Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 078 (Paul’s List of the Names of the Saints in the Church of Rome)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
მესამე ნაწილის გაგრძელება - პავლეს განსაკუთრებული სათქმელი, რომის ეკლესიისთვის მის პიროვნებაზე (რომაელები 15:14 - 16:27)

4. პავლეს წმიდანების ჩამონათვილი, რომელთაც იცნობდა რომის ეკლესიაში (რომაელები 16:1-9)


რომაელთა 16:1-9
1 აჰა, წარმოგიდგენთ ჩვენს დას ფებეს, რომელიც არის კენქრელთა ეკლესიის მსახური, 2 რათა მიიღოთ იგი უფალში, როგორც წმიდანებს შეეფერება, და დაეხმაროთ ყველაფერში, რაც თქვენთან დაჭირდება, ვინაიდან ისიც ბევრის შემწე იყო და პირადად ჩემიც. 3 მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში, 4 რომელთაც თავი დასდეს ჩემი სიცოცხლისთვის და რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ყველა ეკლესია და მათი საშინაო ეკლესიაც. 5 მოიკითხეთ ჩემი საყვარელი ეპენეტოსი, რომელიც აზიაში პირველი ნაყოფია ქრისტესათვის. 6 მოიკითხეთ მარიამი, რომელმაც ბევრი იშრომა თქვენთვის. 7 მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომლებიც განთქმულნი არიან მოციქულებს შორის და ჩემზე უწინაც იყვნენ ქრისტეში. 8 მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემი საყვარელი უფალში. 9 მოიკითხეთ ურბანოსი, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეში, და ჩემი საყვარელი სტაქისი.

დრომაელთა მიმართ წერილებში პავლემ შემდეგი თემები განიხილა:

1. ქრისიტიანული რწმენის საფუძვლები
2. ღმერთის ამორჩევა
3. მორწმუნეების ცხოვრების სტილი.

თავისი წერილის ბოლოს მას უნდოდა ცოტახანი სწავლებას შეშვებოდა და ცალკეულ ადამიანებზე ელაპარაკა, რომელთაც ეკლესიაში იცნობდა. პავლე თვლიდა მათ თავისი სწავლების პრაქტიკულ მტკიცებულებად, თავისი წერილის განხორციელებას, ადამიანები რომლებიც ამზადებდნენ ეკლესიას, პავლეს სტუმრობისა და სწავლებისთვის. წარმართთა მოციქული რომში უცხო არ იყო, არამედ ის იცნობდა ზოგიერთ წმინდანს, რომლებსაც სხვა ძმებიც იცნობდნენ. ყველანი ისნი ქრისტეში განმტკიცებულები იყვნენ, როგორც ცოცხალი ქვები სულიწმიდის ტაძარში, ქალაქში, რომელიც იმ დროს რომაული სახელმწიფოს დედაქალაქი იყო.

გასაკვირია, რომ პავლე იწყებს წმინდანი ქალების სახელის ჩამოთვლას, მან დაასახელა ფებე, რომელსაც მან უწოდა ,,ჩვენი და“ ქრისტეში. ის იყო ღვთისმოსავი ქრისტიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ეკლესიაში მსახურებას მიუძღვნა, ემსახურებოდა ღარიბებსა და ავადმყოფებს; ის იყო აღიარებული მსახური კენქრელთა ეკლესიაში, კორინთოს აღმოსავლეთ ქალაქში საბერძნეთში. როგორც ჩანს ის იყო იურიდიულისა და საზღვრის საქმეების მცოდნე, მით უფრო იცოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებები და ასევე განტავისუფლებული მონების შესახებ. ის დაეხმარა პავლეს და მის მეგზურებს მოგზაურობაში და როგორც ჩანს მზად იყო დახმარებოდა მას რომშიც, თუ იქ ჩასვლის თანავე პრობლემებს წააწყდებოდა. პავლე სთხოვდა ეკლესიის ხელმძღვანელებს ნებისმიერი დახმარება გაეწიათ მისთვის და მიეღოთ ის თავიანთ ეკლესიაში, როგორც წმინდანი. ისიც კია შესაძლებელი, რომ მან თავად მიიტანა ეს წერილი (რომაელთა მიმართ წერილი) პავლესგან რომის ეკლესიაში. ფებე იყო ძლიერი პიროვნება, რომელიც იმ დროისთვის უახლოეს დასავლეთში ქრისტიანებს შორის.

ფებეს შემდგომ პავლე ახსენებს პრისკილას და მის ქმარ აკილას, რომელთაც მისცეს პავლეს საცხოვრებელი და სამუშაო ეფესოში (საქმეები 18:2-26). და უფრო ზუსტად აუხსნეს მჭერმეტყველ მქადაგებელ აპოლოს სახარებისეული სწავლებები. საინტერესოა, რომ პავლემ ჯერ ქალის სახელი ახსენა შემდეგ კი მამაკაცის. მათ ორივეს შეეძლოთ სიცოცხლე დაეკარგათ იმისთვის, რომ პავლეს სიცოცხლე გადაერჩინათ და ყველა მორწმუნე მცირე აზიაში იყო მადლიერი მათი ასეთი გულმოდგინე მსახურებისთვის. როგორც ჩანს ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ რომში და გახსნენს საკუთარი სახლის კარები ეკლესიური მსახურებებისთვის. და ახლა პავლე ესალმებოდა ამ საშინაო ეკლესიის წევრებს რომლებიც იყვნენ მისი სწავლების მოწმეები ღმერთის მადლის შესახებ.

შემდგომ წმინდანთა სიაში ეპენეტოსი, რომელსაც პავლე ეძახდა ,,ჩემი საყვარელი“. ეპენეტოსი იყო პირველი მოქცეული ქრისტიანი აზიაში და მორწმუნეები თვლიდნენ მას შემაერთებელ რგოლად ქრისტესთან. მოგვიანებით ის გადავიდა რომის დედაქალაქში, რათა იქ დაესრულებინა თავისი გზა იესოს კვალდაკვალ.

ეპენეტოსის შემდეგ პავლე ახსენებს მარიამს, რომელიც ერთგულად და დაუღლელად შრომობდა რომაულ ეკლესიებში. შესაძლოა ის ადრე ეხმარებოდა პავლეს და მის გუნდს საბერძნეთსა და ანატოლიში. პავლე ამოწმებდა მისი მუდმივი შეურყეველი მსახურების შესახებ ქრისტეს მორწმუნეებთან.

შემდგომ პავლე ახსენებს ანდრონიკესა და იუნიას იუდევლური წარმომავლობის მორწმუნეებს, რომლებიც რომში ცხოვრობდნენ და ასევე პავლეს მსგავსად ბენიამინის ტომიდან იყვნენ. ისინი იყვნენ იმ ჭეშმარიტების მოწმეები, რომ პავლე - იაკობის შთამომავლობიდან ერთ-ერთია და იმყოფებოდნენ რომაულ საპყრობილეში და იზიარებდნენ მასთან ერთად მის ტანჯვას ზრისტეს გამო. გასაკვრია, რომ მათ ირწმუნეს ქრისტე პავლემდე და იერუსალიმის ეკლესიის წევრებად იქცნენ. და სხვა მოციქულებიც ექცეოდნენ მათ პატივისცემით.

შემდგომ სამი ადამიანი პავლეს ჩამონათვალში: ამპლიასი, ურბანოსი და სტაქისი - უბრალოდ არაჩვეულებრივები იყვნენ. ამპლიასი და სტაქისი ჯერ კიდევ მონები იყვნენ. ამპლიასს პავლემ უწოდა ,,ღმერთის მოყვარული“ საიდანაც შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ადამიანებისგან უკუგდებულმა მიაღწია დიდებულ პატივს, როდესაც სულით მიემაგრა ქრისტეს სულიერ სხეულს. პავლემ სტაქისს საყვარელი უწოდა, ომელიც ასევე იყო მადლიერების ღირსი. ურბანოსი კი რომაელებისთვის პატივდებული ადამიანი იყო და დიდხნიანი თანამშრომლობა ჰქონდა პავლესთან ამიტომაც პავლე თვლიდა მას თავის პარტნიორად მსახურებაში და დამხმარედ ქრისტეში. მას იცნობდნენ რომის ყველა ეკლესიაში.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რომის ეკლესიამ თავიდანვე გააერთიანა თავისუფლები და მონები. და ყველანი შეადგენდნენ ქრისტეში სულიერ ერთობას. ამგვარად გასაგებია, რომ სულიწმიდა მნიშვნელობას არ ანიჭებს რასობრივ და სოციალურ განსხვავებას. მისთვის არ არსებობს განსხვავება ქალსა და კაცს შორი, თავისუფალსა და მონას შორის, მდიდარსა და ღარიბს შორის, იუდევლებსა და წარმართებს შორის, ვინაიდან ქრისტეში ყველა თანასწორია და შეადგენენ სულიერ ერთობას ქრისტეში.

ლოცვა: ზეციერო მამაო, რომელიც ხარ ცათა შინა, ჩვენ აგამაღლებთ შენ, რადგან შენ იესო ქრისტეში და მისი სულის ხელმძღვანელობით დაარსე საშინაო ეკლესიები რომშ და ჩვენ ვხარობთ იმითი, რომ ამ შენი ძის ეკლესიებში შეგროვდნენ თავისუფლები და მონები, ქალები და კაცები, მდიდრები და ღარიბები, იუდეველები და წარმართები. და ყველამ მიიღო ქრისტეს ერთობის კურთხეული სული.

კითხვა:

  1. რას გეუბნებათ თქვენ რომის ეკლესიის წევრების სახელები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:45 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)