Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 021 (The Privilege of the Jews does not Save them)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 1- მთელი მსოფლიო ცოდვაშია და ღმერთი ყველას ასამართლებს სამართლიანი სასამართლოთი (რომაელები 1:18 - 3:20)
2. ღმერთის რისხვა იუდეველებზე (რომაელები 2:1 - 3:20)

ე) იუდეველებს რისხვისგან ვერ იხსნის მათი განსაკუთრებული მდგომარეობა (რომაელები 3:1-8)


რომაელთა 3:1-5
1 მაშ, რა არის იუდევლის უპირატესობა, ან რა სარგებელია წინადაცვეთაში? 2 დიდია უპირატესობა ყოველნაირად. უწინარეს ყოვლისა კი იმით, რომ მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვა. 3 მერედა რა, თუ ზოგიერთი არ იყო ერთგული? განა მათი ორგულობა გააბათილებს ღვთის ერთგულებას? 4 არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი, და ყოველი ადამიანი - ცრუ, როგორც წერია: "რათა გამართლდე შენი სიტყვებით, გაიმარჯვო შენი განკითხვისას”. 5 ხოლო თუ ჩვენი უმართლობა გამოაჩენს ღვთის სამართლიანობას, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? ვლაპარაკობ ადამიანურად.

იქამდე სანამ პავლე დაწერდა თავის წერილს რომაელთა ეკლესიის მიმართ, მისი წევრები რამოდენიმე კითხვით იყვნენ დაინტერესებულნი. წარმართთა წარმომავლობის მორწმუნეები საერთოდ არ თვლიდნენ, რომ იუდეველებს რაიმე განსაკუთრებული მდგომარეონა ჰქონდათ, ამიტომაც უხაროდათ, როდესაც პავლე თავის წერილში ამტკიცებდა რომ კანონი და წინადაცვეთა იქნება ძველი აღთქმისეული ერის გასასამართლებლად!

ამასთანავე, იუდევლური წარმომავლობის ქრისტიანები კანონს ეჭიდებოდნენ და ეჭვქვეშ აყენებდნენ ყველა სწავლებას რწმენით გამართლების შესახებ. ისინი განაწყენდნენ რადგან პავლემ მათი უპირატესობა უარყო, როგორც ერის რომელსაც ჰქონდა მიცემული კანონი და აღთქმა.

პავლემ იცოდა ამ ორი განსხვავებული პოზიციის შესახებ, რადგან მრავალ ქალაქში სადაც ჩადიოდა და ეწეოდა მისიონერულ მსახურებას, ამას ხედავდა. ამიტომაც რომაელთა წერილებში მან თავიდანვე განმარტა ამ კითხვებზე პასუხი. შესაძლებელია ის წარმოიდგენდა, რომ ვიღაც მას ეთანხმებოდა: ,,შენ სწორად ლაპარაკობ, პავლე! იუდეველები ჩვენზე არაფრით უკეთესნი არ არიან!’’ და პავლე სიხარულით უპასუხებდა მას: ,,ძმაო, შენ არ ხარ მართალი! იუდეველები კვლავ რჩებიან განსაკუთრებულ მდგომარეობაში მაგრამ მათი უპირატესობა შედგება, არა გენიალურობასა და ნაციონალურ კუთვნილებაში, რადგან ყოველივე ეს არავითარ კავშირში არ არის მათ განსაკუთრებულობასთან. მათი უდიდესი უპირატესობა, მხოლოდ იმაშია, რომ ღმერთმა მათ თავისი სიტყვა ანდო, და ეს სამუდამოდ დარჩება მათ სიამაყედ და პასუხისმგებლობად!’’

შესაძლოა, პავლე სხვა საყვედურიც დაინახა წინასწარ: ,,მაგრამ იუდევლები არ იყვნენ კანონის და აღთქმის ერთგული შემნახველები!’’ პასუხად ასეთ სერიოზულ განაცხადზე მოციქული ამბობდა: ,,ნუთუ თქვენ თვლით რომ ადამიანის ცოდვას შეუძლია ხაზი გადაუსვას ღმერთის აღთქმას და მის ერთგულებას? ღმერთი ხომ არ იცვლება და არ ტყუის! მისი სიტყვა - საუკუნო და ჭეშმარიტია, და მასზეა დაფუძნებული მთელი მსოფლიო! ხოლო რაც შეეხება არაერთგულ ადამიანს, მასზე მადლი ჭარბობს - ერთგული და საუკუნოდ მოქმედი! ღმერთს რომ გადაეხაზა მთელი ძველი აღთქმები თავისი ერის ცოდვების გამო, მაშნ ჩვენი ახალი აღთქმაც გახანგრძლივდებოდა! ჩვენ ახალ აღთქმაშიც ვაგრძელებთ ცოდვას, და უფრო მეტიც ვიდრე ჩვენი წინაპრები, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაოდენ გასაოცარი ნიჭები მოგვცა ღმერთმა! სწორედ ამითომ ჩვენ იმედებს ვამყარებთ არა ჩვენს ცხად უუნარობაზე ან ჩვენს შესაძლებლობებზე, არამედ მხოლოდ ღმერთის მადლზე, ვაღიარებთ რა, რომ ჩვენ როგორც ყველა დანარჩენი ადამიანი, არაფრად ღირებული მატყუარები ვართ. ჩვენ ვამოწმებთ რომ მხოლოდ ერთადერთი ღმერთია ერგული და მართალი! მისი ერთგულება და ყველა მისი აღთქმა არასდროს წყდება!’’

რომაელთა 3:6-8
6 არამც და არამც! სხვაგვარად, როგორღა განიკითხოს ღმერთმა ქვეყნიერება? 7 მაგრამ, თუ ჩემი სიცრუით გამრავლდა ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რაღად გავსამართლდე როგორც ცოდვილი? 8 მაშ, ხომ არ ვაკეთო ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? - როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია მსჯავრი ასეთებზე.

ღმერთის ერთგულებაზე დაფუძნებულ იმედებზე საუბრისას, პავლემ თავის სულში მოისმინა თუ როგორ აღდგებიან მის წინააღმდეგ ბოროტი სულები საყვედურებით: ,,როგორ შეიძლება ღმერთი დარჩეს სამართლიანი, თუ მისი ერთგულება და მადლი უფრო ცხადად ჩანს ჩვენი ცოდვების და დანაშაული ფონზე? რა უფლებით ასამართლებს ღმერთი ადამიანებს, თუ მათი ცოდვების მეშვეობით მისი ერთგულება უფრო მეტად ვლინდება? გამოდის რომ ჩვენი ბოროტება - ღმერთის მსახურება და თაყვანისცემაა? მოდით მაშინ ვცოდოთ, რათა მეტად განვადიდოთ ის!’’

პავლეს არ შეეძლო გაჩუმება, ასეთი სერიოზული ბრალდების მიმართ, არამედ ღრმა აზრობრივად და გახნილად პასუხობდა მის ყველა კითხვას უარყოფით ფორმაში, რომელიც არა მოციქულისგან იყო, არამედ როგორც ჩვეულებრივი ადამიანისგან: ,,ეჭვგარეშეა ის, რომ თუ ღმერთის ერთგულება ვლინდება ჩვენი უსამართლობისგან, მაშინ ღმერთი არ იქნებოდა მთელი მსოფლიოს მოსამართლე. და რომ ჩვენი ტყუილი არ ამყარებდეს მის სიმართლეს, მაშინ მას არ ექნებოდა ქვეყნიერების გასამართლების უფლება. ამ შემთხვევაში სიმართლე იქნებოდა ის, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა გვეცოდა, რათა ღმერთი უფრო განდიდებულიყო!’’

ამ მსჯელობებით პავლე არ სცემს პასუხს თავდაპირველ კითხვას, არამედ მხოლოდ აჩვენებსროგორ ვლინდება ბოროტი სული მსგავსი კითხვების დასმისას. პავლე წინასწარ უკუაგდებს ყველა მოწინააღმდეგის არგუმენტებს, პასუხობს რა მათ მოკლედ: 1) ,, არანაირად!’’ ეს სიტყვა ბერძნულ ტექსტში ნიშნავს: ,,დაე ასეთმა აზრმა არც კი გაიელვოს ჩემს გონებაში!’’ მე არანაირად არ ვეთანხმები ამას. და ღმერთია მოწმე, რომ მე ჩემს გულში ასეთ ღმერთის საგმობელ აზრებს არ ვუშვებ! 2) პავლემ განაცხადა, რომ ასეთ ღმერთის მგმობელ ხალხზე ,,ღმერთის სამართლიანი სასამართლო’’ მოვა. ისინი ვერ შეძლებენ ღმერთის რისხვისგან გაქცევას და დაიღუპებიან!

მოციქულის სტილი გვასწავლის, რომ როდესაც ჩვენ შევდივართ ქრისტეს მოწინააღმდეგესთან დისკუსიაში იმ დონემდე სადაც უკვე ცოტაა დარჩენილი ღმერთის გმობამდე, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ყველა კამათი და კითხვები. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიმამაცე, დავასრულოთ საუბარი და ეს ადამიანები გადავცეთ ღმერთის განკარგულებასა და მის სამართლიანობას!

ლოცვა: წმიდაო ღმერთო, გვაპატიე რომ ჩვენი ეჭვებით გავდიოდით დაშვებული ჩარჩოებიდან! მადლობას გიხდით, რომ შენ გვითმენ და არ გვღუპავ ჩვენი დაუმორჩილებლობისა და უპატივცემულობისთვის, არამედ მიგყავართ სიბრძნისკენ, რათა ვისმინოთ შენი სიტყვა და გამოვეხმაუროთ სულიწმიდას! წაიღე ჩვენგან ყოველი ეჭვი, რომელიც ეწინააღმდეგება შენი სიყვარულის ჩანაფიქრს, და გვასწავლე ვიცხოვროთ შენ ნებასთან თანხმობაში, რადგან არ გვინდა ვიყოთ მოწინააღმდეგე შვილები! გვასწავლე, რომ სხვებთან საუბრისას არ ვლაპარაკობდეთ ადამიანური სიბრძნით, არამედ ყველა ჩვენს მსახურებაში მივყვებოდეთ შენს ხელმძღვანელობას!

კითხვა:

  1. როგორი ძირითადი საწინააღმდეგო კითხვები არის დასმული რომაელთა მიმართ წერილში, და როგორ არის მათზე მოცემული პასუხი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:04 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)