Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 038 (The Law Prompts the Sinner to Sin)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 4 - ღმერთის ძალა გვანთავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან (რომაელები 6:1 - 8:27)

4. რჯული ცოდვილს ცოდვისკენ უბიძგებს (რომაელები 7:7-13)


რომაელთა 7:7-8
7 მაშ, რაღა ვთქვათ, ნუთუ ცოდვაა რჯული? არამც და არამც! ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეშვეობით, რადგან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: "არ ისურვო!” 8 ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი; რადგან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია.

პავლეს სულში ესმოდა თუ როგორ შეეწინააღმდეგებოდნენ მას: ,,თუ შენ გაგვანთავისუფლე დიდებული და წმიდა გამოცხადებისგან, ნუთუ შენ რჯულს არასრულყოფილად, უძლურად და მცდარად თვლი?“ პავლემ ეს ყველა პრეტენზია ერთ კითხვაში გამოხატა: ,,ნუთუ რმერთის რჯული ცოდვაა?“ და თვითონვე უპასუხა მან ამ კითხვას: ,,მე ასეთი რამ აზრებშიც არ მქონდა, ვინაიდან ღმერთის მცნებები შეუძლებელია იყოს ბოროტი, რადგან ისინი გვიჩვენებენ სიცოცხლის გზას!“ პავლე აგრძელებს საუბარს და შემდეგ აზრზე გადადის სიტყვით ,,მაგრამ“: ,,მაგრამ მე სხვაგვარად შევიცანი ცოდვა, როგორც რჯულის უშუალო ნაწილი“. რადგან კანონი არ მქონდა, მაგრამ მე ვცხოვრობდი ცოდვაში, თავად ვერ ვაცნობიერებდი რა, რომ როგორც ბავშვი რომელიც უყურებს ტკბილ და სასურველ ნაყოფებს, მეზობლის ბაღში, წყვეტს მათ და ჭამს, არ ესმის რა რომ მას უკრძალავენ მათ აღებას. ასევეა ცოდვა, რომელიც საწყისში ლამაზი და გემრიელი ჩანს, თუმცა სინამდვილეში ის ასეთი არ არის. ბოროტი და გახრწნილი რამეები ხანდახან უბრალო და კეთილი გვეჩვენება, ხოლო კეთილი და მართალი რამეები - მავნე და არასასიამოვნო.

რომაელთა 7:9-11
9 ხოლო მე, ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი და, როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი; 10 და მცნება, რომელიც სასიცოცხლოდ იყო მოცემული, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის, 11 რადგან ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით.

როდესაც ჩვენ მცნებებს წამოვაყენებთ, ამითი ადამიანების გულებში ურჩობას წარმოვქმნით. რჯულის გადაბიჯების სურვილი სულ უფრო მატულობს. მე-7-ე მუხლიდან დაწყებული, პავლე წერდა პირველ პირსა და მხოლობით რიცხვში, ვინაიდან მან საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ ადამიანი რომელმაც კანონი არ იცის თვლის, რომ მართალია და არ არის ცოდვებში. ის ფიქრობს, რომ მასში ბოროტება არ არის. თუმცა როგორც მის ცხოვრებაში მცნებები ჩნდება, ის იწყებს თავისი ცოდვების გააზრებას და ესმის თავის გონებაში მათი სურვილების უკუგდება და მათი მოკვდინება. ასე რომ თავისი არსით რჯული ნიშნავს, როდესაც ღმერთი უარყოფს შენს ადამიანურ ,,მე“-ს, რამდენადაც ჩვენი სული - ეს არის სრული ცნობისმოყვარეობა და ვნება. ყოველჯერზე როდესაც ის დგას ღმერთის სიტყვებისა და მცნებების წინაშე, ის უნდა მოუკვდეს საკუთარ თავს!

მოციქული ასევე კიდევ ერთხელ გვიხსნის, რომ ჩვენი გახრწნილებისთვის არსებობს კიდევ ერთი საშუალება - სრულიად მოაკვდინო საკუთარი ,,მე“. ამ სულიერ სიკვდილში უცნაური ჭეშმარიტება ვლინდება: რჯული გვიჩვენებს სიცოცხლის გზას, მაგრამ მას მივყავართ სიკვდილამდე და უფრო მეტიც საკუთარი თავის უარყოფამდე და ღმერთის განაჩენზე სიკვდილსა და დაღუპვაზე.

მოციქული ამტკიცებს, რომ თავიდან ცოდვა ეჩვენებოდა ლამაზი და მიმზიდველი, თუმცა მან ის მიიყვანა ღმერთის სიწმიდის და მისი ბუნებრივი კანონების დაუმორჩილებლობასთან. ცოდვამ თავისი ცრუ შეხედულებით მიგვიზიდა ჯოჯოხეთისკენ! ეს სატანის ტყუილი და ფარისევლობაა, ვინც თავიდანვე მკვლელი იყო. მოჩვენებითი სიტყვებით და მომხიბვლელი სასჯელებით მას დაღუპვამდე მივყავართ!

რომაელთა 7:12-13
12 ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი. 13 ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც! მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი გამხდარიყო მცნების მეშვეობით.

პავლე, თორის ავტორიტეტული მცოდნე პიროვნება, იდგა განცვიფრებული იმ ჭეშმარიტების წინაშე, რომ ღმერთის წმიდა გამოცხადებამ ძველ აღთქმაში ვერ გამოასწორა ადამიანი, არამედ გააქვავა ის და უბიძგა მას დიდი ბოროტებისკენ. აკრძალვა იწვევს მეტ წინააღმდეგობას და შეწუხებას, რის შედეგადაც სამართლიან რჯულს მივყავართ სიკვდილამდე! პავლე გამოეხმაურა ასეთ აზრს და თქვა: ,,არა! ეს არასწორი დასკვნაა! მართებულ რჯულს შეუძლია აღმოაჩინოს ბოროტება და ის ორმაგად ბოროტი გახადოს, რათა დაანახოს ბოროტების ბუნება სრულყოფილი რჯულის ფონზე, რათა გამოააშკარავოს და შთანთქოს ის“.

ლოცვა: უფალო შენს სიწმიდესა და სრულყოფილებაში ვლინდება ჩემი უწმინდურება და ცოდვა! მაპატიე, რომ არ ვიყავი სერიოზული ჩემს მოშიშებაში და ჩამოგვხსენი სახეებიდან ყოველი ფარისევლობის ნიღაბი შენი რჯულით, რათა ვიცოდეთ და ვაღიარებდეთ, რომ არ არსებობს ჩვენთვის სხვა გადარჩენის გზა გარდა შენი ჯვარზე სიკვდილის მიღებისა! განმამტკიცე ღმერთო ამ სიკვდილში საუკუნოდ, ვინაიდან შენი რჯული წარმოქმნის ჩვენში გასამართლებას და დაუმორჩილებლობას. მე ჩემს სულ გიძღვნი შენ უფალო, რათა შენ უმკურნალო მას, გადაარჩინო და შემინახო მკვდარ მდგომარეობაში ჩემს ,,მე“-თან მიმართებაში და მამყოფო საუკუნო სიცოცხლეში შენთან ერთად!

კითხვა:

  1. როგორ ხდება სამართლიანი რჯული, ბოროტებისა და სიკვდილის მიზეზი ჩვენთვის?

ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.
(ლუკ. 18:13)

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:32 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)