Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 019 (The first six disciples)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ბ - ქრისტეს გადაყავს მოწაფეები, წუხილის მდგომარეობიდან საქორწილო ნადიმზე (იოანე 1:19 - 2:12)

3. იოანე მოუწოდებ პირველ ექვს მოწაფეს (იოანე 1:35-51)


იოანე 1:47-51
47 იესომ მისკენ მიმავალი ნათანაელი რომ დაინახა, თქვა: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა“. 48 ჰკითხა ნათანაელმა: „საიდან მიცნობ?“ მიუგო იესომ: „ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე“. 49 მიუგო ნათანაელმა: „რაბი შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა!“ 50 უთხრა იესომ: „იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტს იხილავს!“ 51 უთხრა მას: „ჭეშმარიტად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას სა ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე!“

იმის გაცნობიერებამ, რომ იესომ იცოდა მისი გული, და რომ ნახა ის მასთან შეხვედრამდე, ნათანაელი თაყვანისცემით აღივსო. ძველი აღთმის მეშვეობით ის ნამდვილ მორწმუნედ ითვლება, რადგანაც ის მივიდა იოანე ნათლისმცემელთან, აღიარა ცოდვები, მოინანია და მთელი გულით ეძებდა ცათა სასუფეველს და მის სიმართლეს. რა თქმა უნდა ნათანაელი თავისთავად არ იყო მართალი, ის იტანჯებოდა, როგორც საკუთარი ასევე თავისი ერის ცოდვების გამო. ის მთელი გულით შეღაღადებდა უფალს: „დაე მოვიდეს უფალი, და გვიხსნას ჩვენ!“

იესომ შეისმინა მისი ლოცვა და დაინახა ის, თუ როგორ ლოცულობდა დ აიდგა მუხლებზე ხეების ჩრდილქვეშ. ასეთი ძალა, რომელსაც შეუძლია დაფარული ფაქტების აღმოჩენა ადამიანის ცხოვრებაში, არის ღვთიური გამოცხადება.

იესოს ესმოდა ნათანაელის ლოცვა, თუ როგორ იდრეკდა მუხლს და ევედრებოდა ღმერთს ლეღვის ხის ქვეშ. და ახლა იესომ განუცხადა მას, რომ ხედავდა და ესმოდა მისი. მართალია, რომ ჩვენ სინამდვილეში არ ვიცით რა მოხდა ლეღვის ხის ქვეშ, მაგრამ ვხედავთ, რომ ნათანაელი მაშინვე მიხვდა რაზე იყო საუბარი. იესოს მისი დაფარული ლოცვები ესმოდა, ხოლო დაფარულის მოსმენა უბრალო ადამიანებს არ ძალუძთ, მხოლოდ ერთ ღმერთს შეუძლია.

იესომ არ უკუაგდო განადგურებული, მონანიებაში მყოფი ნათანაელი. მან გაამართლა ის და სამაგალითო მორწმუნე უწოდა იმიტომ, რომ ნათანაელი თორაში დარწმუნებული იყო, და ელოდებოდა ქრისტეს მოსვლას.

იესოს სიტყვებმა ერთხელ და სამუდამოდ დაუდო ბოლო ნათანაელის ეჭვებს. ის პატივისცემით მოიდრიკა მის წინაშე და მიმართა მას დაწერილი სიტყვებიდან, რომელიც ეკუთვნოდა მომავალ ქრისტეს: ღმერთის ძე და ისარეილის მეფევ. იმ დროში სასიკვდილოდ საშიში იყო ვინმესთვის ამ სახელების წოდება იმიტომ, რომ იუდეველთა საბჭო უარყოფდა იმ შესაძლებლობას, რომ არსებობს ღვთის ძე და ეწინააღმდეგებოდა მათ, ვინც ამ აზროვნებას ხალხში ატარებდა, ვინც აღიარებდა ღმერთს - მამად, ქრისტეს კი - ძედ. ხოლო თუ ვინმეს ისრაელის მეფეს უწოდებდი ეს ნიშნავდა იმას, რომ თავს საფრთხეში იგდებდი და ექცეოდი ჰეროდესა და მისი რომაული ძალაუფლების მეთვალყურეობის ქვეშ. ასე, რომ ნათანაელის აღიარებები მოწმობდა იმის შესახებ, რომ ძველი აღთქმის თანახმად ის - გადარჩენილი მორწმუნე იყო. ის კი არ ჩაუღრმავდა დოქტრინალურ სწავლებებს, არამედ შეიცნო წინასწარმეტყველების აღთქმების სიღრმე და მყარად ჩაეჭიდა მათ. გარდა ამისა, მას ეშინოდა უფლისა, მეტად ვიდრე ადამიანების, და პატივს მიაგებდა ჭეშმარიტებაში, როგორც მამას, იმის მიუხედავად, რომ ეს შეიძლებოდა მას სიკვდილის ფასად დაჯდომოდა.

არც ერთ მოწაფეს, რომელიც მიყვებოდა ქრისტეს, ნათანაელამდე არ უწოდებია მისთვის ასეთი სიტყვები. გასაკვირია, რომ იესომ არ უარყო ნათანაელის სიტყვები, არამედ უფრო დიდი ჭეშმარიტება გაუცხადა მას და გახსნილი ზეცა აჩვენა. იესო ყოველწუთიერად იყო უხილავი ანგელოზების გარემოცვაში, რომლებიც მისგან მაღლა ადიოდნენ მამასთან, რათა ეთქვათ მისთვის ქრისტეს სასწაულები, შემდეგ კი ბრუნდებოდნენ ძესთან უხვი კურთხევებით. ასე აღსრულდა იაკობის სიზმარი, რადგანაც ქრისტეში ივანებდა სრული კურთხევების სისავსე, როგორც პავე მოციქული წერდა: „კურთხეული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში“ (ეფესელთა 1:3). ქრისტეს მოსვის დღიდან და მისი ნათლობიდან, ზეცა შეუცვლელად გახსნილია. იქამდე კი ის დაკეტილი იყო ღმერთის რისხვის გამო, და ანგელოზები ცეცხლოვანი მახვილებით იდგნენ და იცავდნენ მათ შესასვლელთან. ახლა კი ქრისტეში, კარები ღმერთთან ღიაა!

აქ იოანე ღვთისმეტყველი პირველად იყენებს იესოს სიტყვებს „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ“, ვინაიდან მადლის ჭეშმარიტება იყო იმდენად დიდი და უცვლელი, რომ ადამიანის გონებას არ შეეძლო ამის გაგება ან ჩაწვდომა. რამდენჯერაც ჩვენ ამ სიტყვებს შევხვდებით იოანეს სახარებაში: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ“, ჩვენ უნდა გავჩერდეთ და კარგად დავფიქრდეთ, თუ რისი თქმა უნდაიესოს ჩვენთვის. ვინაიდან ამ სიტყვების შემდეგ მოდის დიადი გამოცხადებების სწავლება, რაზეც დგას ჩვენი ახალი რწმენა.

ასე, რომ იესომ თქვა გახსნილი ზეცის შესახებ და ცოტათი შეცვალა ნათანაილის მოწმობა, რათა თავად ის და ახლად გარდაქმნილი ეკლესია დევნისგან დაეცვა. მას არ უთქვამს პირდაპირ: „დიახ, მე - შეპირებული მეფე და ღმერთის ძე ვარ“, არამედ საკუტარ თავს „ადამიანის ძე“ უწოდა. და იმის მიუხედავად, რომ იესო ხშირად უწოდებდა თავს ასე, ის სამუდამოდ იყო და იქნება ღმერთის ძე, ხოლო მისი გარდასახვა - დროებითი. იესო, სხვა დანარჩენი ადამიანების მსგავსი გახდა. ეს უდიდესი სასწაულია - ღვთის ძე, გახდა ადამიანი, რათა მოკვდეს ჩვენთვის, როგორც ღმერთის კრავი!

სიტყვები „ადამიანის ძე“ ასევე გვიჩვენებს ფარულ პიროვნებაზე, დანიელის წიგნში, ვისაც ღმერთმა მისცა სასამართლო. რაღაც მომენტში ნათანაელი მიხვდა, რომ ის მხოლოდ მეფე და ღმერთის ძე არ იყო, არამედ მფლობელი და მთელი მსოფლიოს მსაჯული! თავად ღმერთი, მის წინ, ადამიანის სახით წარსდგა! ასე, რამდენიმე წუთში იესომ სკეპტიკურად განწყობილი ადმიანები აიყვანა რწმენის მწვერვალზე, რწმენა არ იყო მარტივი, იესომ ხომ ახალგაზრდა იყო, ოცდაათი წლისა, თანაც პროვინციიდან. მაგრამ მოწაფეებმა რწმენით დაინახეს მასში დაფარული დიდება. მათ იგრძნეს, რომ ზეცა მათ თავზე გახსნილი იყო!

ლოცვა: ჩვენ ვიდრიკებით შენს წინაშე ღვთის ძეო და მსოფლიოს მფლობელო! ჩვენ შენი რისხვა დავიმსახურეთ, მაგრამ გთხოვთ გვაპატიო ჩვენ და ჩვენ მეგობრებს შენი მადლითა და წყალობით. გადმოღვარე შენი კურთხევები ყველაზე, ვინც ეძებს ღმერთს, რათა მათ გცნონ შენ, შეგიყვარონ და გირწმუნონ, არასდროს გაქვავდნენ და გაუცხოვდნენ, არამედ იზრდებოდნენ შემეცნებასა და სასოებაში.

კითხვა:

  1. რა კავშირშია ერთმანეთთან სიტყვები „ღმერთის ძე“ და „ ადამიანის ძე“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:08 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)