Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 117 (Paul Before Agrippa II)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)

12. პავლე აგრიპა მეორისა და მისი სამეფოს გარემოცვის წინაშე (საქმეები 25:13 - 26:32)


საქმეები 25:23-27
23 მეორე დღეს, როცა აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით მოვიდნენ და ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად შევიდნენ დარბაზში, ფესტუსის ბრძანებით პავლეც მოიყვანეს. 24 თქვა ფესტუსმა: "მეფე აგრიპავ და ყველა აქ დამსწრე კაცნო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც მრავალი იუდეველი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც ყვირილით: მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო. 25 მაგრამ როგორც მივხვდი, მას სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია; და რაკი თვითონ მოითხოვა ავგუსტუსის სამსჯავრო, გადავწყვიტე გავგზავნო იგი. 26 დამაჯერებელი კი არაფერი მაქვს, რომ მივწერო ხელმწიფეს; ამიტომ მოვიყვანე თქვენ წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპავ, რათა დაკითხვის მერე მეც მქონდეს რაიმე მისაწერი. 27 ვინაიდან უაზრობად მიმაჩნია პატიმრის გაგზავნა მისი ბრალდების გარეშე”.

აგრიპე მეორეს პავლეს ნახვა სურდა, ქრისტიანობის მმართველი ძალის თავის. ფესტუსმა მას ეს შესაძლებლობა მოუწყო. იუდეველთა ბოლო მეფე თავის დასთან და თანმხლებ პირებთან ერთად ბუკის ხმასა და მუსიკაზე შევიდა დიდებულ სამეფო დარბაზში. მათ უკან მოჰყვა დიდებული მმართველი ფესტუსი, რომელსაც მოჰყვებოდნენ მისი ოფიცრების და კესარიიდან ცნობადი ადამიანები, რომელთაც მან სთხოვა, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყვნენ. ბოლოს კი უძლურ ტუსაღს პავლეს სთხოვა წარდგენილიყო ამ დამაბრმავებელი დიდებულების წინაშე. პავლე ორ წელზე მეტი უსამართლოდ ჰყავდათ პატიმრობაში, თუმცა ქრისტემ მოამზადა მოციქული ამ შეხვედრისთვის. აქამდე არცერთ მოციქულსა და მქადაგებელს არ ჰქონია მსგავსი შეხვედრა.

მმართველმა შეხვედრა დაიწყო იუდეველთა მოთხოვნის მცირე აღწერით. წინა ანგარიშებს კი დაამატა, რომ იერუსალიმში უმაღლესი საბჭო ამ ხმაურიან დემონსტრაციებს მხარს უჭერდა. თუმცაღა რომაელმა მმართველმა პირველი მოსმენის დროს ვერ იპოვა ვერაფერი რის გამოც პავლე სიკვდილით უნდა დაესაჯათ. და როდესაც უკვე მზად იყო იუდეველების მოთხოვნით პავლე იერუსალიმში გაეგზავნა, მან გამოიყენა თავისი უფლება და მოითხოვა სასამართლო უფლება თავად კეისართან ერთად. აქ ფესტუსს სირთულე შეექმნა: ის ვერ პოულობდა გამართლებას იმ ფაქტისთვის, რომ პავლე ორი წელი ამყოფეს ციხეში. მისთვის გაუგებარი იყო იუდევლური კანონების დარღვევის მიზეზები, რაშიც ბრალს დებდნენ პავლეს. ვინმე ადამიანი სახელად იესო, მოკვდა და აღსდგა. ასეთი რამის მიწერა კეისრისთვის მიწერა არ სურდა, ეშინოდა რა დაცინვის ან ისეთ ადამიანად აღქმის, რომელსაც სჯერა გარდასახვების ან სულების.

შემაშფოთებელია! ოცდამეექვე მუხლში ფესტუსმა მთელი კრების წინაშე კეისარს უწოდა ბატონი (არა როგორც რუსულ თარგმნაში) არამედ ბუკვალურად ,,ბატონი“ (ბერძნულ ორიგინალში). როგორც ჩანს მათ უკვე კეისრის გაღმერთება დაიწყეს. მომავალში ეს ფაქტი მრავალი დევნის მიზეზი გახდა, მრავალი ტანჯვის, წამების და ქრისტიანთა სიკვდილის, რომელთაც უარყვეს კეისრის თაყვანისცემა და თავიანთი თავი უფალ იესო ქრისტეს მიუძღვნეს. ვისაც კეისრის სწამდა ღმერთს ეძახდა მას. ამ ტიტულში, რომელიც კეისარს მიანიჭეს ყველა დროის უდიდესი პრობლემა აისახა: არავინ არ იმსახურებს ღმერთის სახელის წოდებას გარდა იესოსი. ვინ არის შენი ღმერთი? ვის ეკუთვნი? ვის ემსახურები გამუდმებით?

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე ჩვენ განგადიდებთ შენ, აგამაღლებთ, თაყვანსგცემთ, ვინაიდან მკვდარი კი არა - ცოცხალი ხარ, შენ დიდების ღმერთი ხარ, რომელმაც გაიმარჯვე სიკვდილზე ეშმაკსა და ცოდვაზე. განგვამტკიცე შენს სამეფოში და მრავალი ვინც გეძებს შევიდეს შენს საუკუნო სიცოცხლეში.

საქმეები 26:1-15
1 უთხრა აგრიპამ პავლეს: "ნება გეძლევა საკუთარ თავზე ილაპარაკო”. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა: 2 "ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, მეფე აგრიპავ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც იუდევლები მდებენ ბრალს. 3 მით უმეტეს, რომ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს იცნობ. ამიტომ გთხოვ სულგრძელად მომისმინო. 4 ყველა იუდეველმა იცის ჩემი ცხოვრება სიჭაბუკიდან, რომელიც იმთავითვე ჩემს ხალხში, იერუსალიმში გავატარე. 5 ხანია მიცნობენ და შეუძლიათ დამემოწმონ თუ მოისურვებენ, რომ მე, ჩვენი უზუსტესი სარწმუნოების მიმდინარეობის მიხედვით ვცხოვრობდი, როგორც ფარისეველი. 6 და ახლა იმ აღთქმის იმედის გამო ვდგავარ სამსჯავროს წინაშე, რომელიც ღმერთმა ჩვენს მამებს მისცა, 7 რომლის ასრულების იმედი აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ ემსახურება ღმერთს. სწორედ ამ იმედისთვის მდებენ ბრალს იუდევლები, მეფევ! 8 დაუჯერებლად რატომ უნდა მიაჩნდეს ვინმეს, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს? 9 მართალია, მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ, 10 ასეც ვიქცეოდი იერუსალიმში; და მღვდელმთავართა მიერ მოცემული ძალაუფლებით აღჭურვილმა მრავალი წმიდანი ჩავყარე საპყრობილეში და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი. 11 ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვტანჯავდი მათ და ვაიძულებდი დაეგმოთ. მეტისმეტად განმძვინვარებული, სხვა ქალაქებშიც ვდევნიდი მათ. 12 სწორედ ამისთვის მივდიოდი დამასკოში მღვდელმთავართა ძალაუფლებითა და დავალებით. 13 შუადღისას, მეფევ, გზაზე ციდან გადმოსული, მზეზე ბრწყინვალე სინათლე ვიხილე, რომელიც მე და ჩემს თანამგზავრებს მოგვეფინა. 14 ყველანი მიწაზე დავემხეთ. ხმა მომესმა, რომელმაც ებრაულ ენაზე მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება დეზის წინააღმდეგ დარტყმა. 15 მივუგე: ვინ ხარ, უფალო? მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.

პავლე მყარად იდგა თავისი ერის წარმომადგენლების წინაშე, ყოველგვარი კომპლექსების გარეშე. ის ცხოვრობდა იმითი რასაც ლაპარაკობდა. მან ხელი გაიწოდა და ამითი მან მათი სრული ყურადღება მოითხოვა, სანამ გამართლებას შეუდგებოდა. ის სიხარულით პასუხობდა ყველა ბრალდებას, რადგან ესმოდა, რომ მეფე აგრიპე მეორეს კარგად ესმოდა იდუეველთა წარმოსახვაში რელიგიური სიღრმეები. ამიტომაც პავლე იმედოვნებდა, რომ მეფე მიხვდებოდა რაში იყო საქმის არსი.

მოციქულს თავის გამართლება არ დაუწყია პრინციპების, საკითხების და იდეების განმარტებით, არამედ თავისი ცხოვრების მოკლე შინაარსით. მოციქული სულიერი რელისტი იყო, გაურბოდა ყველა უაზრო აზრის გამოთქმას, ცრუ წარმოსახვებსა და დაცინვას. ის გამოსთქვამდა თავის აზრს ადამიანთა ცხოვრებაში უფლის ჩარევის ფაქტების საფუძველზე.

იუდეველებს უნდა სცოდნოდათ, რომ პავლე უწინ მკაცრი ფარისეველი იყო, რომელიც არ ფილოსოფოსობდა კანონებზე, არამედ უბრალოდ უყვარდა ღმერთი მთელი თავისი ნებით: სულით, მშვინვით და სხეულით. დიდებული და წმიდა ღმერთი მისთვის ყველაფერი იყო. პავლეს ყველა ფიქრები მის შესახებ იყო. პავლეს ეგონა, რომ ერთადერთი გზა ღმერთისკენ - რჯულის ზედმიწევნით დაცვაში იყო. დიდებული იმედი მალე უნდა შესრულებულიყო. ქრისტე უნდა მოსულიყო დედამიწაზე სიბრძნით, ძალითა და მშვიდობით. ამის გამო იდგა პავლე სასამართლოს წინაშე.

შესაძლოა იმ წამს მეფემ წარბები აწია თითქოს პავლეს ეუბნებოდა: არა, მომავალი ქრისტეს იმედის გამო არ დგახარ აქ, არამედ იმიტომ, რომ ქადაგებ რომ ის უკვე მოვიდა, ჯვარს ეცვა და აღსდგა. აი რაშია ამ სერიოზული საუბრის არსი.

მიუხვდა რა მეფეს თავის აზრებს პავლე არ მისცა გამოთქმის უფლება და უთხრა: ,,რატომ არ გჯერა, ღმერთს მკვდრების აღდგენა შეუძლია.“ საკითხი ქრისტეს შესახებ ყოველთვის ეყრდნობოდა ცარიელ სამარხს და უფლის გამარჯვებას სიკვდილზე. იონას ნიშანი დაბრკოლების ქვად რჩება მორწმუნეებისთვის და ქვაკუთხედად ეკლესიისთვის. თავად რას ფიქრობ ამაზე? გაიხრწნა თუ არა იესოს სხეული სამარხში? გჯერა თუ არა ადამიანი იესო, რომ ცოცხალია და თავის მამასთან ერთად მეფობს? ამის რწმენა მარტივი არაა. ეს იბადება სულიწმიდის გამოცხადებით და იზრდება მასში, ვინც გამუდმებით კითხულობს ღმერთის სიტყვას.

წარსულში პავლე ვერ იტანდა ამ უწყებას. ის განრისხებული უარყოფდა იმ აზრს, რომ ჯვარცმული ქრისტე ნაზარეთიდან შეიძლება იყოს ქრისტე და ღმერთის ძე. იუდევლური საბჭოს სახელით დაიწყო ქრისტიანების დევნა, აგდებდა მათ საპყრობილეში, ბრალს დებდა სულიწმიდით სავსე ადამიანებს სასამართლოში, რის გამოც ზოგიერთი სიკვდილითაც კი დაისაჯა. სასამართლოებზე ის აიძულებდა მორწმუნეებს უკუეგდოთ ქრისტე, რწმენა და ეთქვათ, რომ ქრისტე არ არის ღმერთის ძე. ასე ემსახურებოდა პავლე წარსულში სუსტ და უდანაშაულო ადამიანებს. ის რჯულის დამცველი იყო და აიძულებდა ყველას გადარჩენა უკუეგდო. უმაღლესმა საბჭომ პავლეს უფლება მისცა, თავს დასხმოდა ამ ,,საშინელი ერესის“ მატარებლებს სხვა ქალაქებში, რათა საბოლოოდ აღმოეფხვრა ის. მან ისწავლა ასეთი თავდასხმები სიძულვილითა და სისასტიკით.

მაშინ თავად იესო მოვიდა პატარა ამაყ ადამიანთან, გზა გადაუღობა და თავისი შუქით აღაფრთოვანა. ამ დიდებული შუქისგან დაბრმავებული სავლე ჩამოვარდა ცხენიდან. ქრისტეს დიდება მზეზე უფრო ნათელი იყო. პავლეს გული ამოვარდნას ჰქონდ, შეძრული იყო და შეშინებულმა იფიქრა, რომ უფლის სამსჯავრო დაატყდა მას და მთელს სამყაროს.

მახარობელი ლუკა თავის წიგნში საუბრობს ქრისტესა და პავლეს შეხვედრაზე დამასკოს გზაზე სამჯერ (თავი 9, 22, 26) რომ მივხვდეთ თუ როგორი ცენტრალური ადგილი უკავია ამ მოვლენას და საქმე მოციქულთა წიგნში საიდუმლოდ რჩება. სწორედ ამ შემთხვევის დროს გამოვლინდა პავლეს ჭეშმარიტი მისწრაფებები, რომელიც მას ამოძრავებდა სახარების მსახურებისთვის.

დიდებულმა უფალმა არ გაანადგურა სავლე, თუმცა ის მისი წმინდანების მკვლელი იყო და სამართლიანად ეკუთვნოდა ეს, მაგრამ წყალობა უყო მას და გაუხსნა რომ თავისი ეჭვიანობის მიუხედავად ღმერთისადმი, სინამდვილეში ის ღმერთის მტერი იყო. უმიზეზოდ დევნიდა ქრისტიანებს, რომელებიც სამუდამოდ ერთნი იყვნენ ქრისტესთან. პავლეს ეგონა, რომ უფლის ნების შესასრულებლად უნდა ეწამებინა და მოეკლა ქრისტიანები. სავლე ბოროტის მონა იყო; მისგან ბოროტება, მკვლელობა და სიძულვილი მოდიოდა.

იმ წუთას პავლეს სიამაყე ყველა გაგებით დამსხვრეული იყო და მისი რწმენა გაქარწყლდა. მისთვის საზარელი სანახავი იყო თუ რად იქცა; სცხვენოდა ყველაფრის რაც ჩაიდინა. გულის სიღრმეში კი უკვირდა, რატომ არ გაანადგურა ის დიდებულმა ღმერთმა. მაშინ ძალები მოიკრიბა და ჰკითხა თუ ვინ იყო ის და რა იყო მისი სახელი. ის პასუხს ზეციდან ელოდა აცნობიერებდა რა, რომ თავად მკვლელი და ღმერთის მტერი იყო.

იესომ არ უკუაგდო მისი ძიების წყურვილი არამედ მიმართა მას გასაგები ენით თითქოსდა უთხრა: ,,მე იესო ვარ. შენ ფოქრობ, რომ მე ჯვარცმული მკვდარი და განადგურებული ვარ, არა. მე ცოცხალი ვარ და ღმერთთან ერთად ერთობაში ვცხოვრობ. საცოდავო სავლე შენ ფიქრობ, რომ ჯვარი ჩემთვის სასჯელი იყო. არა! არა! მე შენს გამო მოვკვდი და მთელი კაცობრიობის ცოდვები საკუთარ თავზე ავიღე. მე მართალმა საკუთარი სიცოცხლე შენს გამო გავიღე. მე უცოდველი ვარ შენ კი გახრწნილი. ასე, რომ მოინანიე და მობრუნდი ჩემსკენ, ვინაიდან ცოცხალი ვარ და ჩემი სიცოცხლე - მთელი ამ ცხოვრების ქვაკუთხედია. ან შენს ცხოვრებას ჩემზე ააშენებ, ან ჩემს მიერ დამარცხებული იქნები!“

ძვირფასო ძმაო შეიცანი თუ არა იესო სინამდვილეში? გინახავს თუ არა ის ცოცხალი შენს წინაშე? მიეცი თუ არა მთელი შენი ცხოვრება მას? ცხოვრობ თუ არა სულიწმიდასთან შეთანხმებაში? არ დაგავიწყდეს, რომ გამარჯვებული ქრისტე ცოცხალია, არსებობს და ყოველთვის ყველგან არის და ყოველი მორწმუნე თავის გამარჯვებულ მსვლელობაში შეყავს.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე შენ ცოცხლობ და შენი თანდასწრებით მოდიხარ ჩვენთან შენი სახარების მეშვეობით. ჩვენი ცოდვების გამო არ გვღუპავ, არამედ შენი მარადიული სიყვარულით გვიწყალებ. გამოააშკარავე ჩვენი ცოდვები შენი შუქით, გააქარწყლე ჩვენი სიჯიუტე, რათა შენი სულის ძახილი შევიყვაროთ და მთლიანად მოგიძღვნათ ჩვენი თავი და მივიღოთ შენი მადლი და რომ შენ დასახლდე ჩვენს გულებში. მოდი ჩემს გულში უფალო იესო და ყველა მომლოდინეს გულში. მე მადლობას გიხდი იმისთვის, რომ ცოცხალი ხარ და ჩემში ცოცხლობ. ამინ!

კითხვა:

  1. რატომ უკავია ცენტრალური ადგილი მოციქულთა საქმეების წიგნში პავლესა და ქრისტეს შეხვედრას დამასკოს გზაზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:11 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)