Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 014 (Testimonies of the Baptist to Christ)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ბ - ქრისტეს გადაყავს მოწაფეები, წუხილის მდგომარეობიდან საქორწილო ნადიმზე (იოანე 1:19 - 2:12)

2. იოანე ნათლისმცემლის შთამაგონებელი ქადაგება ქრისტეზე (იოანე1:29-34)


იოანე 1:29-30
29 მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს. 30 ეს არის, ვისთვისაც ვთქვი: „ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო.

იუდეველი წარმოგზავნილები, იერუსალიმში ნათლისმცემლის დაცინვით დაბრუნდნენ. იოანე ნათლისმცემელს იმ დროს სწამდა ქრისტესი ისე, როგორც გარდამქმნელის, რომელიც მოვა და გაწმედს თავის ერს, როგორც მიწის მუშაკი ასუფთავებს მარცვლებს ბეღელში. უდაბნოში ქადაგებისას, იოანე აღწერდა ქრისტეს, რომელიც მოდის მთელი გამძვინვარებით, რომელსაც ცული აქვს აღმართული და გაანადგურებს ყველა დამპალ ხეს ადამიანებში. მას ქრისტეს მოსვლა წარმოედგინა, როგორც რისხვის დღე. და როდესაც მან გამოაცხადა, რომ „მესია უკვე ჩვენ შორის არის!“, ყველა მისი ერთგული მოწაფე შიშმა აიტანა. ყველა მათი შეცოდება ამოტივტივდა მათ თვალწინ, სინანული შეერწყა მათ წუხილს. ისინი ელოდნენ, რომ ახლა მათ ღმერთის უმოწყალო სასამართლო დაატყდებოდათ თავს.

ამის ნაცვლად კი მოდის იესო, 30 წლის ახალგაზრდა ადამიანი. მშვიდად და ჩუმად მივიდა იოანე ნათლისმცემელთან, რათა მას მოენათლა ის. როდესაც იოანემ დაინახა იესოს თავმდაბლობა, სულით ხორცამდე შეიძრა. ის განზე გადგა, დაიხარა და სთხოვა, რომ პირიქით, ის თავად მოენათლა იესოს და მიეღო ცოდვების პატიება. მაგრამ უფალი თავის აზრზე დარჩა და უნდოდა ნათლისმცემელს მოენათლა ის, რადგან სწორედ ასე იყო შესაძლებელი წეშმარიტების შესრულება.

მაშინ კი მიხვდა ნათლისმცემელი, რომ წმიდა მოდის არა იმისთვის, რომ რისხვაში გაასამართლოს და დაღუპოს ადამიანთა მოდგმა, არამედ ყველა ადამიანის ცოდვის სატვირთად - ამიტომაც ღებულობს ის ნათლობას იმის ნიშნად, რომ ღმერთი განსჯის მას ადამიანთა მოდგმის ნაცვლად. ასე, რომ ღვთის მოსვლას არ ახლდა თან რისხვა და განადგურება, პირიქით, მან პატიება და მშვიდობა მოიტანა. და ძველი აღთქმის დასასრულს მდგომ იოანეს, მიეცა შესაძლებლობა ჩაეხედა ახალი აღთქმის საწყისში, რათა დაენახა თუ როგორ უფრო და უფრო ახლოა ღმერთის სიყვარული, და ის უკვე თითქმის დაბანაკდა ღმერთის რისხვის ნაცვლად. ამ რადიკალურმა ცვლილებამ, მოახდინა სრული გადატრიალება იოანე ნათლისმცემლის აზროვნებაში.

მომდევნო დღეს, როდესაც იესო მივიდა იოანე ნათლისმცემელთან, ის მიუთითებდა იესოზე ხალხს და ამბობდა: „შეხედეთ, გაიგეთ, ეს არის ის, ვისზეც გეუბნებოდით!“ არანაირი რისხვა არ დაატყდათ იქ მყოფთ, მათ წინ საომრად მოსული ანგელოზთა ჯარი კი არ იყო, არამედ მხოლოდ ნათლისმცემლის გადამწყვეტი სიტყვები აუწყებდა მათ, რომ ეს ადამიანი არის თავად უფალი. ეს მამაცი კაცი გალილეიდან არის ადამიანთა მისწრაფება და მთელი მოსფლიოს იმედი.

ამავდროულად იოანე ნათლისმცემელი არ აძლევდა იესოზე მცდარ აზრებს საშუალებას, რომ ფესვი გაედგათ ხალხის გონებაში: მას არ სურდა, რომ ხალხს გაეგრძელებინა ფიქრი მხსნელზე ისე, როგორც პოლიტიკურ წინამძღოლზე, ცეცხლოვან რეფორმატორზე და მხედართმთავარზე. ამიტომაც იოანე ნათლისმცემელი, იესოს არასდროს იხსენიებდა, როგორც მხსნელს ან ქრისტეს, არამედ მხოლოდ, როგორც ღმერთის კრავს. ყველა მოელოდა, რომ მოევლინება ლომი იუდას ტომიდან, ძლევამოსილი და დიდებულად გამარჯვებული. მაგრამ დაინახეს თავმდაბალი და უწყინარი კრავი, გარეგნულად სხვა ადამიანთა მსგავსი.

იოანემ კი სულიწმიდით აღვსებულმა ხმამაღლა თქვა: „ ეს ადამიანი, იესო, იტვირთავს ქვეყნიერების ცოდვებს. ის - ღმერთის რჩეული კრავია. ის აღასრულებს ყველა მსხვერპლშეწირვას და რიტუალებს. მხოლოდ მას, ერთს, აქვს ძალა და ღირსება იყოს შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის, რადგან მასშია მოთავსებული ღმერთის სიყვარული, რომელსაც შეუძლია იტვირთოს ქვეყნიერების სიბოროტე. ის წმიდა და უმანკოა, და მთელი ქვეყნიერბეის ცოდვების აღების მერეც, დარჩება წმიდა“. არ იცოდა ცოდვა რა იყო, და ჩვენ გამო ცოდვად იქცა, რათა ჩვენ მასში, ღმერთის სამართლიანობად ვიქცეთ!

იოანე ნათლისმცემლის ეს დამოწმება - იოანე სახარების ერთი იმ მწვერვალთაგანი და მთელი ბიბლიის კულმინაციური წერტილია! იოანე მიხვდა, რომ იესოს დიდება, ჩვენ გამო, მის ტანჯვის მზადყოფნაშია, როგორც სამსხვერპლო კრავის. მითუმეტეს მან თქვა, რომ ის მოკვდებოდა არა მხოლოდ ძველი აღთქმის ხალხისთვის, არამედ მთელი ქვეყნიერებისთის. იესო ყველა ხალხისა და ტომის, ყველა კანის ფერის: წოთელი, შავი, თეთრი, ყვითელი, შავტუხა, გლობალურ, მსოფლიო გადარჩენას მოიტანს. გადარჩენას მიიღებენ განსწავლულები და უვიცები, მდიდრები და ღარიბები, ცნობილები და ნაკლებად ცნობილები, კეთილშობილები და მრუშნი - ყველა, ვინც იყო, არის, და ოდესღაც იქნება. იესო სიკვდილი ყველა ცოდვას გამოისყიდის: მცირე დანაშაულიდან სასტიკ ბოროტებამდე. ქრისტეთი ჩანაცვლებული მსხვერპლი არის სრულყოფილი, ის პირველი ცოდვისგანაც გვწმედს, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა. იესომ ისეთი გადარჩენა მოგვცა, რომელზე დიდიც და სრულყოფილიც აღარაფერი არსებობს!

იმის შემდეგ რაც მოვიდა ჩვენ სამყაროში, ღმერთის კრავი პირველივე დღიდან იტანჯებოდა ხალხის გაუკუღმართების გამო. ის არ უკუაგდებდა დალაქავებულ ცოდვილებს და არ უყურებდა ზემოდან ამაყებს. მას ყველა უყვარდა, ის ხალხისგან უარყოფილი ხალხიც, რომლებიც ყველაზე ბინძურებად იხსენიებოდნენ. მან იცოდა მათი ტვირთი და სიმძიმეები, ამიტომ უსიტყვოდ იტვირთა მათი პრობლემები, თავი თავის პოპულარიზების და წუწუნის გარეშე. ის მზად იყო მათთვის მომკვდარიყო.

როდესაც იოანე ნათლისმცემელმა დაამოწმა ღმერთის კრავის შესახებ, თავის მსმენელს უწყება მიუტანა იმის შესახებ, რომ ახლა ღვთის რისხვა იყო მათზე, რომელიც ერთი ადამიანი იყო, იესო ნაზარეთიდან. ის - ღმერთის მსხვერპლია, ღვთის კრავი. შესაძლებელია, იქ მყოფნი ვერ ხვდებოდნენ, როგორ უნდა ეტვირთა ერთ ადამიანის მთელი კაცობრიობის ცოდვები? და თუმცა იოანეს სიტყვები უკვე ხსნიდა იმ საიდუმლოს, რაც მოხდა, მაგრამ ისინი მაინც ვერ ხვდებოდნენ იესო ქრისტეს ჯვრის მსხვერპლის შესახებ. მათთვის უცხო იყო, რომ ღმერთის გეგმა შესრულდებოდა იესოს მეშვეობით.

იოანე თღვთისმეტყველი უკვე მესამედ იმეორებს იოანე ნათლისმცემლის მოწმობას იმის შესახებ, რომ იესოს შეეძლო ამ დიდებული გადარჩენი აღსრულება, ვინაიდან ის - არ იყო უბრალო ადამიანი, არამედ საუკუნო უფალი. ნათლისმცემელმა თქვა: „ეს ადამიან ჩემზე მეტია იმიტომ, რომ ის - უწინარეს იყო“, - ამ მის სიტყვებში ჩანს, რომ სიტყვა გახდა ხორცი, რათა მოკვდეს ჩვენ ნაცვლად და შეგვარიგოს ღმერთს.

იესო საუკუნეების საწყისიდანვე ფლობდა საოცარ დიდებულებას, მაგრამ ამ დიდების გული, მისი ძალა იყო მისი სიყვარული, რომელიც ჯვარზე გაეკრა. როდესაც იოანე ღვთისმეტყველეი წერდა: „ჩვენ ვიხილეთ მისი დიდედა“, მაშინ ის უპირველესყოვლისა ლაპარაკობდა იმ ტანჯვაზე, რომელიც მან ჯვარზე გაკვრისას დაითმინა. ამ ტანჯვებში გამოჩნდა დიდებული სიყვარული, რითიც უფალმა გაგვანთავისუფლა ჩვენ, უღირსი ცოდვილები მარადიული დაღუპვისაგან.

ლოცვა: შეგვიწყალე ჩვენ, წმიდა ღმერთის კრავო, რომელმაც იტვირთე კაცობრიობის ცოდვები. გვაპატიე ჩვენი ცოდვები, საუკუნო ღვთის ძევ, რომელიც ჩვენ უძლურებაში გამოჩნდი. ვიდრიკებით შენ წინაშე, ვინაიდან შენ შეგვიყვარე ჩვენ და შენი ჯვარზე სიკვდილით გაგვხადე სრულყოფილნი. უფალო იესო, ჩევნ გვიყვარხარ შენ. და მადლობას გიხდით, რომ მოხვედი ჩვენთან არა, როგორც მოსამართლე, არამედ როგორც ღვთის კრავი. გვჯერა შენი, და გვჯერა, რომ შენ იტვირთე ყველა ადამიანის ცოდვა ჩვენ ქვეყანაში. მოგვეცი სიბრძნე შევძლოთ ყველას მოვუყვეთ, რომ შენ გადაარჩინე ისინი. ამინ.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს სიტყვები: „ღმერთის კრავი“!?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:03 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)