Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 079 (The Continuation of Paul’s List of the Saints)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
მესამე ნაწილის გაგრძელება - პავლეს განსაკუთრებული სათქმელი, რომის ეკლესიისთვის მის პიროვნებაზე (რომაელები 15:14 - 16:27)

5. პავლე ამთავრებს წმიდანების სახელების ჩამოთვლას, რომლებსაც იცმობდა რომის ეკლესიაში (რომაელები 16:10-16)


რომაელთა 16:10-16
10 მოიკითხეთ ქრისტეში გამოცდილი აპელესი. მოიკითხეთ არისტობულეს სახლეული. 11 მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი; მოიკითხეთ ნარკისუსის სახლეულნი, უფალში მყოფნი. 12 მოიკითხეთ უფალში მშრომელები, ტრიფენა და ტრიფოსასი. მოიკითხეთ საყვარელი პერსიდა, რომელმაც ბევრი იშრომა უფალში. 13 მოიკითხეთ უფალში რჩეული რუფუსი და დედა მისი და ჩემი. 14 მოიკითხეთ ასვინკრიტესი, ფლეგონი, ერმესი, პატრობასი, ჰერმასი, და მათთან მყოფი ძმები. 15 მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნირეასი და მისი და, ოლიმპასი და მათთან მყოფი ყველა წმიდა. 16 მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ქრისტეს ყველა ეკლესია.

პავლემ აუწყა რომლის ეკლესიას მათი წევრების სახელები, რომლებსაც კარგად იცნობდა და რომელთაც იცოდნენ პავლეს სწავლე და ცხოვრების წესი. მათი სახელების ჩამითვლით პავლეს სურდა ეუწყებინა რომის ეკლესიისთვის, რომ ის უცხო არაა რომში და რომ მისი თანამსახურები მასთან ერთად შრომობენ ეკლესიაში, იცნობენ რა ყველას და ღებულობენ.

აპელესისს ერქვა ბერძენი მხატვრის სახელი. ის დიდიხნის მორწმუნე იყო რომის ეკლესიისა და ერთგული რჩებოდა მიუხედავად ტანჯვებისა და ბრძოლისა. ხოლო ძმები არისტობულეს სახლიდან იყვნენ განთავისუფლებული მონები, რომელთაც პავლე პირადად არ იცნობდა და უწოდა მათ ძმები მამის, ძისა და სულიწმიდის რწმენის გამო, ვინაიდან მაღალმა ღმერთმა იშვილა ისინი და მისცა მათ ახალი ცხოვრება.

იროდიონი იყო მორწმუნე იუდევლური წარმავლობის, რომელიც ცდილობდა მოსეს რჯულიდ დაცვას და ამავდროულად ქრისტეს მიყოლას. ის ახლოს იყო პავლესთამ შთამავლობით.

რაც შეეხება ნარკისუსის სახლეულს, პავლე მათ სახელებით არ იცნობდა, უბრალოდ ისინი გახდნენ გადარჩენილი ქრისტიანები, რომლებიც იესო ქრისტეს ეკუთვნიან, ასევე ისინი ცხოვრობდნენ გახსნილად და საუბრობდნენ სულიერ გამოცდილებაზე. ტრიფენა და ტრიფოსა დები იყვნენ, რომლებიც ცნობილები იყვნენ თავისი ღმერთის მიმართ გულმხურვალე მსახურებით პერსიდა კი იყო უფლის მესამე მსახური, რომელსაც პავლე საგვარელ მსახურს უწოდებდა სულიერი გაგებით იმიტომ, რომ მას არა მარტო სწამდა, არამედ იქცეოდა კიდევაც რწმენის შესაბამისად და დაუღლელად შრომობდა უფალში.

პავლემ რუფუსს განსაკუთრებული დახასიათება მისცა: “უფალში რჩეული”. ცხადია, რომ ის იყო სიმონ კვირინელის რჩეული შვილი, რომელსაც იესოს ჯვარი მიჰქონდა (მარკოზი 15:21). შესაძლებელია სიმონის ცოლი (რუფუსის დედა) ემსახურებიდა პავლეს აღმოსავლეთში, რადგან პავლე მოწმობდა, რომ ეს ქალი ემსახურებოდა მას ღვიძლი დედასავით.

პავლემ მოკითხვები გადასცა მორწმუნეთა სხვა ჯგუფებსაც, ჩამოთვალა მათი სახელებიც, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი იყო ეკლესიაში ცოდნოდათ, რომ პავლე იცნობდა მათ .ასვინკრიტესი, ფლეგონი, ერმესი, პატრობასი, ჰერმასი, და მათთან მყოფი ძმები, რომლებიც პირველ ჯგუფს წარმოადგენენ. მეორე ჯგუფი კი შედგებოდა ფილოლოგოსისა და იულიასგან, ნირეასი და მისი და, ოლიმპასი და მათთან მყოფი ყველა წმიდა. ისინი ეკლესიის წევრები იყვნენ და სულიწმიდის ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფებოდნენ და მოჰქონდათ სულის ნაყოფები, რის გამოც პავლე მათ წმიდებს უწოდებდა. მათ მიიღეს მხსნელი, როგორც საკუთარი უფალი, სულიწმიდის ძალა და საუკუნო სიცოცხლე.

დაასრულა რა რომში მსახურების ჩამოთვლა, პავლემ მოუწოდა მათ ერთმანეთს წმიდა ამბორით მისალმებოდნენ, მათი წმიდა ძმობის ნიშნად ქრისტეში. ასევე პავლე მიესალმა ყველა რომის ეკლესიას ახლო აღმოსავლეთის ეკლესიების სახელით, როგორც მათი წარმადგენელი.

რომ გადავხედოთ ამ სიას, რომელშიც 25 ადამიანის სახელია, ცხადი გახდება, რომ მაშინ ეკლესიაში დიდი ქვები კი არ იგულისხმებოდა, არამედ ადამინთა შესაკრებელები, რომლებიც პატარა ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი სახლებისა. პავლე მათ სულიწმიდის ერთ ტაძრად თვლიდა რომში. ისინი ჩამოვიდნენ დედაქალაქიდან რომში სხვადასხვა ადგილებიდან და შექმნეს აქ საერთაშორისო ეკლესია მრავალი ენითა და ტრადიციებით. თუმცა ისინი ერთად და ერთი ბაგით აღიარებდნენ იესო ქრისტეს, ამოწმებდნენ მისი წმიდა სისხლის შესახებ და იმ მათთვის მინიჭებულ სამართლიანობაზე. შესაძლოა აქ რამდენიმე მოწამუს სახელს, რომლებიც ნეროსი დროს იყვნენ. იმ დროს ქრისტიანებს აწამებდნენ და დევნიდნენ, ქრისტეს რწმენის გამო, ცოცხლად წვავდნენ და ატყავებდნენ.

ლოცვა: წმიდაო ღმერთო, გემადლიერებით, რომ სულიწმიდის ხელმძღვანელობით რომში შეკრიბე სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მორწმუნეები და გახადე ქრისტეს ეკლესიად! და ის გახდა ახალი ქმნილების სახე, რადგან მასში სამუდამო სიცოცხლე იყო. ასევე მოგვეცი ძალა, რომ არ ვიზარმაცოთ, არამედ ვეძიოთ და მივიღოთ ყველა, მამის, ძისა და სულიწმიდის მოყვარული!

კითხვა:

  1. რას ვიგებთ იმ სახელების წყალობით, რომლებიც ქრისტემ ჩამოთვალა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:47 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)