Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 025 (We are Justified by Faith in Christ)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 2 - ახალი სამართლიანობა რწმენის მეშვეობით ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია (რომაელები 3:21 - 4:22)

2. ღმერთის სამართლიანობა ჩვენში სრულდება ქრისტეს რწმენის მეშვეობით (რომაელები 3:27-31)


რომაელთა 3:27-28
27 მაშ სადღაა დასაკვეხნი? გამოირიცხა! რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით, არა! არამედ რწმენის რჯულით! 28 რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთა გარეშე.

ჯვარზე საბოლოოდ აღსრულდა ქვეყნიერების გამართლება და ჩვენი ღმერთთან შერიგება. მაგრამ ეს გამართლება და შერიგება სრულდება ადამინანის ცხოვრებაში მხოლოდ მისი რწმენის მეშვეობით. 3:21-31 მონაკვეთში ცხრაჯერ არის ნახსენები სიტყვა ,,რწმენა“ ამითი მოციქული ადასტურებს, რომ გამართლება აღსრულდა მხოლოდ შენი ცოცხალი რწმენის მეშვეობით.

ეს იდეა საფრთხეს უქმნის და სრულ გადატრიალებას ამზადებს ყველა სხვა რწმენისა და ფისოლოსოფიებისთვის, ვინაიდან ღმერთმა აპატია კაცობრიობას ცოდვები ისე, რომ სამაგიერო არ მოუთხოვია! ამასთანავე ეს იდეა ანგრევს ყველა ამ ქვეყნის დადგენილებას, რომელიც დაფუძნებულია ადამიანურ ძალებზე, შეწყალებაზე და კანონის დაცვაზე, ვინაიდან ღმერთმა გამოსყიდვა უსასყიდლოდ მოგვცა და წყევლის კანონისგან განთავისუფლებით, მადლის ეპოქაში შეგვიყვანა. და მიუხედავად ყველა შენი მარხვისა და ლოცვისა, მიუხედავად ყველა შენი კეთილსინდისიერი და წრფელი ძალისხმევისა, ცოდვილი რჩები, თუ არ მიიღებ ქრისტეს სისხლს და მის გამართლებას რწმენითა და მადლიერებით. ამ წმინდა გამართლებაში შენი დამსახურება არ არის, ვინაიდან ის როგორც საჩუქარი მოგეცა ღმერთისგან, რომელიც სრულიად გამართლებს შენ არა იმიტომ, რომ სწორად იქცევი არამედ იმიტომ, რომ ქრისტეს სისხლმა გაწმინდა შენი გონება. როგორი მშვენიერია ეს მადლი!

რწმენა შედგება იმაში, რომ ჩვენ ვღებულობთ ამ მადლს, ვმადლობთ მისთვის და ვერთიანდებით მასთან, ვინც ის მოგვცა. ჯვარცმული მხსნელი - ეს ღმერთის საჩუქარია ჩვენთვის, დამნაშავეთათვის. მისი სახით, თავად შემომქმედი მოდის შენთან გამართლებულ ცოდვილთან, გწმენდს და საკუთარ თავს გაძლევს! მიეწებე ქრისტეს ლოცვაში რწმენით, და შენში იმეფებს მისი სამართლიანობის ძალა! მიუძღვენი მას შენი ცხოვრება და ემადლიერე მას სიყვარულისთვის!

რწმენა ამართლებს ცოდვილს, ცვლის მის შეხედულებებს, ადამიანთა შესაძლებობაზე, რომ თავად გახდეს მართალი და იხსნას საკუთარი თავი, ყველანაირ მიზეზს აშორებს რათა თავად დაიკვეხნოს, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში ვიგებთ რამდენად სულელები, ბოროტები, გაუკუღმართებულები და საცოდავები ვართ. ჩვენ გადარჩენის მიღება მხოლოდ მოწყალე ღმერთისგან შეგვიძლია. ამიტომ ნუ ააგებ შენს ცხოვრებას რაიმე ტრადიციაზე, არამყარ აღზრდაზე, ან ნაციონალიზმით შემოფარგლურ პრინციპებზე, ვინაიდან შენ გადაგარჩინა მხოლოდ შენმა რწმენამ ქრისტეში და არა ნათესავებმა, სერტიფიკატებმა, ან ნიჭებმა. ასე, რომ შედი ღმერთის ძესთან კავშირში, დადე მასთან ახალი აღთქმა, მის გარეშე შენი ცხოვრება ცოდვებით მკვდარი იქნება, ხოლო ქრისტეში შენ ჭეშმარიტად განიწმინდები და შენი სამართლიანობა გამყარდება სამუდამოდ! ღმერთისთვის მოსაწონი მხოლოდ ერთი გზით შეგიძია გახდე: მიიღო ქრისტეს სისხლი და დარჩე მასში. ღმერთმა თავისი სამართლიანობა შენ მოგცა. ერწმუნე მას რადგან მხოლოდ რწმენას შეუძლია გაგხადოს ქრისტეს კურთხევების, უფლებების და ძალის მონაწილედ!

რომაელთა 3:29-31
29 განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია, განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც არის. 30 ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელთ - რწმენით. 31 მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც; არამედ განვამტკიცებთ რჯულს.

პავლე წერდა ამ წერილს რომის ეკლესიას. დაასრულა რა თავისი მტკიცე გამართლების აღწერა, მან სულში გაიგო შესაძლო წინააღმდეგობები მკითხველი ბერძნების მხრიდან: ,,თუ ქრისტეს სიკვდილმა მოიტანა ღმერთის სამართლიანობა ცოდვების პატიებაში, რომელიც აღსრულდა ღმერთის კანონების დამცველი ხალხის მეშვეობით, მაშინ გამოდის რომ ჯვარი - მხოლოდ მათთვის არის და ჩვენ გადარჩენისგან განზე ვრჩებით!“

ამაზე პავლემ შემდეგნაირად უპასუხა: ,,მაგრამ ღმერთმა ცოდვები ყველა ერს აპატია! რადგან არ არსებობს ერთი ღმერთი იუდეველთათვის და სხვა ღმერთი ყველა დანარჩენი ერისთვის! ღმერთი ხომ ერთია! თავისი სიკვდილით ჯვარზე იესომ გაამართლა როგორც წინადაცვეთილები, ასევე წინადაუცვეთელნი თავიანთი რწმენის მეშვეობით“.

ამას რამდენიმე იუდეველი შეეწინააღმდეგა: ,,ეს შეუძლებელია! ეს თუ ასეა, გამოდის რომ წარმართები გამართლდნენ წინადაცვეთისა და კანონის გარეშე! ეს ღმერთის შეურაცხყოფაა! პავლე შენ ღმერთის გამოცხადებას თავიდან ფეხებამდე ატრიალებ!“

პავლემ კი პასუხობდა ამ ფანატიკოსებს: ,,ღმერთმა დამიფაროს, რომ კანონის გამოცხადება შევცვალო! მაგრამ ჯვარზე ქადაგებით ჩვენ უფრო მეტად ვამტკიცებთ კანონს და ვხსნით, რომ კანონს ღმერთის მსხვერპლამდე მივყავართ! ჯვარი ასრულებს ჩვენს ნაცვლად კანონის ყველა მოთხოვნილებას!“

როგორც ჩანს პავლეს ომიდან ,,უკიდურეს“ და ,,მოზომილ“ მორწმუნეებიდან ყველას არ ესმოდა ღმერთის სამართლიანობა და მისი სიდიადე და ბევრი გვერდს უვლის იმაზე ქადაგებას, რომ ყველა ადამიანი რწმენით მართლდება. არცთუ ისე ბევრი მიდის ქრისტეში თავისუფლებამდე, რომელიც დაფუძნებულია არა კანონზე, რასიზმზე, ან რაიმე ადამიანურ განათლებაზე, არამედ მხოლოდ ჩვენს რწმენაზე რომელიც ჩვენს გულს იესოსთან აკავშირებს და გვაძლევს დამაჯერებლობას იმ ადამიანში, ვინც შეგვიყვარა ჯერ კიდევ საუკუნეების უწინ!

ლოცვა: მამაო მადლობას გიხდით, რომ გაგვანთავისუფლე საკუთარი სამართლიანობისგან და გაგვამართლე ქრისტეს ძალით! ჩვენ ცოდვილები ვართ როდესაც საკუთარ თავს ვუყურებთ, მაგრამ როდესაც შევცქერით შენს ძეს, მაშინ ვპოულობთ იმ მონიჭებულ გამართლებას. გაგვანთავისუფლე არასწორი თაყვანისცემისგან, რომ არ მივესწრაფოდეთ საკუთარი ძალებით გამართლებისკენ, არამედ სრულიად მოგენდოთ შენ იმ გმირულ საქციელში რომელიც შენმა ძემ ჩვენს გამო გააკეთა! მიიღე ჩვენი მიძღვნა ვინაიდან ჩვენს თავებს გიძღვნით საუკუნოდ მადლიერების და ქების ნიშნად!

კითხვა:

  1. რატომ ვმართლდებით მხოლოდ რწმენით და არა მართებული საქციელებით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:09 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)