Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 024 (The Revelation of the Righteousness of God)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 2 - ახალი სამართლიანობა რწმენის მეშვეობით ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია (რომაელები 3:21 - 4:22)

1. ღმერთის სამართლიანობის გამოვლენა იესო ქრისტეს გამომსყიდველ სიკვდილში (რომაელები 3:21-26)


რომაელთა 3:25-26
25 რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით, 26 რომელთაც ითმენდა ღმერთი, რათა ახლა ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.

ქრისტეს ჯვარცმის მიზეზი მხოლოდ ადამიანები არ იყვნენ, არამედ ქრისტემ ისე შეიყვარა ცოდვილი სამყარო, რომ განსაზღვრული ჰქონდა თავისი მხოლოდ შობილი ძის გადაცემა, ურჯულოების ხელში, რათა მათ ის დაეღუპათ! ღმერთმა თავისი მიუწვდომელი ხედვით წინასწარ დაინახა, რომ წმინდა ძე გახდა გამომსყიდველ მსხვერპლად ყველა დროის და ხალხის ცოდვილებისთვის. და ქრისტე გვწმენდს ყოველგვარი ურჯულოებისგან! გამოსყიდვა არ ხდება ღვთის ძის წმიდა სისხლის გარეშე!

ახლანდელმა ტექნოგიების საუკუნემ დააბრმავა ჩვენი გონება და ჩვენ ვეღარ ვხედავთ ღმერთის რისხვასა და სასამართლოს, ქვეყნიერების მოქმედ ისტორიაში; ეს ორი ძალა აღემატება ყველა მფრინავი მოწყობილობის, წყალქვეშა ნავების, ტანკებისა და წყალქვეშა ბომბის ძალას. ყოველი ცალკეული ცოდვა ითხოვს ანგარისწორებას და გამოსყიდვას, ვინაიდან თავიდანვე გვაქვს გამოტანილი სიკვდილის განაჩენი. და ჩვენთვის ერთადერთი გამოსავალი ამ დგომარეობიდან და გადარჩენის გზა - არის ქრისტეს სანაცვლო მსხვერპლი. ამიტომაც განკაცდა ღვთის ძე, რათა თავისი თავი მსხვერპლად გაეღო და დამწვარიყო ღვთის რისხვით ცეცხლში, ჯვრის სამსხვერპლოზე! ყოველი ვინც მოდის მასთან რწმენით, მართლდება! მილიონობით ადამიანმა განიცადა ღმერთის ძალის სისავსე, რომელიც მოქმედებს იესო ქრისტეს დაღვრილ სისხლში. ამიტომაც ჩვენ მოგიწოდებთ შენ, ძმაო: ნუ დგახარ ჯვარცმულის განზე, არამედ ერთხელ და სამუდამოდ დაემორჩილე მას და მიუძღენი მთელი შენი ოჯახი, სამსახური, ყოველი წარსული და მომავალი და შენი ეკლესია, გაჟღინთე რა ყოველივე ეს ღვთის კრავის სისხლით. მაშინ შენ, ღმერთისგან შეყვარებული, იქნები მართალი და წმინდ, საუკუნოდ შემონახული ღმერთის ჭეშმარიტებით. მხოლოდ იესო ქრისტეს სისხლში შეგიძლია თავი აარიდო ეშმაკის ბრალდებებს და ღვთის დამღუპველ დარტყმას.

შეისწავლე ზეპირად 21-28 მუხლები, და მსჯელობის დროს შეეცადე მთელი გულით შეიცნო ისინი. მაშინ შენ მიხვდები, რომ აქ ყველაზე მთავარი ცოდვილის გამართლება კი არაა, არამედ ღმერთის სამართლიანობის გამოვლენაა, რომელზეც პავლე ამ მონაკვეთში სამჯერ ლაპარაკობს.

მოსიყვარულე და მოწყალე ღმერთმა, წარსულში ცოდვილები კი არ დაღუპა, კანონების შესრულების მოთხოვნის მიუხედავად, არამედ აპატია ადამიანებს თავიანთი დანაშაული და ითმენდა ყოველივეს სიყვარულით, სანამ არ დადგა ის დრო რომელსაც ელოდა მთელი ქმნილება - ღმერთთან შერიგების დრო იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის მეშვეობით! მაშინ ყველა ანგელოზმა ყიჟინა დასცა ვინაიდან ჯვარცმული უფლის კვირას ცოდვილთა გამართლება აღსრულდა!

ვინც ამბობს, რომ ღმერთი თავის შეხედულებისამებრ პატიობს, ვისაც უნდა და როგორც უნდა, ის უბრალოდ უპატივცემულო ადამიანია და მისი უპატივცემულობა ვლინდება მის ადამიანურ ზედაპირულ ლოგიკაში; ღმერთს ხომ არ აქვს სრული თავისუფლება, ვინაიდან მან შემოსაზღვრა საკუთარი თავი, სიტყვით და თავისი წმიდა ბუნებით! მან ყველა ცოდვილი სიკვდილს უნდა გადასცეს რადგან თავად დაადგინა, რომ სისხლისღვრის გარეშე შეუძლებელია პატიება, ქრისტე, რომ არ გამხდარიყო მსხვერპლი, მაშინ ღმერთი დამსახურებულად მიიღებდა ბრალდებას, რომ თავისი შეხედულებისამებრ აძლევს ადამიანებს პატიებას და არ ითხოვს ცოდვის სანაცვლოდ შურისძიებას!

მაგრამ, ვინაიდან იესო ქრისტე ჯვარზე იყო გაკრული, ამ მოვლენაში ორი მნიშვნელოვანი რამ აღსრულდა: წმიდა ღმერთმა გვაჩვენა თავისი უსაზღვრო სამართლიანობა და ამავდროულად სრულიად გაგვამართლა ჩვენ! ის არ მოქცეულა უსამართლოდ, რადგან გვაპატია, ვინაიდან მან შეასრულა ყველა პირობა გამართლებისთვის. ნაზარეველმა ცოდვის გარეშე იცხოვრა, წმიდად და მორჩილად, ასე რომ მხოლოდ მას ერთს მთელ ქმნილებათა შორის, შეეძლო ეტვირთვა ქვეყნიერების ცოდვები მისი სიყვარულის დიდების ნიშნად! მოდით თაყვანი ვცეთ იესოს, შევიყვაროთ ის, მთელი დიდება მამას მივცეთ რომელსაც სურდა თავად მომკვდარიყო თავისი საყვარელი ძის ნაცვლად, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა, რამდენადაც ის თავად აძლევს სიცოცხლეს მთელ მსოფლიოს და თავად უნდა აღასრულოს სასამართლო ჯვაარცმულზე.

წმინდა წერილში იოანეს სახარების 17 თავში, სადაც იესოს შუამდგომლობითი ლოცვაა დაწერილი, ის მიმართავდა ღმერთს და თქვა: ,,წმიდაო ღმერთო!“ ამ ორ სიტყვაში ჩადებულია ღრმა განმარტება უფლის სამართლიანობის, ვინაიდან შემომქმედი სავსეა სიყვარულითა და ჭეშმარიტებით და მისი სიყვარული არ მოქმედებს თავნებურად, არამედ ღმერთის წყალობა დგას სამართლიანობაზე. ქრისტეს სიკვდილში წარმოჩინდა ღმერთის ხასიათი ერთ მთლიანად. ჩვენ ამ უსაზღვრო სიყვარულს ვეძახით, რომელიც კანონის სიმართლეზეა დაფუძნებული ,,მადლს’’, ვინაიდან მან გვაჩუქა გამართლება უსასყიდლოდ, რის შემდეგაც ღმერთი რჩებოდა სამართლიანი, ღმერთი რომელსაც ვუყვარვართ და გვპატიობს.

ლოცვა: ჩვენ თაყვანს გცემთ წმინდაო სამებაო: მამა, ძეო და სულოწმიდაო, ვინაიდან შენი სიყვარული გაგებაზე მაღლა დგას და შენი სიწმინდე ზღვის ფსკერზე უფრო ღრმაა! შენ გამოგვისყიდე ცოდვისგან, სიკვდილისგან და სატანის ძალაუფლებისგან არა ოქროთი და ვერცხლით, არამედ ქრისტეს ტანჯვებითა და მისი სიკვდილით ხის ჯვარზე. მისმა ძვირფასმა სისხლმა გაგვწმინდა ყოველგვარი ცოდვისგან და ჩვენ გავხდით მართლები და წმინდები მისი მადლით. ჩვენ განვადიდებთ იესოს მსხვერპლს და გიძღვნით შენ ჩვენს ცხოვრებას მადლიერების ნიშნად შენი გამოსყიდვისა და გამართლებისთვის!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს გამოთქმა: ,,ღმერთის სამართლიანობა გამოჩნდა’’?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:08 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)