Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 094 (The Apostle plans to Return to Jerusalem, and then go on to Rome)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

3. მოციქული გეგმავს დაბრუნდეს იერუსალიმში, და შემდეგ რომში წავიდეს (საქმეები 19:21-22)


საქმეები 19:21-22
21 ამ ამბების დასრულების შემდეგ, პავლემ სულით გადაწყვიტა მაკედონიისა და აქაიის გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: "იქ რომ მივალ, მერე რომიც უნდა მოვინახულო”. 22 მაკედონიაში ორი თავისი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი გაგზავნა, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა.

რომაელებისთვის ასია ნიშნავდა ანატოლიის რეგიონს, დედაქალაქს და სიახლეების ცენტრს, რომელიც იყო ეფესო. შემდეგ ის გადაიქცა აზიად, რომელშიც იგულისხმებოდა მტელი აზიური კონტინენტი, ზუსტი საზღვრები და რეგიონები, რომლებიც განსაზღვრული იყო მხოლოდ ერთი საუკუნის წინ.

ამ ანატოლიის რეგიონში, რომლსაც პირველად უწოდეს აზია, ქადაგებდა პავლე. აქ ის ორ წელიწად ნახევარი კვებავდა ხალხს სულიერი საკვებით, მათ ვისაც სწყუროდა სამართლიანობა. ამ დროის განმავლობაში იქ ცოცხალი ეკლესია დაარსდა, რომელიც სიყვარულის სხივებს ასხივებდა გარშემყოფებისათვის. გადარჩენის სახარება ყველაზე მოშორებულ სოფლამდეც კი მივიდა. ეფესო, იერუსალიმისა და ანტიოქიის მსგავსად გახდა მესამე მთავარი ცენტრი საიდანაც სახარებამ შეაღწია რომში. ზუსტად აქ დაწერა პავლემ, ორი უმაგრესი წერილი კორინთელთა მიმართ. ის იტანჯებოდა მათი პრობლემებით და ლოცულობდა, რომ უფალს იქაური ძმებისთვის მიეცა შესაძლებლობა გაერჩიათ სულები და გაენთავისუფლებინათ ხალხი გონებრივი და ფსიქოლოგიური პრობლემებისგან.

ამ ქალაქში ყოფნის დროს პავლემ შესაწირავი ააგროვა იერუსალიმის ეკლესიის გაჭირვებულებისათვის. მან მოიზიდა ბერძნული და ანატოლიური ეკლესიები ამ საქმეში მონაწილეობისთვის, როგორც ამას ვკითხულობთ კორინთელთა მიმართ მეორე წერილში (8-9 თავები). ეს ის ქალაქია რომელშიც მოციქული იოანე ქრისტეს ცხვრებს აძოვებდა. და რომელიც ასწლეულობის მანძილზე აგრძელებდა მნიშვნელოვანი როლის თამაშს ადრეული ეკლესიების ისტორიაში. ცოცხალი უფალი ლაპარაკობდა ეფესოს ეკლესიაზე გამოცხადების წიგნში, როგორც ეკლესიებიდან ყველაზე პირველზე (გამოცხადება 2:1-7). აქ ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კრება მათ შორის მესამე მსოფლიო კრება (ჩ.წ.ა 431) ბიზანტიური კეისრების დროს. პავლე მადლობდა ქრისტეს გამარჯვებისთვის მცირე აზიაში თავისი მსახურების დასასრულს, ჩ.წ. 55. სულიწმიდამ დაანახა წარმართების მოციქულს, რომ მას გარკვეული დროით ესაჭიროებოდა იერუსალიმში დაბრუნება, რათა ახალი ეკლესია დაეკავშირებინა დედა ეკლესიასთან იერუსალიმში.

მაგრამ პავლეს სურდა კიდევ ერთხელ ენახა თავისი საყვარელი ძმები, ბერძნული ეკლესიების წევრები. ის ბევრს ლოცულობდა და სულიწმიდის ხელმძღვანელობის ქვეშ გეგმავდა დასავლეთით გაეცურა რომში ხოლო შემდეგ აღმოსავლეთით იერუსალიმში. მოციქულმა იცოდა, რომ წმინდა ქალაქი არ იქნებოდა მისი მოგზაურობების საბოლოო დანიშნულების ადგილი, ვინაიდან სულიწმიდამ გაუხსნა მას, რომ მისი მოგზაურობის საბოლოო დანიშნულება რომი იქნებოდა. სახარება იერუსალიმიდან რომში ვრცელდებოდა, სულიწმიდის ცენტრიდან ქვეყნიური ძალაუფლებების ცენტრამდე, რათა სამართლიანობას დაეჯაბნა უსამართლობა. ქრისტე ყოველდღე სთხოვს ყველა ქალაქს, პარტიასა თუ რელიგიას დაემორჩილონ მას. ის უფალია და მის წინ მოიდრიკება ყველა ზეციური და მიწიური ქმნილების მუხლი და ყველა ენა აღიარებს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის განსადიდებლად (ფილიპელთა 2:10-11). განდიდება ეს იყო ერთადერთი რამ, რაც ამოძრავებდა პავლეს თავის მისიონერულ მოგზაურობებში. პავლე არ იყო მარტოხელა გენიოსი უფლის სამეფოში. ის მრავალ ძმასთან ერთად მსახურობდა, რომლებიც ერთად იესო ქრისტეს სულიერ სხეულს შეადგენდნენ. არცერთი ძმა არ არსებობს, რომელსაც შეუძლია მარტო იმსახუროს, სხვების გარეშე. ამიტომაც ვაღიარებთ, რომ გვჭირდება შენი ლოცვები და ურთიერთობა, როგორც შენ გჭირდება ჩვენი მსახურება და შუამდგომლობა. ჩვენ ვლოცულობთ შენზე. ლოცულობ თუ არა შენ ჩვენთვის? პავლემ წარგზავნა ტიმოთე, რომელიც ემსახურებოდა მას ერთგულად, როგორც შვილი და ამზადებდა მას მოგზაურობისთვის. ახლა კი ის აპირებდა გზის მომზადება პავლეს დიდებული მოგზაურობისთვის.

ლოცვა: მადლობას გიხდით ჩვენო უფალო იესო ქრისტე, რომ ქვეყნიურმა ძალაუფლებამ, ვერც სატანამ ვერ შეძლო შენი გამარჯვებული მსვლელობის შეჩერება! შენ მიგვიღე შენს სამეფოში. დაგვეხმარე შენი სულიწმიდის ხმას მოვუსმინოთ, რათა იქითკენ გავიცეთ სადაც შენ გინდა და გავჩერდეთ იმ დროს და იმ ადგილას სადაც შენ მიგვითითებ.

კითხვა:

  1. რატომ უნდა წასულიყო პავლე რომში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:53 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)