Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 118 (Paul Before Agrippa II)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)

12. პავლე აგრიპა მეორისა და მისი სამეფოს გარემოცვის წინაშე (საქმეები 25:13 - 26:32)


საქმეები 26:16-23
16 წამოდექი, ფეხზე დადექი; რადგან იმისთვის გამოგეცხადე, რომ მსახურად და მოწმედ დაგაყენო იმისა, რაც იხილე და რასაც გიჩვენებ, 17 რადგან გამოგარჩიე ამ ხალხისგან და წარმართებისგან, რომლებთანაც ახლა გგზავნი 18 მათი თვალების ასახელად, წყვდიადიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებიდან ღმერთისკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით, მათაც მიიღონ ცოდვების მიტევება და ადგილი განწმედილთა შორის. 19 ამიტომ, არ ვეურჩე ზეციურ ჩვენებას, მეფე აგრიპავ. 20 პირველად დამასკოსა და იერუსალიმის მკვიდრთ, მერე კი იუდეის მთელ ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს ვუქადაგებდი მონანიებას, ღვთისკენ მოქცევას, და მონანიების ღირსი საქმეების აღსრულებას. 21 ამისათვის შემიპყრეს ტაძარში იუდევლებმა და მოკვლა დამიპირეს. 22 მაგრამ ღვთის შეწევნით, დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ მცირესა და დიდს, და არაფერი მითქვამს იმაზე მეტი, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ მომავალ მოვლენებზე, 23 რომ უნდა წამებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდართაგან; და სინათლე ექადაგა ამ ხალხისთვის და წარმართებისთვის”.

ქრისტეს არ მიუტევებია პავლე და არ მისცა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის უფლება საკუთარი ცოდვების გამო, პირიქით უთხრა, რომ რწმენას დამორჩილებოდა, გაამხნევა ის და უბრძანა გადამწყვეტად წინ წასულიყო. ვინაიდან ქრისტეს გამოცხადება ჯიუტი მკვლელისთვის ნიშნავდა მოწყალებასა და პატიებას, და ასევე მსახურებაში მოწოდებას. ქრისტეს არ აურჩევია პავლე თავის მოწმედ, რათა ღვთისმეტყველური საკითხები გაერჩია, ან რაიმე გრძნობებით გადავსებულიყო. ის უმაღლესი მსაახურებისთვის იყო მოწოდებული: ეთქვა ხალხისთვის, რომ შეხვდა ცოცხალ ღმერთს. პავლეს დამოწმების თემა უნდა ყოფილიყო თავად ქრისტე. უფალმა პირობა მისცა მას, რომ დაიცავდა და მისი თანდასწრება იქნებოდა მასზე. მას მოუწია წასვლა იუდეველებთან და წარმართებთან მარტოს კი არა, არამედ იესოს სახელით და მისი ღვთაებრივი ძალით. ვინც პავლეს წინააღმდეგ გამოდიოდა ან აპატიმრებდა მას ის უფლის მოწინააღმდეგე იყო.

ძვირფასო ძმაო მოგისმენია თუ არა ქრისტეს მოწოდება, მასთან მისვლის ან ქადაგების შესახებ? გინახავს თუ არა სახარებაში იესო თავისი დიდებით? თუ კი მოდი გადავხედოთ უფლის ბრძანებას მე-18 მუხლში სადაც ის პავლეს უბრძანებს აქტიურ დამოწმებას და მსახურებას. ეს დაგვეხმარება გავიგოთ ქრისტეს განზრახვები და თავად ქადაგების აზრს ჩავწვდეთ.

  1. იმისთვის, რომ შენს ახლობელს თვალები აეხილოს, მან უნდა მოისმინოს შენი დამოწმება, რომელშიც ცოცხალი ქრისტეს თანდასწრებაა.
  2. მაშინ ის შეძლებს შეიცნობს იესო ქრისტე, ქვეყნის სინათლე გამოვიდეს თავისი სიბნელიდან და შეასრულოს წრფელი მონანიება.
  3. რადგან ნებისმიერი ადამიანი, ეშმაკის ბორკილებით არის შებოჭილი და ის საჭირიროებს, რომ ქრისტემ გაანთავისუფლოს, თავისი ღვთაებრივი ძალით.
  4. ჯვარცმული ქრისტეს მორწმუნე დახსნილია ღმერთის რისხვისა და სამსჯავროსგან; და მაშინ ის მოდის წმინდასთან, ემსახურება და თაყვანს ცემს სიხარულით.
  5. ჩვენი ცოდვების პატიება და გულების გაწმენდა, ღმერთთან ურთიერთობის შედეგად ხდება.
  6. როდესაც სულიწმიდა არის ადამიანთა გულში, ის ხდება პირობა მომავალი დიდებისა ჩვენში.
  7. ჩვენ ვღებულობთ ყველა ამ სულიერ ნიჭს, არა რჯულის დაცვით, არამედ ცოცხალ ქრისტეში რწმენით, რომელიც მოქმედია და ყველა მისი მოწოდებულის გადამრჩენელი.

ძვირფასო მკითხველო განთავისუფლდი თუ არა ეშმაკის ძალისგან? მსახურობ თუ არა სუფთა გულით? აღიარებ თუ არა შენს ცოდვებს და ტოვებ თუ არა მათ? დადიხარ თუ არა ქრისტეს სიმართლეში? თუ კი ესეიგი ყოვლისშემძლე უფალი გიხმობს, რომ ადამიანებს მისი ხსნის სახარება დაუმოწმო, რათა მრავალი გადარჩეს შენი მოწმობით. ყურადღებით მოისმინე თუ რას გეუბნება სულიწმიდა.

პავლემ მეფე აგრიპეს უთხრა: ,,როდესაც ქრისტე გამომეცხადა და დამელაპარაკა, მაშინვე დავმონდი და დავმორჩილდი უფლის დიდებას. ეს შეხვედრა ქრისტესთან არის იმის მიზეზი რასაც შემდგომ ვაკეთებდი. მე უნდა მექადაგა უწყება ქრისტეზე, მომეწოდებინა ყველასთვის დამასკოში, იერუსალიმში და სამყაროს სხვადასხვა ადგილებში, რათა მოენანიებინათ და მხსნელისკენ მობრუნებულიყვნენ. ქრისტე ცოცხალია! მე უნდა მექადაგა და ყველასთვის უნდა მეთქვა: ,,მობრუნდით თქვენი მკვდარი საქმეებისგან და ემსახურეთ წმინდა ღმერთს! მოკვდით საკუთარი სიამაყისთვის და უფლის ნებით აღივსეთ სულიწმიდის ძალაში. ნუ ააგებთ ფანტაზიებს თქვენი ეგოიზმით და არ ააშენოთ თქვენი მომავალი ცრუ სამართლიანობაზე, არამედ გააცნობიერეთ, რომ თითქმის ეშმაკს გაუტოლდით. ხელები ქრისტესკენ გაიწოდეთ და ის გიხსნით თქვენ. თქვენ, რჯულის დამცველებო, პროფესორებო, იცოდეთ რომ ძალიან საჭიროებთ მხსნელს. ცოდვილები და დამნაშავეები ისედაც აღიარებენ მონანიების საჭიროებას და ახალ ცხოვრებას.

სწორედ იმ მიზეზის გამო ვერ იტანდნენ იუდეველები პავლეს, რომ ის ხალხს ეუბნებოდა თუ როგორ სჭირდებოდათ ჯვარცმული ქრისტე. ფანატიკოსები თავს დაესხნენ პავლეს იერუსალიმში, და არა იმიტომ რომ ის ტაძარს ბილწავდა, არეულობა შექონდა ერში ან კანონს უგულებელყოფდა. ყველაფრის მიზეზი, მისი ქრისტესადმი სიყვარული იყო და აქტიური მოწმობები მის შესახებ. ამიტომ ცდილობდნენ მის მოკვლას, არ სჯეროდათ, რომ ჯვარცმული ქრისტე ცოცხალი იყო. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ყოველივეს, სხვა შემთხვევაში - მოუწევდათ აღიარება, რომ ღვთის ძის მკვლელები და უწმიდურები არიან.

იქ ტაძარში, იესომ თავისი მსახური დიდძალი ხალხისგან დაიცვა, რათა შეძლებოდა მისი მოწმობის ტარება: მეფეებისთვის მიეტანა იგი და არაფრის მქონეთათვის, ასევე ბრძენ ფილოსოფოსებთან და გაუნათლებელ საზოგადოებასთან. მისი მოწმობა სრულ თანხმობაშია რჯულთან და წინასწარმეტყველებებთან. ღვთის ძე არ მოსულა როგორც პოლტიკური მხსნელი, არამედ როგორც ღვთის კრავი, რომელიც იღებს საკუთარ თავზე ქვეყნიერების ცოდვებს. ადამიანი იესო ღვთის სულისგან იშვა, რათა ადამიანები ღმერთს შეარიგოს. სხვა ვერავინ შეძლებდა ამას. იესომ თავისი ყოვლისშემძლეობა დაამტკიცა სიკვდილზე გამარჯვებით, გაგვანთავისუფლა რა სიკვდილის ბორკილებისაგან და ღმერთის რისხვისგან. ხსნა არ არის მხოლოდ იუდეველების - არამედ ყველა წარმართი ერისაა. ქრისტე - გამარჯვებულია. მისი სახარება ყველა ქვეყანაში იქადაგება - და ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ამას ხელს. მისი შუქი ანათებს წყვდიადში.

კითხვა:

  1. რომელი შვიდი პრინციპია ქრისტეს ქადაგებისთვის საჭირო ?

საქმეები 26:24-32
24 თავს რომ ასე იცავდა, ფესტუსმა ხმამაღლა თქვა: "შეიშალე პავლე! დიდ წიგნიერებას სიგიჟემდე მიყავხარ”. 25 პავლემ კი მიუგო: "მე არ შევშლილვარ, აღმატებულო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვლაპარაკობ. 26 იცის ეს ამბავი მეფემ, რომლის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ; არ მჯერა, რომ მისთვის აქედან რაიმე იყოს დაფარული, რადგან ეს სადღაც გადაკარგულში არ მომხდარა. 27 წინასწარმეტყველების თუ გწამს, მეფე აგრიპავ? ვიცი, რომ გწამს”. 28 აგრიპამ უთხრა პავლეს: "ცოტაც და, დამარწმუნებ ქრისტიანად მოვიქცე!” 29 პავლემ კი თქვა: "ღმერთს ვევედრები, რომ ადრე თუ გვიან, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, ოღონდ ამ ბორკილების გარეშე”. 30 რომ თქვა, მეფე და გამგებელი, ბერნიკე და მასთან მსხდომნი წამოიშალნენ, 31 განზე გადგნენ და ერთმანეთს უთხრეს, ეს კაცი არაფერს აკეთებს ისეთს, სიკვდილს ან ბორკილებს რომ იმსახურებდესო. 32 ხოლო აგრიპამ უთხრა ფესტუსს: "შეიძლებოდა ამ კაცის გათავისუფლება, კეისრის სამსჯავრო რომ არ მოეთხოვა”.

ამაყი მმართველი მიხვდა, რომ პავლემ რომაელების და ბერძნების ყველა ღმერთი მიწასთან გათელა და ქრისტე წარადგინდა, როგორც ერთადერთი ღმერთი, სინათლე მთელი ქვეყნიერებისთვის. მმართველისთვის რთული მისაღები იყო ის სწავლება, რომელიც გულისხმობდა მკვდარი ადამიანის გაცოცხლებას და შემდგომ ქვეყნიერების მხსნელად მოვლინებას, ამას ემატებოდა ის, რომ ეს მხსნელი კეისარზე უფრო მაღლა იდგა და ამ ყველაფერს ერთი უბრალო პატიმარი ყვებოდა. ამიტომაც ფესტუსმა ხმამაღლა იყვირა: შენ სიგიჟეებს ამბობ პავლე! განსჯის უნარი დაკარგე! ხანგრძლივმა ფიქრმა რჯულზე და გამუდმებულმა ლოცვებმა შენი გონება დაახშო!

პავლემ იცოდა, რომ მმართველი ვერ გაუგებდა მას, რადგან ვერავინ უწოდებდა იესოს ღმერთს, თუ არა სულიწმიდით. მან უპასუხა ამაყ მმართველს: ,,მე არ ვარ გიჟი, ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, არც ზედმეტად აღგრძნებული ვარ და არც განსჯის უნარი მაქვს დაკარგული. ვქადაგებ ქრისტეს ჭეშმარიტებას, რომელიც ცოცხალი და განდიდებულია. მერე უეცრად პავლე მიუახლოვდა მეფე აგრიპეს და მას უთხრა. იმის შესახებ, რომ იესო ნაზარეთიდან იყო ჯვარცმული და რომ ქრისტიანები მის აღდგომაზე სიხარულით ამოწმებდნენ. და ამის შესახებ ყველა იუდეველმა იცოდა.

ტუსაღმა პავლემ პირადად მიმართა გამედიდურებულ მეფეს და ყველას წინაშე პირდაპირ კითხვა დაუსვა: ,,გწამს თუ არა სახარების, რომელიც წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს? აღიარებ თუ არა, რომ ქრისტემ აიტანა ტანჯვები და მკვდრეთით აღგა, როგორც ეს რჯულში წერია?“ პავლემ დაინახა თუ როგორ შეკრთა მეფე. მას არ უნდოდა იმ ჭეშმარიტებებზე საუბარი, რომელიც ძველ აღთქმაში იყო, ამიტომ უბრალოდ გაჩუმდა. მოციქულმა მის ნაცვლად გასცა პასუხი: ,,ვიცი მეფე აგრიპევ, რომ გჯერა“. პავლე წინასწარმეტყველი იყო. მას შეეძლო მეფეს აზრების წაკითხვა და უნდოდა, რომ ის რწმენამდე მიეყვანა, მაგრამ მეფე გაჯიუტდა. რცხვენოდა რა ერის, ჩაილაპარაკა: ,,დავუშვათ, რომ მჯერა, როდესაც შენ დაასრულებ შენს მონოლოგს, შესაძლოა დამარწმუნო შენი აზრების სისწორეში, მაშინ მეც იესოს მსხვერპლი გავხდებ“.

პავლე გულში ზეიმობდა. აცნობიერებდა რა სულიწმიდის მოქმედებას მეფის გულში, წამოიყვირა: ,,ტუსაღი აქ მე არ ვარ! თქვენ - თქვენი ცოდვების მონები ხართ. მიდით მხსნელ იესოსთან და ის გაგანთავისუფლებთ თქვენ. ჩემი ბორკილების მიუხედავად მე თავისუფალი ვარ და მე ვთხოვ უფალს, რომ მოგცეთ თქვენ ყველას: შენც და შენ დას ვერონიკას და ყველა ამპარტავან ადამიანს, რომელიც კესარიაში ცხოვრობს სულით აგავსოთ.

პავლემ ყველას სიყვარულით მიმართა. სიტყვები მისი ბაგეებიდან აღელვებული ცეცხლივით გამოდიოდა, მაგრამ მისი თვალები წყალობას ასხივებდნენ. ის სულიწმიდით სავსე იყო.

მაშინ მეფე ადგა ისე, რომ პავლესთვის არაფერი უთქვამს. სახარების ძალამ შეარყია ის და მის სინდისს შეეხო. ყველა იქ მყოფმა გააცნობიერა, რომ პავლე მართალი ადამიანია და ახლა მის უდანაშაულობაზე მოწმობდნენ. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მიდიოდნენ ისინი ამ არაჩვეულებრივი სასამართლოდან, რომელზეც ბრალდებული ამტყუნებდა თავის დამკითხავებს და ღმერთის სიტყვას ეუბნებოდა, რამაც მათი გული შეძრა. ბოლოსდაბოლოს მეფემ თქვა: ,,ამ ადამიანების თავისუფლებაზე გაშვება შესაძლებელია, მაგრამ რახან მან თავად მოითხოვა იმპერატორის სამსჯავრო, ჩვენ ის რომში უნდა გავგზავნოთ“. მეფის ეს პასუხი სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ პავლეს გაანთავისუფლებდნენ, რომ არ მოეთხოვა სამსჯავრო, რადგანაც იუდეველთა უმაღლესი საბჭო არ ეთანხმებოდა მის განთავისუფლებას, ხოლო მეფე ფესტუსს საერთო ენა უნდა მოენახა მათთან. საბოლოო ჯამში პავლე რომის საპყრობილეში მოხვდა თავისი დიდებული მამის ნებით.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, ჩვენ თაყვანს გცემთ, ვინაიდან ცოცხალი ხარ და შენ გამოისყიდე ყველა ადამიანი. დაგვეხმარე ყველა ადამიანს ვუქადაგოთ შენი ჭეშმარიტება, რათა მრავალი იქნას დახსნილი ცოდვისაგან და განთავისუფლებული ეშმაკის ძალაუფლებისაგან. აგვავსე მოთმინებით სულიწმიდაში, რათა თამამად და თავმდაბლობით მივდიოდეთ წუთისოფელში და ვაღიარებდეთ შენს დიდებულ სახარებას.

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:13 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)