Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 005 (The Baptist prepares the way of Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ა - ღმერთის სიტყვა ხორცს ისხავს იესოში (იოანე 1:1-18)

2. იოანე ნათლისმცემელი უმზადებს გზას ქრისტეს (იოანე 1:6-13)


იოანე 1:6-8
6 იყო კაცი, მოვლინებული ღმეღის მიერ, და სახელი მისი იოანე; 7 ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად ყველას ერწმუნა მისგან; 8 არ იყო ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის.

ღმერთმა გამოგზავნა იოანე ნათლისმცემელი ქვეყნიერებაზე, რათა მოეხმო ადამიანთათვის, რომ სიბნელიდან ღმერთის სინათლეში გადავიდნენ. ყველასთვის ცნობილია, რომ ყველაზე ბევრ ცოდვას ჩადიან სიბნელეში ყოფნის დროს. ხოლო ვინც აღიარებს თავის ცოდვებს და მოინანიებს მასთ, ის სიბნელიდან სინათლეში გადავა. შენ შემთხვევაში რა ხდება? გადახვედი თუ არა სინათლეში, თუ ჯერ კიდევ სიბნელეში იმალები?

იოანე ნათლისმცემელი აფრთხილებდა მათ და მიუთითებდა თავიანთი გულის მდგომარეობაზე: ისინი ყველა დამნაშავენი არიან კანონის წინაშე და საჭიროებენ გადაწყვეტილ მონანიებას და ცხოვრების შეცვლას, რათა უფლის დღეს არ დაიღუპონ. იოანე ნათლისმცემლის მოწოდებამ, უამრავი ადამიანი მოიყვანა მოძრაობაში. ადამიანები უდაბნოში მოსანანიებლად გარბოდნენ, აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს და ინათლებოდნენ იორდანეს მდინარეში. ამ ნათლობით ისინი აცხადებდნენ, რომ ცოდვისგან განიწმიდნენ, წყალში ჩაფლეს თავიანთი თავმოყვარეობა და წლიდან ამოვიდნენ ახალი ცხოვრების დასაწყებად.

თავად ღმერთმა ამოირჩია იოანე ნათლისმცემელი, გაანათლა და წარგზავნა ადამიანთა შესაგროვებლად, რათა მათ მოენანიებინათ, შეეცვალათ თავიანთი აზროვნება და მომზადებულიყვნენ ქრისტეს მოსვლისთვის.

ძველი ართქმის ხალხმა კარგად იცოდა უფლის მოსვლის შესახებ. ესაია წინასწარმეტყველმა უკვე განაცხადა: ..... (ესაია 9:2). გარდა ამისა, მან განაცხადა უფლის სახელი: “აღდექ, განათდი,(იერუსალიმო) რადგან მოაწია შენმა ნატელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე“ (ესაია 60:1). იოანე ნათლლისმცემელმა იცოდა, რომ სიტყვა სიბნელეში გაბრწყინებული სინათლის შესახებ არა მხოლოდ იუდეველებს, არამედ ფარისევლებსაც ეკუთვნოდათ. ის ახარებდა ყველა ხალხს, და წლების შემდეგაც შეხვდებოდით მის მიმდევრებს ხმელთაშუაზღვის ადგილებიდან.

ათასობით მიმდევარი ყავდა იოანეს, თუმცა ის ამოწმებდა იმის შესახებ, რომ თავად არ არის სინათლე რაზეც ლაპარაკობს, არამედ მხოლოდ ამის მაუწყებელია. ის არ ეძახდა ადამიანებს, რომ გაჰყოლოდნენ მას, არამედ ქრისტესკენ უწოდებდა მათ. სწორედ ამით განსხვავდებიან ყველა ჭეშმარიტად უფლისგან გამოგზავნილნი: ისინი მიმდევრებს თავიანთ მორჩილებას კი არ ასწავლიან, არამედ მხოლოდ - ქრისტეს. ჩვენ - არავინ ვართ, მხოლოდ ის არის - ყველაფერი ყველაფერში.

იოანეს მსახურების მიზანს არ წარმოადგენდა ქადაგება მონანიებისკენ და შემდეგ წყალში მონათვლას, არამედ მხოლოდ იესოს მსხნელად მიღება. იოანემ იცოდა, რომ ხალხი ელოდებოდა, როდის წარუდგენდა მათ თავის თავს, როგორც ქრისტე. თუმცა ის ამ ცდუნებას არ მიეცა, და განაგრძო უფლისთვის გზის მომზადება, რამეთუ იცოდა, რომ იესო თავად მონათლავდა ადამიანებს სულიწმიდით, რომლებიც ირწმუნებდნენ მას. იოანემ ასევე იცოდა, რომ ზედაპირული მონანიება და წყალში ნათლობა არ იყო საკმარისი. ყველა ადამიანი შინაგანად უნდა შეიცვალოს, საფუძვლიანად. მაგრამ ღმერთმა არ მისცა იოანეს, და არც ერთ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველს, ადამიანის გულის შეცვლის ხელმწიფება. ეს ძალაუფლება ეკუთვნის ერთადერთ ჭეშმარიტ სინათლეს, შემოქმედს, გამაცოცხლებელ სიტყვას. მხოლოდ მას აქვს ხელმწიფება ააღორძინოს ადამიანები, რომლებიც ირწმუნებენ მას და გუხსნიან მას გულებს. ასე ამზადებდა იოანე ხალხს ქრისტეს შესახვედრად, აცნობიერებდა რა, რომ მხოლოდ ამ გზით შევიდოდა ახალ სიცოცხლეში.

ვინმე, ენერგიით სავსე ფილოსოფოსი, სახელად აპოლოსი ასევე მიყვებოდა იოანე ნათლისმცემლის სწავლებებს. ის გულმოდგინეთ ქადაგებდა ქრისტეს შესახებ, მაგრამ სინამდვილეში არ იყო იმ ახალი აღთქმის შუქით შემოსილი. როდესაც მან ბოლომდე მიუძღვნა თავი ქრისტეს, ის გახდა სინათლე იესოში, და ვითარცა მნათობი სიბნელეში, ანათებდა სხვა ადამიანებს (საქმეები 18:24-28)

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, აგამაღლებთ და გემადლიერებით, რადგან შენ ხარ - სინათლე წუთისოფლის და იმედი უიმედოთათვის. შენ გაანათე ჩვენში მყოფი სიბნელე, გაგვანთავისუფლე და გვაპატიე ცოდვები. მადლობას გიხდით, რომ სინათლის შვილები გაგვხადე და დაგვიხსენი საუკუნო სიცოცხლისთვის. გთხოვ, გააცოცხლო ჩვენი ახლობლები და ნათესავები შენი მაცოცხლებელი და მანათობელი შუქით და მიეცი მათ ჭეშმარიტი მონანიება, რომ რწმენით შემოვიდნენ შენ სინათლეში.

კითხვა:

  1. რა იყო იოანეს მსახურების მთავარი აზრი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 09:56 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)