Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 004 (The word before incarnation)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ა - ღმერთის სიტყვა ხორცს ისხავს იესოში (იოანე 1:1-18)

1. დასაწყისში იყო სიტყვა (იოანე 1:1-5)


იოანე 1:5
5 სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.

ღმერთს ყოველივე ნათელი, სუფთა, გახსნილი და მშვენიერი აქვს. მის ეზოებში არაფერია გასაიდუმლოებული, იქ მხოლოდ სინათლე და პირდაპირობაა, ერთგულება და სიწმიდე. ვერავითარი უწმიდურება ვერ მიეკარება ღმერთს. ასევეა სულიწმიდა - სპეტაკი, უბოროტო და კეთილშობილი. ღმერთის შუქი არ ვლინდება სიბოროტეში, ის მხოლოდ სიკეთეშია, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე და განკურნება.

ქრისტეს შუქი არ შემოისაზღვრება ზეცით, მისი სხივები ჩვენ ბნელ სამყაროშიც შემოდის, რათა გამოსყიდვა მოხდეს. რამხელა მადლია! დღესდღეობით სიბნელეში, ქრისტემ შემოანათა - და ის არ უკუაგდებს, ვინც იღუპება, არამედ ანთავისუფლებს მათ.

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ არსებობს ბნელი სამყაროც, რომელიც სინათლის სამყაროს ებრძვის. საიდან წარმოიქმნა წყვდიადი, ჩვენ ზუსტად არ ვიცით. ეს საიდუმლო იოანე ღვთისმეტყველმა არ გაგვიმჟღავნა. მას სურდა ჩვენ სინათლე შეგვეცნო და არა წყვდიადის შესწავლაში დაგვეხარჯა დრო. ადამიანები ყველა ქმნილებასთან ერთად ამოისვარნენ ამ სიბნელეში. მთელი სამყარო სიბოროტეში წევს.

შესაძლოა, მსგავსი კითხვები გაწუხებს. თუ ქრისტემ მამასთან ერთობაში შექმნა კეთილი სამყარო, საიდანღა შემოიპარა იქ სიბნელე? თუ ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად, რატომღა ვართ მოწყვეტილნი ღმერთის დიდებას?

იოანე სახელით არ მიმართავს ამ სულს - ეშმაკს, რომელმაც გაილაშქრა ღმერთის წინააღმდეგ და შეეცადა უფლის სინათლეც მეცვა. ღმერთისგან გადგომილი, რომელიც სულ უფრო და უფრო შორდება ქრისტეს, საათობრივად ეწინააღმდეგება მას. ღმერთისგან ბოძებული სინათლის გაფლანგვით, ეშმაკი გაამაყდა და მოინდომა განდიდებული ყოფილიყო ღმერთის გარეშე, ამაღლებულიყო და გადაეჭარბებინა მისთვის. მას შემდეგ ეშმაკი სიბნელის მამა გახდა.

ძვირფასი ძმაო, რისთვის ცხოვრობ? იქნებ შენ მიატოვე ღმერთი და საკუთარ თავზე დაიმედებული იბრძვი დიდების, ცნობადობისა და ნეტარებისკენ? მაშინ შენ ბოროტის მსგავსად ირჩევ სიბნელის გზას. ვინაიდან ეშმაკი არა მხოლოდ თავად შეცდა და განუდგა ღმერთს, არამედ მილიონობით ადამიანი გაიყოლა თან. დააკვირდი ქუჩაში გამვლელ ადამიანებს. რა არის მათ თვალებში - სინათლე თუ სიბნელე? რას ამბობს მათი გული - ღმერთით ხარობს თუ ეშმაკის დარდითაა დამძიმებული?

ეშმაკი ვერ იტანს ღმერთს იმიტომ, რომ ღმერთის სინათლე ამხელს მას. მას არ უნდა, რომ სინათლემ მისი სიბოროტე გააქარწყლოს, სწორედ ამიტომ ცდილობს დაჯაბნოს ქრისტე და მისი მოწაფეები, რომლებიც სინათლეში დაიარებიან. მაგრამ ეშმაკს არ ძალუძს დაჯაბნოს ქრისტე და მისი სინათლე, ამიტომაც ფარავს თავის სახეს უძლურებაში. ის ვერ შთანთქავს შუქს! ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ღამის ცოდვებში და ქრისტეს მზეს ვერ ხედავენ, ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი ბრმები არიან და ვერ ხედავენ ღმერთის დიდებას, ან თავიანთი სახე ცოდვის გადასაფარებლით დამალეს, ვერც ხედავენ და არც ესმით. მაგრამ მზე არ საჭიროებს განმარტებას: ის უბრალოდ არის - ნათელი, თვალისმომჭრელი. ყველა ბავშვმა იცის, რომ მას სიცოცხლე მოაქვს.

თუმცაღა მრავალი ადამიანი ვერ ხვდება ქრისტეს ძალას და დიდებას, რადგან არ სურთ მისი შეცნობა. ერესით შეპყრობილები კი თვალებს ხუჭავენ, დაბრმავებულები არიან ამა ქვეყნის ბატონით, და ვერ იტანენ ღმერთის ჭეშმარიტებასა და ქრისტეს ღვთაებრიობას. ისინი იბრძვიან, რომ ქრისტეს მიმდევრები აღმოფხვრან, მაგრამ ამავდროულად არ უნდათ, რომ მათი ცოდვები გამჟღავნდეს. მათ არ სურთ სინათლისკენ სვლა, არჩევენ სიბნელეში დარჩენას. საკუთარი თავის უარყოფის და ცოდვებისგან განთავისუფლების ნაცვლად, ამოებას ეწევიან და ქრისტეს სინათლეს უგულებელყოფენ. სიბნელე ებრძვის სინათლეს, სინათლე კი გარემოიცავს მას სიყვარულით. დაპიქრდი, ვინ ხარ ახლა შენ: სინათლე ღმერთში თუ სიბნელე ბოროტებაში.

ლოცვა: უფალო, შენ - ქვეყნიერების ნათელი ხარ. ჩვენ შენ მოგყვებით და გვჯერა შენი სიყვარულის. ჩვენ აღარ დავდივართ სიბნელეში, არამედ შევიმოსეთ ცხოვრების სინათლით. მადლობას გიხდით, რომ განრისხებულმა არ მიგვატოვე, არამედ მოგვიწოდე შენ სინათლეში. შეანათე ჩვენ ირგვლის მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში, რომლებიც ვერ გხედავენ შენ იმისდამიუხედავა, რომ შენ ანათებ. წმიდაო, შეგვიწყალე და გაგვწმიდე ჩვენ.

კითხვა:

  1. რა სულიერი განსხვავებაა სულიერ სინათლესა და სიბნელეს შორის?

დიდი ნათელი იხილა სიბნელეში მოსიარულე
ხალხმა და სინათლე გამოუბრწყინდათ
ქვეყანაში მცხოვრებთ.
(ესაია 9:2)

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 09:55 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)