Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 095 (Riot of the Silversmiths in Ephesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

4. ვერცხლისმჭედლების აჯანყება ეფესოში (საქმეები 19:23-41)


საქმეები 19:23-34
23 იმ დროს, არამცირე მღელვარება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ. 24 ვერცხლისმჭედელმა დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ აკეთებდა, რითაც არამცირე საქმეს აძლევდა ხელოსნებს, 25 შეკრიბა ამ ხელობის ხალხი და უთხრა: "კაცნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა. 26 ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში, ამ პავლემ თავისი ქადაგებით გადააცდინა ამდენი ხალხი, რაკი ამბობს, ადამიანის ხელით შექმნილნი, არ არიანო ღმერთები. 27 მალე არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც აღარაფრად ჩაითვლება და დაემხობა მისი სიდიადე, ახლა რომ თაყვანს სცემს მთელი აზია და მსოფლიო”. 28 ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და იყვირეს: "დიდია ეფესელთა არტემისი!” 29 მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს მაკედონელი არისტარქოსი და გაიუსი, პავლეს თანამგზავრნი, და ერთსულოვნად თეატრონისკენ გაეშურნენ. 30 პავლემ ხალხში გასვლა მოინდომა, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს; 31 ასევე ზოგიერთმა აზიელმა მთავარმა, მის მეგობართაგან, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, არ გამოჩენილიყო თეატრონში. 32 ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი კი - მეორეს, ვინაიდან ძალზე დაბნეული იყო კრებული და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი. 33 ხალხიდან იუდეველთა წარმომადგენელი, ალექსანდრე გამოიყვანეს, მან ხელით ანიშნა, უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე, 34 მაგრამ, როცა შეიტყეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს გაჰკიოდნენ: დიდიაო ეფესელთა არტემისი!

პავლე აპირებდა იერუსალიმში წასვლას, მაგრამ ჯერ რწმენის გამოცდა უნდა გაეარა. მას მოუწია აზიაში შეყოვნება, სადაც უფალმა მას მძიმე გაკვეთილი, სულებთან ბრძოლა მოუწყო.

ეფესოში ცნობილი იყო არტიმეტეს ტაძარი, რომელიც ასევე დიანას სახელით იყო ცნობილი. ამ ტაძარში ასსამოცი მარმარილოს სვეტი იყო, მათი სიგრძე კი თვრამეტ მეტრს შეადგენდა. ქალღმერთის ქანდაკება შავი და მაგარი ხისგან იყო გაკეთებული, პავლე ეფესოში ყოფნის ორი წლის მანძილზე ასწავლიდა ერს, რომ ყველა უცხო ღმერთი, და მათი აშენებული ტაძრები - აზრს მოკლებული და უსარგებლოა. ამიტომაც ქრისტეს მორწმუნეები არ მონაწილეობდნენ არტიმედეს თაყვანისცემის რიტუალში. ისინი დამწუხრებულები უყურებდნენ მათ ვინც ეთაყვანებოდა მათ და სჯეროდათ ამ ქვების, ოქროებისა და ხის კერპების. კერპთაყვანისმცემელთა მორწმუნეების მოქცევა შეუმჩნეველი არ დარჩენილა ხატებისა და ხეკნაკეთი ნივთების გამყიდველებისათვის. ვერცხლისმჭედლები, რომლებიც მინიატურულ ვერცხლის ნაკეთობებსა და ქანდაკებებს აკეთებდნენ არტიმედეს ტაძარში მომლოცველებისთვის და ამითი აკეთებდნენ ბევრ ფულს. რამდენიმე ხნის წინ ასეთი მცირე ვერცხლის ქანდაკებები იყო ნაპოვნი ინდოეთში, ნილაში. ეფესოს სტუმრები ყიდულობდნენ მათ და თავიანთ ქვეყნებში მიჰქონდათ, საშიშროებებისგან დამცავი ამულეტების მსგავსად. მაგრამ იმის შემდეგ რაც პავლემ დაიწყო ქადაგება, რომ ქრისტე უფალთ-უფალია, ვერხლისმჭედლებისთვის საქმე შემცირდა. ყოველმა მოქცეულმა იცოდა, რომ ამულეტები, ბისერები და ყველაფერი დანარჩენი, რომელიც თითქოსდა იცავდა ადამიანს, სინამდვილეში სიცრუეა, ამ ყველაფრის შემდეგ ვერცხლისმჭედელმა დიმიტრიმ, რომელიც ასევე მსახურობდა არტიმედეს ტაძარში, შეკრიბა თავისი თანამშრომლები და აუხსნა მათ, თუ როგორი საფრთხე ელოდათ. ის ამბობდა, რომ მათ შიმშილი ელოდათ, რადგან პავლემ ამ ქალაქიდან და მთელი აზიიდან ხალხის ყურადღების მიქცევა შეძლო. ხალხმა უარყო ტავიანთი ტრადიციები და მამების რწმენა და ახლა ამბობენ, რომ ყველა კერპი და ხატება – ამქვეყნიურია.

მთავარ ვერცხლმჭედელ დიმიტრის კარგად ესმოდა, რომ პავლესთვის ამქვეყნიური მხოლოდ ქანდაკებები კი არა, არამედ ტაძარიც იყო, ეს კი თავისთავში ატარებდა საფრთხეს მთელი ქალაქისთვის, რელიგიისა და ეკონომიკისთვის. ამიტომაც თვლიდა პავლეს ქალაქ ეფესოს ყველაზე დიდ მტრად.

ვერხლისმჭედელებმა მოაწყვეს ღია დემონტრაციული მოთხოვნები და მათი დოქტრინების მხარდაჭერას ითხოვდნენ. ისინი ყვიროდნენ: ,,დიდებულია ეფესოს არტიმედე!“ როდესაც გაგიჯებულმა ხალხმა იპოვა ორი მაკედონელი, პავლეს თანამგზავრები, ისინი შეიპყრეს. თუმცა მათ არანაირი ზიანი არ მიაყენეს, რადგანთ უფლის ხელი იცავდა მათ ამ მღელვარებისგან. პავლე მშიშარა არ იყო. მას უნდოდა თავის თანამშრომლების მხარდაჭერა. ის მივიდა მათთან, მაგრამ მოწაფეებმა, რომლებიც ლოცვისთვის იყვნენ შეკრებილები, გააჩერეს ის რადგან იცოდნენ, რომ მის დამოწმებას ამაყი და უპატივცემულო ბრბოს წინაშე, რომელიც დიდი მდინარის ნაცვლად მოედინება, აზრი არ აქვს. ამ ხმაურის, ყვირილისა და სასოწარკვეთილების დროს ცალკეულ პიროვნებას მოაკლდა ინდივიდუალურობა და მთელი სიწმინდე. ხალხი ერთობაში მოვიდა, მაგრამ არა კარგი საქმისთვის არამედ ცუდი.

შესაძლოა თამამმა პავლემ თავად გადაწყვიტა წასულიყო თეატრში, თავისი თანამეგზურების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად. ხალხი ამ თეატრში იკრიბებოდა სამხიარულო და სამწუხარო ამბებზე. თეატრი იყო გათვლილი ოცდახუთი ათასი მაყურებლისთვის.

ტაძრის ხელისუფალმა შეატყობინა პავლეს, რომ პავლეს ყოფნა თეატრში, რომელიც გადაჭედილია გაბრაზებული ხალხით, იქნება არა მხოლოდ უსარგებლო არამედ მავნეც კი. ისინი ითხოვდნენ, რომ პავლეს ერისგან შორს დაეჭირა. თეატრში შეკრებილი ხალხი ყვიროდა, ხოლო ამ მღელვარების დროს დიმიტრი უეცრად გაქრა. დემონსტრაცია პროვინციის ხელისუფლების მიერ ნებადართული არ ყოფილა. საზოგადოებრივი მღელვარება ნებისმიერი ფორმით იყო აკრძალული, რომაელი მმართველებისთვის, ქალაქის რეჟიმის შესაბამისობაში. დიმიტრის დასჯის შეეშინდა და ეს გაბრაზებული ხალხი უზარმაზარ თეატრში ლიდერის გარეშე დარჩა.

ამასთანავე იუდეველებმა, რომლებიც პავლეს ვერ იტანენ. წინ გამოიყვანეს კიდევ ერთი ებრაელი. ჩანს რომ ესეც ქრისტიანია და მას სთხოვეს პავლესა და ეკლესიის დაცვა. ეს ახალგაზრდა ყმაწვილი სახელად ასექსანდრე ბრბომ ხელში აიტაცა და შუაში დააყენეს. ის შეეცადა ეკელსიის სახელით ესაუბრა, მაგრამ ერი მალევე მიხვდა, რომ ეს პავლე კი არა სხვა ებრაელი იყო. მაშინ ერი აფეთქდა თავიანთი რისხვა იუდეველბზე ალექსანდრეს მეშვეობით გამოხატეს. ისნი ორი საათის განმავლობაში ყვიროდნენ ,,დიდებულია ეფესოს არტიმედეს!“

დღეს ამ არტიმედეს ქალღმერთს არავინ იცნობს, მაგრამ იმ დღეს და იმ ადგილას ათასობით ადამიანი მზად იყო მისთვის ალექსანდრე ნაწილებად დაეშალათ. ეკლესია პავლესთან ერთად ლოცულობდა ტანჯულ ადამიანზე და მის ორ თანამშრომელზე. უფალმა გაიწოდა თავისი ხელი და დაიცვა თავისი დამმოწმებლები, ხოლო გაბოროტებულმა ბრბომ მას ვერაფერი დააკლო. არცერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნილა მათი თავებიდან, მხოლოდ ჰაერში იდგა დაძაბული ატმოსფერო, ის თითქოს ბრბოს ყვირილით იყო დატენილი, რომელიც გამწარებული მხეცის მსგავსია.

ლოცვა: უფალო იესო ჩვენ მადლობას გიხდით, ვინაიდან შენი სამეფო მეტად ძლიერია ვიდრე ეშმაკის აზრები, არცერთი შენი შვილებიდან არ დაზარალებულა ეფესოში გაბრაზებული ბრბოს მიერ. გვასწავლე მოგენდოთ შენ და არ გვეშინოდეს არც ადამიანისა და არც სულის, ვიანიდან შენ გვიხსენი შენი ძვირფასი სისხლით.

კითხვა:

  1. რატომ გაბრაზდა დიმიტრი პავლეზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:53 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)