Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 093 (Spiritual Revival in Ephesus)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

2. სულიერი გამოღვიძება ეფესოში (საქმეები 19:1-20)


საქმეები 19:13-20
13 ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმა იუდეველმაც იწყო უფალ იესოს სახელის ხსენება ავი სულებით შეპყრობილებზე; ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო. 14 ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას შვიდი ვაჟი. 15 მაგრამ მიუგო ავმა სულმა და უთხრა მათ: "იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ?” 16 დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან. 17 და ცნობილი გახდა ეს ამბავი ეფესოში მცხოვრები ყველა იუდეველისა და ბერძენისთვის; თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალ იესოს სახელი. 18 მრავალი მოდიოდა მათგან, ვინც ირწმუნა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს. 19 ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოსნობას ეწეოდა, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა. 20 ასე ძლევამოსილად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა.

ზეცასა და ჯოჯოხეთს შორის, ღმერთის სულსა და სატანის სულს შორის მიდის სასტიკი ბრძოლა, ცათა სამეფოს დასამკვიდრებლად. ადამიანები ეხსნებიან ან ბოროტ სულებს ან ჩვენი ზეციერი მამის ძალებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთნი ჯოჯოხეთით არიან შეპყრობილები, ხოლო მეორენი ღმერთის სიყვარულით არიან აღვსილნი.

ზოგოერთმა მორწმუნემ ძველაღთქმისეულ ერიდან მიიღო ძალა ბოროტი სულების განდევნის ცოცხალი ქრისტეს სახელით, როგორც ამას სახარებიდან ვიგებთ. დემონები თრთიან შიშისგან წმიდა ღმერთის წინაშე. თუმცა იუდეველებს არ შეეძლოთ ახალი სულის მიცემა მათთვის, ვისაც ანთავისუფლებდნენ ბოროტი სულისგან. ამიტომაც ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ვინც ერთხელ განთავისუფლდნენ შეპყრობილობისგან, მეტად ბოროტდებიან.

შვიდი ძმა, არიან შვილები ადამიანისა სახელად სკევა, რომელიც თავს მღვდელმთავრად თვლიდა, დადიოდა ეფესოში და დევნიდა ბოროტ სულებს. ამ ძმებს სმენიათ პავლეს შესახებ ან იქნებ უნახავთ, როგორ კურნავს ავადმყოფებს და იმარჯვებდა არაწმინდა სულებზე იესოს სახელით. და ისინი შეეცადნენ გამოეყენებინათ იესოს სახელი, რათა მისი ძალა მიეღოთ. მის სახელს დასაწყევლად იყენებდნენ, მაგრამ არ ჰქონდათ პირადი შემეცნება მხსნელის, არ მირბოდნენ მის ძალასთან და არ სწამდათ მისი. თავად იყვნენ დამნაშავენი, რადგან გადაწყვიტეს იესოს სახელის გამოყენება წყევლის სახით და უფლის გამოცდა.

და ერთხელაც ბოროტმა სულმა საშინლად დაიყვირა ერთი შეპყრობილისგან: ,,იესოს ვიცნობ, და სახელი პავლეც ნაცნობია ჩემთვის“. ჯოჯოხეთი აღიარებს, რომ იცნობს მას ვინც გაიმარჯვა სიკვდილზე. ჯოჯოხეთი ვერასდროს ვერ აჯობებს ღვთის კრავს, ვინაიდან მან აიღო თავის თავზე ქვეყნიერების ცოდვები და ადამიანები ღმერთს შეარიგა. დემონებმა იციან ჯვრისა და ცოხალი იესოს შესახებ, რომელიც მკვდრეთით აღსდგა. ასევე იციან, რომ სასამართლოს დრო მოახლოვებულია. პავლე ქრისტეს ერთ-ერთი წარმოგზავნილი იყო. მისი სიტყვები ქვესკნელშიც იცოდნენ. მისი აზრები გამოუყენებელი და სუსტი არ იყო - მათში საკმარისი ძალა იყო, რომ დედამიწაზე ღმერთის სამეფო დაემკვიდრებინა.

ძმაო, აცნობიერებ თუ არა, რომ ჯოჯოხეთმაც იცის იესოს შესახებ და თრთის მის წინაშე? ბევრი ადამიანი ბრმაა. ისინი იცობენ ყურებს და სახარების საწინააღმდეგოდ იქვავებენ გულებს, და მაშინ ხდებიან ეშმაკის მსხვერპლნი. შეპყრობილის თავდასხმა შვიდ ძმაზე, რომელთაც გამოსცადეს ღმერთი, მიუთითებს იმაზე თუ როგორ ესხმის თავს ეშმაკი ქრისტეს სამეფოში მერყევებს. ამ სულებს არანაირი ძალაუფლება არ ქონდა პავლეზე და ქრისტეს სულიერი სხეულის წევრებზე. ვინც შორს არის მხსნელისგან ის მოკლებულია ცოდნას და ეშმაკის წრეშია მოქცეული და ასეც არის მთელი ქვეყნიერება წევს ბოროტებაში ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ. მაგრამ ქრისტე შედის ეშმაკის სამეფოში, ანთავისუფლებს დატყვევებულთ და გამარჯვებულად იხსნის მათ ტავისუფლებაში. ის ვინც მიყვება ქრისტეს, ის თავისი გამოცდილებით რწმუნდება, რომ გამარჯვება რომელმაც სამყაროზე გაიმარჯვა ჩვენი რწმენაა.

თუ გკითხავენ: ,,ვინ ხარ“ უპასუხე: ,,მე ვეკუთვნი თავად იესო ქრისტეს. მე განვიწმინდე მისი სისხლით და გავმყარდი მასში“. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შენც საკუთარ გამოცდილებაზე დარწმუნდები, რომ იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით ადამიანები ეშმაკის ძალაუფლებისგან თავისუფლდებიან.

როდესაც ეფესელებმა მოისმინეს, რომ იესოს ჯოჯოხეთშიც იცნობენ და რომ პავლე - ცოცხალი ღმერთის გამოგზავნილია, ისინი შიშმა შეიპყრო. ისინი თავიანთ მდგომარეობაზე დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ღმერთის სასამართლო ელოდებათ. ბევრმა წრფელად მოინანია და თაყვანისცა იესოს, სთხოვდა რა პატიებას და გადარჩენას. მათ არ აუმაღლებიათ პავლე არამედ ადიდებდნენ იესო ქრისტეს, რომელიც ანთავისუფლებს ცოდვისა და ჯადოქრებისგან. ოკულტიზმისგან განთავისუფლებულებმა ღიად აღიარეს თავიანთი ცოდვები, თავიანთი ბოროტი და გაუმართლებელი საქმეები, მოციქულებისა და მღვდლების წინაშე. მათ გადამწყვეტად უარყვეს ყოველგვარი ბოროტება და ბოროტი აზრები, რათა ძმებს, რომლებიც მყარად იდგნენ რწმენაში ელოცათ უფლის წინაშე მათთვის. ქრისტეს სისხლს შეეძლო ბოლომდე გაენთავისუფლებინა ისინი და სულიწმიდას შეეძლო განეწმიდა ისინი საუკუნოდ.

ძვირფასო ძმაო ქრისტე დღემდე რჩება მხსნელად, მას დღესაც შეუძლია გიხსნან ბოროტი სულებისგან. მიგიმართავს თუ არა მკითხავებისთვის? გჯერა თუ არა მაგიური ძალების? მიდიხარ თუ არა შეიხებთან იმის იმედით, რომ განგკურნავენ? გწამდა თუ არა ოდესმე ლურჯი თვალის, რომელიც ბოროტისგან იცავს? გთხოვთ, რომ იესოს სახელით აღიარო ეს ცოდვები ღმერთის წინაშე და თუ შესაძლებელია სხვებთან ერთად ილოცო რწმენაში გასამყარებლად და რომ იესომ გაგანთავისუფლოს ეშმაკის ყველა მარწუხებისგან. გახსოვდეს, რომ თუ შენ გაცნობიერებულად აძლევ ეშმაკს ერთ თითს, მაშინ ის ჯერ მთელს შენს მტევანს, მერე კი ხელს, მერე კი მთელ სხეულს დაიპყრობს. მაგრამ ის ვინც ეხება მთელი გულით იესოს, ის მთლიანად თავისუფლდება. ამიტომაც ნუ ელოდები ხსნის ბოლო ჟამს. ღმერთის გამარჯვება შესაძლოა დღესაც აღსრულდეს შენში, თუ გწამს იესოსი.

ჯოჯოხეთი შეიძრა, როდესაც ეფესოში ეკლესია დაარსდა, როდესაც ადამიანები საუკუნო სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდნენ. გამოსყიდულების საერთო რწმენა და მათმა ერთობლივმა ლოცვებმა, ქრისტეს დიდებული ძალა წარმოქმნეს. როდესაც იქადაგება სიტყვა მხსნელზე, ის ამარცხებს კერპთაყვანისმცემლების სიბნელეს და ამას აკეთებს არა მაგიით ან ადამიანური გონებით, არც რჯულით ან ღვთისმოსაობით, არამედ ღმერთის მონების სიტყვების ემშვეობით. ქრისტე არ გაძლევს არანაირ ძალას წუთისოფელზე გასამაჯვებლად, წმიდა სახარების გარდა. ასე, რომ აავსე შენი გული უფლის სიტყვებით და იყავი ერთობლივ ლოცვებში. ქრისტეს სურს შენი მსახურების მეშვობით სხვებთან ერთად გაანთავისუფლოს შეპყრობილები და განამტკიცოს ისინი თავის სამეფოში. ეს არის გამარჯვება, წუთისოფელზე გამარჯვება - ჩვენი რწმენა.

ლოცვა: ჩვენ თაყვანს გცემთ შენ უფალო იესო, რომელმაც გაიმარჯვე სიკვდილზე, ეშმაკზე და ცოდვაზე. შენ საუკუნო და წმიდა ხარ, დაუმარცხებელი, ცდუნებებით. გვაპატიე ჩვენი ცოდვები და გაგვანთავისუფლე ყველა ეშმაკის საქმისგან. გაგვანთავისუფლე ყველა შენს მძებნელთან ერთად და გაგვამყარე წმიდანებთან ურთიერთობაში. ჩვენ გენდც ობით შენ და ავამაღლებთ შენს სახელს. შენ ხარ ჩვენი მხსნელი და დამხმარე, შენ - ყველაფერი ხარ ჩვენთვის! ამინ.

კითხვა:

  1. როგორ იზრდებოდა და დიდდებოდა ღმერთის სახელი და მისი სიტყვები ეფესოში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:52 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)