Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 023 (The Revelation of the Righteousness of God)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 2 - ახალი სამართლიანობა რწმენის მეშვეობით ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია (რომაელები 3:21 - 4:22)

1. ღმერთის სამართლიანობის გამოვლენა იესო ქრისტეს გამომსყიდველ სიკვდილში (რომაელები 3:21-26)


რომაელთა 3:21-24
21 ხოლო ახლა, რჯულის გარეშე გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელზეც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი. 22 ანუ ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არსებობს განსხვავება, 23 ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. 24 და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით,

ცოდვილი ხარ თუ არა? ეს სიტყვები არის მიმართული იმ ცოდვილებისკენ ვინც იტანჯება თავისი წარსული საქციელებით, ვინაიდან აცნობიერებენ თუ როგორ ღრმად არის გამჯდარი მათ სისხლში ბოროტება და ამან გააფუჭა მათი ბუნება.

ასე რომ მიდი და შეიცანი სარწმუნო სახარება რომელიც აგამაღლებს მთელს ქვეყნიერებაზე ღმერთის სასამართლოს დროს!

პავლემ - მიწიური და ზეციური კანონების საფუძველზე - დაუმტკიცა ყველა ხალხს: ღვთისმოშიშებსა და უკანონოებს, ამორჩეულებსა და დამღუპველებს, წინადაცვეთილებსა და უბრალოებს, ზდასრულებსა და ბავშვებს, რომ ისინი ცოდვილნი არიან და მიეცნენ გახრწნილ გონებას.

თუ შენ გააცნობიერე, რომ ხარ სხვა დანარჩენების მსგავსი, რომელიც ღმერთის დიდებას არის მოკლებული, ნეტარი ხარ! ადამინებმა დაკარგეს ღმერთის ხატება, რომელიც მათ მიენიჭათ შექმნის თანავე. ტირი თუ არა ამ დანაკარგისა და შენი გახრწნილობის გამო?

როგორ უპასუხებს ღმერთი მისი კანონების მბრალდებლებს? როგორ განაჩენს გამოუტანს ის ბოროტ და დაუმორჩილებელ ადამიანთა მასას? როგორი სამართლიანი სასამართლოთი გაგვასამართლებს ის მე და შენ?

ზეცაში და დედამიწაზე გაიჟღერა ძლევამოსილმა სიტყვამ, რომელმაც დაარღვია ყველა ცოცხლისა და მკვდრის სიჩუმე მთელს სამყაროში: ,,ყველა გამართლებულია!“ ჩვენი გონება ეწინააღმდეგება ამას: ,,ეს შეუძლებელია!“ სატანა ყვირის: ,,არა!“, თუმცა ღმერთის სული განუგეშებს შენ და მიგითითებს ღმერთის კრავზე, რომელიც შენთვის იქნა დაკლული და ქვეყნიერების ცოდვები იტვირთა! წმიდა ღმერთმა დასაჯა საკუთარი შვილი ყველა ცოდვილის ნაცვლად! მან მოაკვდინა თავისი წმიდა ძე რათა განეწმინდა გაუკუღმართებული ხალხი! იესო ქრისტემ გადაიხადა შენი სულიერი ვალები, დაზარალდა რა სხეულით, რათა შენ შეგძლებოდა უსასყიდლოდ შესვლა ღმერთის სამეფოში! ასე, რომ შენ თავისუფალი ხარ, გამოსყიდული, და შენ აღარ ხარ მონა! არც ცოდვას, არც ეშმაკს და არც სიკვდილს არააქვშ შენზე არანაირი უფლება და არც ძალა, ვინაიდან საუკუნოდ გამართლებული და მიღებული ხარ ღმერთისგან!

გჯერა თუ არა ეს და იღებ თუ არა ამ კეთილ უწყებას მთელი გულით? თუ სარკეში ჩაიხედები, თითქმის იგივეს დაინახავ რასაც აქამდე ხედავდი. მაგრამ კიდევ შეამჩნევ შენს თვალებში მადლიერებისა და სიხარულის შუქს, რადგან ღმერთს უყვარხარ და გაგამართლა ყველა შენი ცოდვებისგან თავისი მხოლოდშობილი ძის მეშვეობით. ან მიიღებ ამ საუკუნო ჭეშმარიტებას, ან უკუაგდებ მას. მთელი ქვეყნიერების გამართლება საბოლოოდ აღსრულდა და აღარ არის ქრისტეს ხელმეორედ ჯვარზე სიკვდილი საჭირო. ყოველი მორწმუნე გადარჩება და ყოველი ვინც ეჭიდება გადარჩენას არ იქნება გასამართლებული! შენმა რწმენამ გიხსნა შენ!

და როგორც ყველა ადამიანი იყო ბოროტი, განწირული სიკვდილსა და დაღუპვაზე, ასევე ღმერთმა გაამართლა და მისცა ყველას საშუალება ეცხოვრა საუკუნოდ მის მსახურებაში. ასეთი ყოვლისმომცველი მადლი არცერთ მსოფლიო რელიგიაში არ არსებობს. მას მხოლოდ სახარებაში იპოვი! ღმერთის სიყვარული იხსნის ყველა ადამიანს: მეკანონეებსა და მრუშებს, ცნობილებსა და უღმერთოებს, მოაზროვნეებსა და უბრალო ადამიანებს, მოხუცებსა და ბავშვებს. ღმერთმა ყველა გაამართლა. როდემდე აპირებ გაჩუმდე და არ ილაპარაკო ამ მადლის შესახებ! სასწრაფოდ დაუძახე შენს მეგობრებს და მოუყევი, რომ მათი საპყრობილეს კარი დიდი ხანია ღიაა და რომ სახარების მიხედვით მათ აქვთ სრული უფლება გამოვიდნენ თავისუფლებაზე! რაც შეიძლება მალე ანახე მათ ეს თავისუფლება, რომელიც ღმერთისგან არის!

ძვირფასო ძმაო მიიღე თუ არა ქრისტე და მისი გადარჩენა? შეიცანი თუ არა ის როგორც საკუთარი გულმოწყალე მხსნელი? თუ კი მაშინ გილოცავთ და მოგიწოდებთ ემადლიერო იესოს მისი ტანჯვებისა და სიკვდილისთვის, ვინაიდან მან მხოლოდ ერთმა გიხსნა, გაგწმინდა და გაგამართლა შენ! პატივი მიაგე მას შენი რწმენით და არ შეწყვიტო მადლიერება. დაე მთელი შენი დარჩენილი ცხოვრების ნაწილი იყოს მადლიერება მისი დიდებული მადლისთვის!

ლოცვა: ჩვენ თაყვანსგცემთ ჩვენო საყვარელო უფალო იესო ქრისტე! ჩვენ გვიყვარხარ, ვინაიდან ჩვენთვის მოკვდი ჯვარზე! თაყვანსგემთ გულმოწყალე მამავ, რადგან გვაპატიე ყველა ცოდვები შენი ძის გამომსყიდველი სიკვდილის გამო! მადლობას გიხდი სულოწმიდა ვინაიდან შენ მოგვეცი შემეცნების მადლი, გაგვამყარე ჩვენ მომხდარ გამართლებაში და დაგვარწმუნე ცოდვების პატიებაში! გაქებთ შენ წმიდა სამებაო იმისთვის, რომ ჩვენს ცხოვრებას აზრი მიეცი! გვასწავლე გემადლიეროთ საკუნოდ და გაწმინდე ჩვენი ცხოვრება, რათა ყველა ჩვენი საქციელი იქცეს, შენი დიდებული მადლის საქებრად!

კითხვა:

  1. რა საერთო იდეებზეა დაფუძნებული ჩვენი გამართლება რწმენის მეშვეობით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:07 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)