Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 022 (All Men are Corrupt)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 1- მთელი მსოფლიო ცოდვაშია და ღმერთი ყველას ასამართლებს სამართლიანი სასამართლოთი (რომაელები 1:18 - 3:20)

3. ყველა ადამიანი ცოდვილი და დამნაშავეა (რომაელები 3:9-20)


რომაელთა 3:9-10
9 მაშ, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდევლებიც და წარმართებიც ცოდვის ქვეშ არიან. 10 როგორც წერია: "არავინ არის მართალი.

პავლემ შეაჯამა თავისი ბრალდება ყველა ერის მიმართ, რომელსაც ღმერთის სახელით ლაპარაკობდა, ამტკიცებდა რა არცერთი ერი ერთმანეთზე უკეთესი არაფრით არ არის. ყველამ ცხადად შესცოდა, გადაუხვიეს ღმერთის სწორი გზიდან, ბოროტების მონებად იქცნენ, რომლებიც შებოჭილები იყვნენ სიამაყისა და გულისთქმების ჯაჭვით. პავლე თავის თავსაც აკუთვნიდა ამ ბრალდებებს, აღიარებდა რა თავადაც ცოდვილი იყო.

გქონია თუ არა შემთხვევა, რომ შენ შიგნით იმდენად საშინელი თვისება აღმოგიჩენია, რომელსაც გულის რევამდე მიუყვანიხარ. იცოდე. შენი ცოდვა იმდენად საზარელია, რომ ეს შენი სულისა და მშვინვისთვისაც გულის ამრევია. შეადარე შენი თავი პავლეს სიტყვების ბრალდებას, და შენ მიხვდები, რომ შენც მიეკუთვნები ამ ცოდვილთა აღწერას!

რომაელთა 3:11-12
11 არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს. 12 ყველამ გადაუხვია, უსარგებლონი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.

ჩვენ ყველანი არაწმიდები ვართ ღმერთის წმიდა შუქზე! არავინ არის კეთილი ქრისტეს გარდა! ჩვენი გონება ბურუსით არის მოცული, ჩვენ ვერ ვხვდებით, როგორია ღმერთის სინამდვილეში. არადა ის ჩვენთვის ყველაფერში უმაღლესი კრიტერიუმია! ჩვენ ასევე ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად საშინელია ჩვენი ცოდვა. ნეტა ადმიანები მოძებნიდნენ ჭეშმარიტებას, ღმერთის სიტყვის შეცნობამდე მივიდოდნენ, ნაცვლად იმისა რომ ყველა თავის გზაზე დადიოდეს, უფრთხილდებოდეს თავის ღირსებას, იოცნებონ დასვენებასა და უდარდელ ცხოვრებაზე! ყველა ადამიანმა გადაუხვია ღმერთის გზიდან და არავინ დადის სწორ გზაზე! და შენ სულაც არ ხარ კეთილი შენი ბუნებით! ყველა ადამიანი თავის ბუნებით არაფრად ღირებულია, გახრწნილნი ბოროტი საქციელებით! და შენმა სინდისმა სინამდვილეში იცის, როგორი ხარ შენ!

რომაელთა 3:13 13 მათი ხორხი ღია სამარეა; ენებით ცრუობენ; მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია.

ადამიანთა გახრწნილება ჩანს მათსავე სიტყვებში. ჩვენ ყველა სასტიკი მკვლელები ვართ, რადგანაც ჩვენი ენებით ჩვენს მეგობრებს ვართმევთ ღირსებასა და კარგ სახელს; ჩვენ ჩვენი სიცრუით, ბრალდებებით, შეურაცხყოფებით და უხამსი ხუმრობებით ვწამლავთ ატმოსფეროს; ჩვენ ცწუწუნებთ ღმერთზე და უკმაყოფილოები ვართ მისი მმართველობით. წინააღმდეგობა ჩვენი ბაგიდან გამოედინება როგორც შხამიანი შეურაცხყოფა. ჩვენ ურჩად ვეჯიუტებით ღმერთის სასჯელს, ვერ ვხვდებით რა, რომ ჩვენ არაფერი დაგვიმსახურებია გარდა განკითხვისა!

რომაელთა 3:14-17
14 მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. 15 მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. 16 ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე 17 და არ იციან მშვიდობის გზა.

ჩვენი სიძულვილი მალე არ გადადის. ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი მტრები, არამედ გვსურს მათი თავიდან მოშორება. ასე არიან ერებიც, რომლებიც ღვრიან სისხლს თავიანთი მტრების სიძულვილის გამო. მრისხანების ზღვარზე მყოფი ადამიანი ცხოველს ემსგავება. ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ სიმშვიდეზე, მაგრამ ეს სიმშვიდე ჩვენში არ არის! ყველა ადამიანი დამნაშევეა და მათი გული სავსეა ბოროტებითა და სიამაყით, რადგან არ იციან რომ თავად ღმერთი არის ჭეშმარიტება, სიყვარული და სიწმინდე! ადამიანებმა დაკარგეს ჭეშმარიტების გრძნობა, უარყვეს ყოველი კეთილი საზომი, დაკარგეს სიმშვიდე და ჩიხში მოექცნენ!

რომაელთა 3:18
18 ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ”.

ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ეშინია მისი, ის გიჟია და უხამსი. ვინაიდან წმიდას შეცნობისას - გონებაა საჭირო, ხოლო სიბრძნის საწყისია - ღმერთის მოშიშება! ჩვენს დღეებში ათეიზმი მეფობს და ხალხი ისე იქცევა თითქოს ღმერთი არ არსებობს! არ არის გასაკვირი, რომ ბოროტება მრავლება, ცოდვა კი ამაყურად წამოიწია ქუჩებში ადამინის გულებსა და კინოთეატრებში, ჟურნალის გარე ყდებზე და აბსოლუტურად ყველგან!

რომაელთა 3:19-20
19 ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი ქვეყნიერება დაექვემდებაროს ღვთის სამსჯავროს. 20 რადგან რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე; ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა.

ძველი აღთქმის წმინდანები - ჩვეულებრივი ცოდვილები არიან, და რჯულმა ასწავლა მათ ცოდვის შესახებ. მართალია, რომ კანონი გვპირდება ყველა ზეციურ კურთხევას იმ პირობით თუ, ყველა მცნება იქნება დაცული, მაგრამ ამის შესრულება არავის ძალუძს! და რამდენადაც მოვინდომებთ გამოვწორდეთ, მით მეტად ვხვდებით, რამდენად ღრმად არის ჩვენს სისხლში გამჯდარი ბოროტება. ჩვენ ღმერთისგან შურძიებას ვიმსახურებთ და ყველა ჩვენი კეთილი საქმე ეგოიზმით არის გარემოცული. ჩვენ არანაირი დამსახურება არ გვაქვს ღმერთის წინაშე! ეთანხმები თუ არა პავლეს მიერ ჩამოწერილ ამ ჭეშმარიტებებს? კიდევ ერთხელ წაიკითხე რა დაწერა მან, ჩაუკვირდი და მოიდრიკე ღმერთის წინაშე!

ლოცვა: ზეციერო მამაო მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მოგვეცი იმედი ქრისტეში, და რომ აღარ ვართ სასოწარკვეთილებაში! ჩვენ ყველა ბოროტები ვართ ჩვენს განძრახვებში, სიტყვებსა და მოქმედებებში. ჩვენი ხელები, ფეხები და თვალები - ცოდვის იარაღია! ჩვენი გული სავსეა სიძულვილით, გულისთქმებითა და სიცრუით! რამდენად უწმინდური ვარ! მაპატიე და ჩემს თვალწინ გამოსახე შენი სიწმინდე, რათა განვიწმინდო ყოველი დარჩენილი სიმაყისაგან და თაყვანი გცე მხოლოდ შენ ერთს! გადამარჩინე, უფალო, ყველა ჩემი ცოდვისგან სამუდამოდ!

კითხვა:

  1. დაგვანახა რა კაცობრიობის აბსოლუტური გახრწნილება, როგორ აღწერა მოციქულმა ჩვენი ცოდვები?

რომაელთა მიმართ წერილების კითხვათა პირველი სერია

ძვირფასო მკითხველო თუ შენ ამ სერიის 25 კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს ეს იქნება იმის დასტური, რომ შენ საკმარისად ღრმად სწავლოს ღმერთის სიტყვას. ამ შემთხვევაში ჩვენ შენი მცდელობის საპასუხოდ, გამოგიგზავნით ნებისმიერ წიგნს ჩვენი ლიტერატურიდან, შენი არჩევანით.

  1. რა მიზეზით და მიზნით იყო დაწერილი რომაელთა წერილი?
  2. ვინ დაარსა რომში ეკლესია?
  3. ვის მიერ, სად და როდის დაიწერა ეს წერილი?
  4. როგორი სტილით დაწერა პავლემ ეს წერილი?
  5. როგორი სახელები დაირქვა პავლეს, რომალეთა მიმართ წერილის პირველ წინადადებაში?
  6. როგორია რომაელთა მიმართ წერილის სტრუქტურა?
  7. რა არსია დაფარული სიტყვებშ: „იესო ქრისტე - ღთის ძე“?
  8. რა არის მადლი და როგორ ეხმაურება მას ადამიანი?
  9. მოციქულური ღვთისმეტყველებიდან, რომელი სიტყვები არის შენთვის ყველაზე მნიშნელოვანი და ძლიერი, რათა შენ ცხოვრებას შეუსაბამო?
  10. რატომ ემადლიერება პავლე ღმერთს გამუდმებით?
  11. როგორ და რამდენჯერ აღუდგა წინ უფალი, პავლეს გეგმებს?
  12. მე-#-ე მუხლში, რა გეჩვენებათ ყველაზე მნიშნელოვნად და რატომ?
  13. როგორ არის უფლის სამართლიანობა დაკავშირებული ჩვენ რწმენასთან?
  14. რატომ მოდის უფლის რისხვა?
  15. ადამიანი, რატომ ქმნის აუცილებლად სხვა ღმერთებს, როდესაც უღმერთოდ ცხოვრობს?
  16. როდესაც ადამიანი ჭეშმარიტ ღმერთს არ ეთაყვანება, რითი მთავრდება ეს ?
  17. როგორ აღწერა პავლემ უფლის რისხვის გამოვლინება?
  18. პავლე მოციქულის ცოდვათა ჩამონათვალიდან, თქვენი აზრით, რომელია ჩვენ დროში ყველაზე გავრცელებული?
  19. რატომ გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის მას, ვინც სხვას ასამართლებს?
  20. რა საიდუმლოებებს გვიხსნის პავლე, ღვთიურ სასამართლოზე?
  21. უფლის რა პრინციპებით იქნება ჩატარებული ბოლო სასამართლო დღე?
  22. როგორ გაასამართლებს უფალი წარმართებს?
  23. რა უპირატესობას ანიჭებს კანონი იუდეველბს და რითი ავალდებულებს მათ?
  24. რას ნიშნავს წინადაცვეთა ძველ და ახალ აღთქმაში?
  25. როგორი ძირითადი საწინააღმდეგო კითხვები არის დასმული რომაელთა მიმართ წერილში, და როგორ არის მათზე მოცემული პასუხი?
  26. დაგვანახა რა კაცობრიობის აბსოლუტური გახრწნილება, როგორ აღწერა მოციქულმა ჩვენი ცოდვები?

აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ფოსტის მისამართი. დაწერეთ ყველა თქვენი პასუხი გასაგები ხელწერით და გამოგზავნეთ ისინი მისამართზე:

Waters of Life
P.O Box 3007
32720 Detmold
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:06 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)