Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 039 (Man without Christ always Fails before Sin)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 4 - ღმერთის ძალა გვანთავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან (რომაელები 6:1 - 8:27)

5. ადამიანი ქრისტეს გარეშე ყოველ ჯერზე მარცხს განიცდის (რომაელები 7:14-25)


რომაელთა 7:14-25
14 რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი - ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული. 15 ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. 16 ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ კეთილია იგი. 17 მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. 18 ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ მკვიდრობს კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება - არა! 19 ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. 20 ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში ცხოვრობს. 21 ამრიგად, ვპოულობ ამ რჯულს: კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი მეტმასნება. 22 რადგან შინაგანი კაცის მიხედვით ღვთის რჯულით ვხარობ. 23 მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულს ვხედავ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. 24 უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? 25 ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით. ამრიგად, ჩემი გონებით ღვთის რჯულის მონა ვარ, ხოლო სხეულით - ცოდვის რჯულსა.

პავლე გვაჩვენებს რამდენად საშინელია ბინებრივი ადამიანის ცხოვრება, რომელიც ცხოვრობს რჯულის ქვეშ ქრისტეს გარეშე. ამ მონაკვეთს ის არ ხსნის, როგორც საკუთარი შემეცნების მწვერვალს, ფილოსოფიური განხილვებით ან ადამიანური მაგალითებით, არამედ შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი საკუთარი ქადაგებით გვიხსნის, როგორია ბუნებრივი ადამიანი. სულიწმიდამ მოციქულის სინდისი მგრძნობიარე გახადა და მას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მცირედი გადახვევა ღმერთის ნებისგან - ეს საშინელი მოვლენა იყო, რომელიც სიკვდილს უდრიდა!

პავლე ამბობს: სანამ მე ვუყურებ ჩემს შესაძლებლობებს, მე ხორციელი ვარ. ყველა ადამიანი ხორციელია, ვინაიდან გაფლანგეს მათთვის მიცემული დიდებული ღმერთის ხატება. ყველამ შესცოდა, გარდაისახნენ და მოაკლდნენ ღმერთის დიდებას. და რჯულის სული ტანჯავს მათ სინდისს საკუთარი თვითკმაყოფილი ეგოიზმის გამო. ღმერთის სიტყვა განსაკუთრებით ანაღვლიანებს მორწმუნეებს, ვინაიდან მათ ესმით: ,,იყავით წმიდები, როგორც მე ვარ წმიდა!“ ისინი ცდუნდებიან იესოს სიტყვებისგან: ,,იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი!“ პავლე აღიარებს საკუთარ სულიერ ტანჯვებს იმიტომ, რომ ბუნებრივ ადამიანს არ შეუძლია ღმერთის ნების შესრულება საკუთარი ძალისხმევით. როგორი რთული ასაღიარებელია ადამიანის უუნარობა!

ამავდროულად ყველა ადამიანში არის დიდი სურვილი, რომ იცხოვრონ წმიდად და მოიქცნენ მართებულად. ეს სურვილი ყველაზე უკანასკნელ ადამიანსაც აქვს. ამიტომაც ჩვენ მხოლოდ ცოდვაზე და მის მეფობაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ან საკუთარი თავი სხვებზე მაღლა მივიჩნიოთ, არამედ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანის შემეცნებაში არის ღვთიური რჯულის ნარჩენი, და არ არსებობს იმდენად ბოროტი ადამიანი, რომელსაც არ უნდა რომ იყოს მართალი. სამწუხარო და უცნაურია, რომ მრავალი ადამიანი საკუთარი ძალებით ილტვის, რომ მიაღწიოს ამ სასურველ სამართლიანობას, მაგრამ მათ ეს არასდროს გამოსდით და ისინი სჩადიან ბოროტებას საკუთარი კეთილი ნების მიუხედავად! ადამიანს აქვს ასეთი უცნაური თვისება, რომ ის საკუთარი თავის მტერია! ის თავად უარყოფს საკუთარ კეთილ განზრახვებს და ყურს არ უგდებს თავის სინდისს. ჩვენ ვხედავთ, რომ ცოდვა ჩვენში მეტად ძლიერია ვიდრე ჩვენი გონება და რომ ღმერთის რჯულს გამოაქვს განაჩენი ყველა ცალკეული ადამიანისთვის, მიუხედავად მისი კეთილი განზრახვისა!

რატომ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ წმიდათ და ვიყოთ ღმერთის სიყვარულში? იმიტომ, რომ ადამიანზე ვისაც ღმერთი არ ჰყავს, ბატონობს ცოდვა. მორწმუნესთანაც კი მიიპარება ცოდვა და ის დაცემის საფრთხის ქვეშ დგას, თუკი ქრისტე არ დაიცავს მას. ჩვენს სხეულებში არ არის ძალა, რომელიც საკმარისია ღმერთის ნების შესასრულებლად. ეს დიდებული ქადაგებაა არაშემდგარ ადამიანზე. თავად პავლემ აღიარა ეს ჭეშმარიტება, როდესაც წერდა: ,,ვინაიდან ვიცი, რომ ის რაც ჩემში არ ცხოვრობს არის ჩემს ხორცში, კეთილი. კეთილი რისი ქმნაც მინდა არ გამომდის და ბოროტი, რომელიც არ მინდა, ვაკეთებ!“ აღიარებ თუ არა პავლესთან ერთად, რომ სინამდვილეში შენ დამნაშავე ხარ? და გადასცემ თუ არა შენს დალაქავებულ სულს მარადიული მოსამართლის მადლს?

პავლე ყველა ადამიანს ცოდვის მონას უწოდებს, ვინაიდან ცოდვის ძალაუფლებამ ერთგვარი კანონი წარმოქმნა, რომელმაც პავლემ უწოდა ,,ცოდვის კანონი“. ჩვენმა ბოროტების მონობამ მიიღო კანონის სახე. ეს მონობა ჩვენთვის ტანჯვად იქცა, ვინაიდან ჩვენი გონებით ვხვდებით, როგორც უნდა მოვიქცეთ და გვინდა ასე მოვიქცეთ, მაგრამ არ შეგვიძლია! ამას იმედგაცრუებამდე მივყავართ, ვინაიდან შენი სული საკუთარ ციხეს აზანზარებს, მაგრამ არ შეუძლია იქიდან თავის დაღწევა! ყველანი ჩვენი ეგოიზმის ტყვეები ვართ! ამავდროულად ვიცით, რომ ქრისტე გვეძახის ღვთიურ სრულყოფილებისკენ! ხედავ თუ არა, როგორი პიროვნული გაორებაა ყველა ადამიანში? ადამიანს უნდა სიკეთის კეთება, მაგრამ თავად არ შეუძლია!

ნუთუ ეს მდგომარეობა უიმედოაა? პავლეს მივყავართ ამ შემეცნების ბოლო დონემდე, რომელზეც არ ჩანს არანაირი იმედი ადამიანის ჭუჭყიანი სულისთვის და არანაირ კანონს არ შეუძლია შენი დახსნა ადამიანური სიმართლისგან! მოციქულის მოწმობამ, ხომ არ გაგანთავისუფლა შენი ზედაპირული რწმენისა და სამწუხარო გააზრებისგან, შეუმდგარი ადამიანის ძალისხმევაზე? ჰუმანიზმის მომხრეები, მოაზროვნეები და პედაგოგები - მატყუარები არიან, ხოლო ყველა ფილოსოფოსი. რომელთაც არ აქვთ სულიწმიდის სიბრძნე - სულელები და უწესოები! ნეტარნი არიან მორწმუნეები, რომლებიც ღმერთის სიწმიდის წინაშე დგანან და იციან, რომ თავად არარაობანი არიან, ცოდვილნი და განწირულნი დაღუპვისთვის! ნეტარია ადამიანი, რომელიც იღებს მძიმე განაჩენს, რომელიც მას რჯულმა გამოუტანა და თავისუფლდება ყოველი ადამიანური სამართლიანობის იმედისგან და არ სჯერა ადამიანური გმირობების, არამედ ეყრდნობა მხოლოდ ქრისტეს!

მადლობა ღმერთს, რომ იესო ქრისტე - გამარჯვებულია! მის გარეშე ყველანი დაკარგულები ვართ და ვატყუებთ საკუთარ თავს! უფალმა იესომ მოგვცა სიმართლე და ახალი ძალა, მისი სულიწმიდა გვაცოცხლებს, გვანუგეშებს და გვაძლევს მტკიცე იმედს ერთპიროვანი მხსნელის!

ლოცვა: წმიდაო მამა მთელი გულით თაყვანსგცემთ და აგამაღლებს შენ, ვინაიდან არ დაგვტოვე მწუხარებაში, არამედ წარმოგზავნე შენი ძე იესო ქრისტე, მხსნელი და გამომსყიდველი ყველა ადამიანისა! მისი სამართლიანობის მეშვეობით ჩენზე გადმოვიდა მისი სული და ჩვენ ვხსნით ჩვენს გონებას მისთვის, რათა მან გაგვანთავისუფლოს საკუთარი ცოდვების გოსოსებისგან და რომ ჩვენ ვცხოვრობდესთ სიწმიდეში ყველა მორწმუნესთან ერთად ჩვენს ხალხსა და მთელს მსოფლიოში!

კითხვა:

  1. რა აღიარა პავლემ საკუთარ თავზე, როგორ გააკეთა მან ეს, და რას ნიშნავს ეს აღიარება ჩვენთვის?

ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ მკვიდრობს კეთილი;
ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება - არა!
ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს,
არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს.

(რომაელთა 7:18-19)

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:33 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)