსდით მათ, ვინც ქრისტეს ღებულობს?
  12. რას ნიშნავს განკაცება, ქრისტეს (ე.ი. რეინკარნაცია) ?
  13. რა არის ქრისტეს სისავსე?
  14. რომელი ახალი სწავლება მოიტანა დედამიწაზე ქრისტემ?
  15. მიზნით უსვამდნენ შეკითხვებს იოანეს, წარმოგზავნილი იუდეველები?
  16. როგორ უმზადება იოანე ნათლისმცემელი გზას იესოს?
  17. იოანე ნათლისმცემლის დამოწმების რომელმა ნაწილმა მიაღწია კულმინაციას, დელეგაციის წინაშე?
  18. რას ნიშნავს სიტყვები: „ღმერთის კრავი“! ?
  19. ატომ აქვს კონკრეტულად იესო ქრისტეს ძალაუფლება მისცეს სულიწმიდა ადამიანებს?
  20. რატომ გაყვა იესოს ის ორი მოწაფე?
  21. როგორ ქადაგებდნენ იესოს სახელს მისი პირველი მოწაფეები?
  22. აუწყებდნენ სხვებს იესოს შესახებ, მისი პირველი მოწაფეები?
  23. რა კავშირში ერთმანეთთან სიტყვები „ღმერთის ძე“ და „ ადამიანის ძე“?
  24. რატომ წაიყვანა იესომ თავისი მოწაფეები ქორწილში?

პასუხები საკუთარი სახელის მითითებით გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე:

Waters of Life,
P.O.Box 30 70
32720 Detmold
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:09 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)